მოზაიკა
მეცნიერება
პოლიტიკა

27

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 09:10-ზე, მთვარე თხის რქაშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სპორტი
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების პროგნოზი: რისთვის უნდა იყოთ მზად
სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების პროგნოზი: რისთვის უნდა იყოთ მზად

დღეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ხდე­ბა კუ­როს 28-ე გრა­დუს­ზე. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 18 წლის წინ, როცა ზუს­ტაც ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და. თა­ვად ამ დღის მოვ­ლე­ნებს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბათ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის ან 18 წლის შემ­დეგ. ეს პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა კურო-მო­რი­ე­ლის ღეძ­ზე. ეს ღერ­ძი არის რე­სურ­სე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სიმ­ბო­ლო. აგ­რეთ­ვე, ჩემი-სხვის, სიყ­ვა­რუ­ლი-სი­ძულ­ვი­ლი.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბენ მზი­თა და ას­ცენ­დენ­ტით და­ბა­დე­ბუ­ლი კურო, ქალ­წუ­ლი და თხის რქა. თქვენ გექ­ნე­ბათ სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი. ცოტა მეტი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მო­რი­ე­ლებს, თქვენ უნდა და­ას­რუ­ლოთ წინა ეტა­პი, რომ გა­დახ­ვი­დეთ ახალ სა­ფე­ხურ­ზე. და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ ლომ­სა და მერ­წყულს. მზად იყა­ვით მოქ­მე­დე­ბის­თვის, ხვა­ლი­სა და მო­მავ­ლის­თვის ვე­რა­ფერს გა­და­დებთ. იმი­სათ­ვის, რომ გა­ი­გოთ რა სფე­რო­ში გე­ლო­დე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­ე­ცა­ნით პროგ­ნოზს თქვე­ნი მზის, მთვა­რი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

ვერ­ძი

ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით მა­ტე­რი­ა­ლურ თე­მებ­ში. და­ფიქ­რდით, რისი მფლო­ბე­ლი ხართ და რას გინ­დათ ფლობ­დეთ. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­აგ­ვა­რეთ ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხი, ნუ გა­და­დებთ მო­მავ­ლის­თვის. გარ­და ამი­სა, ღირ­სე­უ­ლად შე­ა­ფა­სეთ და და­ა­ფა­სეთ სა­კუ­თა­რი თავი და ნიჭი. ნუ გე­ში­ნი­ათ, თქვენ სა­უ­კე­თე­სო ხართ და უნდა გა­აძ­ვი­როთ თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, და­ა­ბან­დეთ ფული ლა­მაზ, ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში.

კურო

ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით სა­კუ­თარ თავ­თან. გა­თა­ვი­სუფ­ლდით ბლო­კე­ბი­სა და ში­შე­ბის­გან, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, წინსვლა­ში გიშ­ლით ხელს. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის, ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნა. იყა­ვით ლი­დე­რი და პირ­ვე­ლი. თუ გაქვთ ახა­ლი პრო­ექ­ტის ან საქ­მის იდეა, ნუ­ღარ გა­და­დებთ მო­მავ­ლის­თვის, ახლა გა­აქ­ტი­ურ­დით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, დაძ­ლი­ოთ შიში და შე­იც­ვა­ლოთ იმი­ჯი, გა­რეგ­ნო­ბა, თუნ­დაც მცი­რე­დით.

ტყუ­პი

და­ი­ვი­წყეთ გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე იფიქ­რეთ. რა უნდა გა­ა­კე­თოთ, რომ თავი ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნოთ?.. მო­ი­ნა­ხუ­ლეთ წმინ­და ად­გი­ლე­ბი. გათ­ვი­სუფ­ლდით უსა­ფუძ­ვლო ში­შე­ბის­გან, ემო­ცი­ე­ბის­გან. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ არტთე­რა­პია, ქველ­მოქ­მე­დე­ბა (არა მარ­ტო ფუ­ლით და ნივ­თე­ბით, თქვენ­თან სუ­ლი­ე­რი სა­უ­ბა­რიც კი გა­ა­ბედ­ნი­ე­რებს ადა­მი­ანს).

კირჩხი­ბი

მო­ი­ცი­ლეთ უსა­ფუძ­ვლო ოც­ნე­ბე­ბი და და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი, რო­გორ გსურთ ცხოვ­რე­ბა, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და რო­მელ პრო­ფე­სი­ა­ში ხე­დავთ თქვენს თავს მო­მა­ვალ­ში. მო­ი­ცი­ლეთ ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბლო­კე­ბი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მო­იქ­ცე­ვი­ან თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი. ამი­ტომ შე­ზღუ­დეთ უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი. მეტი დრო და­უთ­მეთ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტებს - და­ი­წყეთ ან გა­ნა­ვი­თა­რეთ უკვე არ­სე­ბუ­ლე­ბი.

ლომი

მო­ი­ცი­ლეთ ში­შე­ბი და გახ­დით თქვე­ნი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. და­უმ­ტკი­ცეთ გარ­შე­მო მყო­ფებს, რომ ღირ­სე­უ­ლი ხართ, პირ­ვე­ლი და სა­უ­კე­თე­სო თქვენს სფე­რო­ში. იზ­რუ­ნეთ კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე. იცო­დეთ, რომ თქვენ სა­უ­კე­თე­სოს ღირ­სი ხართ და ახლა მოქ­მე­დე­ბის დროა.

ქალ­წუ­ლი

მხო­ლოდ თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, რა სი­მაღ­ლე­ებს და­ი­პყრობთ. ნუ დას­ჯერ­დე­ბით მცი­რედს, თქვენ წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალს უნდა მი­აღ­წი­ოთ. და­იმ­სა­ხუ­რებთ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას. და შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბის­თვის თქვენ გახ­დეთ გურუ, პე­და­გო­გი. მი­მარ­თეთ თქვე­ნი მზე­რა უცხო­ე­თის­კენ: სწავ­ლა, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. არ გა­და­დოთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, დიპ­ლო­მის აღე­ბა.

სას­წო­რი

გა­თა­ვი­სუფ­ლდით ში­ნა­გა­ნი ში­შე­ბის­გან. თქვენ ტრანსფორ­მა­ცია, ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა გე­ლით. იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თარ თავ­თან ან ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით. მო­გი­წევთ დიდ ფულ­თან მუ­შა­ო­ბა. სწო­რად გან­კარ­გეთ თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბი, სა­ბან­კო სა­კი­თხე­ბი, არ და­ი­ტო­ვოთ ვა­ლე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ა­ბან­დებთ ფულს სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში, ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში.

მო­რი­ე­ლი

მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­საც ეხე­ბა და ბიზ­ნეს­საც. ეცა­დეთ, კონ­კუ­რენ­ტებს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად, არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­უს­წორ­დეთ. მო­ე­რი­დეთ სხვე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი და დე­ლი­კა­ტუ­რი. მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ და ისი­ნიც იმა­ვე­თი გი­პა­სუ­ხე­ბენ.

მშვილ­დო­სა­ნი

დროა, შე­ი­მუ­შა­ვოთ დღის გეგ­მა, გან­რი­გი და მეტი დრო და­უთ­მოთ დას­ვე­ნე­ბას, ჯან­საღ კვე­ბას, და­ი­რე­გუ­ლი­როთ ძი­ლის რე­ჟი­მი, ივარ­ჯი­შეთ ზო­მი­ე­რად. აგ­რეთ­ვე, ნუ გა­და­დებთ მო­მავ­ლის­თვის იმას, რისი გა­კე­თე­ბაც დღეს შე­გიძ­ლი­ათ. რუ­ტი­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბიც კი დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. გირ­ჩევთ, სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნოთ დამ­ხმა­რე, გა­და­უ­ნა­წი­ლოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი კო­ლე­გებს, თა­ვად კი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს მი­ხე­დოთ.

თხის რქა

და­ფიქ­რდით და გა­მო­ას­წო­რეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ის­წავ­ლეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის მე­ტად და­ფა­სე­ბა, გახ­დით სა­კუ­თა­რი თა­ვის ბა­ტონ-პატ­რო­ნი და და­ი­წყეთ "კუ­ლი­სე­ბი­დან გა­მოს­ვლა". თქვენ მუ­დამ სხვებ­ზე და სამ­სა­ხურ­ზე ფიქ­რობთ და ის­წავ­ლეთ დას­ვე­ნე­ბაც. იყა­ვით მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ და მე­გობ­რუ­ლი - შვილ­თან. რო­გორ წესი, მო­რი­დე­ბუ­ლი ხართ და არ გიყ­ვართ, როცა გა­ქე­ბენ, მაგ­რამ ახლა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი და შე­ქე­ბაც და­იმ­სა­ხუ­როთ.

მერ­წყუ­ლი

იზ­რუ­ნეთ პი­რად, ოჯა­ხის, ბი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დას­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. მო­აგ­ვა­რეთ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ნუ გა­და­დებთ მათ დას­რუ­ლე­ბას მო­მავ­ლის­თვის, კი­დევ უფრო გა­გირ­თულ­დე­ბათ და გა­გე­წე­ლე­ბათ. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რისი გა­და­კე­თე­ბა გსურთ ბი­ნა­ში, რომ კომ­ფორ­ტი შე­ქიმ­ნათ.

