საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლებელია პოზიტიური სიურპრიზები სიყვარულში, ფინანსებსა და პირად პროექტებში ანუ კვირის ასტროლოგიური მოვლენები
შესაძლებელია პოზიტიური სიურპრიზები სიყვარულში, ფინანსებსა და პირად პროექტებში ანუ კვირის ასტროლოგიური მოვლენები

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვი­რა გვე­ლო­დე­ბა. პირ­ვე­ლი და კარ­გი ამ­ბა­ვი ისაა, რომ მზე 21 იან­ვარს თხის რქის ნი­შანს ტო­ვებს და მერ­წყულ­ში გა­და­დის. ეს ნი­შა­ნი მოგ­ვი­ტანს გან­სა­კუთ­რე­ბულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ინო­ვა­ცი­ას და კე­თილ­გან­წყო­ბას. ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

კვი­რა აგ­რეთ­ვე ხელ­საყ­რე­ლია პროგ­რე­სუ­ლი იდე­ე­ბი­სა და რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. ეს არის დრო, რო­დე­საც ენერ­გია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კო­ლექ­ტი­ურ ინ­ტე­რე­სებ­ზე, ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

პე­რი­ო­დის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ფონი აძ­ლი­ე­რებს სურ­ვილს პი­როვ­ნე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნოს უნი­კა­ლუ­რო­ბა და გას­ცდეს ჩვე­უ­ლებ­რივს, ააქ­ტი­უ­რებს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის, არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბის და არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბის სურ­ვილს. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად ეძე­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­ან­თი აზ­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ში, ისე­ვე რო­გორც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი წე­სე­ბის­გან. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა IT, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის.

23 იან­ვარს რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მერ­კურს და ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია რეტ­როგ­რა­დულ ურან­თან, მერ­წყუ­ლის ერთ-ერთ მმარ­თველ­თან. პლა­ნე­ტე­ბის ენერ­გი­ე­ბი აფარ­თო­ე­ბენ კო­ლექ­ტი­ურ ცნო­ბი­ე­რე­ბას, ხელს უწყო­ბენ ერ­თი­ა­ნო­ბას და სა­ერ­თო მიზ­ნებს. დღე ხელ­საყ­რე­ლია თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, მე­გობ­რო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და ჯგუ­ფურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ო­ბა სა­ყო­ველ­თაო მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს.

25-26 იან­ვარს ყა­ლიბ­დე­ბა პლა­ნე­ტე­ბის - ვე­ნე­რა-რეტ­რო ურა­ნი-რეტ­რო მარ­სი ჰარ­მო­ნი­უ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია. კონ­ფი­გუ­რა­ცია აღ­ვი­ძებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ფი­ნან­სებ­ში მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს, ხსნის ახალ მიდ­გო­მებს ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ურა­ნი კი ამა­ტებს სი­ურპრი­ზებს, მაგ­რამ ხელ­საყ­რე­ლი ფორ­მით. მისი გავ­ლე­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი სი­ურპრი­ზე­ბი სიყ­ვა­რულ­ში, ფი­ნან­სებ­ში და პი­რად პრო­ექ­ტებ­ში.

ბედ­ნი­ერ და წარ­მა­ტე­ბულ კვი­რას გი­სურ­ვებთ!

შესაძლებელია პოზიტიური სიურპრიზები სიყვარულში, ფინანსებსა და პირად პროექტებში ანუ კვირის ასტროლოგიური მოვლენები

შესაძლებელია პოზიტიური სიურპრიზები სიყვარულში, ფინანსებსა და პირად პროექტებში ანუ კვირის ასტროლოგიური მოვლენები

ძალიან საინტერესო კვირა გველოდება. პირველი და კარგი ამბავი ისაა, რომ მზე 21 იანვარს თხის რქის ნიშანს ტოვებს და მერწყულში გადადის. ეს ნიშანი მოგვიტანს განსაკუთრებულ თავისუფლებას, ინოვაციას და კეთილგანწყობას. ჩვენ ვემზადებით გლობალურ დონეზე ინტენსიური განვითარებისთვის.

კვირა აგრეთვე ხელსაყრელია პროგრესული იდეებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის. ეს არის დრო, როდესაც ენერგია ორიენტირებულია კოლექტიურ ინტერესებზე, ექსპერიმენტებზე და მოძველებული სისტემებისგან გათავისუფლებაზე.

პერიოდის ენერგეტიკული ფონი აძლიერებს სურვილს პიროვნებამ გამოავლინოს უნიკალურობა და გასცდეს ჩვეულებრივს, ააქტიურებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძიების და არსებული სისტემების განახლების სურვილს. ადამიანები უფრო მეტად ეძებენ თავისუფლებას თავიანთი აზრების გამოხატვაში, ისევე როგორც დამოუკიდებლობას მოძველებული წესებისგან. ეს შესანიშნავი დროა IT, მეცნიერებასა და შემოქმედებითობასთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობისთვის.

23 იანვარს რეტროგრადული მარსი ეწინააღმდეგება მერკურს და ჰარმონიულ ასპექტშია რეტროგრადულ ურანთან, მერწყულის ერთ-ერთ მმართველთან. პლანეტების ენერგიები აფართოებენ კოლექტიურ ცნობიერებას, ხელს უწყობენ ერთიანობას და საერთო მიზნებს. დღე ხელსაყრელია თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის, მეგობრობის გასაძლიერებლად და ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობისთვის. ჰუმანიტარული პროექტები და მოხალისეობა საყოველთაო მხარდაჭერას მიიღებს.

25-26 იანვარს ყალიბდება პლანეტების - ვენერა-რეტრო ურანი-რეტრო მარსი ჰარმონიული კონფიგურაცია. კონფიგურაცია აღვიძებს ურთიერთობებსა და ფინანსებში მოულოდნელ ცვლილებებს, ხსნის ახალ მიდგომებს ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. ურანი კი ამატებს სიურპრიზებს, მაგრამ ხელსაყრელი ფორმით. მისი გავლენით შესაძლებელია პოზიტიური სიურპრიზები სიყვარულში, ფინანსებში და პირად პროექტებში.

ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ!