24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით კვირა ცვლილებებით იქნება აღსავსე. კარგი ამბავი ისაა, რომ მარსი რეტროგრადული სვლიდან გამოდის. იღვიძებს ძალა და ენერგიულობა. ადამიანის ქმედება უფრო გააზრებული გახდება. ხოლო ვენერა, რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის, რომელიც როგორც წარსულის სარკე, ასახავს დავიწყებულ გრძნობებს და გამოუთქმელ ემოციებს. თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.
მარსი , ენერგიისა და მოქმედების პლანეტა, ამთავრებს თავის რეტროგრადულ მოძრაობას 28 თებერვალს. ეს ნიშნავს, რომ პროექტები და ინიციატივები, რომლებიც შესაძლოა რაღაც მიზეზის გამო შეჩერებული იყო ან დაბრკოლებები შეგექმნათ, ახლა მიიღებენ ახალ იმპულსს. მნიშვნელოვნად შემცირდება კონფლიქტის დონე, ადამიანები გადადგამენ გადამწყვეტ ნაბიჯებს და იმატებს სანდოობა ქმედებებში.
ვენერა , სიყვარულის, სილამაზის, ურთიერთობებისა და ფინანსების პლანეტა 4 მარტიდან ვერძის ნიშანში რეტროგრადული გახდება. ამ პერიოდში შესაძლებელია პირადი ურთიერთობების გადახედვა, წარსულ რომანტიკულ ურთიერთობებთან დაბრუნება ან მიმდინარე პარტნიორული ურთიერთობების გადაფასება. ფინანსური საკითხები დამატებით ყურადღებას მოითხოვოს; რეკომენდებულია დიდი ხარჯებისა და ინვესტიციების თავიდან აცილება. აგრეთვე არ გირჩევთ ქირურგიული პროცედურების ჩატარებას რაც სილამაზესთანაა დაკავშირებული; არც ძვირად ღირებული სამოსის შეძენას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ყოფილი პარტნიორები.
ახალმთვარეობა გველოდება 28 თებერვალს თევზების ნიშანში 04:44 საათზე. თევზები არის ინტუიციური, შემოქმედებით, მიმღები ნიშანი. რაც ამ ახალმთვარეობისას განსაკუთრებით გამოიკვეთება. იმატებს ინტუიცია; სასურველია, შეჩერდეთ და გადახედოთ თქვენს სურვილებს, კავშირებს და ღირებულებებს. თევზები დასრულების და ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშანია, ამიტომ ეს ახალმთვარეობა შეაჯამებს წარსულს და კარს გაუღებს რაღაც ახალს. კვირა სავსე იქნება მინიშნებით, შინაგანი აღმოჩენებით და ხელახალი შეფასებით. იყავით დაკვირვებული.
გარდამავალ პერიოდში - მარსის რეტროგრადული სვლის დასასრულს და ვენერას რეტროგრადული სვლის დასაწყისს შორის იქმნება ცვლილებებისა და ხელახალი შეფასების ატმოსფერო. კარგი დროა თქვენი მოქმედებების გასაანალიზებლად, მიზნების გადახედვისა და პირად და პროფესიულ სფეროებში ჰარმონიის დასამყარებლად. იყავით ყურადღებიანი თქვენი გრძნობებისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ წონასწორობა, არ იყოთ შეწირული სხვებზე, როგორც ეს თევზებმა იციან და გაერკვიოთ თქვენს ნამდვილ სურვილებში - რა გსურთ და როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს.