მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დავაბანდოთ და როგორ ვმართოთ ფული ანუ ნოემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
სად დავაბანდოთ და როგორ ვმართოთ ფული ანუ ნოემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

იმი­სათ­ვის, რომ ნო­ემ­ბერ­ში გო­ნივ­რუ­ლად მარ­თოთ თქვე­ნი ფული, მო­გიმ­ზა­დეთ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ფი­ნან­სუ­რი გან­ხრით. გა­ი­გეთ ვის შე­უძ­ლია ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის შე­ძე­ნა, ფუ­ლის უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში და­ბან­დე­ბა და ვის მარ­თებს მომ­ჭირ­ნედ ცხოვ­რე­ბა. იხელ­მძღვა­ნე­ლეთ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რჩე­ვით, რათა მუდ­მი­ვად მო­გე­ბუ­ლი იყოთ:

ვერ­ძი

ნო­ემ­ბერ­ში ფული და სტა­ტუ­სი თქვე­ნი მთა­ვა­რი ია­რა­ღი იქ­ნე­ბა. სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. გექ­ნე­ბათ გუ­ლუხ­ვი და დიდსუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი. ყვე­ლა­ზე ძუნ­წიც კი შეძ­ლებს გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის გა­კე­თე­ბას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. და­ხარ­ჯავთ ფულს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე, მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს გა­ა­ნე­ბივ­რებთ, გა­ა­ხა­რებთ მე­გობ­რებს, მი­ი­ღებთ სტუმ­რებს, გა­ა­ტა­რებთ დროს კარგ კომ­პა­ნი­ა­ში, რეს­ტო­რან­ში, მო­ა­წყობთ რო­მან­ტი­კულ სა­ღა­მოს და დატ­კბე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და მე­წარ­მე­ე­ბის­თვის ნო­ემ­ბე­რი კარ­გი თვეა რეკ­ლა­მის და ყვე­ლა სა­ხის პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის. ეს ხელს შე­უ­წყობს სა­ჭი­რო აუ­დი­ტო­რი­ის მო­ზიდ­ვას, პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტე­ბი­სა და მყიდ­ვე­ლე­ბის წრის გა­ფარ­თო­ე­ბას.

კურო

გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბი, მათ შო­რის გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბი და კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბა. რო­გორც ბიზ­ნეს­მენს შე­გიძ­ლი­ათ მო­გე­ბა გა­ზარ­დოთ, თუ თქვე­ნი შრო­მის პრო­დუქ­ტი ადა­მი­ა­ნებს სი­ა­მოვ­ნე­ბას და მდიდ­რულ დას­ვე­ნე­ბას ჰპირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი, გარ­თო­ბის, მო­დი­სა და სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრია, სამ­კა­უ­ლე­ბის, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კი­სა და სუ­ნა­მო­ე­ბის გა­ყიდ­ვა. ამ სფე­რო­ებ­ში სა­მუ­შა­ოს ძებ­ნაც ხელ­საყ­რე­ლია.

ნო­ემ­ბე­რი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო თვეა ვაჭ­რო­ბის­თვის. თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­ქო­ნე­ლი ფუ­ფუ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბით: ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და ბეწ­ვი.

ტყუ­პი

კარ­გი იქ­ნე­ბა შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წას­ვლა, სხვა ქა­ლა­ქებ­სა და ქვეყ­ნებ­ში ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად, საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად და ბიზ­ნე­სის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად. დი­ნა­მი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბა მრა­ვა­ლი კონ­ტაქ­ტი­თა და მოგ­ზა­უ­რო­ბით უფრო მეტ მო­გე­ბას მო­ი­ტანს, ვიდ­რე ოფი­სის ოთხ კე­დელ­ში მუ­შა­ო­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღოთ სწრა­ფად და გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის, და­გეგ­მი­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის გა­და­დე­ბა. მომ­გე­ბი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი არ თქვათ.

