ავტორი:

საოჯახო საქმეების შესრულებამდე შეხედეთ მთვარის ფაზას

საოჯახო საქმეების შესრულებამდე შეხედეთ მთვარის ფაზას

გთავაზობთ ჩასანიშნ სტატიას, რომელიც მუდამ დაგვეხმარებათ იმ საქმეების შესრულებაში, რასაც სეზონში ერთხელ ან ორჯერ ვაკეთებთ და შემდეგ ჩვენი ქმედებების შედეგებზე ვართ დამოკიდებული, ამიტომ უმჯობესია ავირჩიოთ ხელსაყრელი დრო.

გაწმენდისა და დასუფთავებისას მოსახერხებელია დღეები, როცა მთვარე იკლებს - ამ პერიოდში უფრო ადვილია სხვადასხვა ზედაპირის გაწმენდა, იატაკის მორეცხვა, ძველი ნივთების დახარისხება და დალაგება; უსარგებლო და დაზიანებული ნივთებისა და ნაგვის გადაყრა.

მთვარის კლებად დღეები, განსაკუთრებით, როცა მთვარე თევზებში, კირჩხიბში ან მორიელში შესანიშნავია სველი წმენდისთვის და თუ ზედაპირებს ამუშავებთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებებით (რომლებიც შეიცავს ნაცარს, მდოგვის ფხვნილს, სოდას, ძმარს ან მარილს).

ფანჯრების გაწმენდა კარგია, თუ კლებადი მთვარე ჰაერის ნიშნებშია. უმჯობესია ტანსაცმელი ქიმწმენდაში წაიღოთ წყლის ნიშნებში მთვარის ყოფნის დროს. აგრეთვე, ასეთ დღეებში გარეცხოთ ლამაზი ნაქსოვი ნივთები.

კარგად გაიწმინდება ხალიჩები კლებადი მთვარის დროს, როცა მთვარე მიწის ან წყლის ნიშნებშია.

უმჯობესია ზამთრის თბილი ტანსაცმელი ჩადოთ კარადებში, როცა მთვარე ჰაერის ან ცეცხლის ნიშნებში. ამგვარად შემცირდება ბეწვის დაზიანების რისკი. მაგრამ ლავანდა და გამხმარი გვირილა აუცილებლად უნდა დაალაგოთ ნივთებს შორის.

უმჯობესია შეცვალოთ თქვენი საყვარელი ფეხსაცმლისა და ჩექმის ქუსლები კლებად მთვარეზე, როცა მთვარე თევზებში ან მიწის ნიშნებშია.

მწერების წინააღმდეგ ბრძოლა (ტარაკნები, პატარა ჭიანჭველები, ბუზები) საუკეთესოა კლებადი მთვარის დროს.

გატეხილი ვაზების, ჭიქების, ფაიფურის ფიგურების წებოვნების აღდგენა საუკეთესოა, როდესაც მთვარე იკლებს და მიწის ნიშნებშია ან მორიელში.

სხვადასხვა ნივთების შეკეთება, ელვაშესაკრავების ჩასმა, საკეტების, ბალთების და ღუმლების შეკეთება უკეთესია კლებად მთვარეზე.

15 სექტემბერს, 5:40-ზე ახალმთვარეობა გველოდება ქალწულის ზოდიაქოში. 16-იდან კი მთვარე მატებას დაიწყებს.