საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება წარმოიშვას რელიგიური კონფლიქტები, უსიამოვნებები მოსალოდნელია ზემდგომებთან და სამთავრობო უწყებებთან ანუ - რას მოგვიტანს რეტროგრადული იუპიტერი
შეიძლება წარმოიშვას რელიგიური კონფლიქტები, უსიამოვნებები მოსალოდნელია ზემდგომებთან და სამთავრობო უწყებებთან ანუ - რას მოგვიტანს რეტროგრადული იუპიტერი

იუ­პი­ტე­რი არის სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს რო­გორც ინ­დი­ვიდ­ზე, ისე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო­ზე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე.

ახლა იუ­პი­ტე­რი ტყუპ­შია . ეს არ არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნი­შა­ნი იუ­პი­ტე­რის­თვის, მაგ­რამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი პლა­ნე­ტა ავ­ლენს თა­ვის ნიჭს. ტყუპ­ში იუ­პი­ტე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე და სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რია გა­ნათ­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის სფე­რო­ში. მისი გავ­ლე­ნით ყა­ლიბ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ნა­კა­დი და მე­დია სივ­რცე, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ყე­ნებთ.

9 ოქ­ტომ­ბრი­დან კი იუ­პი­ტე­რი ბრუნ­დე­ბა ტყუ­პის 21 გრა­დუ­სი­დან, 4 თე­ბერ­ვლამ­დე ამა­ვე თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის 11 გრა­დუ­სამ­დე. რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა კი არის პლა­ნე­ტის უკუ მოძ­რა­ო­ბა, დე­და­მი­წე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი პლა­ნე­ტის რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფაზა არის მისი მო­ახ­ლო­ე­ბა დე­და­მი­წას­თან, რაც ნიშ­ნავს "ზე­წო­ლას" თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის კონ­კრე­ტულ სფე­რო­ზე.

სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე, ტყუპ­ში იუ­პი­ტე­რი ხდე­ბა ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის წყა­რო, ასე­ვე იც­ვლე­ბა მიგ­რა­ცი­ის მი­ღე­ბის პი­რო­ბე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა. რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფა­ზის დროს შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს ყვე­ლა ამ სფე­რო­ში. დროა და­უბ­რუნ­დეთ წარ­სულ გა­ნათ­ლე­ბას ან გა­ნი­ხი­ლოთ ის, რაც ადრე არ იყო მი­ღე­ბუ­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძველ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე კი თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა უნდა იფიქ­როს კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. იუ­პი­ტე­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა გვაბ­რუ­ნებს წარ­სულ მიდ­გო­მებ­თან და ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თობ­დით სწავ­ლის პრო­ცეს­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი წინა მას­წავ­ლებ­ლე­ბი ან მე­თო­დე­ბი, რომ­ლებ­საც ვი­ყე­ნებ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად და უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

მო­ემ­ზა­დეთ იმის­თვის შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას სირ­თუ­ლე­ე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას. ახლა არ არის სა­უ­კე­თე­სო დრო ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ახა­ლი მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა ან ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­ცია სა­რის­კო სა­წარ­მო­ებ­ში. ამის ნაც­ვლად, უმ­ჯო­ბე­სია ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ თქვე­ნი მიმ­დი­ნა­რე ფი­ნან­სუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­და­ხედ­ვა­ზე.

აგ­რეთ­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს დო­კუ­მენ­ტებ­ზე და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ზე. იუ­პი­ტე­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ხში­რად შეგ­ვიძ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და რამ­დე­ნად ად­ვი­ლად შე­ვე­გუ­ე­ბით ახალ გა­რე­მო­ე­ბებს.