კირჩხი­ბი

ხელ­საყ­რე­ლია გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ბან­კო დე­პო­ზი­ტე­ბის გახ­სნა, ქო­ნე­ბი­სა და დე­პო­ზი­ტე­ბის და­ზღვე­ვა, თბი­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ტან­საც­მლის, რბი­ლი ავე­ჯის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია და ფა­სი­ა­ნი კლი­ნი­კე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. სწორ და ერ­თგულ ადა­მი­ა­ნებ­თან დამ­ყა­რე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი და ურ­თი­ერ­თსიმ­პა­თია გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, მე­წარ­მე­ებს მო­გი­წევთ კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ან სა­ერ­თო ენის მო­ძი­ე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. იყა­ვით კარგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში მათ­თან, ვის­ზეც თქვე­ნი კა­რი­ე­რა, წა­ხა­ლი­სე­ბა და ჯილ­დო­ე­ბია და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ლომი

შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­თხო­ვოთ უფრო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი, გა­ნა­ცხა­დოთ უფრო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე პრე­ტენ­ზია და აი­ღოთ უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი. იმის­თვის, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყროთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში, მზად იქ­ნე­ბით ბევ­რის გა­სა­კე­თებ­ლად. თქვე­ნი გარ­დე­რო­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ივ­სოს დახ­ვე­წი­ლი ნივ­თე­ბით. ზო­გი­ერ­თი იშ­ვი­ათ გუ­ლუხ­ვო­ბას გა­მო­ი­ჩენთ საყ­ვარ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ და გა­ნე­ბივ­რებთ მათ ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით!

ქალ­წუ­ლი

ფული ნო­ემ­ბერ­ში სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა თუ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. შე­გიძ­ლი­ათ ფუ­ლის და­ხარ­ჯვა გა­და­ად­გი­ლე­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, ინ­ვეს­ტი­რე­ბა ბიზ­ნეს­ში, გა­ნათ­ლე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში. თვე ხელ­საყ­რე­ლია მან­ქა­ნე­ბი­სა და სხვა დიდი მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვი­საც.

ნო­ემ­ბერ­ში კარ­გია მივ­ლი­ნე­ბა­ში წას­ვლა, მო­გე­ბის ძი­ე­ბა სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რი სა­მუ­შა­ოს მი­ღე­ბა, კონ­ტრაქ­ტის და­დე­ბა უცხო­ელ ან ქა­ლაქ­გა­რე პარტნი­ორ­თან. პერ­სპექ­ტი­უ­ლია შე­თა­ვა­ზე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს შო­რი­დან ან ინ­ტერ­ნეტ­ში.

სას­წო­რი

პა­სი­უ­რო­ბა და სი­ზარ­მა­ცე თქვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მტრე­ბი იქ­ნე­ბი­ან. სა­მუ­შა­ოს და შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო­ე­ბის ძი­ე­ბა ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. თვის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი კარ­გია გა­რი­გე­ბე­ბის, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის­თვის. იყა­ვით მოქ­ნი­ლი, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი, სა­სარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, კლი­ენ­ტე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ბოლო მო­მენ­ტში არ გაქ­რნენ.

12 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვენს წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა­ზე და ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე.

მო­რი­ე­ლი

ნო­ემ­ბე­რი შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი პე­რი­ო­დია თქვენ­თვის; ნე­ბის­მი­ე­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბა ქრე­ბა. თვე თქვენს ნი­შან­ში ახალმთვა­რე­ო­ბით და­ი­წყე­ბა, რაც ხელ­საყ­რე­ლია სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის, მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ფი­ნან­სე­ბი თქვე­ნი შთა­გო­ნე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის წყა­რო უნდა იყოს. შე­ნახ­ვა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. აქ­ტუ­ა­ლუ­რია ახა­ლი წლის­თვის მზა­დე­ბაც. სა­ჩუქ­რე­ბის წი­ნას­წარ შე­ძე­ნით თავს და­აღ­წევთ წი­ნა­სა­დღე­სას­წა­უ­ლო უსი­ა­მოვ­ნებს. სი­ურპრი­ზე­ბი თა­ვა­დაც გა­გა­ხა­რებთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­იწ­ვევს პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის ფე­ი­ერ­ვერ­კებს: ჯილ­დო­ებს, სა­ჩუქ­რებს, ბო­ნუ­სებს, შეს­ყიდ­ვებ­ზე - ფას­დაკ­ლე­ბებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში - კომ­პრო­მი­სებს და ტრან­ზაქ­ცი­ებ­ში - დათ­მო­ბებს.

მშვილ­დო­სა­ნი

მერ­კუ­რი ახლა თქვენს ნი­შან­შია; აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბით საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში და ბიზ­ნეს­ში. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ზა­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, დო­კუ­მენ­ტა­ცია და კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა. თუ კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვა გსურთ, სი­ზარ­მა­ცე და აპა­თია უნდა და­ი­ვი­წყოთ. გაქვთ კარ­გი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შან­სი. გა­იზ­რდე­ბა ოჯა­ხუ­რი და სხვა ხარ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვას­თან. მარ­ტო­ხე­ლა მშვილ­დო­სა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შეძ­ლებთ უფრო მდი­და­რი საქმროს პოვ­ნას!

თხის რქა

ნო­ემ­ბე­რი მა­ტე­რი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სარ­გებ­ლის მო­ლო­დი­ნის თვეა. მი­წი­ე­რი სი­ხა­რუ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზეზს ვე­ნე­რა მო­გი­ტანთ, რო­მე­ლიც 11 ნო­ემ­ბრი­დან თქვენს ნი­შან­ში გად­მო­დის. ამ ას­ტრო­ლო­გი­ურ­მა მოვ­ლე­ნამ რო­გორ­მე უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს წინა პე­რი­ო­დე­ბის და­ნა­კარ­გე­ბი, მა­გა­ლი­თად, მი­ი­ღებთ დიდი ხნის ნა­ნატ­რი ფუ­ლის და­რი­ცხვას, გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი, და­დებთ დიდ გა­რი­გე­ბას. გა­იზ­რდე­ბა მო­გე­ბა ვაჭ­რო­ბა­სა და ბიზ­ნეს­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, და­ნა­ზო­გის ნა­წი­ლი კარგ საქ­მე­ებ­ში და­ხარ­ჯოთ. მი­ი­ღებთ უსას­ყიდ­ლო მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ან სეს­ხებს და კრე­დი­ტებს უფრო ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბით.

მერ­წყუ­ლი

ფი­ნან­სე­ბი თქვენს სან­დო­ო­ბა­სა და სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა სხვე­ბის­თვის. ხალ­ხი და­გა­ფა­სებთ. დამ­საქ­მებ­ლე­ბი მზად იქ­ნე­ბი­ან და­გი­ქი­რა­ონ, და­გა­ჯილ­დო­ონ და და­გა­წი­ნა­უ­რონ. ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ეს აგ­რეთ­ვე არის ახა­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გა­ჩე­ნის პე­რი­ო­დი კლი­ენ­ტებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბი­ან მუდ­მი­ვი.

ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ რა­ი­მე სა­ხის შე­მოწ­მე­ბა, არ­გუ­მენ­ტე­ბის, ფაქ­ტე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა. მა­გა­ლი­თად, დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­ში, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ბიზ­ნეს გეგ­მა, წარ­ჩი­ნე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლო­მე­ბი და სხვა.

თევ­ზე­ბი

ფან­ტა­ზი­ებ­სა და აბ­სტრაქ­ტულ სა­კი­თხებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იდე­ე­ბი არა­პერ­სპექ­ტი­უ­ლი და წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, გან­სხვა­ვე­ბით ყვე­ლა­ზე წინ­და­ხე­დუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და მი­წი­ე­რი წა­მო­წყე­ბე­ბის­გან. შე­მო­სა­ვა­ლიც უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი, მი­წი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და პრო­ფე­სი­ე­ბი­დან იქ­ნე­ბა.

