Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ
როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი მო­გიმ­ზა­დეთ, რათა გა­ვარ­კვი­ოთ: ვინ იქ­ნე­ბო­დით სა­გი­ჟეთ­ში? გირ­ჩევთ, ცოტა იუ­მო­რით შევ­ხე­დოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­გე­წო­ნე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ზე თუ არა, გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე წა­კი­თხვა.

ვერ­ძი

თქვენ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ნა­პო­ლე­ო­ნი და ში­ზოფ­რე­ნი­კე­ბის იმ­პე­რა­ტო­რი ხართ. სწო­რედ თქვენ გა­მო­დი­ხართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წეს­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მა­რი ქმე­დე­ბე­ბით და მუდ­მი­ვად აწყობთ გაქ­ცე­ვას. შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­პა­როთ სა­აღ­რი­ცხვო ჟურ­ნა­ლი, რათა არა­ვინ მი­ი­ღოს სამ­კურ­ნა­ლო აბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერ­თა­დერ­თი ხართ, ვი­საც არ ეში­ნია ნემ­სის და ელექტრო­შო­კით მკურ­ნა­ლო­ბის. უფრო მე­ტიც, თე­რა­პია გაძ­ლი­ე­რებთ. ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ, ერთ პა­ლა­ტა­ში ერ­თდრო­უ­ლად ორი ვერ­ძი არ შე­ა­სახ­ლონ, მათ მუ­დამ აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან რქე­ბით შერ­კი­ნე­ბის სურ­ვი­ლი და ერ­თმა­ნეთს წიხ­ლებ­საც გემ­რი­ე­ლად უქ­ნე­ვენ.

კურო

თქვენ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში გაქვთ, სა­გი­ჟეთ­ში ოჯა­ხის წევრთან ერ­თად მოხ­ვდით, მან თავი მო­წყე­ნი­ლად რომ არ იგ­რძნოს, ან თა­ვად მი­იყ­ვა­ნეთ გა­გი­ჟე­ბამ­დე და ახლა თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობთ და მის გვერ­დით ყოფ­ნას და მას­ზე ზრუნ­ვას ამ­ჯო­ბი­ნებთ. სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნალს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბით; ეზო­ში ყვა­ვი­ლებს უვ­ლით. ერ­თა­დერ­თი ხართ, ვინც მედ­დას მოს­წონს. თუმ­ცა, ვიჩ­ქა­რეთ, როცა გი­თხა­რით, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში გაქვთ, ეს ერთი შე­ხედ­ვით დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში, საკ­მა­რი­სია, მედ­დას ქვე­და საც­ვა­ლი გა­მო­უჩ­ნდეს, რომ თვა­ლე­ბი სის­ხლით აგემღვრე­ვათ და... თუმ­ცა, იმის გამო, რომ გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ, მათ ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ო­ბენ.

ტყუ­პი

სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბოდ­ვე­ბის გამო მოხ­ვდით. თქვენ სტუ­დენ­ტი-მე­დი­კო­სე­ბის საყ­ვა­რე­ლი პა­ცი­ენ­ტი ხართ, რად­გან თქვენ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მათ­თვის მუ­დამ სა­ინ­ტე­რე­სოა. თქვენ ერ­თა­დერ­თი ხართ, ვინც ექიმს დი­აგ­ნოზს უპ­რო­ტეს­ტებს და არ­გუ­მენ­ტე­ბი მოგ­ყავთ, რომ სრუ­ლი­ად სხვა და­ა­ვა­დე­ბა გაქვთ. ამას­თა­ნა­ვე, სა­ერ­თოდ არ ამ­ტკი­ცებთ, რომ ჯან­მრთე­ლი ხართ. ხან­და­ხან ეხ­მა­რე­ბით ელექტრო­შო­კის გა­რე­მონ­ტე­ბა­ში, რომ­ლი­თაც ვერძს მკურ­ნა­ლო­ბენ. გუ­ლუბ­რყვი­ლო გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ თქვენ პი­როვ­ნე­ბის გა­ო­რე­ბა გჭირთ, თქვენ სამი და ოთხი კი არა უამ­რა­ვი ხართ და ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში უნდა მკურ­ნა­ლობ­დეთ.

კირჩხი­ბი

უხე­ში სო­ცი­ო­ფო­ბი­ის გამო მოხ­ვდით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დე­დის მუც­ლი­დან გა­მოძ­რო­მას არც აპი­რებ­დით და მშო­ბი­ა­რო­ბის მე-11 თვე­ზე ძა­ლით ამო­გათ­რი­ეს მუც­ლი­დან. პა­ლა­ტის რბი­ლი კედ­ლე­ბი და თეთ­რი ფერი თქვენ­ზე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს. სა­სურ­ვე­ლია, ში­ნი­დან ნივ­თე­ბი და გემ­რი­ე­ლო­ბე­ბი ტკა­ცუ­ნა ბურ­თუ­ლი­ა­ნი პა­კე­ტე­ბით მო­გი­ტა­ნონ, მათი ტკა­ცუ­ნით გა­ერ­თო­ბით მა­ინც. ან უმ­ჯო­ბე­სია, მთე­ლი შეკ­ვრა გქონ­დეთ ასე­თი ტკა­ცუ­ნა ბურ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კის - ტან­ზე შე­მო­იხ­ვევთ და პა­ლა­ტა­ში ია­ტაკ­ზე იგო­რა­ვებთ.

ლომი

თქვენ ძა­ლი­ან რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ხართ. ერ­თა­დერ­თი პა­ცი­ენ­ტი ბრძან­დე­ბით მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ამა­ყობს თა­ვი­სი რთუ­ლად წარ­მო­სათ­ქმე­ლი და­ა­ვა­დე­ბით. ყვე­ლა ახალ­მო­სულს ეკი­თხე­ბით, რი­თია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და მერე სი­ა­მა­ყით აუ­წყებთ სა­კუ­თარ დი­აგ­ნოზს, რო­მე­ლიც სხვებ­ზე გრძე­ლია და სა­ინ­ტე­რე­სოდ ჟღერს. მთა­ვა­რი ექი­მი და მედ­და პა­ტი­ვით გექ­ცე­ვი­ან, პა­ლა­ტა­შიც და სა­სა­დი­ლო­შიც პირ­ვე­ლი შე­დი­ხართ. სხვა­თა შო­რის, თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი სხვებ­ზე მეტ თან­ხას იხ­დი­ან, რად­გან თქვენ მე­ფუ­რი პი­რო­ბე­ბი გჭირ­დე­ბათ. სა­სურ­ვე­ლია, თეთ­რი ხა­ლა­თი არ ჩა­გი­ვარ­დეთ ხელ­ში, თო­რემ დარ­ჩე­ნილ პა­ცი­ენ­ტებს თქვე­ნე­ბუ­რად უმ­კურ­ნა­ლებთ და ეს სი­კე­თეს არა­ვის მო­უ­ტანს.

ქალ­წუ­ლი

თქვენ მედ­და ხართ, სამ­სა­ხუ­რი 8-ზე გე­წყე­ბათ, მაგ­რამ უკვე 6 სა­ათ­ზე ად­გილ­ზე ხართ. დიდი ხნის წინ ნევ­რო­ზი და­გე­მარ­თათ და სა­გი­ჟეთ­ში მუ­შა­ო­ბა და გი­ჟებ­ზე ზრუნ­ვა გამ­შვი­დებთ. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იმი­ტომ არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რომ მათ თქვე­ნი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის ეში­ნი­ათ. ქალ­წულს ძა­ლი­ან მოს­წონს თეთრ ქათ­ქა­თა ხა­ლათ­ში სი­ა­რუ­ლი და ვაი მას, ვინც უნებ­ლი­ედ და­უს­ვრის სა­მოსს. აი, გა­გი­ჟე­ბა მერე ნა­ხეთ თქვენ.

