მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში: რას მოგვიტანს, ვისზე იმოქმედებს და როგორ მოვიქცეთ
სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში: რას მოგვიტანს, ვისზე იმოქმედებს და როგორ მოვიქცეთ

5 მა­ისს, 21:23-ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით მო­რი­ელ­ში. 20 აპ­რილს გვქონ­და ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა კუ­რო­ში და ამ დღეს გა­იხ­სნა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი, და­ი­წყო კარ­მუ­ლი პე­რი­ო­დის დრო, რო­მე­ლიც 5-ში უნდა და­ი­ხუ­როს. ამას­თან, 15 მა­ი­სამ­დე რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ო­დია და შე­ფერ­ხე­ბე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, კო­მუნ­კა­ცი­ა­ში, შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა მი­მო­წე­რა­ში, სა­ბუ­თებ­ში ისევ აქ­ტი­უ­რია. გირ­ჩევთ, ახა­ლი ამ პე­რი­ოდ­ში არა­ფე­რი მო­ი­მოქ­მე­დოთ და უკე­თეს დროს და­ე­ლო­დოთ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. თუ თქვენ შე­გექ­მნათ მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნე­თის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ნიშ­ნებ­ში, მე-15 გრა­დუს­ში არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი: მზე - კუ­რო­ში, ხოლო მთვა­რე მო­რი­ელ­შია. მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს და­ძა­ბუ­ლო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში (პლუს/მი­ნუს 2-3 დღე) არ გირ­ჩე­ევთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­ჩე­ვას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, მო­ე­რი­დეთ მჭრელ და ბასრ საგ­ნებ­თან შე­ხე­ბას, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას, იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი სა­ჭეს­თან. არ შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი და მით უმე­ტეს გა­ჯე­ტე­ბი, რად­გან მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია. ამ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბი ჭირ­ვე­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან და ეცა­დეთ გა­გე­ბით მო­ე­კი­დოთ მათ. სა­სურ­ვე­ლია, და­იც­ვათ დი­ე­ტა, იყოთ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე, მშვი­დი და ღი­მი­ლი­ა­ნი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ემო­ცი­უ­რი და არას­ტა­ბი­ლუ­რი დღეა და მას ემა­ტე­ბა მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაც. ამას­თან, მერ­კუ­რიც რეტ­როგ­რა­დუ­ლია. არ გირ­ჩევთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­ჩე­ვას, შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბას, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას. ამას­თან, მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლი პლუ­ტო­ნი ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბა იუ­პი­ტერს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში, მათ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­საც დიდი ფული, გავ­ლე­ნე­ბი და ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია. გარ­და ამი­სა, მზე ურანს უერ­თდე­ბა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი. უნდა იყოთ რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი, უნდა მო­ახ­დი­ნოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა მო­რი­ელ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად?

პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, კუ­რო­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით, მათ­ზე, ვინც 2-8 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში აღ­ნიშ­ნავს და­ბა­დე­ბის დღეს. გა­ნახ­ლე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბის დროა. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გე­ლო­დე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბი და ეცა­დეთ, იყოთ მზად ამის­თვის, მაგ­რამ ნუ და­ე­ლო­დე­ბით სხვებს, მოვ­ლე­ნებს, თა­ვად გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო. მო­რი­ე­ლებ­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით 3-9 ნო­ემ­ბე­რის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე). აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ, უნდა შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. ცოტა მეტი სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბა მო­ე­თხო­ვე­ბათ მათ, ვინც და­ბა­დე­ბის დღეა აღ­ნიშ­ნავს 4-10 აგ­ვის­ტო­სა და 31 იან­ვარ-6 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში. უნდა გა­დად­გათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი თქვე­ნი თა­ვის, საქ­მე­ე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი ელო­დე­ბათ მათ, ვინც და­ი­ბა­და შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში: 3-9 ივ­ლისს, 4-10 სექ­ტემ­ბერს, 2-8 იან­ვარს და 2-8 მარტს. თქვენ შე­და­რე­ბით იო­ლად მი­აღ­წევთ სა­სურ­ველ შე­დე­გებს. მაგ­რამ ნურც გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლე­ბი ის­ხდე­ბით. გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ იდე­ე­ბი და მიზ­ნე­ბი.

მშვიდ და პო­ზი­ტი­ურ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში: რას მოგვიტანს, ვისზე იმოქმედებს და როგორ მოვიქცეთ

სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში: რას მოგვიტანს, ვისზე იმოქმედებს და როგორ მოვიქცეთ

5 მაისს, 21:23-ზე სავსემთვარეობას და მთვარის დაბნელებას ველოდებით მორიელში. 20 აპრილს გვქონდა ახალმთვარეობა და მზის დაბნელება კუროში და ამ დღეს გაიხსნა დაბნელებების დერეფანი, დაიწყო კარმული პერიოდის დრო, რომელიც 5-ში უნდა დაიხუროს. ამასთან, 15 მაისამდე რეტროგრადული მერკურის პერიოდია და შეფერხებები გადაადგილებისას, კომუნკაციაში, შეცდომების დაშვება მიმოწერაში, საბუთებში ისევ აქტიურია. გირჩევთ, ახალი ამ პერიოდში არაფერი მოიმოქმედოთ და უკეთეს დროს დაელოდოთ. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ფულის დაბანდებას, ფინანსური საკითხების მოგვარებას. თუ თქვენ შეგექმნათ მატერიალურ საკითხებთან უსიამოვნებები იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული.

სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოწინააღმდეგე ნიშნებში, მე-15 გრადუსში არიან განლაგებულები: მზე - კუროში, ხოლო მთვარე მორიელშია. მათ შორის დაპირისპირებაა. ადამიანებში მოიმატებს დაძაბულობა, გაღიზიანება. ამ პერიოდში (პლუს/მინუს 2-3 დღე) არ გირჩეევთ ურთიერთობების გარჩევას საყვარელ ადამიანთან, მოერიდეთ მჭრელ და ბასრ საგნებთან შეხებას, ალკოჰოლის მიღებას, იყავით ყურადღებიანი საჭესთან. არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები და მით უმეტეს გაჯეტები, რადგან მერკური რეტროგრადულია. ამ პერიოდში ბავშვები ჭირვეულები ხდებიან და ეცადეთ გაგებით მოეკიდოთ მათ. სასურველია, დაიცვათ დიეტა, იყოთ პოზიტიურ განწყობაზე, მშვიდი და ღიმილიანი.

სავსემთვარეობა ემოციური და არასტაბილური დღეა და მას ემატება მთვარის დაბნელებაც. ამასთან, მერკურიც რეტროგრადულია. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ურთიერთობების გარჩევას, შორ მანძილზე მგზავრობას, ხელშეკრულებების გაფორმებას. ამასთან, მორიელის მმართველი პლუტონი ცუდად უპირისპირდება იუპიტერს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრანსფორმაციული ცვლილებები საერთაშორისო საკითხებში, მათ ცხოვრებაში ვისაც დიდი ფული, გავლენები და ძალაუფლება გააჩნია. გარდა ამისა, მზე ურანს უერთდება და მოულოდნელობები არაა გამორიცხული. უნდა იყოთ რეფორმატორები, უნდა მოახდინოთ თქვენი ცხოვრების განახლება.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში ყველაზე მეტად?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კუროზე და განსაკუთრებით, მათზე, ვინც 2-8 მაისის შუალედში აღნიშნავს დაბადების დღეს. განახლების, სიახლეების დროა. მთელი წლის განმავლობაში გელოდებათ ცვლილებები და ეცადეთ, იყოთ მზად ამისთვის, მაგრამ ნუ დაელოდებით სხვებს, მოვლენებს, თავად გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. მორიელებზე (განსაკუთრებით 3-9 ნოემბერის შუალედში დაბადებულებზე). აკონტროლეთ ემოციები, გააზრებულად იმოქმედეთ, უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ცოტა მეტი სიფრთხილე და დაკვირვება მოეთხოვებათ მათ, ვინც დაბადების დღეა აღნიშნავს 4-10 აგვისტოსა და 31 იანვარ-6 თებერვლის შუალედში. უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი თავის, საქმეების გასაუმჯობესებლად. სასიამოვნო ცვლილებები ელოდებათ მათ, ვინც დაიბადა შემდეგ პერიოდში: 3-9 ივლისს, 4-10 სექტემბერს, 2-8 იანვარს და 2-8 მარტს. თქვენ შედარებით იოლად მიაღწევთ სასურველ შედეგებს. მაგრამ ნურც გულხელდაკრეფილები ისხდებით. გამოიყენეთ ყველა საშუალება, რათა განახორციელოთ იდეები და მიზნები.

მშვიდ და პოზიტიურ სავსემთვარეობას და მთვარის დაბნელებას გისურვებთ!