12 ნო­ემ­ბრი­დან იუ­რის­ტი, ეკო­ნო­მის­ტი და სა­ინ­ჟინ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მქო­ნე­ებ­ზე მო­თხოვ­ნა გა­იზ­რდე­ბა. დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა, მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი, სა­წარ­მოო ბიზ­ნე­სი, მშე­ნებ­ლო­ბა, რე­მონ­ტი აღ­მარ­თზე წავა. ეს სფე­რო­ე­ბი ასე­ვე ხელ­საყ­რე­ლია მე­წარ­მე­ე­ბის­თვის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

სად დავაბანდოთ და როგორ ვმართოთ ფული ანუ ნოემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სად დავაბანდოთ და როგორ ვმართოთ ფული ანუ ნოემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

იმისათვის, რომ ნოემბერში გონივრულად მართოთ თქვენი ფული, მოგიმზადეთ ასტროლოგიური პროგნოზი ფინანსური განხრით. გაიგეთ ვის შეუძლია ძვირფასეულობის შეძენა, ფულის უძრავ ქონებაში დაბანდება და ვის მართებს მომჭირნედ ცხოვრება. იხელმძღვანელეთ ასტროლოგიური რჩევით, რათა მუდმივად მოგებული იყოთ:

ვერძი

ნოემბერში ფული და სტატუსი თქვენი მთავარი იარაღი იქნება. სურვილი გექნებათ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინოთ სხვა ადამიანების წინაშე. გექნებათ გულუხვი და დიდსულოვანი ადამიანის იმიჯი. ყველაზე ძუნწიც კი შეძლებს გრანდიოზული საჩუქრების გაკეთებას საყვარელი ადამიანებისთვის. დახარჯავთ ფულს საყვარელ ადამიანებზე, მეუღლესა და შვილებს გაანებივრებთ, გაახარებთ მეგობრებს, მიიღებთ სტუმრებს, გაატარებთ დროს კარგ კომპანიაში, რესტორანში, მოაწყობთ რომანტიკულ საღამოს და დატკბებით კულტურული და გასართობი ღონისძიებებით. ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის ნოემბერი კარგი თვეა რეკლამის და ყველა სახის პრეზენტაციისთვის. ეს ხელს შეუწყობს საჭირო აუდიტორიის მოზიდვას, პოტენციური კლიენტებისა და მყიდველების წრის გაფართოებას.

კურო

გაიზრდება თქვენი მოთხოვნები, საჭირო იქნება სიამოვნების დამატებითი წყაროები, მათ შორის გემრიელი საკვები და კომფორტული დასვენება. როგორც ბიზნესმენს შეგიძლიათ მოგება გაზარდოთ, თუ თქვენი შრომის პროდუქტი ადამიანებს სიამოვნებას და მდიდრულ დასვენებას ჰპირდება. მაგალითად, რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესი, გართობის, მოდისა და სილამაზის ინდუსტრია, სამკაულების, ძვირად ღირებული კოსმეტიკისა და სუნამოების გაყიდვა. ამ სფეროებში სამუშაოს ძებნაც ხელსაყრელია.

ნოემბერი ერთ-ერთი საუკეთესო თვეა ვაჭრობისთვის. თვის პირველ ნახევარში შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის საქონელი ფუფუნების ელემენტებით: ბრენდირებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ძვირად ღირებული აქსესუარები, სამკაულები და ბეწვი.

ტყუპი

კარგი იქნება შორეულ მოგზაურობაში წასვლა, სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში ფულის საშოვნელად, საქმიანი კავშირების დასამყარებლად და ბიზნესის გასაფართოებლად. დინამიკური მოქმედება მრავალი კონტაქტითა და მოგზაურობით უფრო მეტ მოგებას მოიტანს, ვიდრე ოფისის ოთხ კედელში მუშაობა. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ სწრაფად და გარემოებების შესაბამისად. არ არის რეკომენდირებული ტრანზაქციების, დაგეგმილი შესყიდვებისა და დოკუმენტების მომზადების გადადება. მომგებიან შემოთავაზებაზე უარი არ თქვათ.

