მთელი სექტემბერი ფილოსოფიისა და მოგზაურობის განწყობაზე იქნებით. შეიძლება ოჯახთან ან ნათესავებთან ერთად იმოგზაუროთ პირადი ავტომობილით. გირჩევთ დააფასოთ ის, რაც გაქვთ და ნუ იქნებით მუდამ მიუწვდომლის ძიებაში. იყავით მეტად დაკვირვებული, შრომისმოყვარე და გააზრებულად იმოქმედეთ. ზედმიწევნით დაიცავით წესები და ინსტრუქციები, რაც დაგიცავთ უსიამოვნებებისგან. ზოგიერთი შეიძლება თვის ბოლოს, საქმეების გამო საზღვარგარეთაც კი გაემგზავროს. წარმატებულად გაართმევთ თავს საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს. შეიძლება დაგაინტერესოთ რელიგიის თემებმა ან რაღაც იდუმალთან შეხების შემდეგ ირწმუნოთ უმაღლესი ძალების არსებობა.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
შუა სექტემბერში მუშაობისადი განსაკუთრებით გააქტიურდებით. შეიძლება გაგიჩნდეთ დაწინაურების, კარიერაში წარმატების მიღწევის სურვილი. შეიძლება რთულ პროექტებსაც კი უხელმძღვანელოთ. კარგად შესრულებული საქმეებით უფროსის კეთილგანწყობას და კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებთ. ზოგიერთს შეიძლება კონფლიქტში ჩარევა ან მისი მოგვარება გთხოვონ. კარგი თვეა ბიზნესის გასაფართოებლად, განსაკუთრებით, თუ უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა გექნებათ.
ფული და სიყვარული
ექსტრემალური სიტუაციები, პარტნიორის თემები და სამემკვიდრეო საკითხები მიიქცევს თქვენს ყურადღებას. შეიძლება მოგინდეთ ძველი ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ უნდა გაგახსენოთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ. თქვენ შორის იმდენი ტკივილი და წყენა დაგროვდა, რომ ერთმანეთის ბოლომდე პატიება გაგიჭირდებათ. უმეტესობას ახალი ნაცნობობა გელით. ახალგაცნობილისგან მომენტალურ თავდადებას ნუ ელით, დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ, დიდი იმედგაცრება რომ არ მიიღოთ. დაოჯახებული თხის რქები ხშირად ჩაერთვებიან მეუღლესთან კონფლიქტში. სურვილი, რომ ყველაფერში აკონტროლოთ მეუღლე და იეჭვიანოთ, კარგად არ დასრულდება. იმის გამო, რომ ხარჯი მოგემატებათ, ფულის გადაგებას ვერ შეძლებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ადრე გადანახული თანხაც კი შემოგეხარჯოთ. როგორც ჩანს, ვალის აღება მოგიწევთ.
ჯანმრთელობა
მეტი დრო დაუთმეთ მშობლებს, ოჯახში სიტუაციას გაუმჯობესებას. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და სპორტის ექსტრემალური სახეობისგანაც შეიკავეთ თავი.
ქალებისთვის
ფულის დაბანდებას და სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებას შეძლებთ. გაფრთხილდით და დაკვირვებულად იმუშვეთ, სამსახურში შეცდომები რომ არ დაუშვათ. ვალდებულებები მოგემატებათ, სახლში და სამსახურშიც. თუმცა, ნურც დასვენებას დაივიწყებთ. შეიძლება მიიღოთ მოწვევა საინტერესო წვეულებაზე დასასწრებად. გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში. ერთი სიტყვით, სექტემბერი, საინტერესო მომენტებით დაგამახსოვრებთ თავს.
მამაკაცებისთვის
სამსახურზე იყავით ორიენტირებული, აქ გელით წარმატება. უპირატესობა მიაქციეთ საქმეებს, რომლებიც მატერიალურადაც სასარგებლო იქნება. შეიძლება ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ საქმეების გასაუმჯობესებლად. სექტემბერში მოსალოდნელია შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც ახალ კარს გაგიღებენ თქვენთვის სრულიათ უცხო სამყაროში. მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან.