ასტროლოგი ხათუნა ნოელი ხვალიდან მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ წერს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე გავლენას იქონიებს:
"ხვალიდან მერკური გახდება სტაციონარული. ანუ, ფაქტობრივად, გაჩერდება. ჰოდა, ჯერ რეტრო რა კაი რამე იყო, და გაჩერებულზე რაღას იზამს? შეგრძნება გვექნება, რომ მერკურისთან ერთად დროც გაჩერდა და აღარაფერი არ იძვრის ადგილიდან. 12-ში ღმერთების შიკრიკად წოდებული პლანეტა წინსვლას გააგრძელებს და ყველას გვეშველება. ყოველ შემთხვევაში, დირექტულმერკურიანებს მაინც. საყიდლებზეც წავალთ, გატეხილ მობილურსაც გამოვცვლით, საბუთებსაც მივხედავთ და კომუმიკაციასაც დავალაგებთ ახლობლებთან. მომდევნო რერტოგრადულობის პერიოდი 14.10-3.11-ს პერიოდში გვექნება", - წერს ასტროლოგი.
უფრო ვრცლად აღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი მოსალოდნელი მოვლენების შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე: 8 ცხოვრებისეული ცვლილებება, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს ივლისში ელით