მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
სექტემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

სექ­ტემ­ბე­რი წლის ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვეა. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გვე­ლო­დე­ბა. მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

1-ლ სექ­ტემ­ბერს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი "რე­ფორ­მა­ტო­რი" - ურა­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­და ( სტა­ტია და პროგ­ნო­ზი ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ). უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ და მი­უბ­რუნ­დეთ შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას: ფი­ნან­სე­ბი, ცხოვ­რე­ბის კომ­ფორ­ტი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა, მო­მავ­ლის ნდო­ბა. ამას­თან, ურა­ნი კუ­რო­შია - მი­წის სტი­ქი­ა­ში და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ამ პე­რი­ოდ­ში ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ბარ­ბა­რო­სულ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის სე­რია გა­მო­იწ­ვი­ოს. ამას­თან გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის წყურ­ვილ­მა და მო­უთ­მენ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­ფუ­ჭოს ბიზ­ნე­სიც და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც. გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნებ­ში გა­იზ­რდე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა, შფოთ­ვა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გამ­წვავ­დეს.

2 სექ­ტემ­ბრი­დან 19 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, პლუ­ტო­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლით თხის რქა­ში დაბ­რუნ­დე­ბა, რათა იქ და­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი. გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე, გვე­ლო­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­რა­დიგმე­ბის შეც­ვლა: ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ზე. გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე სა­უ­ბა­რია პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა­ზე და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა­ზე. მო­ე­რი­დეთ ფეთ­ქე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან შე­ხე­ბას, ხალ­ხის მა­სებს, ტრავ­მულ საქ­მი­ა­ნო­ბას (ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხე­ბაც გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ხე­დოთ).

3 სექ­ტემ­ბერს 5:55-ზე ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა ქალ­წუ­ლის მე­თორ­მე­ტე გრა­დუს­ში. თა­ვი­დან­ვე უნდა გი­თხრათ, რომ და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი გაქვს. იწყე­ბა ახა­ლი ციკ­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ოს­თან, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­თან და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან. ვე­ლით ცვლი­ლე­ბებს და სი­ახ­ლე­ებს ამ სფე­რო­ებ­ში. ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო­სებ­თან ან გუნდში შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ა­რეს­დეს. თუ დიდი ხა­ნია უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით დროა შეც­ვა­ლოთ იგი. სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა. იმა­ტებს ემო­ცი­უ­რო­ბა, და­ძა­ბუ­ლო­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბი ზემ­დგო­მებ­თან, ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან.

3-4 სექ­ტემ­ბერს სას­წორ­ში იქ­ნე­ბა ვე­ნე­რას, ლი­ლი­ტი­სა და დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბა. ამ სა­მე­ულ­მა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვიყ­ვა­ნოს წარ­სუ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც გვა­ერ­თი­ა­ნებს სა­ერ­თო კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბი, პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სა­ბე­დის­წე­რო როლი შე­ას­რუ­ლონ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ზი­დოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ტა­ნენ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს. გირ­ჩევთ, იყოთ პა­ტი­ო­სა­ნი, ნუ იეშ­მა­კებთ, ნუ ითა­მა­შებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სხვის ნერ­ვებ­სა და გრძნო­ბებ­ზე. არც ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას გირ­ჩევთ და არც სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ამ დღე­ებ­ში.

4 სექ­ტემ­ბრი­დან მარ­სი კირჩხი­ბის ნი­შან­ში გა­და­დის. ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი გახ­დე­ბა უფრო რბი­ლი და ფრთხი­ლი. მთე­ლი აქ­ტი­ვო­ბა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სახ­ლი­სა და ოჯა­ხის დაც­ვის­კენ. ამას­თან, თაღ­ლი­თებ­თან შეხ­ვედ­რის რის­კი მა­ღა­ლია და ამი­ტომ ფრთხი­ლად იყა­ვით. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სამ­სა­ხურ­ში, ბიზ­ნეს­ში, ჯან­მრთე­ლო­ბა­ში, სპორ­ტში.