სას­წო­რი

სა­გი­ჟეთ­ში სიყ­ვა­რუ­ლის გამო მოხ­ვდით, უფრო სწო­რად, ღა­ლა­ტის. ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენ­ტში ხე­დავთ ან სიყ­ვა­რუ­ლის, ან სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის ობი­ექტს - გა­აჩ­ნია თქვენს გან­წყო­ბას. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნა­კი­თხი პა­ცი­ენ­ტი ხართ, ყვე­ლა­ზე კარ­გად თქვენ ხა­ტავთ. გიყ­ვართ ნაღ­ვლი­ა­ნი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, რომ­ლის გა­მოც კირჩხი­ბი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას ყმუ­ილს იწყებს, ლომი კი თი­თე­ბით ჰყვე­ბა ტაქტს. ნაკ­ლე­ბად რომ იყოთ მო­წყე­ნი­ლი, თქვენ უქ­მე­ებ­ზე ცეკ­ვის სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­გა­ვა­ლეს. ამ დათ­მო­ბა­ზე სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცია მას შემ­დეგ წა­ვი­და, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლად პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი შე­ის­წავ­ლეთ, რად­გან მე­ლან­ქო­ლი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი ამ ენა­ზე უკეთ ჟღერს. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მოგ­წონთ ყვი­თე­ლი ფე­რის აბე­ბი. მათ მთელ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აგ­რო­ვებთ და კე­დელ­ზე მო­ზა­ი­კაც კი შექ­მე­ნით - ცენ­ტრში ლურ­ჯი აბი მო­ა­თავ­სეთ, მის გარ­შე­მო კი - ყვით­ლე­ბი. გე­თან­ხმე­ბით, ლა­მა­ზია. მცოდ­ნე­ე­ბი მას ვან გო­გის "ვარ­სკვლა­ვურ ღა­მეს" ადა­რე­ბენ, ყვი­თე­ლი აბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო, ტყუ­პი თავს ცუ­დად გრძნობს; ყვი­თე­ლი ხომ მისი საყ­ვა­რე­ლი ფე­რია.

მო­რი­ე­ლი

ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლის მთა­ვა­რი პა­რა­ნო­ი­კი ხართ. არა­ვის ენ­დო­ბით და ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებთ. ხან­და­ხან გგო­ნი­ათ, რომ მთა­ვარ ექიმს თქვე­ნი მო­წამ­ვლა სურს. ხან­და­ხან გგო­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ხართ და სა­გი­ჟეთ­ში და­ე­მა­ლეთ მსოფ­ლი­ოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტებს, რომ­ლე­ბიც თქვენ და­გე­ძებ­დნენ. სა­მოს­ში რა­ცია გაქვთ ჩა­კე­რე­ბუ­ლი. ის მერ­წყულ­მა აგი­წყოთ და და­გიმონ­ტა­ჟათ. ის ერ­თა­დერ­თია, ვი­საც ენ­დო­ბით. დი­აგ­ნო­ზი: თვალ­თვა­ლის მა­ნია. მკურ­ნა­ლო­ბა: შავი სათ­ვა­ლე, მი­სა­წე­ბე­ბე­ლი ულ­ვა­ში და აბე­ბი, რომ­ლე­ბიც უხი­ლავს გხდი­ან. ხან­და­ხან მო­რი­ე­ლი ითხოვს, რომ ხში­რად მი­უ­ტა­ნონ ში­ნი­დან ამა­ნა­თი. იხ­ვე­წე­ბა, რომ თი­თო­ე­ულ ფორ­თო­ხალ­ში და­მა­ლუ­ლი იყოს პა­ტა­რა კო­ნი­ა­კის ბოთ­ლი, პუ­რის ბა­ტონ­ში - დანა. მაგ­რამ მათ­თან ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე მო­აქვთ - ბა­ნა­ნი და ფე­რა­დი ცარ­ცი. თუმ­ცა, მო­რი­ელ­მა იცის, რომ ამა­ნათს მთა­ვა­რი ექი­მი უც­ვლის, სა­ა­ვად­მყო­ფოს გარ­შე­მო კი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტე­ბი უდა­რა­ჯე­ბენ.

მშვილ­დო­სა­ნი

ნარ­ცი­სიზ­მი გჭირთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ ექიმ­ზე - თხის რქა­ზე სა­უ­კე­თე­სო ხართ, ის უნდა გი­მად­ლო­დეთ, რომ მან პირ­ველ­მა ჩა­იც­ვა თეთ­რი ხა­ლა­თი, თო­რემ გა­ირ­კვე­ო­და, ვი­ნაა სამ­კურ­ნა­ლო... შე­გიძ­ლი­ათ გა­იქ­ცეთ სა­გი­ჟე­თი­დან, მაგ­რამ გე­ზა­რე­ბათ. თა­ნაც, ცუდ პი­რო­ბებ­ში არ ხართ, კარ­გად გაჭ­მე­ვენ, გის­მე­ნენ, როცა ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე მსჯე­ლობთ და თავს გიქ­ნე­ვენ. სა­ა­ვად­მყო­ფოს მიღ­მა თქვენს ნარ­ცი­სიზმს პა­ტი­ვის არა­ვინ სცემს. აქ კი შე­გიძ­ლი­ათ სა­ა­თო­ბით ჩა­ი­კე­ტოთ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში და დატ­კბეთ თქვე­ნი უზა­დო სხე­უ­ლით.

თხის რქა

თქვენ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლის მთა­ვა­რი ექი­მი ხართ. ადრე უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი იყა­ვით, მაგ­რამ დეპ­რე­სი­ის გამო აქ ამ­ჯო­ბი­ნეთ ყოფ­ნა. მოგ­წონთ პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე, გულ­წრფე­ლად გწამთ, რომ ისი­ნი უფრო ნორ­მა­ლუ­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე თქვე­ნი ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი. თქვე­ნი პროგ­რე­სი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად, პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი გა­მო­ჯან­მრთელ­და, მაგ­რამ ფსი­ქი­ატ­რი­ამ იმე­დე­ბი მა­ინც გა­გიც­რუ­ათ. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ში­ნებთ ის ფაქ­ტი, რომ და­მამ­შვი­დებ­ლე­ბის და­ლე­ვა­ზე უა­რის თქმა მო­გი­წევთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­კუ­თარ თა­ვის­თვის თა­ვად იწერთ მათ.

მერ­წყუ­ლი

მა­ნი­ა­კა­ლუ­რი ფიქ­რე­ბი გაქვთ. ბავ­შვო­ბი­დან გსურთ, მსოფ­ლიო რე­ვო­ლუ­ცი­ის კო­ცო­ნი და­გენ­თოთ და გამ­ხდა­რი­ყა­ვით პა­ტა­რა, მაგ­რამ მე­გობ­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რი. სა­გი­ჟეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი წრე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ და მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თო­დებ­ზე სა­უბ­რობთ. თქვენ­თან მხო­ლოდ ორი პა­ცი­ენ­ტი და­დის: კირჩხი­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა ეცო­დე­ბა და მშვილ­დო­სა­ნი, რად­გან მას ორ­ცხო­ბი­ლით (რო­მელ­საც კუ­როს ჰპა­რავთ) უმას­პინ­ძლდე­ბით და და­პირ­დით, რომ მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნავთ. რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი იდეა გაქვთ, რომ პა­ლა­ტის კედ­ლე­ბი ია­სამ­ნის­ფრად შე­ღე­ბოთ. პა­ლა­ტა­ში ჯა­კუ­ზი გაქვთ, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი მდიდ­რუ­ლად უნდა ცხოვ­რობ­დნენ და თბილ აბა­ზა­ნას რე­ზი­ნის ყვი­თელ იხ­ვებ­თან ერ­თად იღებთ.

თევ­ზე­ბი

ში­ზოფ­რე­ნი­კი ხართ. მაგ­რამ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ავა­დაა ყვე­ლა თქვენ გარ­და. თქვენ გსტუმ­რო­ბენ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი, კე­თი­ლე­ბიც და ბო­რო­ტე­ბიც - მთა­ვა­რი ექი­მი­სა და მედ­დის სა­ხით. თქვე­ნი პა­ლა­ტა მო­ხა­ტუ­ლია გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­ხა­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც თა­ვად შექ­მე­ნით. კე­დელ­ზე ერთი ნამ­დვი­ლი ფან­ჯა­რაა, მე­ო­რე კი, რო­მე­ლიც თქვენ და­ხა­ტეთ, უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ხან­და­ხან მო­რი­ე­ლი გსტუმ­რობთ, მას რო­გორც ყო­ველ­თვის, ფან­ჯრე­ბი ეშ­ლე­ბა და ნა­ხატს ურტყამს თავს, როცა ეზო­ში გა­ხედ­ვა სურს. თქვე­ნი სა­წო­ლი წიგ­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა, როცა წა­კი­თხვა გსურთ, ერთ-ერთს გა­მო­აძ­ვრენთ ხოლ­მე. თქვენ­ზე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს პა­ლა­ტის და­ლა­გე­ბა და ია­ტა­კის ქლო­რით მოწ­მენ­და, ია­ტა­კი ისე­თი სუფ­თა გაქვთ, რომ მას­ზე ჭამა შე­გიძ­ლი­ათ. თუმ­ცა, ასე­ვე იქ­ცე­ვით, მედ­და კი წამ­ლებს ია­ტაკ­ზე გიყ­რით და მერე ქა­თა­მი­ვით კენ­კავთ მათ. ეს სა­ნა­ხა­ო­ბა კირჩხი­ბებ­ზე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი
ავტორი:

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

ასტროლოგიური ტესტი მოგიმზადეთ, რათა გავარკვიოთ: ვინ იქნებოდით საგიჟეთში? გირჩევთ, ცოტა იუმორით შევხედოთ. დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ საკუთარ თავზე თუ არა, გარშემო მყოფებზე წაკითხვა.

ვერძი

თქვენ სამკურნალო დაწესებულების ნაპოლეონი და შიზოფრენიკების იმპერატორი ხართ. სწორედ თქვენ გამოდიხართ ადმინისტრაციის წესდების წინააღმდეგ საომარი ქმედებებით და მუდმივად აწყობთ გაქცევას. შეგიძლიათ მოიპაროთ სააღრიცხვო ჟურნალი, რათა არავინ მიიღოს სამკურნალო აბი დღის განმავლობაში. ერთადერთი ხართ, ვისაც არ ეშინია ნემსის და ელექტროშოკით მკურნალობის. უფრო მეტიც, თერაპია გაძლიერებთ. ექიმები ცდილობენ, ერთ პალატაში ერთდროულად ორი ვერძი არ შეასახლონ, მათ მუდამ აქვთ ერთმანეთთან რქებით შერკინების სურვილი და ერთმანეთს წიხლებსაც გემრიელად უქნევენ.

კურო

თქვენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, საგიჟეთში ოჯახის წევრთან ერთად მოხვდით, მან თავი მოწყენილად რომ არ იგრძნოს, ან თავად მიიყვანეთ გაგიჟებამდე და ახლა თავს დამნაშავედ გრძნობთ და მის გვერდით ყოფნას და მასზე ზრუნვას ამჯობინებთ. საავადმყოფოს პერსონალს სამზარეულოში კერძების მომზადებაში ეხმარებით; ეზოში ყვავილებს უვლით. ერთადერთი ხართ, ვინც მედდას მოსწონს. თუმცა, ვიჩქარეთ, როცა გითხარით, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, ეს ერთი შეხედვით დასმული დიაგნოზი იყო, სინამდვილეში, საკმარისია, მედდას ქვედა საცვალი გამოუჩნდეს, რომ თვალები სისხლით აგემღვრევათ და... თუმცა, იმის გამო, რომ გემრიელ კერძებს ამზადებენ, მათ ყველაფერს პატიობენ.

ტყუპი

სამკურნალო დაწესებულებაში ბოდვების გამო მოხვდით. თქვენ სტუდენტი-მედიკოსების საყვარელი პაციენტი ხართ, რადგან თქვენზე დაკვირვება მათთვის მუდამ საინტერესოა. თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ექიმს დიაგნოზს უპროტესტებს და არგუმენტები მოგყავთ, რომ სრულიად სხვა დაავადება გაქვთ. ამასთანავე, საერთოდ არ ამტკიცებთ, რომ ჯანმრთელი ხართ. ხანდახან ეხმარებით ელექტროშოკის გარემონტებაში, რომლითაც ვერძს მკურნალობენ. გულუბრყვილო გარშემო მყოფები ფიქრობენ, რომ თქვენ პიროვნების გაორება გჭირთ, თქვენ სამი და ოთხი კი არა უამრავი ხართ და ერთდროულად რამდენიმე ფსიქიატრიულში უნდა მკურნალობდეთ.

კირჩხიბი

უხეში სოციოფობიის გამო მოხვდით საავადმყოფოში. დედის მუცლიდან გამოძრომას არც აპირებდით და მშობიარობის მე-11 თვეზე ძალით ამოგათრიეს მუცლიდან. პალატის რბილი კედლები და თეთრი ფერი თქვენზე დამამშვიდებლად მოქმედებს. სასურველია, შინიდან ნივთები და გემრიელობები ტკაცუნა ბურთულიანი პაკეტებით მოგიტანონ, მათი ტკაცუნით გაერთობით მაინც. ან უმჯობესია, მთელი შეკვრა გქონდეთ ასეთი ტკაცუნა ბურთულიანი პარკის - ტანზე შემოიხვევთ და პალატაში იატაკზე იგორავებთ.

ლომი

თქვენ ძალიან რთული დაავადების მატარებელი ხართ. ერთადერთი პაციენტი ბრძანდებით მსოფლიოში, ვინც ამაყობს თავისი რთულად წარმოსათქმელი დაავადებით. ყველა ახალმოსულს ეკითხებით, რითია დაავადებული და მერე სიამაყით აუწყებთ საკუთარ დიაგნოზს, რომელიც სხვებზე გრძელია და საინტერესოდ ჟღერს. მთავარი ექიმი და მედდა პატივით გექცევიან, პალატაშიც და სასადილოშიც პირველი შედიხართ. სხვათა შორის, თქვენი ნათესავები სხვებზე მეტ თანხას იხდიან, რადგან თქვენ მეფური პირობები გჭირდებათ. სასურველია, თეთრი ხალათი არ ჩაგივარდეთ ხელში, თორემ დარჩენილ პაციენტებს თქვენებურად უმკურნალებთ და ეს სიკეთეს არავის მოუტანს.

ქალწული

თქვენ მედდა ხართ, სამსახური 8-ზე გეწყებათ, მაგრამ უკვე 6 საათზე ადგილზე ხართ. დიდი ხნის წინ ნევროზი დაგემართათ და საგიჟეთში მუშაობა და გიჟებზე ზრუნვა გამშვიდებთ. არსებობს ვერსია, რომ პაციენტების მდგომარეობა იმიტომ არ უმჯობესდება, რომ მათ თქვენი სახის გამომეტყველების ეშინიათ. ქალწულს ძალიან მოსწონს თეთრ ქათქათა ხალათში სიარული და ვაი მას, ვინც უნებლიედ დაუსვრის სამოსს. აი, გაგიჟება მერე ნახეთ თქვენ.

