მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სელენას ტრანზიტი კუროში, სად გელოდებათ მფარველი ანგელოზის დაცვა
სელენას ტრანზიტი კუროში, სად გელოდებათ მფარველი ანგელოზის დაცვა

სტა­ტია სე­ლე­ნას ტრან­ზიტ­ზე კუ­რო­ში და ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი პირ­ვე­ლი 6 ნიშ­ნის­თვის უკვე შე­მოგ­თა­ვა­ზეთ; ახლა გთა­ვა­ზობთ პროგ­ნო­ზის გაგ­რძე­ლე­ბას, გა­ე­ცა­ნით მას თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რათ გა­ი­გოთ, სად გე­ლო­დე­ბათ მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის დაც­ვა.

სას­წო­რი

და­ცუ­ლი იქ­ნე­ბით კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბით ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან. წარ­მა­ტე­ბით მო­აგ­ვა­რებთ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს, თუ ელო­დით, მი­ი­ღებთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, და­ფი­ნან­სე­ბას, დახ­მა­რე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ალი­მენტს. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ფუ­ლის და­ბან­დე­ბის­თვის. მო­ი­მა­ტებს ში­ნა­გა­ნი ცე­ცხლო­ვა­ნე­ბა, ენერ­გია. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ხა­ლისს და­გიბ­რუ­ნებთ. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ მო­ე­რი­დოთ კა­მათს საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. ნუ იქ­ნე­ბით ძუნ­წი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მო­აგ­ვა­როთ მშვი­დად და არა პრე­ტენ­ზი­ე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბით.

მო­რი­ე­ლი

გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა თა­ვად გახ­დეთ მათ­თვის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი ან მათ­გან მი­ი­ღოთ მფარ­ვე­ლო­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეთ, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სუ­ლი­ე­რე­ბა გა­კავ­ში­რებთ. შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ანს და­უ­მე­გობ­რდეთ, რო­მე­ლიც ბევრ სი­კე­თეს მო­გი­ტანთ. ზო­გა­დად, მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­შე­მო მყო­ფე­ბი სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­გი­ჩე­ნენ დახ­მა­რე­ბას. მთვა­რია, ენ­დოთ მათ და თი­თო­ე­ულ­ში არ ეძე­ბოთ მტე­რი ან კონ­კუ­რენ­ტი. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლობთ, გან­ვი­თა­რე­ბის დრო და­გიდ­გათ, გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი. მი­ი­ღეთ რჩე­ვე­ბიც და კრი­ტი­კაც, დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ამ­გვა­რი ფორ­მი­თაც მი­ი­ღოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის დაც­ვა გე­ლო­დე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბის და ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში. სა­უ­კე­თე­სო დროა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ეცა­დეთ, თქვენ გარ­შე­მო სიმ­შვი­დე გქონ­დეთ, რაც უფრო მეტი ქა­ო­სი გექ­ნე­ბათ სა­მუ­ა­შო მა­გიდ­ზე ან სახ­ლში მით მეტი უსი­ა­მოვ­ნე­ბა შე­გექ­მნე­ბათ. წეს­რი­გი და­ა­მა­ყა­რეთ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლებთ; არ გა­და­დებთ მო­მავ­ლის­თვის იმას, რისი გა­კე­თე­ბაც ახლა შე­გიძ­ლი­ათ. შინ სი­სუფ­თვე უნდა გა­ქონ­დეთ, არა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რად არა­მედ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც. ნუ მი­ი­ტანთ გა­რე­თა უსი­ა­მოვ­ნე­ბას შინ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მო­გი­წი­ოთ ახ­ლო­ბელ­ზე ზრუნ­ვამ. ზო­გი­ერ­თი მე­გობ­რებ­საც და­ეხ­მა­რე­ბით. ეცა­დეთ, იკ­ვე­ბოთ ჯან­სა­ღად, გა­მო­ი­ძი­ნოთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. თუ სამ­სა­ხურ­ში აპი­რებთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ან შინ დამ­ხმა­რე­ე­ბის აყ­ვა­ნას, ეს ადა­მი­ა­ნი ბევრ სი­კე­თეს და სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ.

თხის რქა

მშვე­ნი­ე­რი ამ­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, დას­ვე­ნე­ბის და სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის, რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის დრო. მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლო­დე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა და ფლირ­ტი. ეცა­დეთ, არ­სე­ბულ კავ­შირ­ში იყოთ მე­ტად მზრუნ­ვე­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ი­წყობთ თაფ­ლო­ბის თვეს. მეტი დრო და­უთ­მეთ შვი­ლებს, და­უ­მე­გობ­რდით მათ, ესა­უბ­რეთ გუ­ლი­თა­დად. გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ ერ­თად ჩა­ერ­თოთ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბა­ში. თუ შვი­ლის ყოლა გსურთ, არის შან­სი რომ სურ­ვი­ლი აგის­რულ­დეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ჰობი გა­ი­ჩინთ, ან ძველს მი­უბ­რუნ­დეთ, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას, პო­პუ­ლა­რო­ბას და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­საც მო­გი­ტანთ. უარი არ თქვათ მიწ­ვე­ვებ­ზე და თა­ვა­დაც ხში­რად მო­ა­წყვეთ დღე­სას­წა­უ­ლე­ბი.

მერ­წყუ­ლი

სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ ოჯახ­ში, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი ბინა, მი­წის ნაკ­ვე­თი; და­ფუძნ­დეთ ახალ ად­გი­ლას. თუ გსურ­დათ, მი­ი­ღებთ უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბის დო­კუ­მენტს ან ბი­ნათ­მფლო­ბე­ლო­ბის. მო­გინ­დე­ბათ არ­სე­ბულ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მე­ტად მო­ლა­მა­ზე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იზ­რუ­ნებთ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე; ასა­კით უფ­როს ნა­თე­სა­ვებს მეტ ყუ­რა­დღე­ბას და­უთ­მობთ. შე­უ­რიგ­დით გა­ნა­წყე­ნე­ბულ ნა­თე­სა­ვებს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი რომ თქვენ ან თქვე­ნი შვი­ლი და­ქორ­წინ­დეს ან გა­ი­გოთ, რომ შვი­ლიშ­ვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ. ერთი სი­ტყვით, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. მიხ­ვდე­ბით, რომ დროა, აღად­გი­ნოთ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი.

თევ­ზე­ბი

მო­ი­მა­ტებს ცოდ­ნის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ჩა­ე­წე­როთ ახალ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე (ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის, უცხო ენე­ბის). გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს; გახ­შირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია არ­სე­ბუ­ლებ­თან. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის გახ­დეთ მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი და თქვე­ნი სი­ტყვა გახ­დეს მის­თვის გა­დამ­რჩე­ნე­ლი. მო­ე­რი­დეთ ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და ცუდი სი­ტყვე­ბის თქმა­საც კი. გირ­ჩევთ, ფიქ­რე­ბიც კი სუფ­თა გა­ქონ­დეთ, რად­გან ახლა მა­თაც ენი­ჭე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბა და თუ გსურთ, თქვე­ნი და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი მოხ­დეს, კარ­გზე იფიქ­რეთ და კარ­გი თქვით. გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბა. მეტი დრო და­უთ­მეთ და იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი თქვე­ნი და-ძმე­ბის მი­მართ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ძი­ნოთ ავ­ტო­მო­ბი­ლი, გა­ნა­ახ­ლოთ გა­ჯე­ტე­ბი. ზო­გა­დად მო­ი­მა­ტებს აქ­ტი­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი და ოჯა­ხის წევ­რებ­თან თუ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად მო­ა­წყობთ პიკ­ნი­კებს და ექ­სკურ­სი­ებს ქვეყ­ნის ფარ­გლებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

სელენას ტრანზიტი კუროში, სად გელოდებათ მფარველი ანგელოზის დაცვა

სელენას ტრანზიტი კუროში, სად გელოდებათ მფარველი ანგელოზის დაცვა

სტატია სელენას ტრანზიტზე კუროში და ასტროლოგიური პროგნოზი პირველი 6 ნიშნისთვის უკვე შემოგთავაზეთ; ახლა გთავაზობთ პროგნოზის გაგრძელებას, გაეცანით მას თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით, რათ გაიგოთ, სად გელოდებათ მფარველი ანგელოზის დაცვა.

სასწორი

დაცული იქნებით კრიზისულ სიტუაციებში. შეიძლება ითქვას, რომ დაცული იქნებით ყველა უსიამოვნებისგან. წარმატებით მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს, თუ ელოდით, მიიღებთ მემკვიდრეობას, დაფინანსებას, დახმარებას სახელმწიფოსგან, ალიმენტს. საუკეთესო პერიოდია ფულის დაბანდებისთვის. მოიმატებს შინაგანი ცეცხლოვანება, ენერგია. გამორიცხული არაა, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მოერიდოთ კამათს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. ნუ იქნებით ძუნწი საყვარელი ადამიანების მიმართ. ყველა უსიამოვნება უნდა მოაგვაროთ მშვიდად და არა პრეტენზიების წამოყენებით.

მორიელი

გამოგიჩნდებიან ახალი საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორები. შეიძლება თავად გახდეთ მათთვის მფარველი ანგელოზი ან მათგან მიიღოთ მფარველობა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. შეიძლება მიხვდეთ, რომ საყვარელ ადამიანთან განსაკუთრებული, სულიერება გაკავშირებთ. შეიძლება ახალგაცნობილ ადამიანს დაუმეგობრდეთ, რომელიც ბევრ სიკეთეს მოგიტანთ. ზოგადად, მომდევნო 7 თვის განმავლობაში გარშემო მყოფები სხვადასხვა სიტუაციაში აღმოგიჩენენ დახმარებას. მთვარია, ენდოთ მათ და თითოეულში არ ეძებოთ მტერი ან კონკურენტი. თუ მომსახურების სფეროში თანამშრომლობთ, განვითარების დრო დაგიდგათ, გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები. მიიღეთ რჩევებიც და კრიტიკაც, დახმარება შეიძლება ამგვარი ფორმითაც მიიღოთ.