9-დან 26 სექ­ტემ­ბრამ­დე მერ­კუ­რი ქალ­წულ­შია . ამ პე­რი­ოდ­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ლო­გი­კა და სი­ცხა­დე. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა სწავ­ლის­თვის და საქ­მე­ე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად სამ­სა­ხურ­ში. 11-დან სწავ­ლა კი­დევ უფრო გა­ად­ვილ­დე­ბა. კარ­გი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა აზ­რე­ბის, ნაშ­რო­მე­ბი­სა და სა­მუ­შაო სივ­რცის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბის­თვის.

15 სექ­ტემ­ბერს იუ­პი­ტე­რი და ვე­ნე­რა ჰარ­მო­ნი­ულ კავ­შირ­ში არი­ან. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, წი­ნა­და­დე­ბე­ბი, ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვე­ბი და მა­ტე­რი­ა­ლურ ბო­ნუ­სე­ბი.

18 სექ­ტემ­ბე­რი, 06:44-ზე გვე­ლო­დე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა თევ­ზე­ბის ნი­შან­ში, ოც­და­მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში, რო­მე­ლიც ხსნის დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფანს. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი და­ი­ხუ­რე­ბა 2 ოქ­ტომ­ბერს. დაბ­ნე­ლე­ბის წინა დღე­ებ­ში გა­იზ­რდე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი და დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, იმა­ტებს გა­უ­გე­ბა­რი მოვ­ლე­ნე­ბი. გაფრ­თხილ­დით, შე­იძ­ლე­ბა იმა­ტოს ვირუ­სულ­მა ინ­ფექ­ცი­ებ­მა, პრობ­ლე­მებ­მა წყალ­თან, უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­მა რე­ლი­გი­ურ თე­მებ­ზე. დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფან­ში ზოგს და­ნა­კარ­გი და კრი­ზი­სი ელის, ზოგს - სა­ჩუქ­რე­ბი და მად­ლი­ე­რე­ბა. გა­აჩ­ნია ადა­მი­ა­ნის წარ­სულ ქმე­დე­ბებს. ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლო და უსი­ა­მოვ­ნო გა­მოვ­ლინ­დე­ბა. უმე­ტე­სო­ბა მო­იხ­სნის "ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლეს" და და­ი­წყებსსამ­ყა­როს და ცხოვ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის შემ­ჩნე­ვას.

რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გარ­და, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი სტი­ქი­ას­თან, და­ა­ვა­დე­ბებ­თან, იდე­ო­ლო­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ვე­ნე­რა პლუ­ტო­ნის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი იწყებს ფორ­მი­რე­ბას და მან­დი­ლოს­ნე­ბი იყა­ვით ფრთხი­ლად. უმ­ჯო­ბე­სია, 17 სექ­ტემ­ბრამ­დე და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რა და ექ­სპე­რი­მენ­ტი გა­რეგ­ნო­ბას­თან. მო­ე­რი­დეთ სიბ­ნე­ლე­ში სი­ა­რულს და უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რებს უც­ნობ ად­გი­ლებ­ში. მო­ე­რი­დეთ მა­ნი­პუ­ლა­ტო­რებს, აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ყვე­ლა სა­ხის თაღ­ლი­თე­ბი. მეტი დრო და­უთ­მეთ სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბის თე­მე­ბის, პი­რა­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ამა­ვე დროს ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტია მზე­სა და ურანს შო­რის, რაც მო­გი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვილს. იყა­ვი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, კრე­ა­ტი­უ­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი. ეცა­დეთ, ლა­მა­ზად წარ­მო­ად­გი­ნოთ სა­კუ­თა­რი თავი და თქვე­ნი იდე­ე­ბი. სა­დაც ჯო­ბია და­ე­თან­ხმეთ და სა­დაც ჯო­ბია - გა­ჩუმ­დით.

22 სექ­ტემ­ბერს მზე გა­და­დის სას­წო­რის ნი­შან­ში, ხოლო 23 სექ­ტემ­ბერს მისი მმარ­თვე­ლი ვე­ნე­რა ტო­ვებს ამ ნი­შანს და შე­დის მო­რი­ელ­ში. კი­დევ უფრო დიდი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი იწყე­ბა გრძნო­ბე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი, რაც იყო არას­ტა­ბი­ლუ­რი, კონ­ფლიქ­ტუ­რი, ახლა გახ­დე­ბა კი­დევ უფრო არას­ტა­ბი­ლუ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი.

ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში კი­დევ ერთი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა - მზის დაბ­ნე­ლე­ბა ლი­ლი­ტის სი­ახ­ლო­ვეს. ამი­ტომ, დროა ამო­ვი­სუნ­თქოთ და შე­ვე­ცა­დოთ და­ვის­ვე­ნოთ, ფრთხი­ლად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. თუმ­ცა, ამა­ზე ოქ­ტომ­ბრის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზ­ში უფრო ვრცლად დავ­წერ.

22 სექ­ტემ­ბერსვე გვე­ლო­დე­ბა შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ო­ბა . იქ­ნე­ბა მეტი აზ­რე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში წო­ნას­წო­რო­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ის პოვ­ნა­ზე. შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ო­ბა არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე, რო­დე­საც დღი­სა და ღა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა თა­ნა­ბა­რია. ეს ის მო­მენ­ტია, რო­დე­საც ბუ­ნე­ბა ზა­ფხუ­ლის სით­ბო­დან შე­მოდ­გო­მის ცივ და წყნარ დღე­ებ­ში გა­და­დის.

23 სექ­ტემ­ბრი­დან 17 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით ვე­ნე­რა მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. იზ­რდე­ბა ამ­ბი­ცი­ე­ბი ფუ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მი­მართ. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცხე­ლი და ვნე­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი, საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვე­ბი­თა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბით. ზო­გის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ბე­დის­წე­რო სიყ­ვა­რუ­ლის პე­რი­ო­დი. მა­ში­ნაც კი, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა, ემო­ცი­ე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დიდ­ხანს გე­მახ­სოვ­რე­ბათ.

თვის ბო­ლომ­დე არის ვირუ­სუ­ლი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მო­წამ­ვლის, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის რის­კი. შე­იძ­ლე­ბა იყოს ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი შე­მო­დი­ნე­ბა, ნუ და­უ­ჯე­რებთ ყვე­ლა­ფერს, რა­საც გა­ი­გო­ნებთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ა­მოწ­მეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა მე­დი­ტა­ცია, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, ცურ­ვა, კონ­ტაქ­ტი წყალ­თან, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ბედ­ნი­ერ სექ­ტემ­ბერს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სექტემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

სექტემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

სექტემბერი წლის ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თვეა. ბევრი საინტერესო გველოდება. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

1-ლ სექტემბერს რევოლუციური და ექსცენტრიკული „რეფორმატორი“ - ურანი რეტროგრადული გახდა ( სტატია და პროგნოზი ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ). უნდა გააქტიურდეთ და მიუბრუნდეთ შემდეგი საკითხების გადაჭრას: ფინანსები, ცხოვრების კომფორტი, მატერიალური უსაფრთხოება, მომავლის ნდობა. ამასთან, ურანი კუროშია - მიწის სტიქიაში და გამორიცხული არაა, ამ პერიოდში ბუნებრივი რესურსების ბარბაროსულმა გამოყენებამ გარემოსდაცვითი და ბუნებრივი კატასტროფების სერია გამოიწვიოს. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებების წყურვილმა და მოუთმენლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააფუჭოს ბიზნესიც და ურთიერთობებიც. განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებში გაიზრდება დაძაბულობა, შფოთვა და ნერვიულობა. შეიძლება ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს.

