20 აპრილიდან მზე კუროშია, სადაც ერთი თვის განმავლობაში იქნება. გაეცანით ქალი და მამაკაცი კუროების დახასიათებას, რათა უკეთ შეძლოთ მათთან მეგობრობა, თანამშრომლობა ან უბრალოდ თანაარსებობა.
როგორც წესი, კარგი აღნაგობით, გრაციოზულობითა და სიზანტით გამოირჩევა. თუ სადმე ისტერიკებიან კურო ქალს გადაეყრებით, დაიმახსოვრეთ, რომ მის პირად რუკაში ტყუპის, ვერძის ან ლომის დიდი გავლენაა. სხვა შემთხვევაში კურო სიმშვიდის განსახიერებაა. "გემრიელი ქალი" - აი, ეპითეტი, რომელიც შეიძლება ჭეშმარიტ კურო ქალს მიუსადაგოთ.
კურო ქალი უზომოდ მომთმენი და მშვიდია. მას შეუძლია გულისხმიერი მსმენელი იყოს მამაკაცისთვის, ისე რომ ამ უკანასკნელს თავი ზეაღმატებულად აგრძნობინოს. ვენერას გავლენით, მას შესანიშნავად ეხერხება სამოსის, კოსმეტიკისა და თავის მოვლის სხვა ნივთების შერჩევა.
იშვიათობას წარმოადგენს ქალი კურო, რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების ოსტატურად მზადება სიამოვნებას არ ანიჭებს ან არ გამოსდის. გარდა ამისა, პრაქტიკული აზროვნებისა და კარგი ფინანსური ალღოს გამო, ბევრი კურო შესანიშნავად ახერხებს საკუთარი ბიზნესი და სოლიდური შემოსავალი ჰქონდეს. ფინანსების მიმართ, გონივრული დამოკიდებულების გამო, კურო ქალი ბევრი მამაკაცისთვის შეუცვლელ თანაშემწეს წარმოადგენს საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხში.
გემრიელი სადილების კეთებასთან ერთად, ისინი მებაღეობის და ზოგადად მიწის დიდი სიყვარულიც გამოირჩევიან. ამიტომ, თუ კურო ქალს საკუთარი აგარაკი არ გააჩნია, ბინის გამწვანებით იქნება დაკავებული.
კურო ქალის ცხოვრებაში მეუღლის შემდეგ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა შვილებს უკავიათ. კუროები არაჩვეულებრივი, მზრუნველი დედები არიან, თუმცა ხშირად სიმკაცრეც ახასიათებთ საკუთარი, ზედმეტად მოუსვენარი ნაშიერების მიმართ, რომლებიც მის მიერ დადგენილ ოჯახურ წესრიგს არ ემორჩილებიან.
მოუხედავად გამოკვეთილი, ქალური გარეგნობისა, კურო ქალს სათუთ და სუსტ ქმნილებას ვერ უწოდებ. მეტიც, ამ ადამიანებს გამორჩეულად მტკიცე ხასიათი, სიჯიუტე და გამძლეობა გააჩნიათ. რომლის მეშვეობითაც ყოველგვარი ზედმეტი წუწუნისა და ჩივილის გარეშე შეუძლიათ აიტანონ ნებისმიერი ცხოვრებისეული განსაცდელი, გადალახონ ფიზიკური თუ მორალური ტკივილი.
მამაკაცი კუროს ცხოვრება შესაძლოა ზოგიერთ ქალს მონოტონურად, შენელებულად და მოსაწყენადაც კი მოეჩვენოს, თუმცა მცდელობა, რომ მას გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება და თქვენს ჭკუაზე სირბილი აიძულოთ, კრახით დასრულდება. კურო მომთმენია, მაგრამ არა დამყოლი. ამიტომ სიჯიუტემ, რომელსაც იგი მოულოდნელად გამოამჟღავნებს, შესაძლოა გაოცებული დაგტოვოთ. თუმცა, სიზარმაცეში ან გულგრილობაში მის დადანაშაულებას ნუ იჩქარებთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საკმაოდ რთულად იღებს, საბოლოო ჩვენებას, როგორც წესი არასოდეს ცვლის. ამიტომ თუ მან თქვენი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მერწმუნეთ აზრს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ შეაცვლევინებს.
კურო მამაკაცისთვის ცხოვრების უმთავრესი აზრი, როგორც წესი, მუშაობაშია. მუშაობა კი მას კომფორტული ცხოვრების მოსაწყობად, კარგი ფინანსური ბაზის შესაქმნელად სჭირდება. ამიტომ არასოდეს დააყენოთ თქვენსა და სამსახურს შორის არჩევანის წინაშე.
კურო მამაკაცებს, განსაკუთრებულად უყვართ ბუნებაში დასვენება, პიკნიკების მოწყობა. ბევრი მათგანი, გამორჩეული გურმანია, კარგად ეხერხებათ სამზარეულოში ტრიალი და კერძების ოსტატურად მზადება.
კუროსთვის აუცილებელია, საღამოს სამსახურიდან მოსულს, ოჯახში სიმშვიდე, სიწყნარე, წესრიგი და გემრიელი კერძის სურნელი ეგულებოდეს. თუკი თქვენ ოჯახური ჰარმონიის შექმნის უნარი გაქვთ, კურო ქმარი, მთელი ცხოვრება ხელის გულზე გატარებთ.
პლანეტა ვენერას გავლენით, კურო მამაკაცებს დახვეწილი გემოვნება და სილამაზის აღქმის განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ. ქალების მიმართ ახასიათებთ გამოკვეთილად თბილი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, დედებს, ცოლებსა და ქალიშვილებს ყველაზე მეტად და მაქსიმალურად ანებივრებენ.
კურო მამაკაცების უმრავლესობა, როგორც წესი საკუთარი პარტნიორის მიმართ ხანგრძლივად ინარჩუნებს ერთგულებას. თუმცა ზოგჯერ, მათ შორისაც გვხვდებიან მექალთანეებიც. ამ შემთხვევაში მიზეზი კონკრეტული ინდივიდის პირად რუკაშია მოსაძებნი.
არ შეიძლება ორი სიტყვა არ ვთქვათ კუროს ბნელ მხარეზე :