Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომანტიკულ ურთიერთობაში იმატებს ეჭვიანობა და მესაკუთრეობა
რომანტიკულ ურთიერთობაში იმატებს ეჭვიანობა და მესაკუთრეობა

ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ლა­მა­ზი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ მო­რი­ელ­ში გა­და­ვა 4 დე­კემ­ბერს.

პი­რად-სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში მო­ი­მა­ტებს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, შუ­რი­ა­ნო­ბა, ვნე­ბი­ა­ნო­ბა. გრძნო­ბე­ბი გახ­დე­ბა უფრო ძლი­ე­რი და ღრმა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუქ დრა­მას და­ემ­სგავ­სოს. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ პარტნი­ორ­ში მო­ი­მა­ტებს მე­სა­კუთ­რე­ო­ბა; სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს აგ­რე­სი­უ­ლი, მო­რი­ე­ლუ­რად შხა­მი­ა­ნი.

გაფრ­თხილ­დით, ამ პე­რი­ოდ­ში სიყ­ვა­რულ­ში ხდე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი, კრი­ზი­სე­ბი, და­შო­რე­ბე­ბი.

ვე­ნე­რა მო­რი­ელ­ში უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის გრძნო­ბებ­ზე. მათ შე­უძ­ლი­ათ გა­აკ­რი­ტი­კონ თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, გა­ა­კონ­ტრო­ლონ ან მო­ა­წყონ სკან­და­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ ეს მათი ბუ­ნებ­რი­ვი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა სიყ­ვა­რუ­ლის.

გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად იგ­რძნო­ბენ ამ ტრან­ზიტს ისი­ნი, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში ვე­ნე­რა მო­რი­ელ­ში ჰყავთ; ხოლო პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა თუ სტრე­სუ­ლი, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ვე­ნე­რას ას­პექ­ტებ­ზე ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში. ჰარ­მო­ნი­უ­ლი გავ­ლე­ნა იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვი­საც ვე­ნე­რა ჰყავს კირჩხიბ­ში, თევ­ზებ­ში. ინ­ტენ­სი­უ­რი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბათ მათ­ზე, ვი­საც ვე­ნე­რა აქვს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში კუ­რო­ში, ლომ­ში ან მერ­წყულ­ში.

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ვე­ნე­რა კუ­როს მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა გახ­ლავთ და მის ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შან­ში – მო­რი­ელ­ში, თავს საკ­მა­ოდ არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. აქ იგი ეჭ­ვი­ა­ნი, მე­სა­კუთ­რე და დრა­მა­ტუ­ლია. მის­თვის ტან­ჯვა და სიყ­ვა­რუ­ლი სი­ნო­ნი­მე­ბია.

ვე­ნე­რას მო­რი­ელ­ში ასე­ვე ახა­სი­ა­თებს, უკვე და­კარ­გუ­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ გრძნო­ბე­ბის რე­ა­ნი­მი­რე­ბა. ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­გინ­დე­ბათ ყო­ფილ­თან შეხ­ვედ­რა ან მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია.

რო­გორც წესი, ვე­ნე­რა მო­რი­ელ­ში იხიბ­ლე­ბა იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით.

ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ვე­ნე­რას მო­რი­ელ­ში ყოფ­ნის დროს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში იმა­ტებს შავი და მე­წა­მუ­ლი ფე­რე­ბი. სტი­ლი იქ­ნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მა­მა­კა­ცუ­რი, უხე­ში და სექ­სუ­ა­ლუ­რი. ზო­გი­ერ­თი იდე­ა­ლუ­რად შე­უ­ხა­მებს ერ­თმა­ნეთს ჰა­ე­რო­ვან ქსო­ვი­ლებს და ტყავს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვე­ნე­რა მა­ლე­ვე და­ტო­ვებს მო­რი­ე­ლის ნი­შანს და 29 დე­კემ­ბერს მშვილ­დო­სანს ეს­ტუმ­რე­ბა.

იმი­სათ­ვის, რომ შეძ­ლოთ თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, იხი­ლეთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რომანტიკულ ურთიერთობაში იმატებს ეჭვიანობა და მესაკუთრეობა

რომანტიკულ ურთიერთობაში იმატებს ეჭვიანობა და მესაკუთრეობა

ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა ვენერა იდუმალებით მოცულ მორიელში გადავა 4 დეკემბერს.

პირად-სასიყვარულო სფეროში მოიმატებს ეჭვიანობა, შურიანობა, ვნებიანობა. გრძნობები გახდება უფრო ძლიერი და ღრმა. სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება მსუბუქ დრამას დაემსგავსოს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ პარტნიორში მოიმატებს მესაკუთრეობა; სიყვარულის გამოხატვა კი შეიძლება გახდეს აგრესიული, მორიელურად შხამიანი.

გაფრთხილდით, ამ პერიოდში სიყვარულში ხდება სირთულეები, კრიზისები, დაშორებები.

ვენერა მორიელში უარყოფითად მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე. მათ შეუძლიათ გააკრიტიკონ თავიანთი საყვარელი ადამიანი, გააკონტროლონ ან მოაწყონ სკანდალები, სამწუხაროდ ეს მათი ბუნებრივი გამოვლინებაა სიყვარულის.

განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობენ ამ ტრანზიტს ისინი, ვისაც პირად რუკაში ვენერა მორიელში ჰყავთ; ხოლო პოზიტიური იქნება თუ სტრესული, დამოკიდებულია ვენერას ასპექტებზე ნატალურ რუკაში. ჰარმონიული გავლენა იქნება მათთვის, ვისაც ვენერა ჰყავს კირჩხიბში, თევზებში. ინტენსიური გავლენა ექნებათ მათზე, ვისაც ვენერა აქვს ნატალურ რუკაში კუროში, ლომში ან მერწყულში.

ასტროლოგიაში ვენერა კუროს მმართველი პლანეტა გახლავთ და მის ოპოზიციურ ნიშანში – მორიელში, თავს საკმაოდ არაკომფორტულად გრძნობს. აქ იგი ეჭვიანი, მესაკუთრე და დრამატულია. მისთვის ტანჯვა და სიყვარული სინონიმებია.

ვენერას მორიელში ასევე ახასიათებს, უკვე დაკარგული პარტნიორის მიმართ გრძნობების რეანიმირება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოგინდებათ ყოფილთან შეხვედრა ან მასთან კომუნიკაცია.

როგორც წესი, ვენერა მორიელში იხიბლება იდუმალებით მოცული, არაპროგნოზირებადი და მოუხელთებელი ადამიანებით.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვენერას მორიელში ყოფნის დროს ჩაცმულობაში იმატებს შავი და მეწამული ფერები. სტილი იქნება ერთდროულად მამაკაცური, უხეში და სექსუალური. ზოგიერთი იდეალურად შეუხამებს ერთმანეთს ჰაეროვან ქსოვილებს და ტყავს.

საბედნიეროდ, ვენერა მალევე დატოვებს მორიელის ნიშანს და 29 დეკემბერს მშვილდოსანს ესტუმრება.

იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი პირადი ცხოვრების გაუმჯობესება, იხილეთ სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის.