შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში, ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან მუშაობისას, ანუ ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში, ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან მუშაობისას, ანუ ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

13 ოქტომბრიდან მერკური (გონებისა და კომუნიკაციის პლანეტა) სასწორიდან გადავა მორიელში, სადაც 3 ნოემბრამდე დარჩება. ეს შეიძლება იყოს სტრესული პერიოდი პლუტონთან ასპექტის გამო. არაა გამორიცხული ცხელ გულზე თქვათ რაღაც, რამაც გამოიწვიოს ტრანსფორმაცია: მოვლენების, ადამიანური ფაქტორის. ყურადღებით იყავით საბუთების გაფორმებისას, ვაჭრობისას. განსაკუთრებული დაკვირვება გმართებთ ფინანსურ საკითხებთან:

ვერძი

მეტი ყურადღება მიაქციეთ საერთო ფინანსებს, რესურსებს და ღრმა ცვლილებებს თქვენს სამუშაო დინამიკაში. სასურველია გულდასმით შეაფასოთ კონტრაქტები და შეთანხმებები, რადგან შესაძლოა იყოს დამალული დეტალები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს. ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოთ ფარული ნიჭი ან უნარები, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ თქვენს საქმიანობაზე. მოემზადეთ მოულოდნელი ცვლილებებისთვის სამსახურში.

კურო

13 ოქტომბრიდან ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისთვის, საქმიანი შეხვედრების და დისკუსიებისთვის. შეგიძლიათ დაგეგმოთ გარიგებები, დადოთ კონტრაქტები და სწრაფად მიაღწიოთ საჭირო შეთანხმებებს. ნუ შეგეშინდებათ კამათში თქვენი აზრის დასაბუთებულად დასაცავად. არ არის გამორიცხული, ზოგიერთს გაგიჩნდეთ სურვილი, შეცვალოთ რაღაც ცხოვრებაში, მოიშოროთ ძველი ურთიერთობები და ყველაფერი, რაც წინსვლის შანსს არ გაძლევთ. გექნებათ საკმარისი მონდომება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. ხანდახან ბიზნესში არასტაბილურობას იგრძნობთ, შესაძლოა გარემოებები არ იყოს თქვენს სასარგებლოდ. შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში და დაძაბული ურთიერთობა კოლეგებთან.

ტყუპი

13 ოქტომბრიდან გაგიუმჯობესდებათ სამუშაო ტემპი. შეძლებთ ნაყოფიერ მუშაობას და დაკისრებული ამოცანების ამოხსნას. გადაწყვეტილებების უმეტესობა სწორი და დროული იქნება. თვის ბოლოს მოგიწევთ მცირე აქტუალური საკითხების მოგვარება და რუტინული სამუშაოს შესრულება. მოაწესრიგეთ მაგიდაზე დახვავებული საბუთები და ქვითრები. მოგინდებათ სამუშაო ადგილი უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადოთ. არის შანსი, რომ დამატებითი სამუშაო მოგცენ, ისწავლოთ ახალი, აიღოთ დამატებითი პასუხისმგებლობა.

კირჩხიბი

კომუნიკაცია გახშირდება. შეიძლება გინდოდეთ გაუზიაროთ თქვენი აზრები და მოსაზრებები თქვენს კოლეგებს. გაუმჯობესდება თქვენი აზრების გამოხატვისა და სხვების დარწმუნების უნარი. ეს კარგი შესაძლებლობაა წარმოადგინოთ თქვენი იდეები, პროექტები ან მონაწილეობა მიიღოთ მოლაპარაკებებში. ამასთან გაძლიერდება თქვენი წარმოსახვა და მხატვრულობა. კარგი დროა მწერლების, დიზაინერების, მხატვრებისა და შემოქმედებით სფეროებში ჩართულებისთვის. ამასთან, არ დადოთ დაპირებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. გაითვალისწინეთ თქვენი სამუშაოს პრაქტიკული ასპექტები, როგორიცაა ვადები და პასუხისმგებლობები. თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა გაუმჯობესდება, რაც საშუალებას მოგცემთ დაამყაროთ ახალი კავშირები და უფრო ძლიერი ურთიერთობები.

ლომი

თქვენი ყურადღება გადაინაცვლებს ოჯახურ პრობლემებზე, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკურ საკითხებზე. შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს უძრავი ქონების შეძენა ან დაქირავება ან სახლის გაუმჯობესება. ამას დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ უკეთ მოაწყვეთ თქვენი განრიგი და იპოვეთ ბალანსი სამსახურსა და საშინაო პასუხისმგებლობებს შორის. ეს პერიოდი ყველაზე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მუშაობს სამშენებლო ან საბინაო და სარემონტო მომსახურებაში. თუ სამუშაოს ეძებთ, დახმარებისთვის მიმართეთ ახლობლებს.

ქალწული

გაუმჯობესდება თქვენი კომუნიკაციის უნარები და შეძლებთ თქვენი სამუშაოს უფრო ეფექტურად შესრულებას. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მოაწყოთ თქვენი სამუშაო გრაფიკი და დაიტოვოთ მეტი დრო პირადი საჭიროებისთვის. თვის მეორე და მესამე ათი დღე შესაფერისია მოლაპარაკებებისთვის, კოლეგებთან იდეებისა და გეგმების განხილვისთვის. თქვენს წინადადებებს უფროსი დაამტკიცებს, ამიტომ არ შეგეშინდეთ იყოთ აქტიური და საინტერესო აზრები გამოთქვათ. კარგი პერიოდია ტესტების ჩაბარებისთვის, გამოცდებისთვის, საზოგადოების წინაშე საუბრისა და პრეზენტაციებისთვის. ასევე არის შანსი, რომ საოფისე საქმიანობით, საბუთების შევსებით, დოკუმენტების ხელმოწერითა და სამთავრობო ორგანიზაციების მონახულებით იყოთ დაკავებული. იყავით მეგობრული თანამდებობის პირებთან ურთიერთობისას, ეს დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მიიღოთ ის, რაც გსურთ. შესაძლებელია მოკლე მივლინებები.

