პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბერის მნიშვნელოვანი მოვლენები: ცვლილებები შეეხება ყველას
სექტემბერის მნიშვნელოვანი მოვლენები: ცვლილებები შეეხება ყველას

შე­მოდ­გო­მის პირ­ვე­ლი თვე მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლია მოვ­ლე­ნე­ბით. პლა­ნე­ტე­ბი ერთი ნიშ­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­და­დი­ან, მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და შე­ფერ­ხე­ბე­ბი მო­ი­მა­ტებს და გარ­და ამი­სა, პლა­ნე­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა. ერთი სი­ტყვით, უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლად, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად და მო­მარ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ან/და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

22 სექ­ტემ­ბრამ­დე მზე ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­შია. ქალ­წუ­ლი მოგ­ვი­წო­დებს, წეს­რი­გი­სა და აკუ­რა­ტუ­ლო­ბის­კენ. ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა მო­სავ­ლის აღე­ბა და და­ბი­ნა­ვე­ბა; ადა­მი­ა­ნი მო­მარ­თუ­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, დაგ­რო­ვე­ბა­ზე. თა­ვად ქალ­წუ­ლი სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლია და ჩვენც გვირ­ჩევს, სრულ­ყო­ფი­ლე­ბამ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ ის საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებთ. უნდა ვიზ­რუ­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, დავ­ნერ­გოთ ცხოვ­რე­ბა­ში სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი. 15-19 სექ­ტემ­ბერს მზე ნეპ­ტუნს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ გა­ა­ი­დე­ა­ლებთ ადა­მი­ა­ნებს, იდე­ებს, საქ­მე­ებს. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი, მო­ე­რი­დეთ უძი­ლო­ბას. 19 სექ­ტემ­ბერს ცვლი­ლე­ბე­ბის დღეა. მიხ­ვდე­ბით, რა უნდა მო­ი­ცი­ლოთ, რის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ. 25-27 მზე იუ­პი­ტერს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა, გან­დი­დე­ბის მა­ნია. არ გირ­ჩევთ ჯი­უ­ტად სა­კუ­თა­რი აზ­რის მტკი­ცე­ბას, მო­უს­მი­ნეთ მო­სა­უბ­რე­საც. იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, მო­მარ­თუ­ლი კომ­პრო­მის­ზე, არა­ვის­თან იკა­მა­თოთ.

მარ­სი ტყუპ­შია (ამ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცე­ლი სტა­ტია პროგ­ნო­ზით დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ) 20 აგ­ვის­ტო­დან, სა­ი­და­ნაც გა­მო­ვა 2023 წლის 25 მარტს. მარ­სი ტყუპ­ში არის მოქ­ნი­ლი, აქ­ტი­უ­რი, სა­უ­კე­თე­სო ორა­ტო­რი და ვა­ჭა­რი. აგ­რეთ­ვე, ახა­სი­ა­თებს "გან­მგმი­რა­ვი" გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი. იყა­ვით ფრთხი­ლად აა­ლე­ბად, მჭერ და ბასრ საგ­ნებ­თან. არ გირ­ჩევთ სა­ჭეს­თან სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას.

ვე­ნე­რა ქალ­წულ­ში გა­და­ვა 5 სექ­ტემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 29 სექ­ტემ­ბრამ­დე, 29-ში თა­ვის ნი­შანს - სას­წორს ეს­ტუმ­რე­ბა 23 ოქ­ტომ­ბრამ­დე. 5-მდე შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი თავი გა­ი­ნე­ბივ­როთ ლა­მა­ზი, ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რით. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდეა. ქალ­წულ­ში ყოფ­ნის დროს კი ვე­ნე­რა მე­ტად პრაგ­მა­ტუ­ლია. 29 სექ­ტემ­ბრი­დან, როცა ვე­ნე­რა სას­წორ­ში იქ­ნე­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს და­ქორ­წი­ნე­ბა, მარ­ტო­ხე­ლებს კი და­წყვი­ლე­ბა მო­უნ­დე­ბათ. 16 სექ­ტემ­ბერს ვე­ნე­რას სა­ტურ­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვეჩ­ვე­ნოთ, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სა­თა­ნა­დოდ არ უყ­ვარ­ხართ, ზედ­მე­ტად მკაც­რი და მომ­თხოვ­ნია თქვენ მი­მართ. იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი; თა­ვად გა­მო­ხა­ტეთ რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

ასევე დაგაინტერესებთ
22:45 / 27-08-2022

ახალმთვარეობის პროგნოზი: ვის ელოდება მთვარის ამ თვეში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომანტიკული ნაცნობობა ან დაწინაურება

23:55 / 01-09-2022

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 02-09-2022

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 03-09-2022

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 04-09-2022

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 05-09-2022

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 06-09-2022

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 07-09-2022

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 08-09-2022

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20:28 / 09-09-2022

ემოციური სავსემთვარეობა თევზებში ბევრ საიდუმლოს გამოამჟღავნებს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

23:55 / 13-09-2022

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 14-09-2022

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13:24 / 15-09-2022

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: "მოგემატებათ ლიდერობის, ხელმძღვანელობს სურვილი"

23:55 / 16-09-2022

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მერ­კუ­რი ახლა სას­წორ­შია, მაგ­რამ 10 სექ­ტემ­ბერს, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლით ქალ­წულ­ში დაბ­რუნ­დე­ბა და მერე სწო­რი სვლით ისევ გა­აგ­რძე­ლებს სვლას სას­წორ­ში. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ 10 სექ­ტემ­ბრი­დან 2 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, სა­ნამ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა, გახ­შირ­დე­ბა შე­ფერ­ხე­ბე­ბი, გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ. მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გა­დავ­ხე­დოთ ძველ საქ­მე­ებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს, გა­მო­ვას­წო­როთ, გა­და­ვა­კე­თოთ. შე­ვი­ტა­ნოთ კო­რექ­ტი­ვე­ბი. ნუ ენ­დო­ბით გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ფაქ­ტებს და თა­ვა­დაც გა­ა­კონ­ტრო­ლეთ, რას ავ­რცე­ლებთ. 22-24 სექ­ტემ­ბერს ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ნუ გა­ა­ფორ­მებთ დო­კუ­მენ­ტებს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მგზავ­რო­ბი­სას.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 10 სექ­ტემ­ბერს, 13:59-ზე თევ­ზე­ბის მე-18 გრა­დუს­ში. ამ დღეს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა. ემო­ცი­ე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია და ეცა­დეთ, არ გა­და­ვარ­დეთ ილუ­ზი­ებ­ში, არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ იყა­ვით თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც წინსვლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებთ. გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ადრე საქ­მე ან გრძნო­ბე­ბი გა­კავ­ში­რებ­დათ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მეტ დროს და­უთ­მობთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბას. სა­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს გა­დად­გამთ, ჰკი­თხეთ რჩე­ვა გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნებ­სა და ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გაც­ნობთ.

16 სექ­ტემ­ბერს სე­ლე­ნა თევ­ზე­ბის ნი­შან­ში გა­და­დის, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2023 წლის 16 აპ­რი­ლამ­დე. სე­ლე­ნა არის ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი. და­ცუ­ლე­ბი ვართ იმ სფე­რო­ში, რო­მელ ნი­შანს ან სახ­ლს გა­დის. სე­ლე­ნას ტრან­ზიტ­ზე თევ­ზე­ბის ნი­შან­ში და ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

23 სექ­ტემ­ბერს შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა; მზე სას­წო­რის პირ­ველ გრა­დუს­ში გა­და­დის, სა­დაც 22 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­ჩერ­დე­ბა. სას­წო­რი გა­ნა­გებს სიყ­ვა­რულს, ქორ­წი­ნე­ბას, რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, კა­ნონს, თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, პარტნი­ო­რო­ბას, კონ­სულ­ტა­ცი­ას. მზის სას­წორ­ში ყოფ­ნის დროს გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ეს თე­მე­ბი და ეცა­დეთ, თა­ვა­დაც მო­მარ­თუ­ლი იყოთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კლი­ენ­ტებ­თან, კონ­სულ­ტან­ტებ­თან. ბუ­ნი­ო­ბის დღეს მო­გი­წევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­გიჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც თქვე­ნი გურუ, პარტნი­ო­რი გახ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა, ზოგ­მა კი წერ­ტი­ლი დას­ვათ და და­ას­რუ­ლოთ. ისე იმოქ­მე­დეთ, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თქვენ იყოთ.

სექ­ტემ­ბერ­ში ურა­ნი­სა და სა­ტურ­ნის კვად­რა­ტი გვე­ლო­დე­ბა. ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბის ას­პექ­ტი. ინო­ვა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლებს დრო­მოჭ­მულს. ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 25 სექ­ტემ­ბრი­დან 13 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­ნახ­ლე­ბე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბი წე­სებ­ში, სტრუქ­ტუ­რა­ში. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ძველ სის­ტე­მა­ში. და­ფიქ­რდით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეთ, რა უნდა შეც­ვა­ლოთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

ახალმთვა­რე­ო­ბას ვი­ზე­ი­მებთ სას­წო­რის მე-3 გრა­დუს­ში, 26 სექ­ტემ­ბერს 01:55-ზე. ამ დღეს მზეც და მთვა­რეც სას­წორ­შია. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. და­ი­ცა­ვით ყვე­ლა საქ­მე­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბა­ლან­სი. მო­გე­ცე­მათ ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი, პარ­ნი­ო­რე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზით, სტა­ტი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. უბ­რა­ლოდ, მო­ემ­ზა­დეთ, რომ სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ. ამას­თან, შე­იძ­ლე­ბა გახ­შირ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და კონ­ფლიქ­ტე­ბი და ეცა­დეთ, სას­წო­რი­სე­უ­ლი ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

სა­უ­კე­თე­სო ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ე­ტა­ნოს თქვენ­თვის სექ­ტემ­ბერს!

ავტორი:

სექტემბერის მნიშვნელოვანი მოვლენები: ცვლილებები შეეხება ყველას

სექტემბერის მნიშვნელოვანი მოვლენები: ცვლილებები შეეხება ყველას

შემოდგომის პირველი თვე მეტად დატვირთულია მოვლენებით. პლანეტები ერთი ნიშნიდან მეორეში გადადიან, მერკური რეტროგრადული გახდება და შეფერხებები მოიმატებს და გარდა ამისა, პლანეტების უმეტესობა ერთმანეთს უპირისპირდება. ერთი სიტყვით, უნდა ვიყოთ ფრთხილად, დაკვირვებულად და მომართული საქმეების, ურთიერთობების შენარჩუნებაზე ან/და გაუმჯობესებაზე. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

22 სექტემბრამდე მზე ქალწულის ზოდიაქოშია. ქალწული მოგვიწოდებს, წესრიგისა და აკურატულობისკენ. ამ პერიოდში ხდება მოსავლის აღება და დაბინავება; ადამიანი მომართულია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დაგროვებაზე. თავად ქალწული საუკეთესო თანამშრომელია და ჩვენც გვირჩევს, სრულყოფილებამდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, დავნერგოთ ცხოვრებაში სასარგებლო თვისებები. 15-19 სექტემბერს მზე ნეპტუნს დაუპირისპირდება. ამ პერიოდში ნუ გააიდეალებთ ადამიანებს, იდეებს, საქმეებს. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, მოერიდეთ უძილობას. 19 სექტემბერს ცვლილებების დღეა. მიხვდებით, რა უნდა მოიცილოთ, რისგან უნდა გათავისუფლდეთ. 25-27 მზე იუპიტერს დაუპირისპირდება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებში მოიმატებს ამბიციურობა, განდიდების მანია. არ გირჩევთ ჯიუტად საკუთარი აზრის მტკიცებას, მოუსმინეთ მოსაუბრესაც. იყავით დიპლომატიური, მომართული კომპრომისზე, არავისთან იკამათოთ.

მარსი ტყუპშია (ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია პროგნოზით დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ) 20 აგვისტოდან, საიდანაც გამოვა 2023 წლის 25 მარტს. მარსი ტყუპში არის მოქნილი, აქტიური, საუკეთესო ორატორი და ვაჭარი. აგრეთვე, ახასიათებს "განმგმირავი" გამონათქვამები. იყავით ფრთხილად აალებად, მჭერ და ბასრ საგნებთან. არ გირჩევთ საჭესთან სიჩქარის გადაჭარბებას.

ვენერა ქალწულში გადავა 5 სექტემბერს და დარჩება 29 სექტემბრამდე, 29-ში თავის ნიშანს - სასწორს ესტუმრება 23 ოქტომბრამდე. 5-მდე შეგიძლიათ საკუთარი თავი გაინებივროთ ლამაზი, ძვირფასი საჩუქრით. განახორციელოთ შემოქმედებითი იდეა. ქალწულში ყოფნის დროს კი ვენერა მეტად პრაგმატულია. 29 სექტემბრიდან, როცა ვენერა სასწორში იქნება, შეყვარებულებს დაქორწინება, მარტოხელებს კი დაწყვილება მოუნდებათ. 16 სექტემბერს ვენერას სატურნი დაუპირისპირდება. შეიძლება მოგვეჩვენოთ, რომ საყვარელ ადამიანს სათანადოდ არ უყვარხართ, ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნია თქვენ მიმართ. იყავით მოსიყვარულე და მზრუნველი; თავად გამოხატეთ რომანტიკული გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ.

მერკური ახლა სასწორშია, მაგრამ 10 სექტემბერს, სავსემთვარეობაზე რეტროგრადული სვლით ქალწულში დაბრუნდება და მერე სწორი სვლით ისევ გააგრძელებს სვლას სასწორში. გაითვალისწინეთ, რომ 10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, სანამ მერკური რეტროგრადული იქნება, გახშირდება შეფერხებები, გაურკვევლობები და მაქსიმალური ყურადღება გამოავლინეთ. მერკურის რეტროგრადულობა საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ ძველ საქმეებს, ურთიერთობებს, გამოვასწოროთ, გადავაკეთოთ. შევიტანოთ კორექტივები. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ფაქტებს და თავადაც გააკონტროლეთ, რას ავრცელებთ. 22-24 სექტემბერს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას.

სავსემთვარეობას ველოდებით 10 სექტემბერს, 13:59-ზე თევზების მე-18 გრადუსში. ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. ემოციები მომატებულია და ეცადეთ, არ გადავარდეთ ილუზიებში, არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. მაქსიმალურად მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან, ნათესავების მიმართ იყავით თბილი და მოსიყვარულე. შეიძლება მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, რასაც წინსვლისთვის გამოიყენებთ. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთანაც ადრე საქმე ან გრძნობები გაკავშირებდათ. კარგი იქნება, თუ მეტ დროს დაუთმობთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, დაწყებული პროექტების დასრულებას. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს. სავსემთვარეობის მოვლენებსა და ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის ტრადიციულად მოგვიანებით გაგაცნობთ.

16 სექტემბერს სელენა თევზების ნიშანში გადადის, სადაც დარჩება 2023 წლის 16 აპრილამდე. სელენა არის ჩვენი მფარველი ანგელოზი. დაცულები ვართ იმ სფეროში, რომელ ნიშანს ან სახლს გადის. სელენას ტრანზიტზე თევზების ნიშანში და ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობა გველოდება; მზე სასწორის პირველ გრადუსში გადადის, სადაც 22 ოქტომბრამდე გაჩერდება. სასწორი განაგებს სიყვარულს, ქორწინებას, რომანტიკულ ურთიერთობებს, კანონს, თანამშრომლობას, პარტნიორობას, კონსულტაციას. მზის სასწორში ყოფნის დროს გააქტიურდება ეს თემები და ეცადეთ, თავადაც მომართული იყოთ, რომ გაიუმჯობესოთ საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობები, დამოკიდებულება კლიენტებთან, კონსულტანტებთან. ბუნიობის დღეს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ზოგიერთის ცხოვრებაში გამოგიჩნდება ადამიანი, ვინც თქვენი გურუ, პარტნიორი გახდება. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ურთიერთობის გაუმჯობესება, განახლება, ზოგმა კი წერტილი დასვათ და დაასრულოთ. ისე იმოქმედეთ, რომ გამარჯვებული თქვენ იყოთ.

სექტემბერში ურანისა და სატურნის კვადრატი გველოდება. ეს არის ცვლილებების ასპექტი. ინოვაციები ჩაანაცვლებს დრომოჭმულს. ასპექტი აქტიურია 25 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით. მოსალოდნელია განახლებები, ცვლილებები წესებში, სტრუქტურაში. რეორგანიზაციებია მოსალოდნელი ძველ სისტემაში. დაფიქრდით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.

ახალმთვარეობას ვიზეიმებთ სასწორის მე-3 გრადუსში, 26 სექტემბერს 01:55-ზე. ამ დღეს მზეც და მთვარეც სასწორშია. იყავით მომართული საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. დაიცავით ყველა საქმესა და ურთიერთობაში ბალანსი. მოგეცემათ ახალი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა, გამოგიჩნდებათ ახალი კლიენტები, პარნიორები. მოგვიანებით ახალმთვარეობაზე, ასტროლოგიური პროგნოზით, სტატიას შემოგთავაზებთ. უბრალოდ, მოემზადეთ, რომ სხვადასხვა შემოთავაზებას მიიღებთ. ამასთან, შეიძლება გახშირდეს დაპირისპირებები და კონფლიქტები და ეცადეთ, სასწორისეული ჰარმონიულობა და დიპლომატიურობა გამოავლინოთ ყველა უსიამოვნების მოსაგვარებლად.

საუკეთესო ცვლილებები მოეტანოს თქვენთვის სექტემბერს!