2 სექტემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, პლუტონი რეტროგრადული სვლით თხის რქაში დაბრუნდება, რათა იქ დაასრულოს თავისი საქმეები. გლობალურ დონეზე, გველოდება სოციალური პარადიგმების შეცვლა: ახალი მიმართულებები და ღირებულებები გავლენას მოახდენენ ცხოვრების ყველა სფეროზე. გლობალურ დონეზე საუბარია პოლიტიკური სისტემის ცვლილებაზე და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. მოერიდეთ ფეთქებად ნივთიერებებთან შეხებას, ხალხის მასებს, ტრავმულ საქმიანობას (ამ მოვლენის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია საიტზე და შეგიძლიათ გადახედოთ).

3 სექტემბერს 5:55-ზე ახალმთვარეობა გველოდება ქალწულის მეთორმეტე გრადუსში. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ დაძაბული ასპექტები გაქვს. იწყება ახალი ციკლი, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოსთან, საოჯახო საქმეებთან და ჯანმრთელობასთან. ველით ცვლილებებს და სიახლეებს ამ სფეროებში. ურთიერთობა უფროსებთან ან გუნდში შეიძლება გაუარესდეს. თუ დიდი ხანია უკმაყოფილო ხართ თქვენი საქმიანობით დროა შეცვალოთ იგი. სოციალურ სფეროში, ჩინოვნიკების ცხოვრებაში ცვლილებები გველოდება. იმატებს ემოციურობა, დაძაბულობა, კონფლიქტები ზემდგომებთან, ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანებთან.

3-4 სექტემბერს სასწორში იქნება ვენერას, ლილიტისა და დაღმავალი კვანძის შეერთება. ამ სამეულმა შეიძლება მოგვიყვანოს წარსულის ადამიანები, რომლებთანაც გვაერთიანებს საერთო კარმული ვალები, პარტნიორები, რომლებსაც შეუძლიათ საბედისწერო როლი შეასრულონ ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება მოვიზიდოთ ადამიანები, რომლებიც მოგვიტანენ უსიამოვნებებს. გირჩევთ, იყოთ პატიოსანი, ნუ იეშმაკებთ, ნუ ითამაშებთ, განსაკუთრებით, სხვის ნერვებსა და გრძნობებზე. არც ძვირად ღირებული ნივთების შეძენას გირჩევთ და არც სილამაზის პროცედურების ჩატარებას ამ დღეებში.

4 სექტემბრიდან მარსი კირჩხიბის ნიშანში გადადის. ჩვენი ქმედებები გახდება უფრო რბილი და ფრთხილი. მთელი აქტივობა მიმართული იქნება სახლისა და ოჯახის დაცვისკენ. ამასთან, თაღლითებთან შეხვედრის რისკი მაღალია და ამიტომ ფრთხილად იყავით. სიფრთხილე გმართებთ სამსახურში, ბიზნესში, ჯანმრთელობაში, სპორტში.

9-დან 26 სექტემბრამდე მერკური ქალწულშია . ამ პერიოდში გამოიკვეთება ლოგიკა და სიცხადე. შესანიშნავი დროა სწავლისთვის და საქმეების მოსაწესრიგებლად სამსახურში. 11-დან სწავლა კიდევ უფრო გაადვილდება. კარგი პერიოდი დაიწყება აზრების, ნაშრომებისა და სამუშაო სივრცის სტრუქტურირებისთვის.

15 სექტემბერს იუპიტერი და ვენერა ჰარმონიულ კავშირში არიან. შესაძლებელია საინტერესო და პერსპექტიული ნაცნობობა, შემოთავაზებები, წინადადებები, ერთობლივ პროექტები, ოფიციალური მოწვევები და მატერიალურ ბონუსები.

18 სექტემბერი, 06:44-ზე გველოდება სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება თევზების ნიშანში, ოცდამეექვსე გრადუსში, რომელიც ხსნის დაბნელების დერეფანს. დაბნელებების დერეფანი დაიხურება 2 ოქტომბერს. დაბნელების წინა დღეებში გაიზრდება შეზღუდვები და დაბრკოლებები, იმატებს გაუგებარი მოვლენები. გაფრთხილდით, შეიძლება იმატოს ვირუსულმა ინფექციებმა, პრობლემებმა წყალთან, უსიამოვნებებმა რელიგიურ თემებზე. დაბნელების დერეფანში ზოგს დანაკარგი და კრიზისი ელის, ზოგს - საჩუქრები და მადლიერება. გააჩნია ადამიანის წარსულ ქმედებებს. ამ პერიოდში ყველაფერი საიდუმლო და უსიამოვნო გამოვლინდება. უმეტესობა მოიხსნის „ვარდისფერი სათვალეს“ და დაიწყებსსამყაროს და ცხოვრების პრობლემების შემჩნევას.

