პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავსემთვარეობის პროგნოზი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 2022 წლის დადგომამდე
სავსემთვარეობის პროგნოზი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 2022 წლის დადგომამდე

19 დე­კემ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვქონ­და ტყუ­პის ნი­შან­ში. 20-დან მთვა­რე იწყებს კლე­ბას და სა­სურ­ვე­ლია, მო­აგ­ვა­როთ ან და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. თუ რო­მელ სფე­რო­ში გე­ლით ცვლი­ლე­ბე­ბი და რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ამას თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით გა­ი­გებთ. პროგ­ნო­ზი წა­ი­კი­თხეთ თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნის­თვის.

ვერ­ძი

და­ფიქ­რდით, რისი შეს­წავ­ლა გსურთ, ვის­თან გსურთ მე­გობ­რო­ბა. და­აკ­ვირ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რო­მელ­საც მი­ი­ღებთ გირ­ჩევთ, ცოტა ფი­ლო­სო­ფი­უ­რად მი­უდ­გეთ ყვე­ლა­ფერს. ნუ გა­ე­კი­დე­ბით ნუ­რა­ვის, უბ­რა­ლოდ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თქვენ რა სარ­გე­ბელს მი­ი­ღებთ ამ ყვე­ლაფ­რის­გან. გახ­შირ­დე­ბა ზა­რე­ბი, მი­მოს­ვლე­ბი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლოს და შორს მცხოვ­რებს ახ­ლობ­ლებ­თან. იყა­ვით ეთი­კუ­რი მათ მი­მართ და ჩა­ი­ნიშ­ნეთ, ვის შე­იძ­ლე­ბა ენ­დოთ. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

კურო

ფი­ნან­სებს მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, თქვენ­საც და თქვე­ნი პარტნი­ო­რი­საც. ეცა­დეთ, გო­ნივ­რუ­ლად გან­კარ­გოთ თან­ხე­ბი. გარ­და ამი­სა, და­ფიქ­რდით, რას ფლობთ (ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კა) და რამ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ ფული. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩა­მო­წერთ სა­ა­ხალ­წლო სა­ყიდ­ლე­ბის სია ან - სა­ჩუქ­რე­ბი­სას. გარ­და ამი­სა, მო­აგ­ვა­რეთ სა­ბან­კო საქ­მე­ე­ბი: კრე­დი­ტე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბი, და­ზღვე­ვა. გო­ნივ­რუ­ლად გა­და­ა­ნა­წილთ ბიზ­ნეს­ფი­ნან­სე­ბი.

ტყუ­პი

დროა, იზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ თავ­ზე. თქვენ მუ­დამ სხვებ­ზე ფიქ­რობთ, ახლა სა­კუ­თარ თავ­ზე იფიქ­რეთ. რისი შეც­ვლა გსურთ და რას მო­გი­ტანთ ეს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამას­თან, აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იზ­რუ­ნებთ გა­რეგ­ნო­ბა­ზე, გა­მო­ე­წყვეთ და მო­ა­წყვეთ ფო­ტო­სე­სია. გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ პრო­ექ­ტებს, შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ის, რა­ზეც ადრე ოც­ნე­ბობ­დით.

კირჩხი­ბი

გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ, სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის, საქ­მე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცოტა ხანი გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, სიმ­შვი­დე­ში. გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ მო­ი­ნა­ხუ­ლოთ წმინ­და ად­გი­ლე­ბი და და­ი­მუხ­ტოთ და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით. კარ­გი იქ­ნე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, არტთე­რა­პია. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლი­სა და კვე­ბის რე­ჟი­მი. მო­ე­რი­დეთ ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბას. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, მო­ე­რი­დეთ მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას.

ლომი

და­ა­რე­გუ­ლი­რეთ პი­რა­დი და მე­გობ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. ისე არ გა­მო­ვი­დეს, რომ სხვი­სი ეგო­ის­ტუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გამო სა­კუ­თარ თავი და­ი­ზა­რა­ლოთ ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან შე­გექ­მნათ უსი­ა­მოვ­ნე­ბა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტე­ბი, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ა­ხალ­წლოდ ჩა­ერ­თვე­ბით სო­ცი­ა­ლურ აქ­ცი­ებ­ში. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ შვი­ლებ­თან, შე­გიძ­ლი­ათ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლი ერ­თად მო­ი­წყოთ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი, ნუ და­ი­ვი­წყებთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­საც; იყა­ვით რო­მან­ტი­კუ­ლი მის მი­მართ.

ქალ­წუ­ლი

დრო ისე უნდა გა­და­ა­ნა­წი­ლოთ, რომ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბიც დრო­უ­ლად და სა­უ­კე­თე­სოდ და­ას­რუ­ლოთ და არც ოჯა­ხი დაგ­რჩეთ ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა. ნუ გა­ნიც­დით, მუ­დამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვით და ყვე­ლა­ფერს იდე­ა­ლუ­რად გა­არ­თმევთ თავს. ზო­გი­ერთს გე­ლით ფუ­ლა­დი ჯილ­დო ან და­წი­ნა­უ­რე­ბა, და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა. სა­დღე­სას­წა­უ­ლო უქ­მე­ე­ბი ოჯახ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეთ.

სას­წო­რი

გა­მო­ნა­ხეთ დრო და გა­და­ხე­დეთ გან­ვლილ წელს: რა შე­დე­გით ას­რუ­ლებთ წელს, რა მი­ი­ღეთ, რა გსურ­დათ? ჩა­ი­ნიშ­ნეთ მო­მა­ვალ წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იდე­ე­ბი. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან და სა­კუ­თა­რი ბრენ­დის, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შეძ­ლებთ. თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რით გა­და­წყვი­ტოთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. გახ­შირ­დე­ბა მი­მო­წე­რა, მი­მოს­ვლა, ზა­რე­ბი. თუ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ.

მო­რი­ე­ლი

ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი უნდა მო­აგ­ვა­როთ, თქვე­ნიც და თქვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი­საც (ბიზ­ნეს და სა­სიყ­ვა­რუ­ლო). გა­და­ი­ხა­დეთ კრე­დი­ტე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბი. ნუ გა­და­ი­ყო­ლებთ კუ­დებს მო­მა­ვალ წელს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა. მო­გე­ცე­მათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. და­ინ­ტე­რეს­დით ფსი­ქო­ლო­გი­ით, რეგ­რე­სი­უ­ლი ჰიპ­ნო­ზით. ჩა­მო­წე­რეთ იმ სა­ჩუქ­რე­ბის სია, რომ­ლე­ბიც გსურთ, სა­ა­ხალ­წლოდ მი­ი­ღოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

უნდა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. იმოქ­მე­დეთ მათ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლად, გუნდთან მუ­შა­ო­ბით უფრო მეტს მი­აღ­წევთ, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლად. ერ­თად და­გეგ­მეთ მო­მა­ვა­ლი წლის ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბი. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად - სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდნენ ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი. ამას­თან, ნურც სა­კუ­თარ თავს, სურ­ვი­ლებ­სა და მიზ­ნებს და­ი­ვი­წყებთ.

თხის რქა

მომ­დევ­ნო ორ კვი­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ჯან­მრთე­ლო­ბას და რუ­ტი­ნას. გა­საკ­ვი­რი არ­ცაა, თვის, წლის ბო­ლოა და ყვე­ლა საქ­მე და პრო­ექ­ტი უნდა და­ას­რუ­ლოთ, მაგ­რამ ნუ და­ი­ვი­წყებთ დას­ვე­ნე­ბას. ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, ძილი, ჯან­სა­ღი კვე­ბა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა - ცხოვ­რე­ბის წე­სად უნდა გა­ი­ხა­დოთ. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თან. ზედ­მე­ტად ნუ გა­და­იტ­ვირ­თვე­ბით ან ნუ აი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მეტ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

მერ­წყუ­ლი

რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ან და­ას­რუ­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტი და ამით სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭოთ სო­ცი­უმ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ინ­ტერ­ნეტ პრო­ექ­ტებს, თუნ­დაც მე­გობ­რებ­თან და თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და შვი­ლე­ბის გვერ­დით.

თევ­ზე­ბი

სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა დიდ დროს წა­გარ­თმევთ. ამას­თან, უნდა და­ას­რუ­ლოთ სამ­სა­ხურ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ზო­გი­ერთს გე­ლით და­წი­ნა­უ­რე­ბა, ფუ­ლა­დი ჯილ­დო, კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ მშობ­ლი­უ­რი ად­გი­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სავსემთვარეობის პროგნოზი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 2022 წლის დადგომამდე

სავსემთვარეობის პროგნოზი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 2022 წლის დადგომამდე

19 დეკემბერს სავსემთვარეობა გვქონდა ტყუპის ნიშანში. 20-დან მთვარე იწყებს კლებას და სასურველია, მოაგვაროთ ან დაასრულოთ დაწყებული საქმეები. თუ რომელ სფეროში გელით ცვლილებები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგებთ. პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნისთვის.

ვერძი

დაფიქრდით, რისი შესწავლა გსურთ, ვისთან გსურთ მეგობრობა. დააკვირდით ინფორმაციებს, რომელსაც მიიღებთ გირჩევთ, ცოტა ფილოსოფიურად მიუდგეთ ყველაფერს. ნუ გაეკიდებით ნურავის, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, თქვენ რა სარგებელს მიიღებთ ამ ყველაფრისგან. გახშირდება ზარები, მიმოსვლები, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლოს და შორს მცხოვრებს ახლობლებთან. იყავით ეთიკური მათ მიმართ და ჩაინიშნეთ, ვის შეიძლება ენდოთ. ამ პერიოდში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.

კურო

ფინანსებს მიაქციეთ ყურადღება, თქვენსაც და თქვენი პარტნიორისაც. ეცადეთ, გონივრულად განკარგოთ თანხები. გარდა ამისა, დაფიქრდით, რას ფლობთ (ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკა) და რამ შეიძლება მოგიტანოთ ფული. კარგი იქნება, თუ ჩამოწერთ საახალწლო საყიდლების სია ან - საჩუქრებისას. გარდა ამისა, მოაგვარეთ საბანკო საქმეები: კრედიტები, გადასახადები, დაზღვევა. გონივრულად გადაანაწილთ ბიზნესფინანსები.

ტყუპი

დროა, იზრუნოთ საკუთარ თავზე. თქვენ მუდამ სხვებზე ფიქრობთ, ახლა საკუთარ თავზე იფიქრეთ. რისი შეცვლა გსურთ და რას მოგიტანთ ეს საყვარელ ადამიანთან მიმართებაში. ამასთან, აკონტროლეთ ემოციები და გრძნობები. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ გარეგნობაზე, გამოეწყვეთ და მოაწყვეთ ფოტოსესია. გადახედეთ საკუთარ პროექტებს, შეიძლება განახორციელოთ ის, რაზეც ადრე ოცნებობდით.

კირჩხიბი

გაიუმჯობესეთ სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარგი იქნება, თუ, საახალწლო სამზადისის, საქმეების მიუხედავად, ცოტა ხანი განმარტოებული იქნებით, სიმშვიდეში. გამონახეთ დრო, რომ მოინახულოთ წმინდა ადგილები და დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით. კარგი იქნება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება, არტთერაპია. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. მოერიდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, მოერიდეთ მათთან დაპირისპირებას.

ლომი

დაარეგულირეთ პირადი და მეგობრების ინტერესები. ისე არ გამოვიდეს, რომ სხვისი ეგოისტური სურვილების გამო საკუთარ თავი დაიზარალოთ ან საყვარელ ადამიანთან შეგექმნათ უსიამოვნება. განახორციელეთ ინტერნეტპროექტები, კარგი იქნება, თუ საახალწლოდ ჩაერთვებით სოციალურ აქციებში. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, შეგიძლიათ საახალწლო დღესასწაული ერთად მოიწყოთ, განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანსაც; იყავით რომანტიკული მის მიმართ.

ქალწული

დრო ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ სამსახურის საქმეებიც დროულად და საუკეთესოდ დაასრულოთ და არც ოჯახი დაგრჩეთ ყურადღების მიღმა. ნუ განიცდით, მუდამ პასუხისმგებლობით გამოირჩევით და ყველაფერს იდეალურად გაართმევთ თავს. ზოგიერთს გელით ფულადი ჯილდო ან დაწინაურება, დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულება. სადღესასწაულო უქმეები ოჯახთან ერთად გაატარეთ.

სასწორი

გამონახეთ დრო და გადახედეთ განვლილ წელს: რა შედეგით ასრულებთ წელს, რა მიიღეთ, რა გსურდათ? ჩაინიშნეთ მომავალ წელს განსახორციელებელი იდეები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან და საკუთარი ბრენდის, ბიზნესის განვითარებას, პოპულარიზაციას შეძლებთ. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. შეიძლება გადაჭრით გადაწყვიტოთ უმაღლესი განათლების მიღება. გახშირდება მიმოწერა, მიმოსვლა, ზარები. თუ დოკუმენტების გაფორმება დაგჭირდებათ, მაქსიმალური ყურადღება გამოავლინეთ.

მორიელი

ფინანსური საკითხები უნდა მოაგვაროთ, თქვენიც და თქვენი პარტნიორებისაც (ბიზნეს და სასიყვარულო). გადაიხადეთ კრედიტები, გადასახადები. ნუ გადაიყოლებთ კუდებს მომავალ წელს. გამორიცხული არაა მიიღოთ მემკვიდრეობა. მოგეცემათ ფულის დაბანდების შესაძლებლობა. დაინტერესდით ფსიქოლოგიით, რეგრესიული ჰიპნოზით. ჩამოწერეთ იმ საჩუქრების სია, რომლებიც გსურთ, საახალწლოდ მიიღოთ.

მშვილდოსანი

უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. იმოქმედეთ მათთან შეთანხმებულად, გუნდთან მუშაობით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე დამოუკიდებლად. ერთად დაგეგმეთ მომავალი წლის ბიზნესპროექტები. საყვარელ ადამიანთან ერთად - საოჯახო საკითხები. შეიძლება გამოგიჩნდნენ ახალი კლიენტები. ამასთან, ნურც საკუთარ თავს, სურვილებსა და მიზნებს დაივიწყებთ.

თხის რქა

მომდევნო ორ კვირას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას და რუტინას. გასაკვირი არცაა, თვის, წლის ბოლოა და ყველა საქმე და პროექტი უნდა დაასრულოთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ დასვენებას. ფიზიკური დატვირთვა, ძილი, ჯანსაღი კვება და სუფთა ჰაერზე სეირნობა - ცხოვრების წესად უნდა გაიხადოთ. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან. ზედმეტად ნუ გადაიტვირთვებით ან ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას.

მერწყული

რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. შეიძლება განახორციელოთ ან დაასრულოთ შემოქმედებითი პროექტი და ამით სახელი მოიხვეჭოთ სოციუმში. კარგი იქნება, თუ განახორციელებთ ინტერნეტ პროექტებს, თუნდაც მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის და შვილების გვერდით.

თევზები

საოჯახო საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ამასთან, უნდა დაასრულოთ სამსახურში დაწყებული პროექტები. ზოგიერთს გელით დაწინაურება, ფულადი ჯილდო, კარგად შესრულებული საქმეებისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ნათესავებთან. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. ზოგიერთმა შეიძლება მოინახულოთ მშობლიური ადგილები.