სასწორი

საგიჟეთში სიყვარულის გამო მოხვდით, უფრო სწორად, ღალატის. ნებისმიერ პაციენტში ხედავთ ან სიყვარულის, ან სამაგიეროს გადახდის ობიექტს - გააჩნია თქვენს განწყობას. საავადმყოფოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკითხი პაციენტი ხართ, ყველაზე კარგად თქვენ ხატავთ. გიყვართ ნაღვლიანი მუსიკის მოსმენა, რომლის გამოც კირჩხიბი სავსემთვარეობისას ყმუილს იწყებს, ლომი კი თითებით ჰყვება ტაქტს. ნაკლებად რომ იყოთ მოწყენილი, თქვენ უქმეებზე ცეკვის სტუდიის ხელმძღვანელობა დაგავალეს. ამ დათმობაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია მას შემდეგ წავიდა, რაც დამოუკიდებლად პორტუგალიური შეისწავლეთ, რადგან მელანქოლიური სიმღერები ამ ენაზე უკეთ ჟღერს. გარდა ამისა, ძალიან მოგწონთ ყვითელი ფერის აბები. მათ მთელ საავადმყოფოში აგროვებთ და კედელზე მოზაიკაც კი შექმენით - ცენტრში ლურჯი აბი მოათავსეთ, მის გარშემო კი - ყვითლები. გეთანხმებით, ლამაზია. მცოდნეები მას ვან გოგის "ვარსკვლავურ ღამეს" ადარებენ, ყვითელი აბების ნაკლებობის გამო, ტყუპი თავს ცუდად გრძნობს; ყვითელი ხომ მისი საყვარელი ფერია.

მორიელი

ფსიქიატრიულის მთავარი პარანოიკი ხართ. არავის ენდობით და ყველას ეჭვის თვალით უყურებთ. ხანდახან გგონიათ, რომ მთავარ ექიმს თქვენი მოწამვლა სურს. ხანდახან გგონიათ, რომ ძალიან ჭკვიანი ხართ და საგიჟეთში დაემალეთ მსოფლიოს სპეცსამსახურების აგენტებს, რომლებიც თქვენ დაგეძებდნენ. სამოსში რაცია გაქვთ ჩაკერებული. ის მერწყულმა აგიწყოთ და დაგიმონტაჟათ. ის ერთადერთია, ვისაც ენდობით. დიაგნოზი: თვალთვალის მანია. მკურნალობა: შავი სათვალე, მისაწებებელი ულვაში და აბები, რომლებიც უხილავს გხდიან. ხანდახან მორიელი ითხოვს, რომ ხშირად მიუტანონ შინიდან ამანათი. იხვეწება, რომ თითოეულ ფორთოხალში დამალული იყოს პატარა კონიაკის ბოთლი, პურის ბატონში - დანა. მაგრამ მათთან ყოველთვის ერთი და იგივე მოაქვთ - ბანანი და ფერადი ცარცი. თუმცა, მორიელმა იცის, რომ ამანათს მთავარი ექიმი უცვლის, საავადმყოფოს გარშემო კი სპეცსამსახურების აგენტები უდარაჯებენ.