იუ­პი­ტე­რი ძა­ლი­ან ნელა მოძ­რა­ობს და შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ჩნი­ოთ, რომ თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, სა­მუ­შა­ოს ძებ­ნა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. სა­ბუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი რთუ­ლად მოგ­ვარ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ დე­ტა­ლებს, რათა მი­ი­ღოთ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი იმიგ­რა­ცი­ის­თვის ან ლე­გა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის. ამ პე­რი­ო­დებ­ში შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი და იყა­ვით ფრთხი­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ცხოვ­რობთ ისეთ უბან­ში, სა­დაც კონ­ფლიქ­ტე­ბი ხში­რია, ადა­მი­ა­ნებ­მა შე­საძ­ლოა კონ­ფლიქ­ტე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ. კონ­ფლიქ­ტი აგ­რეთ­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ზემ­დგო­მებ­თან და სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან. გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფრ­თხი­ლე და არ და­არ­ღვი­ოთ წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი. თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვით ან უცხო­ე­თის პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბით, ფრთხი­ლად იყა­ვით. გაგ­ზავ­ნი­სა და მი­ღე­ბის პი­რო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

მო­ემ­ზა­დეთ იმის­თვის, რომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში გა­მოვ­ლინ­დეს ადრე და­ფა­რუ­ლი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი; შეგ­ხვდეთ ამა­ო­ე­ბა, თვალ­თმაქ­ცო­ბა, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, სი­ა­მა­ყე და პრე­ტენ­ზია. ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცნენ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად.

თქვენც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა. ამი­ტომ იყა­ვით კრი­ტი­კუ­ლი და მომ­თხოვ­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. რეტ­როგ­რა­დუ­ლი იუ­პი­ტე­რი მი­უ­თი­თებს, რომ ვი­ღაც ახლა გა­დის თა­ვის კარ­მულ გაკ­ვე­თი­ლებს. მით უმე­ტეს, თუ პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი იუ­პი­ტე­რი გაქვთ.

ვინ იგ­რძნობს იუ­პი­ტე­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფა­ზის გავ­ლე­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად? რა თქმა უნდა, ის, ვი­საც იუ­პი­ტე­რი რეტ­როგ­რა­დულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰყავს პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ში. დად­გა დრო, რო­დე­საც იუ­პი­ტე­რი იწყებს კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, რომ­ლი­თაც თქვენ მოხ­ვე­დით ამ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში. თქვენ გაქვთ კონ­კრე­ტუ­ლი კარ­მუ­ლი ამო­ცა­ნა და ამ რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში აქ­ტი­უ­რად უნდა იმუ­შა­ოთ მას­ზე. აგ­რეთ­ვე ისი­ნი, ვი­საც ას­ცენ­დენ­ტი ან მზე მშვილ­დოს­ნი­სა და თევ­ზე­ბის ნი­შან­ში ჰყავს; იუ­პი­ტე­რი თქვე­ნი ერთ-ერთი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტაა.

ვი­ნა­ი­დან პლა­ნე­ტა ტყუ­პის ნი­შან­შია, სწო­რედ ტყუპს მო­უ­წევთ უკან დაბ­რუ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, წარ­სულ პარტნი­ორ­თან ან ძველ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, ან შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ რა­ი­მე ტი­ტუ­ლის, უნა­რის, რე­გა­ლი­ე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა და დახ­ვე­წა. არ ინერ­ვი­უ­ლოთ, შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რე­ბიც დაბ­რუნ­დნენ - ეს ნორ­მა­ლუ­რია ამ პე­რი­ო­დის­თვის.

და­ბო­ლოს, რეტ­როგ­რა­დუ­ლი იუ­პი­ტე­რი ქალ­წუ­ლე­ბის­თვის არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რად­გან ის კა­რი­ე­რულ და სტა­ტუსს, ასე­ვე უფ­რო­სო­ბა­სა და ავ­ტო­რი­ტეტს უბ­რუნ­დე­ბა უკან. ეს ნიშ­ნავს, რომ ძვე­ლი უფ­რო­სე­ბი შე­საძ­ლოა და­უბ­რუნ­დნენ თქვენს ცხოვ­რე­ბას და თქვენ მო­გი­წევთ გა­და­ხე­დონ კა­რი­ე­რულ გეგ­მებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში იყოს რა­ი­მე სა­ხის გა­ყინ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

შეიძლება წარმოიშვას რელიგიური კონფლიქტები, უსიამოვნებები მოსალოდნელია ზემდგომებთან და სამთავრობო უწყებებთან ანუ - რას მოგვიტანს რეტროგრადული იუპიტერი

შეიძლება წარმოიშვას რელიგიური კონფლიქტები, უსიამოვნებები მოსალოდნელია ზემდგომებთან და სამთავრობო უწყებებთან ანუ - რას მოგვიტანს რეტროგრადული იუპიტერი

იუპიტერი არის სოციალური პლანეტა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდზე, ისე მთლიანად საზოგადოებაზე, მათ შორის სახელმწიფოზე, საკანონმდებლო ორგანოებსა და ხელისუფლებაზე.

ახლა იუპიტერი ტყუპშია . ეს არ არის ყველაზე ძლიერი ნიშანი იუპიტერისთვის, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი პლანეტა ავლენს თავის ნიჭს. ტყუპში იუპიტერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს კომუნიკაციაზე და სხვებთან ურთიერთობაზე. განსაკუთრებით აქტიურია განათლებისა და ცოდნის სფეროში. მისი გავლენით ყალიბდება საინფორმაციო ნაკადი და მედია სივრცე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ.

9 ოქტომბრიდან კი იუპიტერი ბრუნდება ტყუპის 21 გრადუსიდან, 4 თებერვლამდე ამავე თანავარსკვლავედის 11 გრადუსამდე. რეტროგრადული სვლა კი არის პლანეტის უკუ მოძრაობა, დედამიწელი დამკვირვებლის თვალით დანახული. ნებისმიერი პლანეტის რეტროგრადული ფაზა არის მისი მოახლოება დედამიწასთან, რაც ნიშნავს "ზეწოლას" თითოეული ადამიანის ცხოვრების კონკრეტულ სფეროზე.

სახელმწიფო დონეზე, ტყუპში იუპიტერი ხდება ახალი კანონებისა და რეგულაციების წყარო, ასევე იცვლება მიგრაციის მიღების პირობები და განათლება. რეტროგრადული ფაზის დროს შეიძლება ველოდოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ყველა ამ სფეროში. დროა დაუბრუნდეთ წარსულ განათლებას ან განიხილოთ ის, რაც ადრე არ იყო მიღებული.

სახელმწიფო დონეზე მოსალოდნელია ძველ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაბრუნება, პიროვნულ დონეზე კი თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს კომპეტენციის ამაღლების აუცილებლობაზე. იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობა გვაბრუნებს წარსულ მიდგომებთან და ადამიანებთან, ვისთანაც ურთიერთობდით სწავლის პროცესში. ეს შეიძლება იყოს ჩვენი წინა მასწავლებლები ან მეთოდები, რომლებსაც ვიყენებდით ინფორმაციის მოსაპოვებლად და უნარების გასავითარებლად.

მოემზადეთ იმისთვის შეიძლება წარმოიშვას სირთულეები სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას. ახლა არ არის საუკეთესო დრო ახალი საქმეების დასაწყებად. არ არის რეკომენდებული ახალი მსხვილი პროექტების დაწყება ან ფულის ინვესტიცია სარისკო საწარმოებში. ამის ნაცვლად, უმჯობესია ფოკუსირება მოახდინოთ თქვენი მიმდინარე ფინანსური სტრატეგიების გადახედვაზე.

აგრეთვე გავლენას ახდენს დოკუმენტებზე და იურიდიულ საკითხებზე. იუპიტერი პასუხისმგებელია იმაზე, თუ რამდენად ხშირად შეგვიძლია საზღვარგარეთ წასვლა, მოგზაურობა და რამდენად ადვილად შევეგუებით ახალ გარემოებებს.

იუპიტერი ძალიან ნელა მოძრაობს და შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი სოციალური პროექტები და კარიერული წინსვლა, სამუშაოს ძებნა შეჩერებულია. საბუთებთან დაკავშირებული საკითხები რთულად მოგვარდება. ყურადღება უნდა მიაქციოთ დეტალებს, რათა მიიღოთ საჭირო დოკუმენტები იმიგრაციისთვის ან ლეგალური მიზნებისთვის. ამ პერიოდებში შეიძლება წარმოიშვას რელიგიური კონფლიქტები და იყავით ფრთხილად. განსაკუთრებით თუ ცხოვრობთ ისეთ უბანში, სადაც კონფლიქტები ხშირია, ადამიანებმა შესაძლოა კონფლიქტების პროვოცირება მოახდინონ. კონფლიქტი აგრეთვე მოსალოდნელია ზემდგომებთან და სამთავრობო უწყებებთან. გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ დაარღვიოთ წესები და კანონები. თუ დაინტერესებული ხართ ბინადრობის ნებართვით ან უცხოეთის პასპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების დამუშავებით, ფრთხილად იყავით. გაგზავნისა და მიღების პირობები შეიძლება შეიცვალოს.

მოემზადეთ იმისთვის, რომ შეიძლება ადამიანებში გამოვლინდეს ადრე დაფარული უარყოფითი თვისებები; შეგხვდეთ ამაოება, თვალთმაქცობა, ამპარტავნება, სიამაყე და პრეტენზია. ადამიანები შეიძლება მოიქცნენ არაკეთილსინდისიერად.

თქვენც შეიძლება გამოავლინოთ ყველა ეს თვისება. ამიტომ იყავით კრიტიკული და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. რეტროგრადული იუპიტერი მიუთითებს, რომ ვიღაც ახლა გადის თავის კარმულ გაკვეთილებს. მით უმეტეს, თუ პირად ასტროლოგიურ რუკაში რეტროგრადული იუპიტერი გაქვთ.

ვინ იგრძნობს იუპიტერის რეტროგრადული ფაზის გავლენას ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ის, ვისაც იუპიტერი რეტროგრადულ მდგომარეობაში ჰყავს პირად ასტროლოგიურ რუკაში. დადგა დრო, როდესაც იუპიტერი იწყებს კარმული ვალების დაბრუნებას, რომლითაც თქვენ მოხვედით ამ ინკარნაციაში. თქვენ გაქვთ კონკრეტული კარმული ამოცანა და ამ რეტროგრადულ ფაზაში აქტიურად უნდა იმუშაოთ მასზე. აგრეთვე ისინი, ვისაც ასცენდენტი ან მზე მშვილდოსნისა და თევზების ნიშანში ჰყავს; იუპიტერი თქვენი ერთ-ერთი მმართველი პლანეტაა.

ვინაიდან პლანეტა ტყუპის ნიშანშია, სწორედ ტყუპს მოუწევთ უკან დაბრუნება, მაგალითად, წარსულ პარტნიორთან ან ძველ სამუშაო ადგილზე, ან შეიძლება მოგიწიოთ რაიმე ტიტულის, უნარის, რეგალიების დამტკიცება და დახვეწა. არ ინერვიულოთ, შეიძლება ყოფილი პარტნიორებიც დაბრუნდნენ - ეს ნორმალურია ამ პერიოდისთვის.

დაბოლოს, რეტროგრადული იუპიტერი ქალწულებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ის კარიერულ და სტატუსს, ასევე უფროსობასა და ავტორიტეტს უბრუნდება უკან. ეს ნიშნავს, რომ ძველი უფროსები შესაძლოა დაუბრუნდნენ თქვენს ცხოვრებას და თქვენ მოგიწევთ გადახედონ კარიერულ გეგმებს. არ არის გამორიცხული, რომ კარიერულ წინსვლაში იყოს რაიმე სახის გაყინვა.