პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გყავთ სელენა, სად ხართ დაცული და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ცხოვრებაში, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
სად გყავთ სელენა, სად ხართ დაცული და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ცხოვრებაში, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სე­ლე­ნას ტრან­ზიტ­ზე ჩვენ­მა სტა­ტი­ამ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. არა­ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზ­საც . მაგ­რამ ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას აინ­ტე­რე­სებს, სად ჰყავთ სე­ლე­ნა და რას ნიშ­ნავს მისი ეს მდე­ბა­რე­ო­ბა კონ­კრე­ტულ ნი­შან­ში. ამი­ტომ მო­გიმ­ზა­დეთ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია და გა­ე­ცა­ნით:

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­ლე­ნა, ლი­ლიტ­თან და დაღ­მა­ვალ და აღ­მა­ვალ კვან­ძებ­თან ერ­თად წინა ცხოვ­რე­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი კარ­მის ნა­წი­ლია. თეთ­რი მთვა­რე - იგი­ვე სე­ლე­ნა არის წერ­ტი­ლი მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე, როცა მთვა­რე ყვე­ლა­ზე მე­ტად უახ­ლოვ­დე­ბა დე­და­მი­წას. ის ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზია. ის მი­უ­თი­თებს, თუ რა სა­ხის ნა­თე­ლი კარ­მა და­ვაგ­რო­ვეთ წარ­სულ ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რედ ეს და­დე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა გვეხ­მა­რე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში სე­ლე­ნას სფე­რო­ებ­ში წინსვლა რომ შევ­ძლოთ, ხოლო ხალ­ხი ვინც ჩვე­ნი სე­ლე­ნას ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, კე­თი­ლის­მყოფ­ლად გვევ­ლი­ნე­ბა ხში­რად.

სე­ლე­ნა ვერ­ძში

სე­ლე­ნას ეს მდე­ბა­რე­ო­ბა მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ წინა ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში მუდ­მი­ვად იბ­რძო­დით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის. იყა­ვით სუს­ტე­ბის და ჩაგ­რუ­ლე­ბის მფარ­ვე­ლი. ამი­ტომ ახ­ლან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში სე­ლე­ნას ეს მდე­ბა­რე­ო­ბა ადა­მი­ანს იფა­რავს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბის­გან, უსა­მარ­თლო სას­ჯე­ლის­გან. ასეთ ადა­მი­ანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე აქვს სურ­ვი­ლი რომ გა­მო­ე­ქო­მა­გოს და­ჩაგ­რუ­ლებს, ხმა აი­მაღ­ლოს ზო­გა­დად უსა­მარ­თლო­ბის მი­მართ. თუმ­ცა მას მხო­ლოდ ისეთ საქ­მე­ში ემარ­თე­ბა ხელი, რო­მელ­შიც ბო­ლომ­დე მარ­თა­ლია. თუკი მისი მო­ტი­ვა­ცია ეგო­იზ­მის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბა ბრძო­ლა­ში. სე­ლე­ნას უმაღ­ლე­სი დო­ნის გა­მოვ­ლი­ნე­ბა არის სამ­ხედ­რო პირი, მე­ო­მა­რი რო­მე­ლიც მზა­დაა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლეც კი გას­წი­როს სხვე­ბის და­სა­ცა­ვად. მას ხში­რად მფარ­ვე­ლო­ბენ ძა­ლოვ­ნე­ბი და ჩი­ნოს­ნე­ბი. ასე­ვე უმარ­თლებს სპორ­ტულ სარ­ბი­ელ­ზე.

სე­ლე­ნა კუ­რო­ში

ინ­დი­ვი­დი წარ­სულ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში გუ­ლუხ­ვო­ბი­თა და სი­კე­თის უან­გა­როდ კე­თე­ბის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. იგი მო­წყა­ლე იყო უპო­ვარ­თა და ღა­ტაკ­თა მი­მართ, არ ახა­სი­ა­თებ­და ზედ­მე­ტად მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა სა­კუ­თარ ქო­ნე­ბა­სა თუ მა­ტე­რი­ა­ლურ დოვ­ლათ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ანს სე­ლე­ნას ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ეძ­ლე­ვა კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბა, ზო­გა­დად მა­ღა­ლი სა­სი­ცო­ცხლო ტო­ნუ­სი და ენერ­გე­ტი­კა. ანუ ყო­ველ­გვა­რი ბა­ზი­სი სა­ი­მი­სოდ, რომ მან სწო­რად აა­მუ­შა­ოს კუ­როს ფუნ­ქცი­ე­ბი, სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და გარ­ჯით იშო­ვოს ფული. თუმ­ცა, თუ ინ­დი­ვი­დი ჰყვე­ბა ცდუ­ნე­ბას მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის გზით მო­ი­პო­ვოს იოლი გა­სამ­რჯე­ლო, სე­ლე­ნა აუ­ცი­ლებ­ლად შე­უქ­მნის სხვა­დას­ხვა სა­ხის დაბ­რკო­ლე­ბას. ადა­მი­ანს ეძ­ლე­ვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თი, თუმ­ცა თუ იგი გა­აძ­ლი­ე­რებს წარ­სუ­ლი­დან გად­მო­ყო­ლილ თვი­სე­ბას, გუ­ლუხ­ვი იყოს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ, მისი ქო­ნე­ბა ამ საქ­ცი­ე­ლის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად და­ი­წყებს ზრდას. ანუ რაც მეტს გას­ცემს, მით მეტი შან­სე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ "გა­ცე­მა­ში" მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სახ­სრე­ბი როდი იგუ­ლის­ხმე­ბა; სე­ლე­ნა კუ­რო­ში მფლო­ბე­ლის­გან ასე­ვე ითხოვს ზო­გა­დად შე­ჭირ­ვე­ბულ­თა მფარ­ვე­ლო­ბას, რის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ანს იგი მყა­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­თა და მა­ღა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ლან­სით და­ა­ჯილ­დო­ებს.

