Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო თვე გველის: ოქტომბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
საინტერესო თვე გველის: ოქტომბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ოქ­ტომ­ბე­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და კონ­ტრას­ტე­ბის თვეა. სწო­რი და ნაც­ნო­ბი გზაც კი შე­იძ­ლე­ბა უფსკრუ­ლად იქ­ცეს, ყვე­ლა­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა კი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე სე­რი­ა­ლად! თვის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა მზის და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა, რომ­ლებ­საც 14 და 28 ოქ­ტომ­ბერს ვე­ლო­დე­ბით. ოქ­ტომ­ბერ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) პლა­ნე­ტე­ბიც გვყავს: იუ­პი­ტე­რი 31 დე­კემ­ბრამ­დე; ურა­ნი 2024 წლის 27 იან­ვრამ­დე; სა­ტურ­ნი 4 ნო­ემ­ბრამ­დე; ნეპ­ტუ­ნი 6 დე­კემ­ბრამ­დე და პლუ­ტო­ნი 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე. თუმ­ცა, მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

23 ოქ­ტომ­ბრამ­დე მზე სას­წო­რის ნი­შა­ნია. ეს არის ჰარ­მო­ნი­ის, პარტნი­ო­რო­ბის, ქორ­წი­ნე­ბის ნი­შა­ნი. უმე­ტე­სო­ბა მო­უნ­დე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა, სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­თახ­მე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა. მაგ­რამ ოქ­ტომ­ბერ­ში არის დღე­ე­ბი, როცა ჯო­ბია, თავი შე­ი­კა­ვოთ ყო­ველ­გვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის­გან. მზის სას­წორ­ში ყოფ­ნის დრო გირ­ჩევთ, მეტი დრო და­უთ­მოთ პარტნი­ო­რულ კავ­შირ­ში ჰარ­მო­ნი­ის დამ­ყა­რე­ბას, სი­ლა­მა­ზის შექ­მნას. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. 23-ში მზე გა­და­ვა მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში.

3 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლი­ტი ქალ­წულ­ში გა­და­ვა. ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ვრცე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი სტა­ტია და პროგ­ნო­ზი დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. 26 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლი­ტი ას­პექტს შექ­მნის მო­რი­ელ­ში მყოფ მზეს­თან. მო­ი­მა­ტებს ფლირ­ტის სურ­ვი­ლი; ადა­მი­ა­ნე­ბი ღიად და­ი­წყე­ბენ თა­ვი­ან­თი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ ლა­პა­რაკს. ეს ას­პექ­ტი ყვე­ლა­ზე მძაფ­რად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, პო­ე­ზი­ა­ში, ფო­ტო­სე­სი­ებ­სა და პი­რად ბლო­გებ­ში. მაგ­ნი­ტი­ვით მი­ი­ზი­დავთ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. და აქვე სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, რომ არ გახ­დეთ მა­ნი­პუ­ლარ­ტო­რის მსხვერ­პლი. ვინ­მემ ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლოს თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბით.

5 ოქ­ტომ­ბერს მერ­კუ­რი გა­და­ვა სას­წორ­ში, 22-ში კი მო­რი­ელ­ში. სა­ნამ მერ­კუ­რი იქ­ნე­ბა სას­წორ­ში, გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და გა­რი­გე­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბა. ვაჭ­რო­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის სფე­რო­ში მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შეძ­ლებთ რა­ი­მეს მომ­გე­ბი­ა­ნად ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, ია­რეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, ილა­პა­რა­კეთ თქვენ შე­სა­ხებ, ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, მო­ი­პო­ვოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა. 22-დან თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ში გა­იღ­ვი­ძებს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მო­გინ­დე­ბათ ყვე­ლა დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა და ყვე­ლა­ფერ­ში ძი­რის­ძი­რო­ბამ­დე გარ­კვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი ცნო­ბე­ბი.

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა ეს­ტუმ­რე­ბა ქალ­წულს. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ში. სა­მა­გი­ე­როდ, მო­ი­მა­ტებს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა; დე­ტა­ლე­ბი­სად­მი დაკ­ვირ­ვე­ბა. არ და­ძა­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბა კო­ლე­გებ­თან. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი რო­მა­ნის და­წყე­ბა კო­ლე­გას­თან. ფული ზო­მი­ე­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა ხარ­ჯოთ. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფორ­მის მსგავს სა­მოსს მი­ა­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა; სიმ­კაც­რეს, ერ­თფე­როვ­ნე­ბას. 10-ში ვე­ნე­რას შე­ერ­თე­ბუ­ლი ლი­ლი­ტი უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ტურნს (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 5-14 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში). შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ფი­ნან­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ვა­ლის და­ფარ­ვის ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. აკონ­ტრო­ლეთ ფი­ნან­სე­ბი. არ აი­ღოთ სეს­ხი. არა­ხელ­საყ­რე­ლია ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბა, პარტნი­ო­რუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბის და­დე­ბა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, ვიდ­რე გრძნო­ბებს. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. შე­იძ­ლებ გა­იც­ნოთ ასა­კით მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ახლა არ არის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის.

ოქ­ტომ­ბერ­ში მარ­სი ქმნის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ას­პექტს. 9-ში მარ­სი ეჩხუ­ბე­ბა პლუ­ტონს (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 3-15 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში) ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­გიძ­ლი­ათ დიდ­ხანს იმუ­შა­ოთ და უფრო მეტი გა­ა­კე­თოთ, ვიდ­რე სხვა დროს. მო­ე­რი­დეთ უხე­შო­ბას, იმ­პულ­სუ­რო­ბას. უმ­ჯო­ბე­სია არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და დის­კუ­სი­ე­ბი. ამ დროს ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა უფრო მწვა­ვე, მკაც­რი და სპე­ცი­ფი­კუ­რი გახ­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია თავი აა­რი­დოთ სა­ხი­ფა­თო, ხალ­ხმრა­ვალ და უც­ნობ ად­გი­ლებ­ში გა­დად­გი­ლე­ბას და ექ­სტრე­მა­ლურ სპორ­ტს. ეს არის ტრავ­მუ­ლი პე­რი­ო­დი. ფრთხი­ლად იყა­ვით ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, ბასრ საგ­ნებ­თან.

მარ­სი 12 ოქ­ტომ­ბერს გა­და­ვა მო­რი­ელ­ში - თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ნი­შან­ში. კარ­გია ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ ზო­მი­ე­რი. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ აღ­მო­სავ­ლურ პრაქ­ტი­კებს, ცურ­ვას. მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მჭრელ საგ­ნებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს გამ­ძლე­ო­ბა, მონ­დო­მე­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა და ამის წყა­ლო­ბით შეძ­ლებთ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას, სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვას. ამას­თან, მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ რისკს, და­პი­რისპრე­ბას, ცხა­რე დის­კუ­სი­ებ­სა და კონ­ფლიქ­ტებს. მომ­დევ­ნო დღეს კი მარ­სი სა­ტურნ­თან ქმნის მე­გობ­რულ ას­პექტს (აქ­ტი­უ­რია 7-20 ოქ­ტომ­ბრს). მო­ი­მა­ტებს გამ­ძლე­ო­ბა, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბა. სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ან გავ­ლე­ნი­ა­ნი, ასა­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­რე­ვა.

14 ოქ­ტომ­ბერს ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა სას­წო­რის 22-ე გრა­დუს­ში. ეს არის ვერ­ძი-სას­წო­რის ღერძზე ("მე" და "შენ") პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბა, რად­გან კარ­მულ­მა კვან­ძებ­მა ამ ნიშ­ნებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს: აღ­მა­ვალ­მა ვერ­ძში , ხოლო დაღ­მა­ვალ­მა სას­წორ­ში . ამა­ვე დღეს იხ­სნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა და აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი თავი. ეს არის ცხოვ­რე­ბის ახალ გვერ­დის, ახალ თე­მე­ბის და­წყე­ბის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ ძველ­მა პრობ­ლე­მებ­მა, მთა­ვა­რი თემა იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. დაბ­ნე­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბე­ბი, კონ­ტაქ­ტე­ბი ან მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­სუ­ლი­დან და ეს შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ან რა­ღა­ცის სა­მუ­და­მოდ დამ­თავ­რე­ბას­თან, ან თა­ვი­დან და­წყე­ბის მცდე­ლო­ბას­თან. ამ დაბ­ნე­ლე­ბის დერ­ფან­ში გა­ირ­კვე­ვა ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. გირ­ჩევთ, ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ტა­როთ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ნუ გა­დად­გამთ და­უ­ფიქ­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს. არ გირ­ჩევთ გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ნიშ­ვნას. უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფერს და­აკ­ვირ­დეთ, გა­ა­ნა­ლი­ზოთ და მო­მავ­ლის­თვის გა­და­დოთ აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბა­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას და ას­ტრო­ლო­გი­უ­რო პროგ­ნოზს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

21 ოქ­ტომ­ბერს მერ­კურ­სა და მზეს უპი­რის­პირ­დე­ბა პლუ­ტო­ნი (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 18-25 ოქ­ტომ­ბერს). შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბამ მოკ­ლე დრო­ში ან იმუ­შა­ოთ ზე­წო­ლის ქვეშ. იზ­რუ­ნეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის, დო­კუ­მენ­ტე­ბის, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნახ­ვა­ზე. უმ­ჯო­ბე­სია მო­ე­რი­დოთ სა­შიშ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს და სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს.

22 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რას ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა იუ­პი­ტერ­თან (მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ო­დია 17-26 ოქ­ტომ­ბე­რი). სა­უ­კე­თე­სო დროა ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა და­გი­ფი­ნან­სონ პრო­ექ­ტე­ბი და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან მო­გე­ბა მი­ი­ღოთ. სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს უცხო­ელ და შო­რე­ულ პარტნი­ო­რებ­თან კავ­შირს. მი­ი­ღებთ მხარ­და­ჭე­რას გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის­გან. შე­საძ­ლე­ბე­ლია იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვა­რე­ბა, ად­ვო­კა­ტებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­ყო­ფი­ე­რი. კარ­გია ბი­ნა­სა და ოფის­ში ინ­ტე­რი­ე­რის, დი­ზა­ი­ნის შეც­ვლა. შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბა. კარ­გი დროა არ­სე­ბუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ამას­თან, უნდა აკონ­ტრო­ლოთ მადა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია წო­ნის მა­ტე­ბა.

28 ოქ­ტომ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა კუ­როს მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში. მზის დაბ­ნე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ბო­ლოა კურო-მო­რი­ე­ლის ღერძზე, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2021 წელს. ის ხუ­რავს ფი­ნან­სებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. მოხ­დე­ბა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. დაბ­ნე­ლე­ბის დღე­ებ­ში დაგ­რო­ვილ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კრი­ზი­სი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. და­ვის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ფი­ნან­სე­ბი. არას­ტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­შო­რე­ბის დრო. კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. დროა, და­ას­რუ­ლოთ პრო­ექ­ტე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­წყდეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ეცა­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­დოთ.

ამა­ვე დღეს მარ­სი იუ­პი­ტერს უპი­რის­პირ­დე­ბა (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 22 ოქ­ტომ­ბე­რი-3 ნო­ემ­ბე­რი). მო­ე­რი­დეთ არა­გო­ნივ­რულ და მცდარ ქმე­დე­ბებს, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, აზარ­ტულ თა­მა­შებს. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი ხელს შე­უშ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას, ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ად­ვი­ლად გა­და­ლა­ხონ და­საშ­ვე­ბი სა­ზღვრე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დის­კუ­სი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს კონ­ფლიქ­ტებ­ში. შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­თუ­ლე­ბე­ბი საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, სა­გა­რეო მი­სი­ებ­თან და იუ­რი­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ეს არ არის შე­სა­ფე­რი­სი დრო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის, იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რის­თვის.

31 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა-ურა­ნის მე­გობ­რუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა (აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დია 26 ოქ­ტომ­ბე­რი-2 ნო­ემ­ბე­რი). ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, სა­ჩუ­ქა­რი ან სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნა. პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ არატ­რა­დი­ცი­უ­ლად, შე­იძ­ლე­ბა ამ­ბო­ხიც დაგ­ჭირ­დეთ ან რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მო­და­ში ავან­გარ­დუ­ლი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი სტი­ლი დამ­კვიდ­რდე­ბა. კარ­გი დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის, აიტი-სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის. მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მო­სალ­დნე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც.

ბედ­ნი­ერ ოქ­ტომ­ბერს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მკითხველის რჩევით
ავტორი:

საინტერესო თვე გველის: ოქტომბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

საინტერესო თვე გველის: ოქტომბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ოქტომბერი ცვლილებებისა და კონტრასტების თვეა. სწორი და ნაცნობი გზაც კი შეიძლება უფსკრულად იქცეს, ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენა კი მოულოდნელობებით აღსავსე სერიალად! თვის მთავარი მოვლენა მზის და მთვარის დაბნელებაა, რომლებსაც 14 და 28 ოქტომბერს ველოდებით. ოქტომბერში რეტროგრადული (უკანმავალი) პლანეტებიც გვყავს: იუპიტერი 31 დეკემბრამდე; ურანი 2024 წლის 27 იანვრამდე; სატურნი 4 ნოემბრამდე; ნეპტუნი 6 დეკემბრამდე და პლუტონი 10 ოქტომბრამდე. თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

23 ოქტომბრამდე მზე სასწორის ნიშანია. ეს არის ჰარმონიის, პარტნიორობის, ქორწინების ნიშანი. უმეტესობა მოუნდება დაქორწინება, სასიყვარულო და საქმიანი კავშირების გაუმჯობესება; ხელშეკრულებებისა და შეთახმებების გაფორმება. მაგრამ ოქტომბერში არის დღეები, როცა ჯობია, თავი შეიკავოთ ყოველგვარი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისგან. მზის სასწორში ყოფნის დრო გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ პარტნიორულ კავშირში ჰარმონიის დამყარებას, სილამაზის შექმნას. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. 23-ში მზე გადავა მორიელის ნიშანში.

3 ოქტომბერს ლილიტი ქალწულში გადავა. ამ მოვლენის შესახებ ვრცელი ასტროლოგიური სტატია და პროგნოზი დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. 26 ოქტომბერს ლილიტი ასპექტს შექმნის მორიელში მყოფ მზესთან. მოიმატებს ფლირტის სურვილი; ადამიანები ღიად დაიწყებენ თავიანთი გრძნობების შესახებ ლაპარაკს. ეს ასპექტი ყველაზე მძაფრად გამოვლინდება ხელოვნებაში, პოეზიაში, ფოტოსესიებსა და პირად ბლოგებში. მაგნიტივით მიიზიდავთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. და აქვე სიფრთხილე გმართებთ, რომ არ გახდეთ მანიპულარტორის მსხვერპლი. ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით.

5 ოქტომბერს მერკური გადავა სასწორში, 22-ში კი მორიელში. სანამ მერკური იქნება სასწორში, გაგიადვილდებათ ადამიანებთან მოლაპარაკება და გარიგებებზე შეთანხმება. ვაჭრობისა და მეწარმეობის სფეროში მეტად უნდა გამოავლინოთ დიპლომატიურობა. ამ პერიოდში შეძლებთ რაიმეს მომგებიანად ყიდვა-გაყიდვას. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, იარეთ გასაუბრებაზე, ილაპარაკეთ თქვენ შესახებ, ეს დაგეხმარებათ, მოიპოვოთ გარშემო მყოფების კეთილგანწყობა. 22-დან თითოეულ ადამიანში გაიღვიძებს გამომძიებელი, მოგინდებათ ყველა დეტალის გარკვევა და ყველაფერში ძირისძირობამდე გარკვევა. შეიძლება მიიღოთ საინტერესო, საიდუმლოებებით მოცული ცნობები.

9 ოქტომბერს ვენერა ესტუმრება ქალწულს. ადამიანები უფრო თავშეკავებულები გახდებიან გრძნობების გამოხატვაში. სამაგიეროდ, მოიმატებს შრომისმოყვარეობა; დეტალებისადმი დაკვირვება. არ დაძაბოთ ურთიერთობა კოლეგებთან. არაა გამორიცხული რომანის დაწყება კოლეგასთან. ფული ზომიერად და გააზრებულად უნდა ხარჯოთ. ჩაცმულობაში ზოგიერთმა შეიძლება ფორმის მსგავს სამოსს მიანიჭოს უპირატესობა; სიმკაცრეს, ერთფეროვნებას. 10-ში ვენერას შეერთებული ლილიტი უპირისპირდება სატურნს (ასპექტი აქტიურია 5-14 ოქტომბრის შუალედში). შეიძლება იყოს დაფინანსების ნაკლებობა, ვალის დაფარვის ან ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა. აკონტროლეთ ფინანსები. არ აიღოთ სესხი. არახელსაყრელია ახალი თანამშრომლობის დაწყება, პარტნიორული ხელშეკრულებებისა და გრძელვადიანი კონტრაქტების დადება. პირად ცხოვრებაში შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს ვალდებულებებს, ვიდრე გრძნობებს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. შეიძლებ გაიცნოთ ასაკით მკვეთრად განსხვავებული ადამიანი, მაგრამ ახლა არ არის საუკეთესო პერიოდი რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