კირჩხიბი

ხელსაყრელია გრძელვადიანი საბანკო დეპოზიტების გახსნა, ქონებისა და დეპოზიტების დაზღვევა, თბილი, უმაღლესი ხარისხის ტანსაცმლის, რბილი ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და უძრავი ქონების შეძენა, დაავადების პრევენცია და ფასიანი კლინიკების მომსახურებით სარგებლობა. სწორ და ერთგულ ადამიანებთან დამყარებული კავშირები და ურთიერთსიმპათია გავლენას მოახდენს ფინანსურ მდგომარეობაზე. მიზნების მისაღწევად, მეწარმეებს მოგიწევთ კავშირების გამოყენება ან საერთო ენის მოძიება ოფიციალურ პირებთან და ხელისუფლებასთან. იყავით კარგ დამოკიდებულებაში მათთან, ვისზეც თქვენი კარიერა, წახალისება და ჯილდოებია დამოკიდებული.

ლომი

შეგიძლიათ მოითხოვოთ უფრო მაღალი ხელფასი, განაცხადოთ უფრო მაღალ თანამდებობებზე პრეტენზია და აიღოთ უფრო ამბიციური პროექტები. იმისთვის, რომ ყურადღება მიიპყროთ, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, მზად იქნებით ბევრის გასაკეთებლად. თქვენი გარდერობი შეიძლება შეივსოს დახვეწილი ნივთებით. ზოგიერთი იშვიათ გულუხვობას გამოიჩენთ საყვარლებისა და ახლობლების მიმართ და განებივრებთ მათ ძვირფასი საჩუქრებით!

ქალწული

ფული ნოემბერში საუკეთესო საშუალება იქნება სწორი მიმართულებით გადაადგილებისა თუ განვითარებისთვის. შეგიძლიათ ფულის დახარჯვა გადაადგილებასა და მოგზაურობაზე, ინვესტირება ბიზნესში, განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. თვე ხელსაყრელია მანქანებისა და სხვა დიდი მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვისაც.

ნოემბერში კარგია მივლინებაში წასვლა, მოგების ძიება სახლიდან მოშორებით, დისტანციური სამუშაოს მიღება, კონტრაქტის დადება უცხოელ ან ქალაქგარე პარტნიორთან. პერსპექტიულია შეთავაზება ასევე შეიძლება მოვიდეს შორიდან ან ინტერნეტში.

სასწორი

პასიურობა და სიზარმაცე თქვენი მატერიალური კეთილდღეობის მტრები იქნებიან. სამუშაოს და შემოსავლის ახალი წყაროების ძიება ეფექტური იქნება. თვის პირველი ნახევარი კარგია გარიგებების, გაყიდვებისა და მარკეტინგისთვის. იყავით მოქნილი, რომ პოტენციური პარტნიორები, სასარგებლო ადამიანები, კლიენტები და მომხმარებლები ბოლო მომენტში არ გაქრნენ.

12 ნოემბრის შემდეგ თქვენი ფინანსური წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული თქვენს წინდახედულობაზე და ფინანსური რისკების არარსებობაზე.

მორიელი

ნოემბერი შედარებით მარტივი პერიოდია თქვენთვის; ნებისმიერი უსიამოვნება ქრება. თვე თქვენს ნიშანში ახალმთვარეობით დაიწყება, რაც ხელსაყრელია სურვილების ასრულებისთვის, მიზნების განხორციელებისთვის. ფინანსები თქვენი შთაგონებისა და სიხარულის წყარო უნდა იყოს. შენახვა არ არის რეკომენდებული. აქტუალურია ახალი წლისთვის მზადებაც. საჩუქრების წინასწარ შეძენით თავს დააღწევთ წინასადღესასწაულო უსიამოვნებს. სიურპრიზები თავადაც გაგახარებთ. მოსალოდნელია მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც გამოიწვევს პოზიტიური ემოციების ფეიერვერკებს: ჯილდოებს, საჩუქრებს, ბონუსებს, შესყიდვებზე - ფასდაკლებებს, მოლაპარაკებებში - კომპრომისებს და ტრანზაქციებში - დათმობებს.

