ავტორი:

სექტემბრის სასიყვარულო და ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქის ყველა ნიშნისთვის

სექტემბრის სასიყვარულო და ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქის ყველა ნიშნისთვის

მერკური 5-29 სექტემბერს სასწორის ზოდიაქოში გაატარებს, ვენერა კი 6 სექტემბერს ლომში გადაბრძანდება და იქ ორ ოქტომბრამდე გაჩერდება. მათ გავლენაზე ადრე დაწვრილებით მოგიყევით, მაგრამ ახლა სწორედ ეს ორი კონფიგურაცია უნდა განვიხილოთ, რათა სწორად დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება საქმიანი და პირადი მიმართულებით.

პირველ რიგში ქალწულებს ვულოცავთ დაბადების დღეს, ახლა მათი დროა. ქალწულების დროს ყველა ნიშანს გვევალება მოვაწესრიგოთ ჩვენი ცხოვრება. დავაბინაოთ მოსავალი, მოვამზადოთ სარჩო ზამთრისთვის. შევასრულოთ სამსახურის საქმეები. ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, უნდა ვიზრუნოთ პროფესიული საქმიანობის ამაღლებაზე.

მერკური არის კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება-გაცემა, როგორ ვლაპარაკობთ, ვფიქრობთ, ვსწავლობთ - ეს ყველაფერი მისი თემაა. სასწორში (სასწორის მმართველი პლანეტა ვენერაა - სიყვარულისა და პარტნიორობის სიმბოლო) კი ემატება დიპლომატიურობა, დელიკატურობა, ურთიერთობა ხდება მეტად სასიამოვნო და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მერკურის მასპინძელი სასწორში ვენერაა. შეიძლება ადამიანებთან კონტაქტი ამორჩევითი გაგიხდეთ - მომწონს-არ მომწონს ან რა სარგებელი შეიძლება მომიტანოს ამ კონტაქტმა. ანუ სასწორში მოხვედრილი მერკური მეტად დიპლომატიური და საქმიანია, პარტნიორებს გააზრებულად (სასიყვარულოსაც და საქმიანსაც) ირჩევს.

მერკურის გავლენით სექტემბერში რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს:

9, 14, 19, 23 სექტემბერი - ეს დღეები გამოიყენეთ საყიდლებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.

17, 21, 18-24 სექტემბერი - ეს უფრო რთული დღეებია. გირჩევთ, მაქსიმალურად დაკვირვებული იყოთ დოკუმენტებთან მუშაობისას, საბუთების შედგენისას, ბანკებთან ან საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს. ამ დღეებში არ აიღოთ ვალები, კრედიტი.

23-25 სექტემბერი - ამ პერიოდში არც არაფერი შეიძინოთ და არც საქმიანი შეხვედრები, საბუთების მოგვარება არ დაგეგმოთ.

ახლა რაც შეეხება ვენერას : ვენერა ლომში - ადამიანი მეტად რომანტიკული ხდება, მოთხოვნილება უჩნდება სიურპრიზებისა და საჩუქრების მიღება-გაცემის. გინდებათ საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული პაემნის მოწყობა, წვეულებაზე დასწრება. მარტოხელებს საკურორტო რომანის დაწყების, რომანტიკული ნაცნობობის სურვილი მოეძალებათ. შეიძლება ეს ყველაფერი ხანმოკლე იყოს, მაგრამ საკმაოდ დასამახსოვრებელი. თუმცა, ფლირტი გადაიზრდება თუ არა დიდ რომანში მომავალში გაირკვევა. გარდა ამისა, ლომში ვენერას სტუმრობისას ადამიანებს უჩნდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. იმხიარულეთ და გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანათ, შვილებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობისთვის გირჩევთ მეტად დაესწროთ სამხიარულო შეხვედრებს, დღესასწაულებს, კონცერტებს, წვეულებებს.

პაემანი შეგიძლიათ დანიშნოთ 9, 11, 13, 23 და 29 სექტემბერს. არ გირჩევ 6, 10, 15 20-21, 24, 28 სექტემბერს.

ახლა კი ვნახოთ, რა გავლენას მოახდენს მერკური და ვენერი თქვენი ზოდიაქოს ნიშანზე:

ვერძი

მოიძიეთ ახალი საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები. უკვე არსებულებთან კი გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ, რადგან სექტემბერში აქტიურობისა და ბრძოლის პლანეტა, თქვენი მმართველი მარსი რეტროგრადული ხდება. იმუშავეთ ინფორმაციებზე, დაახარისხეთ ისინი. სასიყვარულო შეხვედრა მოსალოდნელია უნივერსიტეტში, იურიდიული საკითხების მოგვარების ადგილებში. და იქ, სადაც სულიერ პრაქტიკებს მიმართავთ.

კურო

27 სექტემბრამდე უნდა მიიღოთ ინფორმაციები ბანკებზე, სესხებზე, ისწავლოთ ურთიერთობა კრედიტოფიცრებთან. 18-24 სექტემბერს იყავით განსაკუთრებით ფრთხილად ფინანსური საკითხების მოგვარებისას. გარდა ამისა, სასიყვარულო ნაცნობობა შესაძლოა მოხდეს სახელმწიფო უწყებაში ან თუნდაც იქ, სადაც მუშაობთ.

ტყუპი

ყურადღებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები, საბუთები. განსაკუთრებით, თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას (ვიზა, ემიგრაცია). 17 სექტემბრიდან კარგი იქნება სწავლის, სულიერ პრაქტიკების დაწყება, თვალსაწიერის მსოფლმხედველობის გაფართოება. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია მეგობრების წრეში, ინტერნეტით ან ჰობის, გასართობის საშუალებით, ერთი სიტყვით იმით, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ.

კირჩხიბი

კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ კვალიფიკაციას, მიიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსში. მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და ნიჭი. გააანალიზეთ რა გააკეთეთ, რისი გაკეთება გსურთ, რათა მეტად გაგიადვილდეთ მიზნის მიღწევა. რაც შეეხება რომანტიკულ ნაცნობობას, ეს შეიძლება მოხდეს სანაპიროზე, ან წმინდა ადგილას, მონასტერში. ქველმოქმედების ადგილას.

ლომი

შეისწავლეთ ის სფეროები, რაც წინსვლის შესაძლებლობას მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ ინტერნეტის სფეროებსაც ისწავლით, საკუთარ საქმიანობას სოციალური ქსელებით აწარმოებთ ან შეიძლება დისტანცირებულ მუშაობაზე გადახვიდეთ. ხშირად შეხვდით მეგობრებს. განსაკუთრებით მათ, ვინც გამხნევებთ, რომ რაღაცას მიაღწიოთ ან ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ.

რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია ინტერნეტით. იმის გამო, რომ ვენერა ახლა თქვენს ნიშანს გადის (ორ ოქტომბრამდე), ეცადეთ, ყოველდღე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ. შეგიძლიათ დახვეწოთ თქვენი იმიჯი და სტილი. მეტი მეფურობა და ბრწყინვალება შეიტანეთ სამოსში.

ქალწული

ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს სურვილებს და მიზნებს. როგორც წესი, სულ სხვებზე და სამსახურის საქმეზე ხართ ორიენტირებული, ახლა კი საკუთარ თავს უნდა მიხედოთ. აკურატული და მოწესრიგებული ისედაც ხართ და ახლა შინაგანი სამყაროსკენ მიმართეთ ეს თვისებები. შეიძლება ფსიქოლოგის დახმარებაც კი დაგჭირდეთ, რათა გათავისუფლდეთ შინგანი შიშებისა და შეზღუდვებისგან. კარგია არტთერაპია. ვენერას გავლენით, სასიამოვნო საყიდლები გელით.

სასწორი

27 სექტემბრამდე ინიციატივა გამოიჩინეთ, რომ განავითარეთ მიმდინარე პროექტები, მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. არ გაგიჭირდებათ საჭირო ადამიანებთან დაკონტაქტება და მათთან დამეგობრება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან. მათგან შეიძლება მხარდაჭერაც კი მიიღოთ (ფინანსურიც). კარგი პერიოდი ელით პიარისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს, მაგრამ სხვებსაც შეგიძლიათ, საკუთარ თავს რეკლამა გაუწიოთ. მოაწესიგეთ ავტომობილი.

მორიელი

ფინანსები და მატერიალური საკითხები ითხოვს ყურადღებას. ჩამოწერეთ იმ ნივთების სია, რომელთა შეძენასაც აპირებთ (არა მარტო სექტემბერში, წლის ბოლომდე). დაფიქრდით, იქნება, თქვენ გაქვთ რამე ცოდნა, რამაც შეიძლება ფული მოგიტანთ. გეგმაც კი შეგიძლიათ შეადგინოთ, რათა გაგიადვილდეთ მოქმედება. ან შეიძლება თქვენმა საქმიანობამ მოიმატოს ფასში. კარგი იქნება, თუ მოაწესრიგებთ თქვენს პირად კუთხეს. გახშირდება შინ სტუმრების მიღება და თქვენც ხშირად წახვალთ ახლობლებთან. გირჩევთ, დედას მიართვათ საჩუქარი, ისეთი, რაც მას გაახარებს, ან ელის თქვენგან.

მშვილდოსანი

თქვენი უძრავი ქონება (ოფისიც) ითხოვს ყურადღებას. გადახედეთ, იქნებ, ძვირფასი ნივთები მიყრილ-მოყრილი გაქვთ. მოაწესრიგეთ დოკუმენტები (კომპიუტერშიც). გაავრცელეთ ინფორმაცია საკუთარ თავზე სოციალურ ქსელებში, რათა მეტად პოპულარული გახდეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება არსებულ და მომავალ კლიენტებთან, თუ თქვენი საქმიანობა გაყიდვებთანაა დაკავშირებული. ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე. გამონახეთ დრო ავტომობილისთვის, მაგრამ 14-21 სექტემბრის ჩათვლით მანქანის ყიდვას არ გირჩევთ. ბავშვებს მოუწყვეთ დღესასწაული და თავადაც იმხიარულეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით მხიარულების ადგილებში. სასიყვარულო პარტნიორი კი ხშირად გაანებივრეთ რომანტიკული პაემნით.

თხის რქა

შინაგანად და გარეგნულად მოწესრიგებული უნდა იყოთ. შეიძლება გააძლიეროთ დაცვა (ბინის, გაჯეტების). ზოგიერთმა შეიძლება მოინდომოს ნათესავების მონახულება და წინაპრებზე მეტი ინფორმაციის მოპოვება (არქივებშიც). რაც შეეხება რომანტიკული ნაცნობობის ადგილს, ეს შეიძლება იყოს სამსახურში ან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან, კოსმეტოლოგიურ-დიეტოლოგიურ ცენტრში. თუმცა, სექტემბრში სილამაზის ნემსების გაკეთებასა და ოპერაციების ჩატარებას არ გირჩევთ.

მერწყული

მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბავშვებს და საყვარელ ადამიანს. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მათ. ხშირად გაერთოთ მათთან თამაშით. ერთად განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, ჰობი. შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია ხელსაქმეზე ან იმ ადამიანებს დაუმეგობრდეთ, ვინც ჰენდმეიდითაა დაკავებული და მისგან მიიღოთ რჩევები. ვენერას გავლენით გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მეტად გამოხატეთ სიყვარული თქვენი მეწყვილისადმი და სასიამოვნო შეგიძლიათ გააკეთოთ საქმიანი პარტნიორისთვისაც.

თევზები

უნდა მოაწესრიგოთ, თავისი ადგილი მიუჩინოთ პირად ნივთებს სახლშიც და სამსახურშიც. დაახარისხეთ ის ცოდნა, რასაც ფლობთ, ან მოიძიოთ ინფორმაცია. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი სწავლის მიღება, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება. მართალია, არ გიყვართ, მაგრამ რუტინული საქმეების უნდა შეასრულოთ. გადახედოთ კვების რაციონს, კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. მიხედეთ ჯანმრთელობას, დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. რაც შეეხება სიყვარულს, მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით ბანკში, სადაზღვევო ფირმაში, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებაში.

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე როგორი დღე გელოდება

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული

ვისზე იმოქმედებს ფსიქოლოგების, ბერების, მეთევზეებისა და შემოქმედი ადამიანების სავსემთავრეობა, რომელიც ამაღამაა