სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის
როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის

რო­გო­რი იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის 1-ლი თვე ცე­ცხლის სტი­ქი­ის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის:

ვერ­ძი

გა­და­ხე­დეთ გა­რე­მოც­ვას, ნივ­თებს, რომ­ლებ­თა­ნაც მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გა­კავ­ში­რებთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გაძ­ლევ­დეთ და იქ­ნებ, უმ­ჯო­ბე­სია, მათ­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ. არ­სე­ბობს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში უნდა და­ტო­ვოთ და თა­ვად გა­ნაგ­რძოთ გან­ვი­თა­რე­ბა. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, მო­ე­რი­დეთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას თვის ბო­ლოს ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ და მერე უფრო გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ მოქ­მე­დე­ბა.

სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი

თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ ახა­ლი იდე­ე­ბი, მიზ­ნე­ბი, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი. ზოგ­ჯერ მე­გობ­რებ­თან სა­უ­ბარ­მა შე­იძ­ლე­ბა და­გამ­შვი­დოთ და ახა­ლი იდე­ე­ბიც კი გა­გი­ჩი­ნოთ. თვის ბო­ლოს­კენ შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ტა­ცოთ მარ­ტო­ო­ბა­ში ყოფ­ნამ, კი­თხვამ, ფენ­ტე­ზის ჟანრ­მა. და­აკ­ვირ­დით ში­ნა­გან სამ­ყა­როს, სიზ­მრებს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­და­ხე­დავთ წარ­სულ შეც­დო­მებს და მხო­ლოდ 20 მარ­ტის შემ­დეგ შე­უდ­გე­ბით მათ გა­მოს­წო­რე­ბას.

ფული და სიყ­ვა­რუ­ლი

მარ­ტის და­სა­წყის­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გან­მარ­ტო­ე­ბა მო­გინ­დე­ბათ. მარ­ტო­ხე­ლებს კი შე­იძ­ლე­ბა ფა­რუ­ლი კავ­ში­რის გაბ­მა მო­უნ­დეთ. ან უბ­რა­ლოდ, არ გსურ­დეთ თქვე­ნი პი­რა­დი გრძნო­ბე­ბის აფი­ში­რე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე რა­ღაც სა­ი­დუმ­ლო გა­ი­გოთ. თვის ბო­ლოს მეტი დრო და­უთ­მეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის დახ­ვე­წა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, იმი­ჯის შეც­ვლას.

ჯან­მრთე­ლო­ბა

უამ­რა­ვი იდეა გექ­ნე­ბათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და ეცა­დეთ, მხო­ლოდ ისე­თებს შე­ე­ჭი­დოთ, რაც ნაკ­ლებ ენერ­გი­ა­სა და დროს წა­გარ­თმევთ და პო­პუ­ლა­რო­ბა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი, მე­ტად და­ის­ვე­ნეთ და ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. მო­ე­რი­დეთ გო­ნებ­რივ, ემო­ცი­ურ და ფი­ზი­კურ გა­დაღ­ლას.

13 მარ­ტის შემ­დეგ გა­და­ხე­დეთ გან­ვლილ თვეს, წელ­საც. გა­მო­ი­ტა­ნეთ ობი­ექ­ტუ­რი დას­კვნე­ბი, გა­მო­ას­წო­რეთ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რათა დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­წყოთ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის მო­ინ­დო­მოს გუ­ლის გა­დაშ­ლა. და­ი­ცა­ვით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სუ­ლი­ე­რი ბა­ლან­სი. თვის ბო­ლომ­დე არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ მო­ი­მოქ­მე­დოთ.

28 მარ­ტის შემ­დეგ და­აკ­ვირ­დით სა­კუ­თარ პარტნი­ო­რებს - სა­სიყ­ვა­რუ­ლო­საც და საქ­მი­ან­საც. ზო­გი­ერ­თთან უნდა შეც­ვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი მათ­თან ურ­თო­ბი­სას, რათა არც სა­კუ­თარ თავი და­ი­ზა­როთ და არც მათი დახ­მა­რე­ბით ისარ­გებ­ლოთ ბო­რო­ტად. ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ფორ­მეთ.

ლომი

თვის და­სა­წყის­ში მე­ტად იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ან სხვი­სი ფული და­ა­ბან­დოთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ში. ახა­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი დიდი გუ­ლის­ყუ­რით შე­არ­ჩი­ეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ გა­გი­ტა­ცოთ ოკულ­ტურ­მა და ეზო­თე­რი­კულ­მა სფე­რო­ებ­მა.

სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი

გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ და ხან­და­ხან თქვენ­თვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც კი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რას გე­უბ­ნე­ბი­ან და რას ამ­ბობთ თა­ვად. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ თე­ბერ­ვალ­ში და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. 16 მარ­ტი­დან არ გირ­ჩევთ აფე­რის­ტებ­თან საქ­მე­ე­ბის და­ჭე­რას და უფრო მე­ტიც, არც თა­ვად მო­ინ­დო­მოთ თაღ­ლი­თუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან.

ფული და სიყ­ვა­რუ­ლი

თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ახა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე. შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ან ახა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­უ­ვი­წყარ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ პარტნი­ორ­თან ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ფი­ნან­სე­ბი მი­სია. ფული მხო­ლოდ სარ­ფი­ან საქ­მე­ებ­ში და­ა­ბან­დეთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის

როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის

როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

ვერძი

გადახედეთ გარემოცვას, ნივთებს, რომლებთანაც მიჯაჭვულობა გაკავშირებთ. ზოგიერთი შეიძლება განვითარების, სიახლეების მიღების შესაძლებლობას არ გაძლევდეთ და იქნებ, უმჯობესია, მათგან გათავისუფლდეთ. არსებობს სიტუაციები, რომლებიც წარსულში უნდა დატოვოთ და თავად განაგრძოთ განვითარება. მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ რთული საკითხების მოგვარებას თვის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მერე უფრო გაგიადვილდებათ მოქმედება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მიზნები, საერთო ინტერესები. ზოგჯერ მეგობრებთან საუბარმა შეიძლება დაგამშვიდოთ და ახალი იდეებიც კი გაგიჩინოთ. თვის ბოლოსკენ შეიძლება გაგიტაცოთ მარტოობაში ყოფნამ, კითხვამ, ფენტეზის ჟანრმა. დააკვირდით შინაგან სამყაროს, სიზმრებს. კარგი იქნება, თუ გადახედავთ წარსულ შეცდომებს და მხოლოდ 20 მარტის შემდეგ შეუდგებით მათ გამოსწორებას.

ფული და სიყვარული

მარტის დასაწყისში საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება მოგინდებათ. მარტოხელებს კი შეიძლება ფარული კავშირის გაბმა მოუნდეთ. ან უბრალოდ, არ გსურდეთ თქვენი პირადი გრძნობების აფიშირება. გამორიცხული არაა, თქვენს საყვარელ ადამიანზე რაღაც საიდუმლო გაიგოთ. თვის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის დახვეწა-გაუმჯობესებას, იმიჯის შეცვლას.

ჯანმრთელობა

უამრავი იდეა გექნებათ განსახორციელებელი და ეცადეთ, მხოლოდ ისეთებს შეეჭიდოთ, რაც ნაკლებ ენერგიასა და დროს წაგართმევთ და პოპულარობასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, მეტად დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ გადაღლას.

13 მარტის შემდეგ გადახედეთ განვლილ თვეს, წელსაც. გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები, რათა დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით დაიწყოთ ახალი იდეების განხორციელება. ზოგიერთმა შეიძლება თქვენთვის მოინდომოს გულის გადაშლა. დაიცავით ფსიქოლოგიური და სულიერი ბალანსი. თვის ბოლომდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ.

28 მარტის შემდეგ დააკვირდით საკუთარ პარტნიორებს - სასიყვარულოსაც და საქმიანსაც. ზოგიერთთან უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება. დაიცავით ბალანსი მათთან ურთობისას, რათა არც საკუთარ თავი დაიზაროთ და არც მათი დახმარებით ისარგებლოთ ბოროტად. ახალი ხელშეკრულებები დიდი დაკვირვებით გააფორმეთ.

ლომი

თვის დასაწყისში მეტად იქნებით დაკავებული პარტნიორული საქმეებისა და ფინანსური საკითხების მოგვარებით. ზოგმა შეიძლება ახალი ბიზნესპროექტები განახორციელოთ ან სხვისი ფული დააბანდოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეში. ახალი ბიზნესპარტნიორები დიდი გულისყურით შეარჩიეთ. გამორიცხული არაა, რომ გაგიტაცოთ ოკულტურმა და ეზოთერიკულმა სფეროებმა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გახშირდება საქმიანი შეხვედრები, საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და ხანდახან თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი. იყავით დაკვირვებული, რას გეუბნებიან და რას ამბობთ თავად. შეიძლება მოგიწიოთ თებერვალში დაწყებული საქმეების მოგვარება. 16 მარტიდან არ გირჩევთ აფერისტებთან საქმეების დაჭერას და უფრო მეტიც, არც თავად მოინდომოთ თაღლითური პროექტების განხორციელება. გაიუმჯობესეთ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან.

ფული და სიყვარული

თქვენი ცხოვრება ახალი შეგრძნებებით იქნება აღსავსე. შეიძლება არსებულ პარტნიორთან გაგიუმჯობესდეთ სექსუალური ცხოვრება ან ახალი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაკვირვება გმართებთ პარტნიორთან ფინანსური საკითხების მოგვარებისას. განსაკუთრებით, თუ ფინანსები მისია. ფული მხოლოდ სარფიან საქმეებში დააბანდეთ. წაიკითხეთ სრულად

როგორი იქნება და რას მაოუტნს მარტი ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს - ტყუპის, სასწორისა და მერწყულის პროგნოზი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

როგორი მარტი ელით მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს - პროგნოზი კუროს, ქალწულისა და თხის რქისთვის