მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყვარულმა და საქმიანმა ურთიერთობებმა შესაძლოა განსაცდელები გაიაროს - 3-9 თებერვლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
სიყვარულმა და საქმიანმა ურთიერთობებმა შესაძლოა განსაცდელები გაიაროს - 3-9 თებერვლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

3-9 თე­ბერ­ვლის პე­რი­ო­დი მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე, ენერ­გი­უ­ლი და ცვა­ლე­ბა­დია. ამ დროს აქ­ტი­ურ­დე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, იმ­პულ­სუ­რო­ბა გრძნო­ბებ­ში, ფი­ნან­სუ­რი დი­ნა­მი­კა და ღრმა გარ­დაქ­მნე­ბი.

გან­ვი­ხი­ლოთ მოვ­ლე­ნე­ბი თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

მერ­კუ­რი (ჩვე­ნი გო­ნე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა) ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია რეტ­როგ­რა­დულ იუ­პი­ტერ­თან, რაც ხელს უწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის ხე­ლახ­ლა შე­მოწ­მე­ბას, სწავ­ლას და ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის ძი­ე­ბას. ეს კარ­გი დროა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სა­გეგ­მა­ვად და ჰო­რი­ზონ­ტის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად, უცხო ენის შეს­წავ­ლის­თვი­საც.

ვნე­ბე­ბი­სა და სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ცე­ცხლი დატ­რი­ალ­დე­ბა , როცა ვე­ნე­რა, და­ტო­ვებს თევ­ზე­ბის ნი­შანს და 4 თე­ბერ­ვალს გა­და­ვა მე­ო­მარ ვერ­ძში. მო­ი­მა­ტებს ინი­ცი­ა­ტი­ვის ენერ­გია და პირ­და­პი­რო­ბა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი იმოქ­მე­დე­ბენ სურ­ვი­ლით - "აქ და ახლა". ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დე­ბა, გრძნო­ბე­ბი - მწვა­ვე. ფი­ნან­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უფრო სა­რის­კო ხდე­ბა, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიყ­ვა­რულ­სა და ფულ­ში იმ­პულ­სუ­რო­ბას მო­ე­რი­დოთ.

ღრმა გარ­დაქ­მნე­ბი და გა­დატ­ვირ­თვე­ბი გვე­ლო­დე­ბა 7-9 თე­ბერ­ვალს. ამ პე­რი­ოდ­ში პლა­ნე­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ას­პექ­ტებს ქმნი­ან - ვე­ნე­რა პლუ­ტონ­თან, სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დულ მარსთან, ხოლო მზე მერ­კურ­თან - ცვლი­ლე­ბის ძლი­ერ ტალ­ღებს ვიგ­რძნობთ. ეს არის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტუ­ი­ცი­ის დღე­ე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლია გა­რი­გე­ბე­ბი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. სიყ­ვა­რულ­მა და საქ­მი­ან­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა შე­საძ­ლოა გან­საც­დე­ლე­ბი გა­ი­ა­როს, მაგ­რამ მათ, ვი­საც სურს სა­კუ­თარ თავ­ზე იმუ­შა­ოს, ექ­ნე­ბა შან­სი გა­ნა­ახ­ლოს და გა­აძ­ლი­ე­როს არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი.

კვი­რა მო­ი­თხოვს ბა­ლანსს სპონ­ტა­ნუ­რო­ბა­სა და გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბას შო­რის. ბევ­რი ენერ­გი­აა, მაგ­რამ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც შექ­მნის­თვის, ასე­ვე გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის; ამი­ტომ, მი­მარ­თეთ ენერ­გია კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის­კენ. მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია პი­როვ­ნულ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე. მო­უს­მი­ნეთ თქვენს ინ­ტუ­ი­ცი­ას, მო­ე­რი­დეთ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას და არ შე­გე­შინ­დეთ ძვე­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­და­ხედ­ვის. ეს არის დრო, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ სა­ბე­დის­წე­რო მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­დეს.

ბედ­ნი­ერ კვი­რას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სიყვარულმა და საქმიანმა ურთიერთობებმა შესაძლოა განსაცდელები გაიაროს - 3-9 თებერვლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

სიყვარულმა და საქმიანმა ურთიერთობებმა შესაძლოა განსაცდელები გაიაროს - 3-9 თებერვლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

3-9 თებერვლის პერიოდი მოვლენებით აღსავსე, ენერგიული და ცვალებადია. ამ დროს აქტიურდება ინტელექტუალური აქტივობა, იმპულსურობა გრძნობებში, ფინანსური დინამიკა და ღრმა გარდაქმნები.

განვიხილოთ მოვლენები თანმიმდევრულად:

მერკური (ჩვენი გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა) ჰარმონიულ ასპექტშია რეტროგრადულ იუპიტერთან, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო საქმეების გადახედვას, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელახლა შემოწმებას, სწავლას და ავტორიტეტების მხარდაჭერის ძიებას. ეს კარგი დროა გრძელვადიანი მოგზაურობის დასაგეგმავად და ჰორიზონტის გასაფართოებლად, უცხო ენის შესწავლისთვისაც.

ვნებებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების ცეცხლი დატრიალდება , როცა ვენერა, დატოვებს თევზების ნიშანს და 4 თებერვალს გადავა მეომარ ვერძში. მოიმატებს ინიციატივის ენერგია და პირდაპირობა პირად ურთიერთობაში. ადამიანები იმოქმედებენ სურვილით - „აქ და ახლა“. ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება, გრძნობები - მწვავე. ფინანსური გადაწყვეტილებები უფრო სარისკო ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია სიყვარულსა და ფულში იმპულსურობას მოერიდოთ.

ღრმა გარდაქმნები და გადატვირთვები გველოდება 7-9 თებერვალს. ამ პერიოდში პლანეტები ერთმანეთთან ასპექტებს ქმნიან - ვენერა პლუტონთან, სატურნი რეტროგრადულ მარსთან, ხოლო მზე მერკურთან - ცვლილების ძლიერ ტალღებს ვიგრძნობთ. ეს არის გაძლიერებული ფინანსური ინტუიციის დღეები, წარმატებულია გარიგებები და საინვესტიციო გადაწყვეტილებები. სიყვარულმა და საქმიანმა ურთიერთობებმა შესაძლოა განსაცდელები გაიაროს, მაგრამ მათ, ვისაც სურს საკუთარ თავზე იმუშაოს, ექნება შანსი განაახლოს და გააძლიეროს არსებული კავშირები.

კვირა მოითხოვს ბალანსს სპონტანურობასა და გონებამახვილობას შორის. ბევრი ენერგიაა, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შექმნისთვის, ასევე განადგურებისთვის; ამიტომ, მიმართეთ ენერგია კეთილი საქმეებისკენ. მოვლენების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია პიროვნულ ცნობიერებაზე. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და არ შეგეშინდეთ ძველი სტრატეგიების გადახედვის. ეს არის დრო, როდესაც შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ საბედისწერო მოვლენები განვითარდეს.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!