ვერძი
მუშაობა და პირადი ცხოვრება დააბალანსეთ. 18 დეკემბერს სამსახურში მოერიდეთ კონფლიქტებს – მზისა და ნეპტუნის ასპექტმა შეიძლება გაუგებრობები გამოიწვიოს. 19 დეკემბერი ხელსაყრელია მეგობრებთან ურთიერთობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა გახსნის შესაძლებლობებს კარიერის ზრდისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის. ჩაუყარეთ საფუძველი მომავალ მიღწევებს.
კურო
ვარსკვლავები პიროვნულ ზრდასა და თვითგანვითარებაზე ფოკუსირებას გირჩევენ. ვენერას და იუპიტერის ასპექტი 19 დეკემბერს ფინანსურ და სასიყვარულო სფეროში კარგ მომენტებს გპირდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი ან საჩუქრები. ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერს ააქტიურებს სწავლის, მოგზაურობისა და ჰორიზონტის გაფართოების თემებს. დაგეგმეთ ახალი წამოწყებები და თავგადასავლები.
ტყუპი
ემოციური რყევების და ღრმა რეალიზაციის კვირა გექნებათ. 18 დეკემბერს მოერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებს და ჭორებს. მაგრამ უკვე 19 დეკემბერი მოგცემთ შესაძლებლობას აღიდგინოთ ძველი კავშირები ან გააუმჯობესოთ ურთიერთობები. ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერს გაააქტიურებს ფინანსურ საკითხებს და პირად რესურსებს. გადაწყვიტეთ რაზე თქვათ უარი და სად ჩადოთ თქვენი ენერგია.
კირჩხიბი
ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. 18 დეკემბერს ფრთხილად იყავით კომუნიკაციაში, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა. ვენერასა და იუპიტერის ასპექტი 19 დეკემბერს ხელს შეუწყობს რომანტიკულ სიურპრიზებს ან ძველი სიყვარულის დაბრუნებას. 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა ხაზს გაუსვამს პარტნიორობას - ალიანსების გაძლიერების ან ახალი მიზნების დასახვას.
ლომი
იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას სამუშაო საკითხების გადასაჭრელად. თუმცა, 18 დეკემბერს მზე-ნეპტუნის ასპექტმა შესაძლოა იმედგაცრუება მოგიტანოთ. აკონტროლეთ სიტუაცია. 19 დეკემბერი ხელსაყრელია თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და პროდუქტიული მუშაობისთვის. 21 დეკემბრის მზებუდობა ყურადღებას გაგამახვილებინებთ სამუშაოზე და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე. შეადგინეთ გრძელვადიანი გეგმები.
ქალწული
ეს კვირა შემოქმედებით შთაგონებას და რომანტიკულ მომენტებს გპირდებათ. 18 დეკემბერს შესაძლებელია ილუზიები ან ურთიერთობებში დაბნეულობა - ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. 19 დეკემბერი მოგცემთ შანსს აღადგინოთ ძველი კავშირები. ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერს მოგიტანთ სიხარულს, შემოქმედებით განწყობას და სიყვარულს. ნება მიეცით საკუთარ თავს ცოტა დაისვენოთ და ისიამოვნოთ მომენტით.
სასწორი
კვირის მთავარი თემა სახლსა და კარიერას შორის ბალანსის დაცვა იქნება. 18 დეკემბერს, სამსახურში მოერიდეთ ზედმეტ რისკებს და დაბნეულობას. 19 დეკემბერი ხელსაყრელია ოჯახური შეხვედრებისა და ყოველდღიური საკითხების მოსაგვარებლად. ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერს ააქტიურებს სახლისა და ოჯახის ღირებულებების თემებს. დაუთმეთ დრო თქვენს საყვარელ ადამიანებს და შექმენით შინ მყუდრო სივრცე.
მორიელი
აქტიური კომუნიკაციის და ახალი იდეების კვირა გელით. 18 დეკემბერს შესაძლებელია გაუგებრობები ან მცდარი ინფორმაცია – ფრთხილად იყავით. 19 დეკემბერი წარმატებული საუბრებისა და ძველი კონტაქტების აღდგენის დღეა. ზამთრის მზებუდობას 21 დეკემბერს ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. გაგიძლიერდებათ სწავლის სურვილი.
მშვილდოსანი
ფინანსური საკითხები წინა პლანზე გამოდის. 18 დეკემბერს მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს. 19 დეკემბერი ძველი კონტაქტების წყალობით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ. ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერს გახსნის მატერიალური კეთილდღეობის გაძლიერების და ბიუჯეტის დაგეგმვის პერიოდს. დროა იფიქროთ გრძელვადიან ინვესტიციებზე.
თხის რქა
ეს კვირა ახალი პირადი ციკლისთვის მზადება იქნება. 18 დეკემბერს ფრთხილად იყავით კომუნიკაციაში - შესაძლებელია გაუგებრობები. 19 დეკემბერი რომანტიკული მომენტებისა თუ კარგი ამბების შანსს მოგიტანთ. ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერი თქვენი პირადი ახალი წელია! დროა შეადგინოთ ამბიციური გეგმები და მოემზადოთ წარმატებისთვის.
მერწყული
ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ შინაგან სამყაროს და სულიერ პრაქტიკას. 18 დეკემბერს შესაძლებელია ემოციური რყევები. ამიტომ მეტად დაისვენეთ. 19 დეკემბერი ხელსაყრელია ძველი საქმეების დასასრულებლად. 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა მარტოობისა და მიზნების გადახედვისკენ მოგიწოდებთ. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და მოემზადეთ ახალი წამოწყებისთვის.
თევზები
კვირა სოციალურ აქტივობას და მეგობრების მხარდაჭერას მოიტანს. 18 დეკემბერს მოერიდეთ კომუნიკაციაში დაბნეულობას და გაუგებრობას. 19 დეკემბერი ძველი მეგობრობისა და რომანტიკული მომენტების აღდგენის დღეა. 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა გააქტიურებს თქვენს ოცნებებსა და სამომავლო გეგმებს. დროა დასახოთ ამბიციური მიზნები.