ოქტომბერში მარსი ქმნის რამდენიმე მნიშვნელოვან და გასათვალისწინებელ ასპექტს. 9-ში მარსი ეჩხუბება პლუტონს (ასპექტი აქტიურია 3-15 ოქტომბრის შუალედში) ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ დიდხანს იმუშაოთ და უფრო მეტი გააკეთოთ, ვიდრე სხვა დროს. მოერიდეთ უხეშობას, იმპულსურობას. უმჯობესია არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და დისკუსიები. ამ დროს ძალაუფლებისთვის ბრძოლა უფრო მწვავე, მკაცრი და სპეციფიკური გახდება. უმჯობესია თავი აარიდოთ სახიფათო, ხალხმრავალ და უცნობ ადგილებში გადადგილებას და ექსტრემალურ სპორტს. ეს არის ტრავმული პერიოდი. ფრთხილად იყავით ასაფეთქებელ ნივთიერებებთან, ბასრ საგნებთან.

მარსი 12 ოქტომბერს გადავა მორიელში - თავისი მმართველობის ნიშანში. კარგია ვარჯიში, მაგრამ ზომიერი. უპირატესობა მიანიჭეთ აღმოსავლურ პრაქტიკებს, ცურვას. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან მუშაობისას. ადამიანებში მოიმატებს გამძლეობა, მონდომება და გამბედაობა და ამის წყალობით შეძლებთ სირთულეების გადალახვას, სასურველის მიღწევას. ამასთან, მოერიდეთ ზედმეტ რისკს, დაპირისპრებას, ცხარე დისკუსიებსა და კონფლიქტებს. მომდევნო დღეს კი მარსი სატურნთან ქმნის მეგობრულ ასპექტს (აქტიურია 7-20 ოქტომბრს). მოიმატებს გამძლეობა, დისციპლინირებულობა. სასურველის მისაღწევად შეიძლება დაგჭირდეთ ფიზიკური ძალის გამოყენება ან გავლენიანი, ასაკიანი ადამიანების ჩარევა.

14 ოქტომბერს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება გველოდება სასწორის 22-ე გრადუსში. ეს არის ვერძი-სასწორის ღერძზე (“მე“ და “შენ“) პირველი დაბნელება, რადგან კარმულმა კვანძებმა ამ ნიშნებში გადაინაცვლეს: აღმავალმა ვერძში , ხოლო დაღმავალმა სასწორში . ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი. მომატებულია ემოციურობა და აკონტროლეთ საკუთარი თავი. ეს არის ცხოვრების ახალ გვერდის, ახალ თემების დაწყების პერიოდი, მაგრამ ასევე შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა პრობლემებმა, მთავარი თემა იქნება საქმიანი და რომანტიკული ურთიერთობები, თანამშრომლობა. დაბნელების სიახლოვეს შესაძლებელია მოულოდნელი ამბები, კონტაქტები ან მოგზაურობები. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან და ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ან რაღაცის სამუდამოდ დამთავრებასთან, ან თავიდან დაწყების მცდელობასთან. ამ დაბნელების დერფანში გაირკვევა ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში. გირჩევთ, ფრთხილად და დაკვირვებით გაატაროთ დაბნელებების დერეფანი. ამ პერიოდში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. არ გირჩევთ გეგმიური ოპერაციების დანიშვნას. უმჯობესია, ყველაფერს დააკვირდეთ, გაანალიზოთ და მომავლისთვის გადადოთ აქტიური ქმედება. ახალმთვარეობასა და მზის დაბნელება შესახებ მოგვიანებით ვრცელ სტატიას და ასტროლოგიურო პროგნოზს შემოგთავაზებთ.

21 ოქტომბერს მერკურსა და მზეს უპირისპირდება პლუტონი (ასპექტი აქტიურია 18-25 ოქტომბერს). შეიძლება მოგიწიოთ დიდი რაოდენობით გონებრივი სამუშაოს შესრულებამ მოკლე დროში ან იმუშაოთ ზეწოლის ქვეშ. იზრუნეთ ინფორმაციის, დოკუმენტების, პერსონალური მონაცემების შენახვაზე. უმჯობესია მოერიდოთ საშიშ ადგილებში სიარულს და საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს.

22 ოქტომბერს ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება იუპიტერთან (მოქმედების პერიოდია 17-26 ოქტომბერი). საუკეთესო დროა ფინანსური და მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება დაგიფინანსონ პროექტები და ბიზნესსაქმიანობა. შესაძლებელია წარსული ინვესტიციებიდან მოგება მიიღოთ. სარგებელი შეიძლება მოჰყვეს უცხოელ და შორეულ პარტნიორებთან კავშირს. მიიღებთ მხარდაჭერას გავლენიანი ადამიანებისა და ოფიციალური ორგანოებისგან. შესაძლებელია იურიდიული საკითხების წარმატებით მოგვარება, ადვოკატებთან კონტაქტები შეიძლება იყოს ნაყოფიერი. კარგია ბინასა და ოფისში ინტერიერის, დიზაინის შეცვლა. შესაძლებელია რომანტიკული ნაცნობობა და რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. კარგი დროა არსებული პარტნიორული და რომანტიკული ურთიერთობების გასაძლიერებლად. ამასთან, უნდა აკონტროლოთ მადა, მოსალოდნელია წონის მატება.

28 ოქტომბერს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება გველოდება კუროს მეექვსე გრადუსში. მზის დაბნელებისგან განსხვავებით, მთვარის დაბნელება ბოლოა კურო-მორიელის ღერძზე, რომელიც დაიწყო 2021 წელს. ის ხურავს ფინანსებთან, მემკვიდრეობასთან, ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში. დაბნელების დღეებში დაგროვილმა წინააღმდეგობებმა შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი ურთიერთობებში. დავის საგანი შეიძლება გახდეს ფინანსები. არასტაბილური ურთიერთობებისთვის შეიძლება იყოს განშორების დრო. კარგი მატერიალური თუ ემოციური დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად. დროა, დაასრულოთ პროექტები. შესაძლებელია შეწყდეს ხელშეკრულებები ან თანამშრომლობა. ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაბნელების შემდეგ გადადოთ.

ამავე დღეს მარსი იუპიტერს უპირისპირდება (ასპექტი აქტიურია 22 ოქტომბერი-3 ნოემბერი). მოერიდეთ არაგონივრულ და მცდარ ქმედებებს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, აზარტულ თამაშებს. გადაჭარბებული ამბიციები ხელს შეუშლის საქმიანობას, ადამიანებს შეუძლიათ ადვილად გადალახონ დასაშვები საზღვრები და ჩვეულებრივი დისკუსიები შეიძლება გადაიზარდოს კონფლიქტებში. შეიძლება იყოს გართულებები საქმიან ურთიერთობებში, საგარეო მისიებთან და იურიდიული პრობლემები. ეს არ არის შესაფერისი დრო ინვესტიციებისთვის, იურიდიული დოკუმენტების ხელმოწერისთვის.

31 ოქტომბერს ვენერა-ურანის მეგობრული ასპექტი გველოდება (აქტიური პერიოდია 26 ოქტომბერი-2 ნოემბერი). ამ პერიოდში შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი, საჩუქარი ან სასიამოვნო აღმოჩენა. პრობლემების გადასაჭრელად უნდა იმოქმედოთ არატრადიციულად, შეიძლება ამბოხიც დაგჭირდეთ ან რევოლუციის მოწყობა. ხელოვნებასა და მოდაში ავანგარდული და არასტანდარტული სტილი დამკვიდრდება. კარგი დროა შემოქმედებითი ადამიანების, დიზაინერებისთვის, აიტი-სპეციალისტებისთვის. მეგობრული ურთიერთობები შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს. რომანტიკული ნაცნობობა მოსალდნელია სოციალურ ქსელებშიც.

ბედნიერ ოქტომბერს გისურვებთ!