მშვილდოსანი

მერკური ახლა თქვენს ნიშანშია; აქტიურად ჩაერთვებით საქმიან ცხოვრებაში და ბიზნესში. საჭირო იქნება ზარები, მოლაპარაკებები და მოგზაურობები, დოკუმენტაცია და კონტრაქტების გაფორმება. თუ კეთილდღეობის მიღწევა გსურთ, სიზარმაცე და აპათია უნდა დაივიწყოთ. გაქვთ კარგი ფულის გამომუშავების შანსი. გაიზრდება ოჯახური და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთობებთან ან საყვარელ ადამიანებზე ზრუნვასთან. მარტოხელა მშვილდოსანი ქალბატონები შეძლებთ უფრო მდიდარი საქმროს პოვნას!

თხის რქა

ნოემბერი მატერიალურ ცხოვრებაში სარგებლის მოლოდინის თვეა. მიწიერი სიხარულის საბოლოო მიზეზს ვენერა მოგიტანთ, რომელიც 11 ნოემბრიდან თქვენს ნიშანში გადმოდის. ამ ასტროლოგიურმა მოვლენამ როგორმე უნდა აანაზღაუროს წინა პერიოდების დანაკარგები, მაგალითად, მიიღებთ დიდი ხნის ნანატრი ფულის დარიცხვას, გაიზრდება თქვენი ბიუჯეტი, დადებთ დიდ გარიგებას. გაიზრდება მოგება ვაჭრობასა და ბიზნესში. კარგი იქნება, დანაზოგის ნაწილი კარგ საქმეებში დახარჯოთ. მიიღებთ უსასყიდლო მატერიალურ დახმარებას ან სესხებს და კრედიტებს უფრო ხელსაყრელი პირობებით.

მერწყული

ფინანსები თქვენს სანდოობასა და სერიოზულობაზე იქნება დამოკიდებული, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება სხვებისთვის. ხალხი დაგაფასებთ. დამსაქმებლები მზად იქნებიან დაგიქირაონ, დაგაჯილდოონ და დაგაწინაურონ. ბიზნესპარტნიორები შეეცდებიან თქვენთან თანამშრომლობას. ეს აგრეთვე არის ახალი თაყვანისმცემლების გაჩენის პერიოდი კლიენტებსა და მომხმარებლებს შორის, რომლებიც მომავალში გახდებიან მუდმივი.

ნოემბრის მეორე ნახევარში, შეიძლება დაგჭირდეთ რაიმე სახის შემოწმება, არგუმენტების, ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა. მაგალითად, დეტალური ანგარიში, საფუძვლიანი ბიზნეს გეგმა, წარჩინების სერტიფიკატი, სპეციალური განათლების დიპლომები და სხვა.

თევზები

ფანტაზიებსა და აბსტრაქტულ საკითხებზე დაფუძნებული იდეები არაპერსპექტიული და წამგებიანი იქნება, განსხვავებით ყველაზე წინდახედული, რაციონალური და მიწიერი წამოწყებებისგან. შემოსავალიც უფრო პრაქტიკული, მიწიერი საქმიანობიდან და პროფესიებიდან იქნება.

12 ნოემბრიდან იურისტი, ეკონომისტი და საინჟინრო სპეციალობების მქონეებზე მოთხოვნა გაიზრდება. დოკუმენტებთან მუშაობა, მანქანა-დანადგარები, საწარმოო ბიზნესი, მშენებლობა, რემონტი აღმართზე წავა. ეს სფეროები ასევე ხელსაყრელია მეწარმეებისთვის ინვესტიციებისთვის.