თევ­ზე­ბი

უნდა ენ­დოთ ინ­ტუ­ი­ცი­ას. უნდა გა­არ­კვით, ვის შე­გიძ­ლი­ათ ენ­დოთ და ვის - არა. ნუ შე­ი­ცო­დებთ ყვე­ლას და სხვის სა­კე­თილ­დღე­ოდ სა­კუ­თარ თავს ნუ და­ი­ჩაგ­რავთ. სა­სურ­ვე­ლია, გვერ­დით გყავ­დეთ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სრუ­ლად ენ­დო­ბით. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რისი სწავ­ლა გსურთ, რო­მე­ლი კურ­სია თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და რას მო­გი­ტანთ მო­მა­ვალ­ში. სა­სურ­ვე­ლია, გა­და­ა­მოწ­მოთ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო და ბრმად არ ენ­დოთ არა­ვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების პროგნოზი: რისთვის უნდა იყოთ მზად

სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების პროგნოზი: რისთვის უნდა იყოთ მზად

დღეს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. მთვარის დაბნელება ხდება კუროს 28-ე გრადუსზე. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 18 წლის წინ, როცა ზუსტაც ასეთი დაბნელება გვქონდა. თავად ამ დღის მოვლენებს გამოხმაურება ექნებათ წელიწადნახევრის ან 18 წლის შემდეგ. ეს პირველი დაბნელებაა კურო-მორიელის ღეძზე. ეს ღერძი არის რესურსების, ღირებულებების სიმბოლო. აგრეთვე, ჩემი-სხვის, სიყვარული-სიძულვილი.

მთვარის დაბნელებას ყველაზე მეტად იგრძნობენ მზითა და ასცენდენტით დაბადებული კურო, ქალწული და თხის რქა. თქვენ გექნებათ სასიამოვნო ცვლილებები. ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ მორიელებს, თქვენ უნდა დაასრულოთ წინა ეტაპი, რომ გადახვიდეთ ახალ საფეხურზე. დაძაბულობა შეინიშნება და მაქსიმალური ყურადღება მოგეთხოვებათ ლომსა და მერწყულს. მზად იყავით მოქმედებისთვის, ხვალისა და მომავლისთვის ვერაფერს გადადებთ. იმისათვის, რომ გაიგოთ რა სფეროში გელოდებათ ცვლილებები, გაეცანით პროგნოზს თქვენი მზის, მთვარისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.

ვერძი

ცვლილებები გელით მატერიალურ თემებში. დაფიქრდით, რისი მფლობელი ხართ და რას გინდათ ფლობდეთ. დაუყოვნებლივ მოაგვარეთ ყველა ფინანსური საკითხი, ნუ გადადებთ მომავლისთვის. გარდა ამისა, ღირსეულად შეაფასეთ და დააფასეთ საკუთარი თავი და ნიჭი. ნუ გეშინიათ, თქვენ საუკეთესო ხართ და უნდა გააძვიროთ თქვენი მომსახურება. თუ საშუალება გაქვთ, დააბანდეთ ფული ლამაზ, ძვირად ღირებულ ნივთებში.

კურო

ცვლილებები გელით საკუთარ თავთან. გათავისუფლდით ბლოკებისა და შიშებისგან, რაც განვითარებაზე, წინსვლაში გიშლით ხელს. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის, ნიჭის გამოვლენა. იყავით ლიდერი და პირველი. თუ გაქვთ ახალი პროექტის ან საქმის იდეა, ნუღარ გადადებთ მომავლისთვის, ახლა გააქტიურდით. გამორიცხული არაა, დაძლიოთ შიში და შეიცვალოთ იმიჯი, გარეგნობა, თუნდაც მცირედით.

ტყუპი

დაივიწყეთ გარშემო ყველა და ყველაფერი და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრეთ. რა უნდა გააკეთოთ, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ?.. მოინახულეთ წმინდა ადგილები. გათვისუფლდით უსაფუძვლო შიშებისგან, ემოციებისგან. კარგ შედეგს მოგიტანთ არტთერაპია, ქველმოქმედება (არა მარტო ფულით და ნივთებით, თქვენთან სულიერი საუბარიც კი გააბედნიერებს ადამიანს).

კირჩხიბი

მოიცილეთ უსაფუძვლო ოცნებები და დაისახეთ კონკრეტული მიზნები, როგორ გსურთ ცხოვრება, რა თანამდებობაზე და რომელ პროფესიაში ხედავთ თქვენს თავს მომავალში. მოიცილეთ ემოციური და ფსიქოლოგიური ბლოკები. ნუ გაგიკვირდებათ, თუ არაადეკვატურად მოიქცევიან თქვენი მეგობრები. ამიტომ შეზღუდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტი. მეტი დრო დაუთმეთ ინტერნეტპროექტებს - დაიწყეთ ან განავითარეთ უკვე არსებულები.

ლომი

მოიცილეთ შიშები და გახდით თქვენი საქმის პროფესიონალი. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ ღირსეული ხართ, პირველი და საუკეთესო თქვენს სფეროში. იზრუნეთ კარიერულ წინსვლაზე, ახალი თანამდებობების დაკავებაზე. იცოდეთ, რომ თქვენ საუკეთესოს ღირსი ხართ და ახლა მოქმედების დროა.

ქალწული

მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რა სიმაღლეებს დაიპყრობთ. ნუ დასჯერდებით მცირედს, თქვენ წარმატების მწვერვალს უნდა მიაღწიოთ. დაიმსახურებთ გავლენიანი ადამიანების პატივისცემას. და შეიძლება სხვებისთვის თქვენ გახდეთ გურუ, პედაგოგი. მიმართეთ თქვენი მზერა უცხოეთისკენ: სწავლა, კარიერული წინსვლა. არ გადადოთ იურიდიული საკითხების მოგვარება, დიპლომის აღება.

სასწორი

გათავისუფლდით შინაგანი შიშებისგან. თქვენ ტრანსფორმაცია, ახალ ეტაპზე გადასვლა გელით. იმუშავეთ საკუთარ თავთან ან ფსიქოლოგის დახმარებით. მოგიწევთ დიდ ფულთან მუშაობა. სწორად განკარგეთ თქვენი ფინანსები, საბანკო საკითხები, არ დაიტოვოთ ვალები, გადასახადები. კარგი იქნება, თუ დააბანდებთ ფულს სარფიან ბიზნესში, ძვირად ღირებულ ნივთებში.

მორიელი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეს სასიყვარულო სფეროსაც ეხება და ბიზნესსაც. ეცადეთ, კონკურენტებს დიპლომატიურად, არსებული წესების გათვალისწინებით გაუსწორდეთ. მოერიდეთ სხვების მანიპულირებას. იყავით ჰარმონიული და დელიკატური. მოსიყვარულე და მზრუნველი პარტნიორების მიმართ და ისინიც იმავეთი გიპასუხებენ.

მშვილდოსანი

დროა, შეიმუშავოთ დღის გეგმა, განრიგი და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, ჯანსაღ კვებას, დაირეგულიროთ ძილის რეჟიმი, ივარჯიშეთ ზომიერად. აგრეთვე, ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. რუტინული საკითხებიც კი დაკვირვებას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. გირჩევთ, სამსახურში აიყვანოთ დამხმარე, გადაუნაწილოთ ვალდებულებები კოლეგებს, თავად კი უფრო მნიშვნელოვან თემებს მიხედოთ.

თხის რქა

დაფიქრდით და გამოასწორეთ დამოკიდებულება შვილებთან, საყვარელ ადამიანთან. ისწავლეთ საკუთარი თავის მეტად დაფასება, გახდით საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და დაიწყეთ "კულისებიდან გამოსვლა". თქვენ მუდამ სხვებზე და სამსახურზე ფიქრობთ და ისწავლეთ დასვენებაც. იყავით მეტად მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ და მეგობრული - შვილთან. როგორ წესი, მორიდებული ხართ და არ გიყვართ, როცა გაქებენ, მაგრამ ახლა უნდა განახორციელოთ ახალი პროექტები, შემოქმედებითი იდეები და შექებაც დაიმსახუროთ.

მერწყული

იზრუნეთ პირად, ოჯახის, ბინის უსაფრთხოებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, განსაკუთრებით დედასთან, ნათესავებთან. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ნუ გადადებთ მათ დასრულებას მომავლისთვის, კიდევ უფრო გაგირთულდებათ და გაგეწელებათ. ჩამოყალიბდით, რისი გადაკეთება გსურთ ბინაში, რომ კომფორტი შექიმნათ.

თევზები

უნდა ენდოთ ინტუიციას. უნდა გაარკვით, ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის - არა. ნუ შეიცოდებთ ყველას და სხვის საკეთილდღეოდ საკუთარ თავს ნუ დაიჩაგრავთ. სასურველია, გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვისაც სრულად ენდობით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. ჩამოყალიბდით, რისი სწავლა გსურთ, რომელი კურსია თქვენთვის საინტერესო და რას მოგიტანთ მომავალში. სასურველია, გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაციის წყარო და ბრმად არ ენდოთ არავის.