სე­ლე­ნა ტყუპ­ში

ადა­მი­ანს გან­ვლი­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მოჰ­ყვე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბის, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის კარ­მა. იგი შე­საძ­ლოა იყო მო­სა­მარ­თლე, მწე­რა­ლი ან შუ­ა­მა­ვა­ლი რა­ი­მე სა­ხის საქ­მე­ში, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ღა­ღა­დებ­და სი­მარ­თლეს. ამის გამო, იგი ამ ცხოვ­რე­ბა­ში ჯილ­დოვ­დე­ბა იმით, რომ მას ყო­ველ­თვის უად­ვილ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, ამას­თან, იგი ად­ვი­ლად ახერ­ხებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ჭეშ­მა­რიტ არსში წვდო­მას. შემ­თხვე­ვი­თი რო­დია, რომ სე­ლე­ნას მსგავ­სი მდე­ბა­რე­ო­ბით ბევ­რი კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი და პუბ­ლი­ცის­ტი იბა­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სე­ლე­ნას კარ­გი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი­თა და მე­ზობ­ლე­ბი­თაც და­გა­ჯილ­დო­ებთ. ის, ვი­საც სე­ლე­ნა ტყუპ­ში ჰყავს, კარ­გი მოს­წავ­ლეა და ად­ვი­ლად ით­ვი­სებს ენებს. მათ­თვის ად­ვი­ლია ისეთ სფე­რო­ებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა-გა­და­ცე­მას ეხე­ბა (რეკ­ლა­მა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა, პი­ა­რი). ბევ­რი სე­ლე­ნა ტყუ­პი გვხვდე­ბა ასე­ვე, ლექ­ტო­რებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის. სე­ლე­ნას ამ პო­ზი­ცი­ის უმაღ­ლე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა კი სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მწერ­ლის კა­რი­ე­რაა.

სე­ლე­ნა კირჩხიბ­ში

ადა­მი­ანს წარ­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მოჰ­ყვე­ბა წი­ნა­პარ­თა ნა­თე­ლი კარ­მა. იგი გვა­რის, ფუ­ძი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მფარ­ვე­ლი, სა­კუ­თარ ხალ­ხზე მო­ა­მა­გე იყო. შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო ასე­ვე ღვთის­მსა­ხუ­რიც, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ-რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ებს უწევ­და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ამი­ტომ, ადა­მი­ანს სე­ლე­ნას ამ­გვა­რი მდე­ბა­რე­ო­ბით ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ეძ­ლე­ვა კარ­გი ოჯა­ხი, უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა, თბი­ლი ატ­მოს­ფე­რო. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე და ზო­გა­დად მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, მას ექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა გე­ნე­ტი­კუ­რი ხა­ზით, თუკი იგი არ შე­წყვეტს სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით ცხოვ­რე­ბას, არ და­ტო­ვებს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და მშობ­ლი­ურ ფეს­ვებს.

სე­ლე­ნა ლომ­ში

ადა­მი­ანს გა­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მოჰ­ყვე­ბა რა­ინ­დუ­ლი სული, დიდსუ­ლოვ­ნე­ბა, სი­კე­თის უშურ­ვე­ლად კე­თე­ბის ნიჭი. იგი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო გურუ, მას­წავ­ლე­ბე­ლი, გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, მხსნე­ლი, წი­ნამ­ძღო­ლი ან მკურ­ნა­ლი. თუმ­ცა პირ­ველ რიგ­ში იგი იყო სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის (შთა­მო­მავ­ლო­ბის­თვის) მა­გა­ლი­თი და ავ­ტო­რი­ტე­ტი. ამი­ტომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში ეძ­ლე­ვა კარ­გი სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გე­ტი­კა, გამ­ძლე­ო­ბა, ენერ­გი­უ­ლო­ბა; დამ­ჯე­რი და ნი­ჭი­ე­რი შვი­ლე­ბი. ზო­გა­დად მას აქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვებ­თან და ად­ვი­ლად ახერ­ხებს მათ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას. იგი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და მომ­ხიბ­ვლე­ლია, ხში­რად უმარ­თლებს სიყ­ვა­რულ­ში. მას­ში ბევ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გი­აა, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ადა­მი­ანს მო­ე­თხო­ვე­ბა გა­ნა­ვი­თა­როს სა­კუ­თარ თავ­ში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი ან სხვებს და­ეხ­მა­როს იმ მხრივ, რომ სა­კუ­თა­რი ოპ­ტი­მიზ­მით და­მუხ­ტოს. და­ა­ნახ­ვოს გზა მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი. და­ეხ­მა­როს ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სე­ლე­ნას ამ­გვა­რი კომ­ბი­ნა­ცი­ით იბა­დე­ბა, შე­საძ­ლოა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­დი­უ­მი, ას­ტრო­ლო­გი ან ეზო­ტე­რი­კო­სი გახ­დეს. მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ხში­რად არის და­ლე­ქი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით წარ­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ე­ბი ფრაგ­მენ­ტუ­ლად. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მეტი სუ­ლი­ე­რი სიმ­წი­ფის ნი­ა­დაგ­ზე ინ­დი­ვი­დი შეძ­ლებს მათ გახ­სე­ნე­ბას და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას. შე­საძ­ლოა იგი მხატ­ვა­რი, მწე­რა­ლი ან მსა­ხი­ო­ბიც გახ­დეს, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად მთელ თა­ვის "სულ­სა და გულს" ჩა­დებს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, ამი­ტომ მისი კა­რი­ე­რა ბრწყინ­ვა­ლე იქ­ნე­ბა და დიდი ხნით და­იმ­კვიდ­რებს ად­გილს ადა­მი­ან­თა გუ­ლებ­ში.

სე­ლე­ნა ქალ­წულ­ში

ინ­დი­ვიდს გა­სულ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ტან­ჯვა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ისე ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით. ზო­გა­დად მას წარ­სუ­ლი­დან მოჰ­ყვე­ბა დათ­მე­ნის, გამ­ძლე­ო­ბის ნა­თე­ლი კარ­მა. თუმ­ცა, მორ­ჩი­ლე­ბის გამო მას არა­სო­დეს და­უ­კარ­გავს ღირ­სე­ბა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა. სე­ლე­ნას ამ­გვა­რი კომ­ბი­ნა­ცი­ით, ამ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მძი­მე ან შავი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის­გან. მას უმარ­თლებს სამ­სა­ხურ­ში უფ­რო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ასე­ვე ხში­რად ხვდე­ბი­ან გუ­ლის­ხმი­ე­რი და მის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ექი­მე­ბი. ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სო სარ­ბი­ე­ლია მე­დი­ცი­ნა, ფსი­ქო­ლო­გია, სო­ცი­ო­ლო­გია. მას ბუ­ნებ­რი­ვად აქვს ნიჭი და­ეხ­მა­როს სხვებს და სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს მძი­მე ტვირ­თი. სე­ლე­ნას უმაღ­ლე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ქალ­წულ­ში ეს დედა ტე­რე­ზაა, რო­მე­ლიც უშურ­ვე­ლად ეხ­მა­რე­ბო­და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს.

selena

სე­ლე­ნა სას­წორ­ში

ინ­დი­ვიდს გა­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მოჰ­ყვე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის ნა­თე­ლი კარ­მა. ადა­მი­ა­ნი წარ­სულ­ში იყო მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მო­სა­მარ­თლე, კა­ნონ­მდე­ბე­ლი ან უბ­რა­ლოდ ერ­თგუ­ლი, ლო­ი­ა­ლუ­რი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც მისი პარტნი­ო­რის­თვის ეტა­ლო­ნად დარ­ჩა. ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ასე­თი ადა­მი­ა­ნი სე­ლე­ნას გავ­ლე­ნით ჯილ­დოვ­დე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოც­ვით. მას უმარ­თლებს პარტნი­ო­რუ­ლი კუ­თხით და, რო­გორც წესი, სწყა­ლო­ბენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ზო­გა­დად ოფი­ცი­ო­ზი და ელი­ტა მის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია. იგი ად­ვი­ლად ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად წა­რად­გი­ნოს სო­ცი­უ­მის წი­ნა­შე და მათ­გან სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­როს. ასე­თი ხალ­ხი ძი­რი­თა­დად ბედ­ნი­ე­რია ქორ­წი­ნე­ბა­ში და ნაკ­ლე­ბად იტან­ჯე­ბა ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის გამო. ხში­რად სწო­რედ პარტნი­ო­რი თა­მა­შობს მათ ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტეხ როლს და მისი მეშ­ვე­ო­ბით აღ­წევს ადა­მი­ა­ნი პო­ზი­ტი­ურ სუ­ლი­ერ ტრანსფორ­მა­ცი­ას.

სე­ლე­ნა მო­რი­ელ­ში

წარ­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან ინ­დი­ვიდს მოჰ­ყვე­ბა, თეთ­რი მა­გის ან ეზო­ტე­რი­კო­სის ნა­თე­ლი კარ­მა. შე­საძ­ლოა იგი ნა­თელ­მხილ­ვე­ლი ან წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლიც ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მო­და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც მიჩ­ვე­უ­ლია, რის გა­მოც ახა­სი­ა­თებს ღრმა აზ­როვ­ნე­ბა და მე­დი­ტა­ცი­ის სა­ო­ცა­რი უნა­რი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა ის ფაქ­ტიც, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამ­გვარ დო­ნე­ზე იგი, წარ­სულ­ში მძი­მე გან­საც­დე­ლე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ­მა სუ­ლი­ერ­მა ტრანსფორ­მა­ცი­ამ აიყ­ვა­ნა. ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე სე­ლე­ნას გავ­ლე­ნით პი­როვ­ნე­ბა და­ცუ­ლია ყო­ველ­გვა­რი ცდუ­ნე­ბის­გან მო­ექ­ცეს ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნა­ში. სე­ლე­ნა იცავს მას მო­ძა­ლა­დე­ე­ბის, დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ასე­ვე არი­დებს ყო­ველ­გვა­რი სა­ხის კონ­ფლიქტს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მი­ვი­დეს. ასე­თი ადა­მი­ა­ნი მიდ­რე­კი­ლია სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ და ამ გზა­ზე სხვებ­საც აქ­ტი­უ­რად იზი­დავს. იგი აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მას ამ ქმე­დე­ბა­ში სე­ლე­ნა ეხ­მა­რე­ბა.

სე­ლე­ნა მშვილ­დო­სან­ში

ინ­დი­ვიდს წარ­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მოჰ­ყვე­ბა გან­მა­ნათ­ლებ­ლის, მენ­ტა­ლუ­რი წი­ნამ­ძღო­ლის ან მი­სი­ო­ნე­რის ნა­თე­ლი კარ­მა. შე­საძ­ლოა მან დიდი გან­საც­დე­ლი და ტან­ჯვა გა­მო­ი­ა­რა სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის სის­წო­რის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. ეს არის იდე­ა­ლის­ტის, უსა­ზღვრო რწმე­ნის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბის კარ­მა, რო­მელ­საც შეს­წევს ძალა არა­სო­დეს თქვას უარი სა­კუ­თარ მის­წრა­ფე­ბებ­ზე. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით, წინა ცხოვ­რე­ბი­დან მოგ­ყვე­ბო­დეთ იმ ადა­მი­ა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა ვინც ემიგ­რან­ტის მწა­რე ხვედ­რი გა­მო­ცა­და სა­კუ­თარ თავ­ზე, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან შორს და­ი­ღუ­პა. ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ადა­მი­ა­ნი, ჯილ­დოდ იღებს სო­ცი­უ­მის­გან და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ხში­რად არის ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­მე­გობ­რო­ში ან სამ­სა­ხურ­ში, თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის. თუმ­ცა, სე­ლე­ნა ადა­მი­ანს უბ­ლო­კავს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბებს. მას აქვს ნიჭი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­უ­წი­ოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ეროვ­ნულ ტრა­დი­ცი­ებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს. გარ­და ამი­სა, მას სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის და ცხოვ­რე­ბის წე­სის გაც­ნო­ბის შან­სიც მი­ე­ცე­მა, სა­სი­ა­მოვ­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის სა­ხით.

სე­ლე­ნა თხის რქა­ში

სე­ლე­ნა ადა­მი­ანს მო­წა­მის, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის თავ­გან­წი­რუ­ლის კარ­მით აჯილ­დო­ებს. შე­საძ­ლოა წინა ცხოვ­რე­ბა­ში თქვენ სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღეთ სხვე­ბის და­ნა­შა­უ­ლი, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ იგი სას­ჯე­ლის­გან. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იქე­ცით "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად" და მშვი­დად შეხ­ვდით სას­ჯელს იმ ქმე­დე­ბის­თვის, რო­მე­ლიც არ ჩა­გი­დე­ნი­ათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სე­ლე­ნა ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე წარ­სუ­ლი ტან­ჯვის სა­ნაც­ვლოდ, მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­გი­მარ­თლებთ. ზემ­დგო­მებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყო­ველ­თვის გა­გი­მარ­თლებთ. გა­ი­კე­თებთ კა­რი­ე­რას, პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბით თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ ცხოვ­რე­ბა­შიც აი­ღოთ სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვე­ბის გამო. ოღონდ ამ­ჯე­რად არა ერთ ან ორ კაც­ზე, არა­მედ დიდ ჯგუფ­ზე, ნა­ცი­ა­ზე. შემ­თხვე­ვი­თი რო­დია, რომ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ გან­მა­ნათ­ლე­ბელ­თა შო­რის ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა სე­ლე­ნას ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით.

სე­ლე­ნა მერ­წყულ­ში

ადა­მი­ანს გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან მოჰ­ყვე­ბა ალ­ტრუ­ის­ტის, რე­ფორ­მა­ტო­რის, ნო­ვა­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლი­სა და გან­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლის ნა­თე­ლი კარ­მა. შე­საძ­ლოა იყა­ვით პი­როვ­ნე­ბა ვინც და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, სტი­მულს აძ­ლევ­და მა­სებს, რომ ებ­რძო­ლათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. გა­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან თქვენ­ში ღრმად არის ფეს­ვგად­გმუ­ლი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი აღ­ქმა იმი­სა, თუ რა არის ბო­რო­ტე­ბა და რა სი­კე­თე, ამი­ტომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ ეტაპ­ზე თქვენ­ნა­ირ ადა­მი­ანს უმარ­თლებთ, არ იზღუ­დე­ბი­ან არც მშობ­ლებ­თან, არც პე­და­გო­გებ­თან, არც მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. გაქვთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რე­მო სა­ი­მი­სოდ, რომ იყოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნა­ვი­თა­როთ. იშ­ვი­ა­თად ხდე­ბით ვინ­მეს მხრი­დან იდე­ო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი. ამი­ტომ თქვე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი წა­მო­წყე­ბა პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­მე­ბა სო­ცი­უმ­ში და ხში­რად ხდე­ბით სა­კუ­თა­რი სფე­როს პირ­ვე­ლაღ­მომ­ჩე­ნი, იდე­ო­ლო­გი­უ­რი ლი­დე­რი და წი­ნამ­ძღო­ლი. ასე­ვე გი­მარ­თლებთ მე­გობ­რე­ბის არ­ჩე­ვი­სას, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის არი­ან ერ­თგუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი.

სე­ლე­ნა თევ­ზებ­ში

ინ­დი­ვიდს გა­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მოჰ­ყვე­ბა გან­დე­გი­ლის, ინ­კოგ­ნი­ტო ქველ­მოქ­მე­დის ან მო­ხა­ლი­სე ექი­მის ნა­თე­ლი კარ­მა. შე­საძ­ლოა, იყა­ვით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლებს, ტუ­სა­ღებს ან მძი­მე ავად­მყო­ფებს ეხ­მა­რე­ბო­და სუ­ლი­ე­რად, იზი­ა­რებ­და მათ ბედს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ანუ­გე­შებ­და მათ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ყო­ფი­ლი­ყა­ვით ექი­მი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს სწი­რავ­და უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა მო­სავ­ლე­ლად. ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ასე­თი ადა­მი­ა­ნი სე­ლე­ნას­გან ჯილ­დოდ იღებს ჰარ­მო­ნი­ულ გა­რე­მოს ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის სა­ხით. მას ჰყავს მზრუნ­ვე­ლი, თბი­ლი და გულ­მო­წყა­ლე მშობ­ლე­ბი, თა­ნამ­გრძნო­ბი და ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი. მისი მი­სა­მარ­თით ხში­რად გა­მო­ხა­ტავს ადა­მი­ა­ნურ სით­ბოს სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი (ექი­მე­ბი, ად­ვო­კა­ტე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი). თუმ­ცა თა­ვად ამ ადა­მი­ან­შიც დიდი დო­ზი­თაა სხვე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი გან­ცდე­ბის გა­გე­ბის უნა­რი. სე­ლე­ნას გავ­ლე­ნით ხში­რად ხე­და­ვენ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლურ სიზ­მრებს, და­ჯილ­დო­ე­ბულ­ნი არი­ან ნა­თელ­მხილ­ვე­ლუ­რი ნი­ჭით ან კარ­გად ით­ვი­სე­ბენ ეზო­ტე­რი­კულ სფე­რო­ებს. ამ ადა­მი­ა­ნის­გან შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი ან მსა­ხი­ო­ბი დად­გეს, იმი­ტომ რომ მას აქვს თან­და­ყო­ლი­ლი ნიჭი "სხვის ტყავ­ში ძვრო­მის". ისი­ნი ფლო­ბენ უნარს და­ამ­შვი­დონ აღელ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, უმ­კურ­ნა­ლონ სუ­ლი­ე­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს. თუკი ადა­მი­ა­ნი სე­ლე­ნას ამ­გვა­რი კომ­ბი­ნა­ცი­ით მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს სა­კუ­თარ თავ­ზე, იგი სრულ­ყო­ფი­ლე­ბას აღ­წევს სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით და შე­უძ­ლია გარ­შე­მო მყო­ფებ­საც მო­უ­ტა­ნოს სიმ­შვი­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სად გყავთ სელენა, სად ხართ დაცული და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ცხოვრებაში, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სად გყავთ სელენა, სად ხართ დაცული და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ცხოვრებაში, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სელენას ტრანზიტზე ჩვენმა სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. არანაკლები ინტერესი ჰქონდა ასტროლოგიურ პროგნოზსაც . მაგრამ ჩვენი საიტის მკითხველების უმეტესობას აინტერესებს, სად ჰყავთ სელენა და რას ნიშნავს მისი ეს მდებარეობა კონკრეტულ ნიშანში. ამიტომ მოგიმზადეთ საინტერესო სტატია და გაეცანით:

შეგახსენებთ, რომ სელენა, ლილიტთან და დაღმავალ და აღმავალ კვანძებთან ერთად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი კარმის ნაწილია. თეთრი მთვარე - იგივე სელენა არის წერტილი მთვარის ორბიტაზე, როცა მთვარე ყველაზე მეტად უახლოვდება დედამიწას. ის ჩვენი მფარველი ანგელოზია. ის მიუთითებს, თუ რა სახის ნათელი კარმა დავაგროვეთ წარსულ ცხოვრებაში. სწორედ ეს დადებითი გამოცდილება გვეხმარება ამჟამინდელ ინკარნაციაში სელენას სფეროებში წინსვლა რომ შევძლოთ, ხოლო ხალხი ვინც ჩვენი სელენას ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, კეთილისმყოფლად გვევლინება ხშირად.

სელენა ვერძში

სელენას ეს მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ წინა ინკარნაციაში მუდმივად იბრძოდით სამართლიანობისთვის. იყავით სუსტების და ჩაგრულების მფარველი. ამიტომ ახლანდელ ცხოვრებაში სელენას ეს მდებარეობა ადამიანს იფარავს ნებისმიერი სახის ძალადობისგან, უსამართლო სასჯელისგან. ასეთ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე აქვს სურვილი რომ გამოექომაგოს დაჩაგრულებს, ხმა აიმაღლოს ზოგადად უსამართლობის მიმართ. თუმცა მას მხოლოდ ისეთ საქმეში ემართება ხელი, რომელშიც ბოლომდე მართალია. თუკი მისი მოტივაცია ეგოიზმის ელემენტებს შეიცავს, იგი აუცილებლად დამარცხდება ბრძოლაში. სელენას უმაღლესი დონის გამოვლინება არის სამხედრო პირი, მეომარი რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლეც კი გასწიროს სხვების დასაცავად. მას ხშირად მფარველობენ ძალოვნები და ჩინოსნები. ასევე უმართლებს სპორტულ სარბიელზე.

სელენა კუროში

ინდივიდი წარსულ ინკარნაციაში გულუხვობითა და სიკეთის უანგაროდ კეთების უნარით გამოირჩეოდა. იგი მოწყალე იყო უპოვართა და ღატაკთა მიმართ, არ ახასიათებდა ზედმეტად მიჯაჭვულობა საკუთარ ქონებასა თუ მატერიალურ დოვლათზე. აქედან გამომდინარე, ადამიანს სელენას ამ კომბინაციით ცხოვრების პირველ ეტაპზე ეძლევა კარგი ჯანმრთელობა, ზოგადად მაღალი სასიცოცხლო ტონუსი და ენერგეტიკა. ანუ ყოველგვარი ბაზისი საიმისოდ, რომ მან სწორად აამუშაოს კუროს ფუნქციები, საკუთარი შრომითა და გარჯით იშოვოს ფული. თუმცა, თუ ინდივიდი ჰყვება ცდუნებას მაქინაციების გზით მოიპოვოს იოლი გასამრჯელო, სელენა აუცილებლად შეუქმნის სხვადასხვა სახის დაბრკოლებას. ადამიანს ეძლევა მატერიალური დოვლათი, თუმცა თუ იგი გააძლიერებს წარსულიდან გადმოყოლილ თვისებას, გულუხვი იყოს გარშემო მყოფების მიმართ, მისი ქონება ამ საქციელის პირდაპირპროპორციულად დაიწყებს ზრდას. ანუ რაც მეტს გასცემს, მით მეტი შანსები გაუჩნდება ფულის საშოვნელად. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "გაცემაში" მხოლოდ მატერიალური სახსრები როდი იგულისხმება; სელენა კუროში მფლობელისგან ასევე ითხოვს ზოგადად შეჭირვებულთა მფარველობას, რის შედეგადაც ადამიანს იგი მყარი ჯანმრთელობითა და მაღალი ენერგეტიკული ბალანსით დააჯილდოებს.

სელენა ტყუპში

ადამიანს განვლილი ინკარნაციიდან მოჰყვება ობიექტურობის, მიუკერძოებლობის კარმა. იგი შესაძლოა იყო მოსამართლე, მწერალი ან შუამავალი რაიმე სახის საქმეში, თუმცა ყოველთვის ღაღადებდა სიმართლეს. ამის გამო, იგი ამ ცხოვრებაში ჯილდოვდება იმით, რომ მას ყოველთვის უადვილდება ინფორმაციის მოპოვება, ამასთან, იგი ადვილად ახერხებს მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტ არსში წვდომას. შემთხვევითი როდია, რომ სელენას მსგავსი მდებარეობით ბევრი კარგი ჟურნალისტი და პუბლიცისტი იბადება. გარდა ამისა, სელენას კარგი დედმამიშვილებითა და მეზობლებითაც დაგაჯილდოებთ. ის, ვისაც სელენა ტყუპში ჰყავს, კარგი მოსწავლეა და ადვილად ითვისებს ენებს. მათთვის ადვილია ისეთ სფეროებში მოღვაწეობა, რომელიც ინფორმაციის გაცვლა-გადაცემას ეხება (რეკლამა, გამომცემლობა, პიარი). ბევრი სელენა ტყუპი გვხვდება ასევე, ლექტორებსა და მასწავლებლებს შორის. სელენას ამ პოზიციის უმაღლესი გამოვლინება კი საყოველთაოდ აღიარებული მწერლის კარიერაა.

სელენა კირჩხიბში

ადამიანს წარსული ინკარნაციიდან მოჰყვება წინაპართა ნათელი კარმა. იგი გვარის, ფუძისა და ტრადიციების მფარველი, საკუთარ ხალხზე მოამაგე იყო. შესაძლოა ყოფილიყო ასევე ღვთისმსახურიც, რომელიც ეროვნულ-რელიგიურ ტრადიციებს უწევდა პოპულარიზაციას. ამიტომ, ადამიანს სელენას ამგვარი მდებარეობით ცხოვრების პირველ ეტაპზე ეძლევა კარგი ოჯახი, უზრუნველი ბავშვობა, თბილი ატმოსფერო. მომდევნო ეტაპზე და ზოგადად მთელი ცხოვრების მანძილზე, მას ექნება მხარდაჭერა გენეტიკური ხაზით, თუკი იგი არ შეწყვეტს საკუთარი ტრადიციებით ცხოვრებას, არ დატოვებს საკუთარ ქვეყანას და მშობლიურ ფესვებს.

სელენა ლომში

ადამიანს გასული ინკარნაციიდან მოჰყვება რაინდული სული, დიდსულოვნება, სიკეთის უშურველად კეთების ნიჭი. იგი შესაძლოა ყოფილიყო გურუ, მასწავლებელი, განმანათლებელი, მხსნელი, წინამძღოლი ან მკურნალი. თუმცა პირველ რიგში იგი იყო საკუთარი შვილების (შთამომავლობისთვის) მაგალითი და ავტორიტეტი. ამიტომ ამ ცხოვრებაში ეძლევა კარგი სასიცოცხლო ენერგეტიკა, გამძლეობა, ენერგიულობა; დამჯერი და ნიჭიერი შვილები. ზოგადად მას აქვს კარგი ურთიერთობა ბავშვებთან და ადვილად ახერხებს მათთან საერთო ენის გამონახვას. იგი ქარიზმატული და მომხიბვლელია, ხშირად უმართლებს სიყვარულში. მასში ბევრი შემოქმედებითი ენერგიაა, ამიტომ ცხოვრების ამ ეტაპზე ადამიანს მოეთხოვება განავითაროს საკუთარ თავში სახელოვნებო მონაცემები ან სხვებს დაეხმაროს იმ მხრივ, რომ საკუთარი ოპტიმიზმით დამუხტოს. დაანახვოს გზა მიზნისკენ მიმავალი. დაეხმაროს ოცნებების ასრულებაში. ადამიანი, რომელიც სელენას ამგვარი კომბინაციით იბადება, შესაძლოა შესანიშნავი მედიუმი, ასტროლოგი ან ეზოტერიკოსი გახდეს. მის მეხსიერებაში ხშირად არის დალექილი ინფორმაციის სახით წარსული ინკარნაციები ფრაგმენტულად. საჭიროების შემთხვევაში, მეტი სულიერი სიმწიფის ნიადაგზე ინდივიდი შეძლებს მათ გახსენებას და გაცნობიერებას. შესაძლოა იგი მხატვარი, მწერალი ან მსახიობიც გახდეს, რომელიც ფაქტობრივად მთელ თავის "სულსა და გულს" ჩადებს შემოქმედებაში, ამიტომ მისი კარიერა ბრწყინვალე იქნება და დიდი ხნით დაიმკვიდრებს ადგილს ადამიანთა გულებში.

სელენა ქალწულში

ინდივიდს გასულ ინკარნაციაში საკმაოდ ბევრი ტანჯვა აქვს გადატანილი, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ჯანმრთელობის კუთხით. ზოგადად მას წარსულიდან მოჰყვება დათმენის, გამძლეობის ნათელი კარმა. თუმცა, მორჩილების გამო მას არასოდეს დაუკარგავს ღირსება და თავმოყვარეობა. სელენას ამგვარი კომბინაციით, ამ ცხოვრებაში ადამიანი თავისუფლდება მძიმე ან შავი სამუშაოს შესრულებისგან. მას უმართლებს სამსახურში უფროსებთან ურთიერთობაში. ასევე ხშირად ხვდებიან გულისხმიერი და მის მიმართ კეთილგანწყობილი ექიმები. ასეთი ადამიანისთვის საუკეთესო სარბიელია მედიცინა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია. მას ბუნებრივად აქვს ნიჭი დაეხმაროს სხვებს და საკუთარ თავზე აიღოს მძიმე ტვირთი. სელენას უმაღლესი გამოვლინება ქალწულში ეს დედა ტერეზაა, რომელიც უშურველად ეხმარებოდა გაჭირვებულებს.

selena

სელენა სასწორში

ინდივიდს გასული ინკარნაციიდან მოჰყვება სამართლიანობის, მშვიდობისმყოფელის ნათელი კარმა. ადამიანი წარსულში იყო მიუკერძოებელი მოსამართლე, კანონმდებელი ან უბრალოდ ერთგული, ლოიალური მეუღლე, რომელიც მისი პარტნიორისთვის ეტალონად დარჩა. ამიტომ ცხოვრების პირველ ეტაპზე ასეთი ადამიანი სელენას გავლენით ჯილდოვდება ჰარმონიული ურთიერთობებით გარშემო მყოფებთან, მეგობრული გარემოცვით. მას უმართლებს პარტნიორული კუთხით და, როგორც წესი, სწყალობენ საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები. ზოგადად ოფიციოზი და ელიტა მის მიმართ კეთილგანწყობილია. იგი ადვილად ახერხებს საკუთარი თავი კარგად წარადგინოს სოციუმის წინაშე და მათგან სიმპათია დაიმსახუროს. ასეთი ხალხი ძირითადად ბედნიერია ქორწინებაში და ნაკლებად იტანჯება ცალმხრივი სიყვარულის გამო. ხშირად სწორედ პარტნიორი თამაშობს მათ ცხოვრებაში გარდამტეხ როლს და მისი მეშვეობით აღწევს ადამიანი პოზიტიურ სულიერ ტრანსფორმაციას.

სელენა მორიელში

წარსული ინკარნაციიდან ინდივიდს მოჰყვება, თეთრი მაგის ან ეზოტერიკოსის ნათელი კარმა. შესაძლოა იგი ნათელმხილველი ან წინასწარმეტყველიც ყოფილიყო, რომელსაც შესანიშნავად ესმოდა ადამიანური ბუნების სირთულეები და ნაკლოვანებები. ეს ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებებზე მუშაობასაც მიჩვეულია, რის გამოც ახასიათებს ღრმა აზროვნება და მედიტაციის საოცარი უნარი. გამორიცხული არაა ის ფაქტიც, რომ ცნობიერების ამგვარ დონეზე იგი, წარსულში მძიმე განსაცდელების შედეგად მიღებულმა სულიერმა ტრანსფორმაციამ აიყვანა. ცხოვრების პირველ ეტაპზე სელენას გავლენით პიროვნება დაცულია ყოველგვარი ცდუნებისგან მოექცეს ნეგატიურ გავლენაში. სელენა იცავს მას მოძალადეების, დიქტატორული ბუნების ადამიანებისგან. ასევე არიდებს ყოველგვარი სახის კონფლიქტს, რომელიც შესაძლოა ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდეს. ასეთი ადამიანი მიდრეკილია სულიერი განვითარებისკენ და ამ გზაზე სხვებსაც აქტიურად იზიდავს. იგი აქტიურად იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და მას ამ ქმედებაში სელენა ეხმარება.

სელენა მშვილდოსანში

ინდივიდს წარსული ინკარნაციიდან მოჰყვება განმანათლებლის, მენტალური წინამძღოლის ან მისიონერის ნათელი კარმა. შესაძლოა მან დიდი განსაცდელი და ტანჯვა გამოიარა საკუთარი იდეების, მსოფლმხედველობის სისწორის დასამტკიცებლად. ეს არის იდეალისტის, უსაზღვრო რწმენის მქონე პიროვნების კარმა, რომელსაც შესწევს ძალა არასოდეს თქვას უარი საკუთარ მისწრაფებებზე. გამორიცხული არაა ამ კომბინაციით, წინა ცხოვრებიდან მოგყვებოდეთ იმ ადამიანის გამოცდილება ვინც ემიგრანტის მწარე ხვედრი გამოცადა საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებისგან შორს დაიღუპა. ამიტომ ცხოვრების პირველ ეტაპზე ადამიანი, ჯილდოდ იღებს სოციუმისგან დადებით დამოკიდებულებას. ხშირად არის ავტორიტეტი სამეგობროში ან სამსახურში, თანამშრომლებს შორის. თუმცა, სელენა ადამიანს უბლოკავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობებს. მას აქვს ნიჭი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუწიოს პოპულარიზაცია ეროვნულ ტრადიციებს და ფასეულობებს. გარდა ამისა, მას სხვადასხვა კულტურის, ზნე-ჩვეულებების და ცხოვრების წესის გაცნობის შანსიც მიეცემა, სასიამოვნო მოგზაურობების სახით.