სასწორი

აქტიურად ჩაერთვებით კომუნიკაციისა და მოლაპარაკების პროცესში სამუშაო შესაძლებლობების ან ფინანსური სარგებლობისთვის. მოგინდებათ ახალი სტრატეგიების შესწავლა, ახალი ცოდნის მიღება ან არსებული უნარების გაუმჯობესება, რათა წარმატებას მიაღწიოთ თქვენს პროფესიაში. გელოდებათ ინოვაციური იდეები და გადაწყვეტილებები, რომლებიც გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას და ეფექტურობას სამუშაო ადგილზე. შეიმუშავეთ დეტალური გეგმა, შექმენით ბიუჯეტი და დაისახეთ რეალისტური მიზნები თქვენი ფინანსების ეფექტურად მართვისა და წარმატების მისაღწევად. ფრთხილად იყავით ფინანსურ დოკუმენტებთან, რომლებსაც ხელს აწერთ. ამასთან გაფრთხილდით, შეიძლება წარმოიშვას გაუგებრობა კოლეგებთან, კლიენტებთან და სხვა ადამიანებთან, ვისთანაც ურთიერთობთ ფინანსების თემაზე.

მორიელი

თქვენი მონდომება და თავდაჯერებულობა გაიზრდება. იქნება ბევრი მომენტი, როდესაც შეძლებთ აჩვენოთ თქვენი საქმიანი და პროფესიული თვისებები და გახდეთ თქვენი გუნდის ლიდერი. შეძლებთ წარმატებით აწარმოოთ მოლაპარაკება, დაარწმუნოთ პარტნიორები და დაამტკიცოთ თქვენი აზრი. შესაძლებელია საინტერესო საქმიანი წინადადებების მიღება და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. ამ დროს დაწყებული ახალი პროექტები წარმატებით განვითარდება და მოგებასაც მოიტანს. ვარსკვლავები გირჩევენ გამოხატოთ საკუთარი თავი შემოქმედებით სფეროში, გამოავლინოთ თქვენი ინდივიდუალურობა.

მშვილდოსანი

ახალ წამოწყებებში ან პროექტებში რთული იქნება წინსვლა. ამიტომ, უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას და შეცდომების თუ უზუსტობების გამოსწორებას გირჩევთ. შეგიძლიათ ოდნავ შეანელოთ თქვენი ბიზნესსაქმიანობა და არ ჩაერიოთ მიმდინარე პროცესებში. არ გაუზიაროთ გეგმები ან ახალი იდეები სხვებს. თქვენს გარემოცვაში შეიძლება იყვნენ არაკეთილსინდისიერები ან სკეპტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეგიშალონ. არ არის გამორიცხული, გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ ცხოვრებაში, უარი თქვათ საქმიანობაზე, რომელიც შემოსავალს არ გამოიმუშავებს ან აღარ არის პერსპექტიული.

თხის რქა

ყურადღება გაამახვილეთ კომუნიკაციაზე, ქსელზე და თანამშრომლობაზე. მოგინდებათ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ სოციალურ ღონისძიებებში. კონფერენციებზე დასწრებამ ან ონლაინ საზოგადოებებში გაწევრიანებამ შეიძლება გააფართოოს თქვენი პროფესიული ქსელი და გაგაცნოთ გავლენიანი ადამიანები. მიიღებთ ღირებულ იდეებს და ინფორმაციას გარშემო მყოფებისგან.

მერწყული

13 ოქტომბრიდან პერიოდი ხელსაყრელია კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ეს არის შესაფერისი დრო, რომ მიხვიდეთ უფროსთან მოთხოვნებით, იდეებითა და წინადადებებით. გექნებათ საშუალება, სწორი შთაბეჭდილება მოახდინოთ გავლენიან ადამიანებზე და, შესაძლოა, მათი მხარდაჭერაც კი მოიპოვოთ. გახდებით უფრო ორგანიზებული, სისტემატური, მეთოდური, მომთმენი და ეფექტური ბიზნეს საკითხების გადაჭრაში. განავითარეთ თქვენი მართვისა და კომუნიკაციის უნარები. შესაძლოა გაიზარდოს თქვენი პასუხისმგებლობაც.

თევზები

საშუალება მოგეცემათ შეხედოთ მოვლენებს სხვა კუთხით და გამონახოთ საინტერესო შესაძლებლობები. ამ დროს თქვენი ბევრი იდეა წარმატებით განხორციელდება. გექნებათ ახალი საქმიანი კონტაქტები და კავშირები თქვენთვის საჭირო საქმიანობის სფეროებში. მოგიწევთ თქვენი პროფესიული დონის გაუმჯობესება, კურსების ან ტრენინგების გავლა და ახალი გამოცდილების მიღება. თუ გეგმავთ უცხო ენის შესწავლას, მაშინ ახლა საუკეთესო დროა ამისთვის. არის მომგებიანი შეთავაზების მიღების შანსი. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან ან გახდეთ უცხოური კომპანიის თანამშრომელი. ზოგიერთი მიიღებთ ფულს უცხოეთიდან.