მშვილდოსანი

ნარცისიზმი გჭირთ. დარწმუნებული ხართ, რომ საავადმყოფოს მთავარ ექიმზე - თხის რქაზე საუკეთესო ხართ, ის უნდა გიმადლოდეთ, რომ მან პირველმა ჩაიცვა თეთრი ხალათი, თორემ გაირკვეოდა, ვინაა სამკურნალო... შეგიძლიათ გაიქცეთ საგიჟეთიდან, მაგრამ გეზარებათ. თანაც, ცუდ პირობებში არ ხართ, კარგად გაჭმევენ, გისმენენ, როცა ფილოსოფიურ თემებზე მსჯელობთ და თავს გიქნევენ. საავადმყოფოს მიღმა თქვენს ნარცისიზმს პატივის არავინ სცემს. აქ კი შეგიძლიათ საათობით ჩაიკეტოთ სააბაზანოში და დატკბეთ თქვენი უზადო სხეულით.

თხის რქა

თქვენ ფსიქიატრიულის მთავარი ექიმი ხართ. ადრე უნივერსიტეტის რექტორი იყავით, მაგრამ დეპრესიის გამო აქ ამჯობინეთ ყოფნა. მოგწონთ პაციენტებთან ერთად სეირნობა სუფთა ჰაერზე, გულწრფელად გწამთ, რომ ისინი უფრო ნორმალურები არიან, ვიდრე თქვენი ყოფილი კოლეგები. თქვენი პროგრესიული მკურნალობის შედეგად, პაციენტების ნახევარი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ფსიქიატრიამ იმედები მაინც გაგიცრუათ. ყველაზე მეტად გაშინებთ ის ფაქტი, რომ დამამშვიდებლების დალევაზე უარის თქმა მოგიწევთ. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, საკუთარ თავისთვის თავად იწერთ მათ.

მერწყული

მანიაკალური ფიქრები გაქვთ. ბავშვობიდან გსურთ, მსოფლიო რევოლუციის კოცონი დაგენთოთ და გამხდარიყავით პატარა, მაგრამ მეგობრული სახელმწიფოს ლიდერი. საგიჟეთში პოლიტიკური წრე ჩამოაყალიბეთ და მკურნალობის ახალ მეთოდებზე საუბრობთ. თქვენთან მხოლოდ ორი პაციენტი დადის: კირჩხიბი, რომელსაც ყველა ეცოდება და მშვილდოსანი, რადგან მას ორცხობილით (რომელსაც კუროს ჰპარავთ) უმასპინძლდებით და დაპირდით, რომ მინისტრად დანიშნავთ. რეფორმატორული იდეა გაქვთ, რომ პალატის კედლები იასამნისფრად შეღებოთ. პალატაში ჯაკუზი გაქვთ, რევოლუციონერები მდიდრულად უნდა ცხოვრობდნენ და თბილ აბაზანას რეზინის ყვითელ იხვებთან ერთად იღებთ.

თევზები

შიზოფრენიკი ხართ. მაგრამ მიგაჩნიათ, რომ ავადაა ყველა თქვენ გარდა. თქვენ გსტუმრობენ ჰალუცინაციები, კეთილებიც და ბოროტებიც - მთავარი ექიმისა და მედდის სახით. თქვენი პალატა მოხატულია გენიალური ნახატებით, რომლებიც თავად შექმენით. კედელზე ერთი ნამდვილი ფანჯარაა, მეორე კი, რომელიც თქვენ დახატეთ, უფრო რეალისტურად გამოიყურება. ხანდახან მორიელი გსტუმრობთ, მას როგორც ყოველთვის, ფანჯრები ეშლება და ნახატს ურტყამს თავს, როცა ეზოში გახედვა სურს. თქვენი საწოლი წიგნებისგან შედგება, როცა წაკითხვა გსურთ, ერთ-ერთს გამოაძვრენთ ხოლმე. თქვენზე დამამშვიდებლად მოქმედებს პალატის დალაგება და იატაკის ქლორით მოწმენდა, იატაკი ისეთი სუფთა გაქვთ, რომ მასზე ჭამა შეგიძლიათ. თუმცა, ასევე იქცევით, მედდა კი წამლებს იატაკზე გიყრით და მერე ქათამივით კენკავთ მათ. ეს სანახაობა კირჩხიბებზე დამამშვიდებლად მოქმედებს.