რელიგიური კონფლიქტების გარდა, სავსემთვარეობას შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნებები სტიქიასთან, დაავადებებთან, იდეოლოგიური დაპირისპირება. ამ პერიოდში ვენერა პლუტონის დაძაბული ასპექტი იწყებს ფორმირებას და მანდილოსნები იყავით ფრთხილად. უმჯობესია, 17 სექტემბრამდე დაასრულოთ ყველა კოსმეტიკური პროცედურა და ექსპერიმენტი გარეგნობასთან. მოერიდეთ სიბნელეში სიარულს და უცხო ადამიანებთან შეხვედრებს უცნობ ადგილებში. მოერიდეთ მანიპულატორებს, აქტიურდებიან ყველა სახის თაღლითები. მეტი დრო დაუთმეთ სულიერებისა და ქველმოქმედების თემების, პირადი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე დროს ჰარმონიული ასპექტია მზესა და ურანს შორის, რაც მოგიტანთ შემოქმედებითი, ინდივიდუალური პროექტების განხორციელების, თავისუფლების სურვილს. იყავი პასუხისმგებელი, კრეატიული და ყურადღებიანი. ეცადეთ, ლამაზად წარმოადგინოთ საკუთარი თავი და თქვენი იდეები. სადაც ჯობია დაეთანხმეთ და სადაც ჯობია - გაჩუმდით.

22 სექტემბერს მზე გადადის სასწორის ნიშანში, ხოლო 23 სექტემბერს მისი მმართველი ვენერა ტოვებს ამ ნიშანს და შედის მორიელში. კიდევ უფრო დიდი ტურბულენტობის პერიოდი იწყება გრძნობებისა და ურთიერთობებისთვის. ყველაფერი, რაც იყო არასტაბილური, კონფლიქტური, ახლა გახდება კიდევ უფრო არასტაბილური და ფეთქებადი.

ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება - მზის დაბნელება ლილიტის სიახლოვეს. ამიტომ, დროა ამოვისუნთქოთ და შევეცადოთ დავისვენოთ, ფრთხილად ურთიერთობებში. თუმცა, ამაზე ოქტომბრის ასტროლოგიურ პროგნოზში უფრო ვრცლად დავწერ.

22 სექტემბერსვე გველოდება შემოდგომის ბუნიობა . იქნება მეტი აზრები და სურვილები ცხოვრებაში წონასწორობისა და ჰარმონიის პოვნაზე. შემოდგომის ბუნიობა არის განსაკუთრებული დღე, როდესაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია. ეს ის მომენტია, როდესაც ბუნება ზაფხულის სითბოდან შემოდგომის ცივ და წყნარ დღეებში გადადის.

23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ვენერა მორიელის ნიშანში იქნება. იზრდება ამბიციები ფულისა და სიყვარულის მიმართ. ურთიერთობაში მოსალოდნელია ცხელი და ვნებიანი პერიოდი, საქმეების გარჩევებითა და ეჭვიანობით. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს საბედისწერო სიყვარულის პერიოდი. მაშინაც კი, თუ ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება, ემოციები და შთაბეჭდილებები დიდხანს გემახსოვრებათ.

თვის ბოლომდე არის ვირუსული და ინფექციური დაავადებების, მოწამვლის, ფსიქიკური აშლილობის რისკი. შეიძლება იყოს ყალბი ინფორმაციის აქტიური შემოდინება, ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც გაიგონებთ, ყველაფერი გადაამოწმეთ. კარგი იქნება მედიტაცია, კრეატიულობა, ცურვა, კონტაქტი წყალთან, ტყეში სეირნობა, ქველმოქმედება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება.

ბედნიერ სექტემბერს გისურვებთ!