მშვილდოსანი

მფარველი ანგელოზის დაცვა გელოდებათ ჯანმრთელობის და ყოველდღიური ვალდებულებების სფეროში. საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ეცადეთ, თქვენ გარშემო სიმშვიდე გქონდეთ, რაც უფრო მეტი ქაოსი გექნებათ სამუაშო მაგიდზე ან სახლში მით მეტი უსიამოვნება შეგექმნებათ. წესრიგი დაამაყარეთ ცხოვრების ყველა სფეროში. კარგი იქნება, თუ დაწყებულ პროექტებს დროულად დაასრულებთ; არ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. შინ სისუფთვე უნდა გაქონდეთ, არა მარტო ფიზიკურად არამედ ფსიქოლოგიურადაც. ნუ მიიტანთ გარეთა უსიამოვნებას შინ. არაა გამორიცხული, რომ მოგიწიოთ ახლობელზე ზრუნვამ. ზოგიერთი მეგობრებსაც დაეხმარებით. ეცადეთ, იკვებოთ ჯანსაღად, გამოიძინოთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. თუ სამსახურში აპირებთ თანამშრომლების ან შინ დამხმარეების აყვანას, ეს ადამიანი ბევრ სიკეთეს და სარგებელს მოგიტანთ.

თხის რქა

მშვენიერი ამბები გელოდებათ მომდევნო 7 თვის განმავლობაში. ეს არის შემოქმედებითი იდეების განხორციელების, დასვენების და სიამოვნების მიღების, რომანტიკული თავგადასავლების დრო. მარტოხელებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა და ფლირტი. ეცადეთ, არსებულ კავშირში იყოთ მეტად მზრუნველი პარტნიორის მიმართ. კარგი იქნება, თუ მოიწყობთ თაფლობის თვეს. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, დაუმეგობრდით მათ, ესაუბრეთ გულითადად. გამონახეთ დრო, რომ ერთად ჩაერთოთ შემოქმედებით საქმიანობაში, სპორტულ აქტივობაში. თუ შვილის ყოლა გსურთ, არის შანსი რომ სურვილი აგისრულდეთ. ზოგიერთმა შეიძლება ახალი ჰობი გაიჩინთ, ან ძველს მიუბრუნდეთ, რაც სიამოვნებას, პოპულარობას და მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ. უარი არ თქვათ მიწვევებზე და თავადაც ხშირად მოაწყვეთ დღესასწაულები.

მერწყული

სასიკეთო ცვლილებები გელოდებათ ოჯახში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. შეიძლება შეიძინოთ ახალი ბინა, მიწის ნაკვეთი; დაფუძნდეთ ახალ ადგილას. თუ გსურდათ, მიიღებთ უცხოეთში ცხოვრების დოკუმენტს ან ბინათმფლობელობის. მოგინდებათ არსებულში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მეტად მოლამაზება. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ ოჯახის წევრებზე; ასაკით უფროს ნათესავებს მეტ ყურადღებას დაუთმობთ. შეურიგდით განაწყენებულ ნათესავებს. არაა გამორიცხული რომ თქვენ ან თქვენი შვილი დაქორწინდეს ან გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ. ერთი სიტყვით, თქვენი ოჯახის წევრების რაოდენობა გაიზრდება. მიხვდებით, რომ დროა, აღადგინოთ ოჯახური ტრადიციები.

თევზები

მოიმატებს ცოდნის, ინფორმაციის მიღების სურვილი. არაა გამორიცხული ჩაეწეროთ ახალ სასწავლო კურსებზე (ავტომობილის მართვის, უცხო ენების). გაიჩენთ ახალ მეგობრებს; გახშირდება კომუნიკაცია არსებულებთან. შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის გახდეთ მფარველი ანგელოზი და თქვენი სიტყვა გახდეს მისთვის გადამრჩენელი. მოერიდეთ ჭორების გავრცელებას და ცუდი სიტყვების თქმასაც კი. გირჩევთ, ფიქრებიც კი სუფთა გაქონდეთ, რადგან ახლა მათაც ენიჭება მნიშვნელობა და თუ გსურთ, თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრებაში კარგი მოხდეს, კარგზე იფიქრეთ და კარგი თქვით. გაგიადვილდებათ დოკუმენტების მიღება, საბუთების გაფორმება. მეტი დრო დაუთმეთ და იყავით მზრუნველი თქვენი და-ძმების მიმართ. გამორიცხული არაა, მომდევნო 7 თვის განმავლობაში შეიძინოთ ავტომობილი, განაახლოთ გაჯეტები. ზოგადად მოიმატებს აქტიურობის სურვილი და ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად ხშირად მოაწყობთ პიკნიკებს და ექსკურსიებს ქვეყნის ფარგლებში.