საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კვი­რის ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვას აქ­ვეყ­ნებს:

"13-01 - 17:40-18:05

15-01 - 16:10-19:45

17-01 - 17:00-22:20 - ეს ამ კვი­რის უკურ­სო მთვა­რის პე­რი­ო­დე­ბია. ამ დროს გახ­სოვთ ალ­ბათ, ახალს არა­ფერს ვი­წყებთ, რად­გან უკურ­სო მთვა­რე­ზე წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ურე­ზულ­ტა­ტოდ რჩე­ბა ხოლ­მე. 13 იან­ვა­რი, მზი­სა და პლუ­ტო­ნის ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა გვაძ­ლევს ენერ­გი­ას და გარ­შე­მო წარ­მოქ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­გან დიდ ძა­ლის­ხმე­ვა­საც ითხოვს და, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ოც­რად დამ­ღლე­ლი­ცაა, მი­თუ­მე­ტეს, რომ ამა­ვე დღეს მზეს შე­ერ­თე­ბა ექ­ნე­ბა სა­ტურნ­თა­ნაც, რაც თვით­დის­ციპ­ლი­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ნუ ჩა­ვარ­დე­ბით დეპ­რე­სი­ა­ში, გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია და ეს ას­პექ­ტიც ხვა­ლი­დან უკვე დაშ­ლა­ზე მი­დის. ყვე­ლა­ზე მე­ტად რთუ­ლი ეს დღე კირჩხი­ბე­ბი­სა და თხის რქე­ბი­სათ­ვის იქ­ნე­ბა. უფრო თუ დავ­კონ­კრეტ­დე­ბით იან­ვრის და ივ­ლი­სის 12-14 რი­ცხვე­ბის პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. იმა­ვე რი­ცხვებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თევ­ზე­ბი და მო­რი­ე­ლე­ბი იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბი­ან, ხოლო ქალ­წუ­ლე­ბი­სა და კუ­რო­ე­ბი­სათ­ვის შე­საძ­ლოა წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღეც კი იყოს.

13-სავე იან­ვარს გვი­ან სა­ღა­მოს ვე­ნე­რა და­ტო­ვებს მერ­წყუ­ლის ნი­შანს და თევ­ზებ­ში გა­და­ბარ­გდე­ბა. უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე რო­მან­ტი­უ­ლო­ბი­სა და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად იჩენს ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა­ში თავს. ამ დროს საკ­მა­ოდ იო­ლია სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლით მო­ი­ხიბ­ლო, თავი შეყ­ვა­რე­ბუ­ლად იგ­რძნო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი 16-17 იან­ვარს, რო­დე­საც ვე­ნე­რას ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი აქვს ურან­თან, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო უნდა იყოს თევ­ზე­ბი­სა და კუ­როს ნიშ­ნე­ბი­სათ­ვის. რად­გან ას­პექ­ტი სწო­რედ ამ ნიშ­ნე­ბი­დან კეთ­დე­ბა. თუმ­ცა ილუ­ზი­ე­ბიც არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი და ნუ იჩ­ქა­რებთ სა­სურ­ვე­ლის რე­ა­ლო­ბად მი­ღე­ბას. თქვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ მას მერე გა­მო­ხა­ტეთ, რო­დე­საც ვე­ნე­რა ვერ­ძში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ეს კი მხო­ლოდ 7 თე­ბერ­ვლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ისევ ამ კვი­რას, შე­საძ­ლოა მი­ი­ღოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ორი­გი­ნა­ლუ­რი, არა­შაბ­ლო­ნუ­ლი იდე­ე­ბი თა­ვა­დაც გწ­ვოთ თავ­ში. შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს შთა­გო­ნე­ბის პე­რი­ო­დი ექ­ნე­ბათ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში კვირის ასტროლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს:

"13-01 - 17:40-18:05

15-01 - 16:10-19:45

17-01 - 17:00-22:20 - ეს ამ კვირის უკურსო მთვარის პერიოდებია. ამ დროს გახსოვთ ალბათ, ახალს არაფერს ვიწყებთ, რადგან უკურსო მთვარეზე წამოწყებული საქმეები ურეზულტატოდ რჩება ხოლმე. 13 იანვარი, მზისა და პლუტონის ზუსტი შეერთება გვაძლევს ენერგიას და გარშემო წარმოქმნილი სიტუაციების კონტროლის შესაძლებლობებს. მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი ჩვენგან დიდ ძალისხმევასაც ითხოვს და, ზოგ შემთხვევაში, საოცრად დამღლელიცაა, მითუმეტეს, რომ ამავე დღეს მზეს შეერთება ექნება სატურნთანაც, რაც თვითდისციპლინის აუცილებლობას იძლევა. ნუ ჩავარდებით დეპრესიაში, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი წარმავალია და ეს ასპექტიც ხვალიდან უკვე დაშლაზე მიდის. ყველაზე მეტად რთული ეს დღე კირჩხიბებისა და თხის რქებისათვის იქნება. უფრო თუ დავკონკრეტდებით იანვრის და ივლისის 12-14 რიცხვების პერიოდში დაბადებული ადამიანებისათვის. იმავე რიცხვებში დაბადებული თევზები და მორიელები იოლად გაუმკლავდებიან, ხოლო ქალწულებისა და კუროებისათვის შესაძლოა წარმატებული დღეც კი იყოს.

13-სავე იანვარს გვიან საღამოს ვენერა დატოვებს მერწყულის ნიშანს და თევზებში გადაბარგდება. უახლოესი პერიოდის მანძილზე რომანტიულობისა და სენტიმენტალურობის მოთხოვნილება ერთდროულად იჩენს ადამიანთა უმეტესობაში თავს. ამ დროს საკმაოდ იოლია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლით მოიხიბლო, თავი შეყვარებულად იგრძნო, განსაკუთრებით კი 16-17 იანვარს, როდესაც ვენერას ჰარმონიული ასპექტი აქვს ურანთან, ეს განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს თევზებისა და კუროს ნიშნებისათვის. რადგან ასპექტი სწორედ ამ ნიშნებიდან კეთდება. თუმცა ილუზიებიც არაა გამორიცხული და ნუ იჩქარებთ სასურველის რეალობად მიღებას. თქვენი პოზიციები აქტიურად მხოლოდ მას მერე გამოხატეთ, როდესაც ვენერა ვერძში აღმოჩნდება. ეს კი მხოლოდ 7 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ისევ ამ კვირას, შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი ფინანსური შემოთავაზება, არაა გამორიცხული ამ მიმართულებით ორიგინალური, არაშაბლონული იდეები თავადაც გწვოთ თავში. შემოქმედებით ადამიანებს შთაგონების პერიოდი ექნებათ. წაიკითხეთ სრულად

როგორი იქნება 2020 ტახის წელიწადში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 ძაღლის წელიწადში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 მამლის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით