მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი კერძები უნდა დაახვედროთ სუფრაზე ზოდიაქოს ნიშნებს
როგორი კერძები უნდა დაახვედროთ სუფრაზე ზოდიაქოს ნიშნებს

ძნე­ლია გა­ა­ხა­როთ ყვე­ლა სტუ­მა­რი, როცა მათ სა­დილ­ზე და­პა­ტი­ჟებ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­წყვი­ტოთ რა საკ­ვე­ბი მო­ამ­ზა­დოთ, რამ­დე­ნი კერ­ძი იქ­ნე­ბა სუფ­რა­ზე, რა სას­მე­ლი უნდა მი­ირ­თვათ, რო­გო­რი გა­სარ­თო­ბი უნდა მო­უმ­ზა­დოთ სტუმ­რებს. ხომ იცით, ვინ გე­ყო­ლე­ბათ სტუმ­რად, ჰოდა, გან­ვი­ხი­ლოთ ას­ტრო­ლო­გი­უ­რად, რო­გორ გა­ა­ხა­როთ თქვე­ნი სტუმ­რე­ბი, მათი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი ცე­ცხლის ნი­შა­ნია. სწრა­ფი, ძლი­ე­რი, მა­მა­ცი, ენერ­გი­უ­ლი და ამი­ტომ მას სჭირ­დე­ბა ბევ­რი ენერ­გია, ვერძს უყ­ვარს ხორ­ცი, გან­სა­კუთ­რე­ბით ცე­ცხლზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი. გა­უ­მას­პინ­ძლდით ქა­ბა­ბით, მწვა­დით.

ნუ ეც­დე­ბით კუ­როს გარ­თო­ბას, სა­ნამ სუფ­რა­ზე საჭ­მე­ლი იქ­ნე­ბა, ის მხო­ლოდ ამით იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი. კურო არ არის პრე­ტენ­ზი­უ­ლი საკ­ვე­ბის მი­მართ. მთა­ვა­რია, სუფ­რა­ზე იყოს გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი და ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

აქ­ტი­უ­რი, მსუ­ბუ­ქი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ტყუ­პი სა­დილ­ზე უნდა გა­ერ­თოს, მათ­თვის საკ­ვე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. შე­გიძ­ლი­ათ მო­უმ­ზა­დოთ სენდვი­ჩე­ბი, კა­ნა­პე­ე­ბი, ღვე­ზე­ლე­ბი, პო­პ­კორ­ნი… მთვა­რია, ჭა­მამ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში არ შე­უ­შა­ლოს ხელი. ამას­თან, ტყუპს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბათ კო­მუ­ნი­კა­ცია… ჭა­მის დრო­საც კი.

კირჩხი­ბი აფა­სებს სიმ­ყუდ­რო­ვეს, კომ­ფორ­ტს და ში­ნა­ურ გა­რე­მოს. მის­თვის არაფ­რის ზე­ბუ­ნებ­რი­ვის გა­კე­თე­ბა არ გჭირ­დე­ბათ, საკ­ვე­ბის მხრივ, მო­უმ­ზა­დეთ სა­კუ­თა­რი ხე­ლით, გა­მო­წე­რილ კერ­ძებს ნუ მი­არ­თმევთ. კირჩხი­ბი ამას და­ა­ფა­სებს. მას ნამ­დვი­ლად უყ­ვარს, დე­სერ­ტი და უმ­ჯო­ბე­სია, ეს უკა­ნას­კნე­ლი შო­კო­ლა­დის იყოს.

თუ ლომი გყავთ სტუმ­რად, გახ­სოვ­დეთ, რომ ლომი მე­ფეა. და კერ­ძე­ბი უნდა იყოს სა­მე­ფო, მდიდ­რუ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მი­არ­თვით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­მე­ლი, დე­ლი­კა­ტე­სე­ბი. მის­თვის უნდა მო­ამ­ზა­დოთ გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მო­ად­გე­ნა, შოუ.

სი­ზუს­ტე, ყუ­რა­დღე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - ეს არის ქალ­წუ­ლის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ამი­ტომ, ის ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თქვენს სუფ­რა­ზე საკ­ვე­ბი უნდა იყოს ჯან­სა­ღი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა. გა­მო­უ­ცხვეთ პური, მო­უმ­ზა­დეთ სა­ლა­თე­ბი, სუფ­რა­ზე უხ­ვად და­ა­ლა­გეთ ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი.

სას­წო­რი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბუ­ნებ­რივ და და­ბალ­კა­ლო­რი­ულ საკ­ვებს. სუფ­რას­თან თავი ელე­გან­ტუ­რად რომ იგ­რძნონ, იზ­რუ­ნეთ მა­გი­დის გა­ფორ­მე­ბა­ზე ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით, ლა­მა­ზი ხელ­სა­ხო­ცე­ბით. გა­მო­იწ­ვი­ეთ სა­ცეკ­ვა­ოდ, მო­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, გა­ა­ნე­ბივ­რეთ ქა­თი­ნა­უ­რე­ბით.

მო­რი­ე­ლი საჭ­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი წე­სით ხელ­მძღვა­ნე­ლობს: რაც უფრო ლა­მა­ზი და არო­მა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა საკ­ვე­ბი, მით მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს მის­გან. სა­ნე­ლებ­ლე­ბით მდი­და­რი კერ­ძე­ბი მას ნამ­დვი­ლად მო­ე­წო­ნე­ბა. მი­არ­თვით კერ­ძი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით; ხა­რის­ხი­ა­ნი სას­მე­ლი და სა­უ­ცხოო დე­სერ­ტი.

მშვილ­დო­სა­ნი მოგ­ზა­უ­რის ნი­შა­ნია და რო­დე­საც მოგ­ზა­უ­რობს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, ცდი­ლობს ეგ­ზო­ტი­კურ სამ­ზა­რე­უ­ლო და­ა­გე­მოვ­ნოს. რა თქმა უნდა, გვე­ლე­ბი­სა და ნი­ან­გის მომ­ზა­დე­ბას არა­ვინ გთხოვთ, მაგ­რამ სუფ­რა­ზე ერთი ორი ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძით ან დე­სერ­ტით სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცებთ.

თხის რქის­თვის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა რთუ­ლი არაა. ის კვე­ბა­შიც კი აფა­სებს თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­სა და წეს­რიგს. თუ სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე და­პა­ტი­ჟეთ ვახ­შამ­ზე, არც ერთი წუთი არ გა­და­ა­ცი­ლოთ. საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბა თხის რქის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. მო­უმ­ზა­დეთ მარ­ტი­ვი და ჯან­სა­ღი. წვნი­ა­ნი და სა­ლა­თე­ბი, ასე­ვე ხი­ლის ასორ­ტი და ტრა­დი­ცი­უ­ლი დე­სერ­ტი.

მერ­წყუ­ლე­ბის­თვის საჭ­მე­ლი არ არის მი­ზა­ნი, არა­მედ სა­შუ­ა­ლე­ბაა, მთელ ოჯახ­თან ერ­თად ერთ მა­გი­დას­თან შე­იკ­რი­ბონ. მერ­წყულს უყ­ვარს ორი­გი­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბი და არ იქ­ნე­ბა პრე­ტენ­ზი­უ­ლი, თუ სუფ­რა­ზე გან­სხვა­ვე­ბულ რა­მეს მი­არ­თმევთ. და­ა­ლე­ვი­ნეთ კოქ­ტე­ი­ლე­ბი, მო­უმ­ზა­დეთ გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა, თუნ­დაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბით.

თევ­ზებს უყ­ვართ ჭამა. და სა­სურ­ვე­ლია, სუფ­რა ლა­მა­ზად გა­წყო­ბი­ლი კერ­ძე­ბით იყოს აფეთ­ქე­ბუ­ლი. სუფ­რა­ზე უნდა იყოს ისე­თი კერ­ძე­ბი, რო­გო­რი­ცაა ქა­თა­მი, თევ­ზი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი. დარ­წმუნ­დე­ბით, რომ სუფ­რა­ზე საკ­მა­რი­სად არის გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბი და დე­სერ­ტის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორი კერძები უნდა დაახვედროთ სუფრაზე ზოდიაქოს ნიშნებს

როგორი კერძები უნდა დაახვედროთ სუფრაზე ზოდიაქოს ნიშნებს

ძნელია გაახაროთ ყველა სტუმარი, როცა მათ სადილზე დაპატიჟებ. აუცილებელია გადაწყვიტოთ რა საკვები მოამზადოთ, რამდენი კერძი იქნება სუფრაზე, რა სასმელი უნდა მიირთვათ, როგორი გასართობი უნდა მოუმზადოთ სტუმრებს. ხომ იცით, ვინ გეყოლებათ სტუმრად, ჰოდა, განვიხილოთ ასტროლოგიურად, როგორ გაახაროთ თქვენი სტუმრები, მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი ცეცხლის ნიშანია. სწრაფი, ძლიერი, მამაცი, ენერგიული და ამიტომ მას სჭირდება ბევრი ენერგია, ვერძს უყვარს ხორცი, განსაკუთრებით ცეცხლზე მომზადებული. გაუმასპინძლდით ქაბაბით, მწვადით.

ნუ ეცდებით კუროს გართობას, სანამ სუფრაზე საჭმელი იქნება, ის მხოლოდ ამით იქნება დაკავებული. კურო არ არის პრეტენზიული საკვების მიმართ. მთავარია, სუფრაზე იყოს გემრიელი კერძების ფართო ასორტიმენტი და ლამაზად გაფორმებული.

აქტიური, მსუბუქი და ცნობისმოყვარე ტყუპი სადილზე უნდა გაერთოს, მათთვის საკვები მეორეხარისხოვანია. შეგიძლიათ მოუმზადოთ სენდვიჩები, კანაპეები, ღვეზელები, პოპკორნი… მთვარია, ჭამამ გადაადგილებაში არ შეუშალოს ხელი. ამასთან, ტყუპს ჰაერივით სჭირდებათ კომუნიკაცია… ჭამის დროსაც კი.

კირჩხიბი აფასებს სიმყუდროვეს, კომფორტს და შინაურ გარემოს. მისთვის არაფრის ზებუნებრივის გაკეთება არ გჭირდებათ, საკვების მხრივ, მოუმზადეთ საკუთარი ხელით, გამოწერილ კერძებს ნუ მიართმევთ. კირჩხიბი ამას დააფასებს. მას ნამდვილად უყვარს, დესერტი და უმჯობესია, ეს უკანასკნელი შოკოლადის იყოს.

თუ ლომი გყავთ სტუმრად, გახსოვდეთ, რომ ლომი მეფეა. და კერძები უნდა იყოს სამეფო, მდიდრულად გაფორმებული. მიართვით ძვირად ღირებული სასმელი, დელიკატესები. მისთვის უნდა მოამზადოთ გასართობი პროგრამა თეატრალური წარმოადგენა, შოუ.

სიზუსტე, ყურადღება, პასუხისმგებლობა - ეს არის ქალწულის ძირითადი მახასიათებლები. ამიტომ, ის ძალიან ყურადღებიანი და პასუხისმგებელია თავის ჯანმრთელობაზე. თქვენს სუფრაზე საკვები უნდა იყოს ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა. გამოუცხვეთ პური, მოუმზადეთ სალათები, სუფრაზე უხვად დაალაგეთ ახალი ხილი და ბოსტნეული.

სასწორი უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ და დაბალკალორიულ საკვებს. სუფრასთან თავი ელეგანტურად რომ იგრძნონ, იზრუნეთ მაგიდის გაფორმებაზე ცოცხალი ყვავილებით, ლამაზი ხელსახოცებით. გამოიწვიეთ საცეკვაოდ, მოაქციეთ ყურადღების ცენტრში, გაანებივრეთ ქათინაურებით.

მორიელი საჭმელთან დაკავშირებით ერთი წესით ხელმძღვანელობს: რაც უფრო ლამაზი და არომატული იქნება საკვები, მით მეტ სიამოვნებას მიიღებს მისგან. სანელებლებით მდიდარი კერძები მას ნამდვილად მოეწონება. მიართვით კერძი ზღვის პროდუქტებით; ხარისხიანი სასმელი და საუცხოო დესერტი.

მშვილდოსანი მოგზაურის ნიშანია და როდესაც მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, ცდილობს ეგზოტიკურ სამზარეულო დააგემოვნოს. რა თქმა უნდა, გველებისა და ნიანგის მომზადებას არავინ გთხოვთ, მაგრამ სუფრაზე ერთი ორი ეგზოტიკური კერძით ან დესერტით სასიამოვნოდ გააოცებთ.

თხის რქისთვის კერძების მომზადება რთული არაა. ის კვებაშიც კი აფასებს თანამიმდევრულობასა და წესრიგს. თუ საღამოს რვა საათზე დაპატიჟეთ ვახშამზე, არც ერთი წუთი არ გადააცილოთ. საკვებთან დაკავშირებით ჯანმრთელობა თხის რქისთვის პრიორიტეტულია. მოუმზადეთ მარტივი და ჯანსაღი. წვნიანი და სალათები, ასევე ხილის ასორტი და ტრადიციული დესერტი.

მერწყულებისთვის საჭმელი არ არის მიზანი, არამედ საშუალებაა, მთელ ოჯახთან ერთად ერთ მაგიდასთან შეიკრიბონ. მერწყულს უყვარს ორიგინალური კერძები და არ იქნება პრეტენზიული, თუ სუფრაზე განსხვავებულ რამეს მიართმევთ. დაალევინეთ კოქტეილები, მოუმზადეთ გასართობი პროგრამა, თუნდაც ინტელექტუალური თამაშებით.

თევზებს უყვართ ჭამა. და სასურველია, სუფრა ლამაზად გაწყობილი კერძებით იყოს აფეთქებული. სუფრაზე უნდა იყოს ისეთი კერძები, როგორიცაა ქათამი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. დარწმუნდებით, რომ სუფრაზე საკმარისად არის გამაგრილებელი სასმელები და დესერტის მრავალფეროვნება.