როგორი მარტი ელით მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს:
კურო
სოციალურად უნდა გააქტიურდეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტერესის ჯგუფებში გაწევრიანება. თამამად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში. თუ თანამოაზრეებთან ერთად ერთგუნდად ჩამოყალიბება და საქმეების მოგვარება გსურთ, მარტში უნდა იაქტიუროთ. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური საქმიანობა. სხვათა შორის, არც გარშემო მყოფები გეტყვიან დახმარებაზე უარს, ამიტომ ნუ მოგერიდებათ მათთვის თხოვნით მიმართვა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან. ხშირად შეხვდით მათ და იმხიარულეთ.
თვის დასაწყისში შანსი გეძლევათ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ბიზნესპარტნიორებთან, დაწინაურდეთ. გააფართოოთ თქვენი ბიზნესი და აიმაღლოთ სოციალური სტატუსი. შეადგინეთ სამომავლო გეგმა, რომელსაც თვის ბოლოსკენ ერთგულ პარტნიორებთან ერთად განახორციელებთ. მარტის მეორე ნახევარში გახშირდება შეხვედრები, მოლაპარაკებები. იყავით დაკვირვებული - რას გეუბნებიან და რას ამბობთ თქვენ.
მეგობრებთან ერთად შესრულებული საქმიანობა წარმატებასაც მოგიტანთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც. გამორიცხული არაა, მეგობრების წრეში შეხვდეთ ახალ სიყვარულს. მარტოხელებმა მეგობრებს სთხოვეთ, რომ გაგაცნონ თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ან შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად წამოიწყოთ ახალი საქმიანობა. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალდაწყებული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჯერ მეგობრებსაც კი არაფერი უთხრათ.
თვის დასაწყისში ენერგია მოგემატებათ, გააქტიურდებით მიზნების განსახორციელებლად. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ენერგიულობა და შეუპოვრობა აგრესიაში არ გადაგეზარდოთ. კარგი იქნება, თუ ფიზიკურად გააქტიურდებით. გაფრთხილდით, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები.
13 მარტის შემდეგ თავს უფრო ლაღად და მიზანმიმართულად იგრძნობთ. გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ახალი პროექტები, კოლეგებთან ერთად მიაღწიოთ წარმატებას.
28 მარტის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ყოველდღიური საქმეების შესრულებას და უკვე დაწყებული პროექტების დასრულებას. ზოგიერთს მოგინდებათ შინაური ცხოველის მფლობელი გახდეს.
ქალწული
მეტად უნდა იზრუნოთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო სფეროს. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს დაქორწინება, არსებული რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულება. შეიძლება თქვენს საქმიანობაში საყვარელი ადამიანის დახმარება დაგჭირდეთ. მარტოხელებს მოგინდებათ დაწყვილება და გააქტიურდებით, რომ გაიცნოთ შესაფერისი ადამიანი.
ყოველდღიური ვალდებულებების შესრულება დიდ დაკვირვებას მოითხოვს თქვენგან. განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში უნდა იყოთ დაკვირვებული დეტალებისადმი. არაფერი რომ არ გამოგრჩეთ, შეადგინეთ სამუშაო გრაფიკი, შესასრულებელი საქმეების სია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გადაღლილობის გამო გახშირდება უძილობა, მოგემატებათ ნევროზულობა, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დაკვირვებულად აწარმოეთ საქმიანი შეხვედრები.
მეტად რომანტიკული გახდებით. მარტოხელებს მოგემატებათ ფლირტისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის სურვილი. დაქორწინებულებმა მეტი მზრუნველობა გამოავლინეთ მეუღლის მიმართ. თუ აქამდე პარტნიორს ზოგიერთ საკითხში არ ეთანხმებოდით და კონფლიქტი გქონდთ, ახლა დიპლომატიურად მოაგვარებთ ყველაფერს. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. წაიკითხეთ სრულად
„ეს რეიტინგი, ყველა გამოკითხვით, თვით ივანიშვილის რეიტინგსაც აჭარბებდა და თვალი დაადგეს. თუმცა, გახარია ჭკვიანი აღმოჩნდა, მოვლენებს დაასწრო და სანამ დარტყმას მიაყენებდნენ, თავად მიაყენა მტკივნეული დარტყმა პარტიას და მთავრობას. შეიძლება ითქვას, რომ გახარიამ, თავისი წასვლით, უფრო დიდი სამსახური გაუწია ოპოზიციური მუხტის „გაცოცხლებას“, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა.“ >>>>>>>>>ფილოსოფოსი ვერ ერკვევა გადაწყვეტილების მიღების ფაქტორში. ჰო-ან-არა ასეთ, თუ სხვა გარემოებაში ითხოვს არგუმენტს. ეს შეიძლება ეხებოდეს პირსა, თუ ჟგუფს. სანამ ეს არ გაირკვევა, მანამდე ვინ რატომ მიიღო გადაწყვეტილება და რას წარმოადგენს ის. ვინ მონაწილეობდა გარემოების განხილვაში და რა სახის განხილვას ქონდა ადგილი, შეფასებას სარწმუნოებაში არ ექვემდებარება. რა სცემეს და გამოაგდეს? რაზეა საუბარი? რა პოლიტიკაზე ან მის გაგრძელებაზე? >>>>>>>>>სამწუხარო შეფასების ის უნარები, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია. ქვეყანა უნარების დეფიციტში, თანაც სერიოზულში.>>>>>>>>>>>>>>>>>>>პრემიერ მინისტრს, თუ პოლიტიკურ სუბიექტს უაზროდ გაწელილ მედიაციაში შექმნა ახალი ფაქტი, რომელზეც გადაწყვეტლებაა მისაღები. კანონი, პოლიტიკა, თუ მედიაცია ცალსახად კორელაციურ დამოკიდებულებაშია. რას იზამ? თუ სხვამ შექმნა ეს და უშენოდ, არადა უთითებენ, რომ მისი ქვოტით პარლამენტში შესულებმაც მისცაო იმუნიტეტის მოხსნას ხმა. >>>>>>>>>>>>>>>>>>>>ან პოლიტიკურ ჯგუფს გაეპარა რაღაცა, ან თავად პრემიერს, ან ერთობლივად, ხოლო უაზროდ გაწელილი მედიაცია კორელაციაში ამყოფებს საკითხებს>>>>>>>>>>>>>>>>>აწი რა როგორ და რატომ მოხდა დაელოდე მემუარებს, სხვა შემთხვევაში პრემიერმა თავისი გადაწყვეტილებით ისევ ახალი ნეიტრალური გარემოება შექმნა, ხოლო ეხლა ვინც მიტინგებზე დარბის იმას საერთოდ არ გააჩნია გაგება (ლელოს), ხოლო ბოკერია ყვირის მთელი ძალით მოლაპარაკებებიო, ახლა მიეცა გაგება, თუ არა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პოზიციის პარტიის შექმნას 35 წელი დასჭირდა, ხოლო ოპოზიციის შექმნას ამდენი ხანი ვერ დაელოდება. რა შეიცვალა? არაფერი! ან უნდა დასრულდეს მედიაცია და მოლაპარაკება ან ქვეყანა მიდის პოლიტიკის მონიტორინგზე, რომლის მერე წავა არჩევნებზე. ეს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რაც მოითხოვს ენერგიულ და მოწიფებულ პოლიტიკოსს. ეს ქვეყანას ეხება, რომელიც ხრამის პირასაა და მოწყვლადია>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>რა დროს კაჭკაჭიშვილის ბურდღუნია, მისგან უკვე ცნობილია რა დოდაშვილია შექმნილი.