სელენა თხის რქაში

სელენა ადამიანს მოწამის, სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის თავგანწირულის კარმით აჯილდოებს. შესაძლოა წინა ცხოვრებაში თქვენ საკუთარ თავზე აიღეთ სხვების დანაშაული, გაათავისუფლეთ იგი სასჯელისგან. ნებაყოფლობით იქეცით "განტევების ვაცად" და მშვიდად შეხვდით სასჯელს იმ ქმედებისთვის, რომელიც არ ჩაგიდენიათ. აქედან გამომდინარე, სელენა ცხოვრების პირველ ეტაპზე წარსული ტანჯვის სანაცვლოდ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე გაგიმართლებთ. ზემდგომებთან ურთიერთობაში ყოველთვის გაგიმართლებთ. გაიკეთებთ კარიერას, პოპულარული იქნებით თანამშრომლებს შორის. შესაძლებელია, ამ ცხოვრებაშიც აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა სხვების გამო. ოღონდ ამჯერად არა ერთ ან ორ კაცზე, არამედ დიდ ჯგუფზე, ნაციაზე. შემთხვევითი როდია, რომ საყოველთაოდ ცნობილ განმანათლებელთა შორის ბევრი ადამიანი იბადება სელენას ამ კომბინაციით.

სელენა მერწყულში

ადამიანს განვლილი ცხოვრებიდან მოჰყვება ალტრუისტის, რეფორმატორის, ნოვაციის მოყვარულისა და განმათავისუფლებლის ნათელი კარმა. შესაძლოა იყავით პიროვნება ვინც დაუღალავად იბრძოდა სხვათა უფლებების დასაცავად, სტიმულს აძლევდა მასებს, რომ ებრძოლათ დამოუკიდებლობის ან თავისუფლების მოსაპოვებლად. გასული ინკარნაციიდან თქვენში ღრმად არის ფესვგადგმული ინტუიციური აღქმა იმისა, თუ რა არის ბოროტება და რა სიკეთე, ამიტომ ამ ცხოვრებაში პირველ ეტაპზე თქვენნაირ ადამიანს უმართლებთ, არ იზღუდებიან არც მშობლებთან, არც პედაგოგებთან, არც მეგობრებთან ურთიერთობისას. გაქვთ შესანიშნავი გარემო საიმისოდ, რომ იყოთ დამოუკიდებელი და საკუთარი შესაძლებლობები განავითაროთ. იშვიათად ხდებით ვინმეს მხრიდან იდეოლოგიური ზეწოლის ან მანიპულაციის მსხვერპლი. ამიტომ თქვენი ნებისმიერი წამოწყება პოზიტიურად აღიქმება სოციუმში და ხშირად ხდებით საკუთარი სფეროს პირველაღმომჩენი, იდეოლოგიური ლიდერი და წინამძღოლი. ასევე გიმართლებთ მეგობრების არჩევისას, თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის არიან ერთგული და გავლენიანი მეგობრები.

სელენა თევზებში

ინდივიდს გასული ინკარნაციიდან მოჰყვება განდეგილის, ინკოგნიტო ქველმოქმედის ან მოხალისე ექიმის ნათელი კარმა. შესაძლოა, იყავით ადამიანი, რომელიც სიკვდილმისჯილებს, ტუსაღებს ან მძიმე ავადმყოფებს ეხმარებოდა სულიერად, იზიარებდა მათ ბედს და მაქსიმალურად ანუგეშებდა მათ. გამორიცხული არ არის ყოფილიყავით ექიმი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა უკურნებელი სენით დაავადებულთა მოსავლელად. ამიტომ ცხოვრების პირველ ეტაპზე ასეთი ადამიანი სელენასგან ჯილდოდ იღებს ჰარმონიულ გარემოს ოჯახის, მეგობრებისა და თანამოაზრეების სახით. მას ჰყავს მზრუნველი, თბილი და გულმოწყალე მშობლები, თანამგრძნობი და ერთგული მეგობრები. მისი მისამართით ხშირად გამოხატავს ადამიანურ სითბოს სრულიად უცხო ხალხი (ექიმები, ადვოკატები, პოლიციელები). თუმცა თავად ამ ადამიანშიც დიდი დოზითაა სხვების მიმართ თანაგრძნობისა და სულიერი განცდების გაგების უნარი. სელენას გავლენით ხშირად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, დაჯილდოებულნი არიან ნათელმხილველური ნიჭით ან კარგად ითვისებენ ეზოტერიკულ სფეროებს. ამ ადამიანისგან შესაძლოა ძალიან კარგი ფსიქოლოგი ან მსახიობი დადგეს, იმიტომ რომ მას აქვს თანდაყოლილი ნიჭი "სხვის ტყავში ძვრომის". ისინი ფლობენ უნარს დაამშვიდონ აღელვებული ადამიანები, უმკურნალონ სულიერად დაავადებულებს. თუკი ადამიანი სელენას ამგვარი კომბინაციით მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, იგი სრულყოფილებას აღწევს სულიერი განვითარების კუთხით და შეუძლია გარშემო მყოფებსაც მოუტანოს სიმშვიდე.