Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ვენერა ქალწულში და რა უნდა ვისწავლოთ მისგან
როგორია ვენერა ქალწულში და რა უნდა ვისწავლოთ მისგან

სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ლა­მა­ზი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა - ვე­ნე­რა დღეს გა­და­ვი­და ქალ­წულ­ში და დარ­ჩე­ბა 30 აგ­ვის­ტომ­დე. ვე­ნე­რას­თვის ქალ­წულ­ში ყოფ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნო არაა, მაგ­რამ აქაც არის რამ­დე­ნი­მე პლუ­სი, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

მა­ნამ­დე ვე­ნე­რა ლომ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც იგ­რძნო­ბო­და გრძნო­ბე­ბის სი­კაშ­კა­შე, დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი, ფუ­ლის ფლან­გვა ლა­მაზ და ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ზე. ქალ­წულ­ში კი ვე­ნე­რა საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, გო­ნივ­რუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გახ­დე­ბა.

ქალ­წუ­ლის ვე­ნე­რას არ შე­უძ­ლია სრუ­ლად გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი. გრძნო­ბე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლო­ბას, გა­აზ­რე­ბუ­ლო­ბას, გა­მოთ­ვლას და წვრილ­მა­ნო­ბა­საც კი. და ჩვენც გვა­ი­ძუ­ლებს, 30 აგ­ვის­ტომ­დე გავ­ხდეთ ცოტა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რე­ბი და პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი. გა­იზ­რდე­ბა დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბა, ვნე­ბას თავ­შე­კა­ვე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა ჩა­ა­ნაც­ვლებს.

კრი­ტი­კა ვლინ­დე­ბა რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ასე­ვე სხვე­ბის მი­მართ. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და გრძნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა, თქვე­ნი პარტნი­ო­რის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა. გო­ნე­ბა დო­მი­ნი­რებს ვნე­ბა­ზე, გა­ან­გა­რი­შე­ბა კი – სიყ­ვა­რულ­ზე, მაგ­რამ ისი­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მო­ვა­ლე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის მა­ღა­ლი გრძნო­ბით!

უფრო ნა­თე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ელო­დე­ბათ მათ, ვი­საც ვე­ნე­რა ქალ­წულ­ში ჰყავს, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­აც­ნო­ბი­ე­როთ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი, გა­აძ­ლი­ე­როთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მი­ი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი მო­გე­ბა.

ჰარ­მო­ნი­უ­ლი გავ­ლე­ნა ელის მათ, ვი­საც ვე­ნე­რა ნა­ტა­ლურ რუ­კა­ზე კუ­რო­სა და თხის რქის ნიშ­ნებ­ში ჰყავს. ხოლო და­ძა­ბულ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მათ­ზე, ვი­საც ვე­ნე­რა ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ჰყავს ცვა­ლე­ბად ნიშ­ნებ­ში: ტყუ­პი, მშვილ­დო­სა­ნი, თევ­ზე­ბი . ეცა­დეთ, კონ­ფლიქ­ტებ­ში არ გა­ეხ­ვი­ოთ, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­შო­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რღვე­ვა. ფრთხი­ლად იყა­ვით სა­რის­კო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ნა­კარ­გე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი.

ვი­საც ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ვე­ნე­რა ქალ­წულ­ში ჰყავს, მორ­ცხვე­ბი არი­ან. ცდი­ლო­ბენ თავი აა­რი­დონ ძლი­ერ ვნე­ბებს და ღრმა ემო­ცი­ებს და ზოგ­ჯერ ავ­ლე­ნენ გა­და­ჭარ­ბე­ბულ მოკ­რძა­ლე­ბას. თუ პარტნი­ო­რი ძა­ლი­ან ვნე­ბი­ა­ნია, მა­შინ ინ­დი­ვი­დი სწრა­ფად იღ­ლე­ბა ასე­თი წნე­ხის­გან და ცდი­ლობს თავი და­აღ­წი­ოს მჩაგ­ვრელ ურ­თი­ერ­თო­ბას. ვე­ნე­რა ქალ­წულ­ში ემ­ხრო­ბა მშვიდ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, მე­გობ­რულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე. პარტნი­ო­რის სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ზრუნ­ვა­ში და ყო­ველ­დღი­უ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­ში. აგ­რეთ­ვე მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პარტნი­ო­რის გა­ნათ­ლე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი და სი­სუფ­თა­ვე.

თუ ქალ­ბა­ტონს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ვე­ნე­რა ქალ­წულ­ში ჰყავს , მისი გრძნო­ბე­ბი მერ­კან­ტი­ლუ­რია. ურ­ჩევ­ნი­ათ შრო­მის­მოყ­ვა­რე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა ჰყავ­დეთ გვერ­დით. სურ­ვი­ლებ­ში დო­მი­ნი­რებს: მოკ­რძა­ლე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა, სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა, გათ­ვლა.

თუ მა­მა­კაცს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ასე­თი ვე­ნე­რა ჰყავს, მოს­წონს ერ­თგუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­უ­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ფრთხი­ლი, მოვ­ლი­ლი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, სუფ­თა ქალ­ბა­ტო­ნი. ვულ­გა­რულ­სა და მფლან­გველს გვერ­დით არ გა­ი­ჩე­რებს.

ორი­ვეს უყ­ვარს ფუ­ლის და­ზოგ­ვა. გო­ნივ­რუ­ლად მარ­თა­ვენ ფულს. ჩნდე­ბა წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა, მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა და სი­ძუნ­წეც კი. მოს­წონთ ფუ­ლის ხარ­ჯვა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, დი­ე­ტურ და­ნა­მა­ტებ­ზე, ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­ზე, სი­ლა­მა­ზე­სა და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­სარ­გებ­ლო წვრილ­მა­ნებ­ზე.

როგორია ვენერა ქალწულში და რა უნდა ვისწავლოთ მისგან

როგორია ვენერა ქალწულში და რა უნდა ვისწავლოთ მისგან

სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა - ვენერა დღეს გადავიდა ქალწულში და დარჩება 30 აგვისტომდე. ვენერასთვის ქალწულში ყოფნა სასიამოვნო არაა, მაგრამ აქაც არის რამდენიმე პლუსი, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მანამდე ვენერა ლომში იმყოფებოდა, სადაც იგრძნობოდა გრძნობების სიკაშკაშე, დიდი ამბიციები, ფულის ფლანგვა ლამაზ და ძვირად ღირებულ ნივთებზე. ქალწულში კი ვენერა საკმაოდ მოკრძალებული, გონივრული, რაციონალური გახდება.

ქალწულის ვენერას არ შეუძლია სრულად გამოხატოს თავისი გრძნობები. გრძნობები ექვემდებარება კრიტიკულობას, გააზრებულობას, გამოთვლას და წვრილმანობასაც კი. და ჩვენც გვაიძულებს, 30 აგვისტომდე გავხდეთ ცოტა რაციონალურები და პრაგმატულები. გაიზრდება დეტალებისადმი ყურადღება, ვნებას თავშეკავება და პრაქტიკულობა ჩაანაცვლებს.

კრიტიკა ვლინდება როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. ურთიერთობები და გრძნობები, რომლებიც ამ პერიოდში გაჩნდა, თქვენი პარტნიორის მიმართ კრიტიკული და გონივრული იქნება. გონება დომინირებს ვნებაზე, გაანგარიშება კი – სიყვარულზე, მაგრამ ისინი გამოირჩევიან მოვალეობისა და მზრუნველობის მაღალი გრძნობით!

უფრო ნათელი მოვლენები ელოდებათ მათ, ვისაც ვენერა ქალწულში ჰყავს, თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ თქვენი სურვილები, გააძლიეროთ ურთიერთობები და მიიღოთ დამატებითი მოგება.

ჰარმონიული გავლენა ელის მათ, ვისაც ვენერა ნატალურ რუკაზე კუროსა და თხის რქის ნიშნებში ჰყავს. ხოლო დაძაბულ გავლენას მოახდენს მათზე, ვისაც ვენერა ნატალურ რუკაში ჰყავს ცვალებად ნიშნებში: ტყუპი, მშვილდოსანი, თევზები . ეცადეთ, კონფლიქტებში არ გაეხვიოთ, რადგან შესაძლებელია განშორება და ურთიერთობების რღვევა. ფრთხილად იყავით სარისკო საქმიანობასთან, შესაძლებელია დანაკარგები და დამატებითი ხარჯები.

ვისაც ნატალურ რუკაში ვენერა ქალწულში ჰყავს, მორცხვები არიან. ცდილობენ თავი აარიდონ ძლიერ ვნებებს და ღრმა ემოციებს და ზოგჯერ ავლენენ გადაჭარბებულ მოკრძალებას. თუ პარტნიორი ძალიან ვნებიანია, მაშინ ინდივიდი სწრაფად იღლება ასეთი წნეხისგან და ცდილობს თავი დააღწიოს მჩაგვრელ ურთიერთობას. ვენერა ქალწულში ემხრობა მშვიდ ურთიერთობებს, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრულ კომუნიკაციასა და საერთო ინტერესებზე. პარტნიორის სიყვარული გამოიხატება ზრუნვაში და ყოველდღიური საკითხების გადაჭრაში. აგრეთვე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის განათლება, ინტელექტი და სისუფთავე.

თუ ქალბატონს ნატალურ რუკაში ვენერა ქალწულში ჰყავს , მისი გრძნობები მერკანტილურია. ურჩევნიათ შრომისმოყვარე, წარმატებული, გავლენიანი პიროვნება ჰყავდეთ გვერდით. სურვილებში დომინირებს: მოკრძალება, პრაქტიკულობა, სარგებლიანობა, რაციონალურობა, გათვლა.

თუ მამაკაცს ნატალურ რუკაში ასეთი ვენერა ჰყავს, მოსწონს ერთგული, ინტელექტუალური, ეკონომიური, პრაქტიკული, ყურადღებიანი, მოწესრიგებული, ფრთხილი, მოვლილი, მოკრძალებული, სუფთა ქალბატონი. ვულგარულსა და მფლანგველს გვერდით არ გაიჩერებს.

ორივეს უყვარს ფულის დაზოგვა. გონივრულად მართავენ ფულს. ჩნდება წინდახედულობა, მეწვრილმანეობა და სიძუნწეც კი. მოსწონთ ფულის ხარჯვა ჯანმრთელობაზე, დიეტურ დანამატებზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე, სილამაზესა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო წვრილმანებზე.