მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება 2025 წლის პირველი თვე, იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები
როგორი იქნება 2025 წლის პირველი თვე, იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები

გი­ლო­ცავთ ახა­ლი 2025 წლის დად­გო­მას, ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გქონ­დეთ, ახლა კი ვნა­ხოთ, რა გვიმ­ზა­დე­ბენ პლა­ნე­ტე­ბი წლის პირ­ველ თვეს...

2025 წლის პირ­ვე­ლი­დან ხუთ იან­ვრამ­დე ცაში ყა­ლიბ­დე­ბა მძლავ­რი ას­პექ­ტი - ოპო­ზი­ცია მერ­წყულ­ში მყოფ პლუ­ტონ­სა და ლომ­ში მყოფ რეტ­როგ­რა­დულ მარსთან. ეს ინ­ტენ­სი­უ­რი ენერ­გი­ის დროა, რო­დე­საც ფა­რუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ზე­და­პირ­ზე გა­მო­დის, ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას და და­მუ­შა­ვე­ბას. იქ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ძა­ლა­სა და კო­ლექ­ტი­ურ პრო­ცე­სებს შო­რის, კონ­ტრო­ლის სურ­ვილ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას შო­რის. ეს არის დრო, რო­დე­საც შიდა კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს გარე მოვ­ლე­ნე­ბით.

  • 3 იან­ვარს ვე­ნე­რა მთე­ლი თვით გა­და­დის თევ­ზებ­ში, პლა­ნე­ტის ეს ტრან­ზი­ტი თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ნა­ზეს და რო­მან­ტი­კას შე­მო­ი­ტანს. ფი­ნან­სუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის.
  • 6 იან­ვარს მერ­კუ­რი და ნეპ­ტუ­ნი ქმნი­ან და­ძა­ბულ ას­პექტს, - საკ­მა­ოდ რთულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კლი­მატს. ამ დღეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა იკ­ლებს, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და­უც­ვე­ლე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფის­კენ მიდ­რე­კილ­ნი ხდე­ბი­ან. მარ­ტი­ვად რომ აგიხ­სნათ, გარ­შე­მო მყო­ფებს არ ეს­მით რა­საც ამ­ბობთ. ამას­თან არის ილუ­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნის ალ­ბა­თო­ბა.
  • 8 იან­ვარს მერ­კუ­რი თხის რქა­ში გა­და­ვა 28 იან­ვრამ­დე, ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებთ კონ­კრე­ტულ ამო­ცა­ნებ­ზე, და­გეგ­მვა­სა და კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ზე. ამ დროს ფსი­ქი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი სე­რი­ო­ზულ, საქ­მი­ან ხა­სი­ათს იძენს. თხის რქა­ში მერ­კუ­რის ენერ­გია ხელს უწყობს რე­ა­ლის­ტუ­რი გეგ­მე­ბის შედ­გე­ნას, ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

2025 წლის 12 იან­ვრი­დან კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი ქალ­წუ­ლი-თევ­ზე­ბის ღერძზე გა­და­დი­ან მომ­დევ­ნო 1,5 წლით. ასე­ვე ამ დღეს, მარ­სი­სა და ნეპ­ტუ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ა­კე­თოთ ძვე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ახ­ლე­ბუ­რად და მო­ერ­გოთ ახალ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ რე­ა­ლო­ბას.

ისევ კარ­მულ კვან­ძებს მი­ვუბ­რუნ­დეთ, აღ­მა­ვა­ლი მთვა­რის კვან­ძი თევ­ზებ­ში გაგ­ვიძ­ლი­ე­რებს ინ­ტუ­ი­ცი­ას, მოგ­ვი­ტანს სუ­ლი­ე­რად გან­ვი­თა­რე­ბის მო­თხოვ­ნას და სი­ცო­ცხლის დი­ნე­ბას ნდო­ბის უნარს. გვა­ი­ძუ­ლებს ვე­ძი­ოთ უფრო ღრმა მნიშ­ვნე­ლო­ბა, თავი და­ვა­ნე­ბოთ კონ­ტროლს და გავ­ხსნათ ჩვე­ნი გული თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ეს არის დრო, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოც­ნე­ბე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და იმის გა­გე­ბა, რომ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს სა­ზღვრებს მიღ­მა დევს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ხოლო დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ქალ­წულ­ში შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მის, კრი­ტი­კის და წვრილ­მა­ნე­ბი­სად­მი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მი­ტო­ვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წეს­რი­გი და სტრუქ­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ბა, დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა ყუ­რა­დღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს წინსვლა. ეს კარ­მუ­ლი კვან­ძი გვას­წავ­ლის და­ბა­ლან­სე­ბას პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­სა და ნდო­ბას შო­რის, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის არ ემორ­ჩი­ლე­ბა ლო­გი­კას.

  • 13 იან­ვარს მზის რეტ­რო ურან­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი ხელს უწყობს პი­როვ­ნე­ბის თვით­გა­მო­ხატ­ვას. აძ­ლი­ე­რებს გამ­ჭრი­ა­ხო­ბას და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას. კარ­გი დღეა "ურა­ნის" პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის (პროგ­რა­მის­ტე­ბი, ელექტრი­კო­სე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი, ას­ტრო­ლო­გე­ბი, ავი­ა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი).
  • 14 იან­ვარს 02:26-ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა ემო­ცი­ურ კირჩხიბ­ში. ეს ას­პექ­ტი შეგ­ვახ­სე­ნებს მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის და ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მოგ­ცემთ შანსს გა­და­ხე­დოთ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებს და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად წახ­ვი­დეთ წინ.
  • 15-16 იან­ვა­რი შფოთვი­თი დღე­ე­ბია, რად­გან ვე­ნე­რა აყა­ლი­ბებს და­ძა­ბუ­ლო­ბას რეტ­რო იუ­პი­ტერ­თან, ხოლო მზე ოპო­ზი­ცი­ა­შია რეტ­რო მარსთან. ამ დღე­ებს მო­აქვს კონ­ფლიქ­ტუ­რი ენერ­გი­ე­ბის ნა­ზა­ვი, რად­გან ემო­ცი­ე­ბი, მოქ­მე­დე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი აწყდე­ბი­ან შე­ზღუდ­ვებს. ვე­ნე­რას კვად­რა­ტუ­ლი რეტ­რო იუ­პი­ტე­რი ხაზს უს­ვამს უთან­ხმო­ე­ბებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­სა და პი­რად ფა­სე­უ­ლო­ბებ­ში.

მზი­სა და რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის ას­პექ­ტი მი­უ­თი­თებს კონ­ფლიქტს მოქ­მე­დე­ბა­სა და პი­რად ნე­ბას შო­რის. თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მოთ­მი­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ი­ა­როთ ეს პე­რი­ო­დი მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით.

  • 17 იან­ვარს მზი­სა და ნეპ­ტუ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი მო­ი­ტანს სურ­ვილს, სიძ­ლი­ე­რეს, ენერ­გი­ას, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას, შთა­გო­ნე­ბას და წა­ხა­ლი­სე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბის სურ­ვილ­თან და შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან.
  • 19 იან­ვარს ვე­ნე­რა სა­ტურნს უერ­თდე­ბა. ხელ­საყ­რე­ლი დროა სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბის­თვის, კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად ან ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვის­თვის. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სი­მარ­ტი­ვე ხელს უწყობს რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას და კომ­პრო­მი­სე­ბის პოვ­ნას; გან­სა­კუთ­რე­ბით წყვი­ლებ­ში.
  • 20 იან­ვრი­დან მზე სე­რი­ო­ზუ­ლი თხის რქი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და ინო­ვა­ცი­ურ მერ­წყულ­ში გა­და­დის. ეს გა­დას­ვლა იდე­ე­ბი­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის პე­რი­ოდს იწყებს. მერ­წყუ­ლი შთაგ­ვა­გო­ნებს არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა და ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის ძი­ე­ბას.
  • 23 იან­ვარს რეტ­რო მარ­სი მერ­კუ­რის­თან ოპო­ზი­ცი­ა­შია და რეტ­რო ურან­თან - ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტში. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მაგ­რამ მო­ემ­ზა­დეთ კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად მოგ­ვარ­დე­ბა და თქვე­ნი იდე­ე­ბი მხარ­და­ჭე­რას იპო­ვის.
  • 25-26 იან­ვარს ვე­ნე­რა რეტ­რო ურან­თან და რეტ­რო მარსთან ჰარ­მო­ნი­ულ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას აყა­ლი­ბებს. იქ­ნე­ბა ვნე­ბის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის ენერ­გია, რაც იძ­ლე­ვა კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის, გა­უ­გებ­რო­ბე­ბის გარ­კვე­ვი­სა და სა­ერ­თო ენის პოვ­ნის შანსს. მერ­კუ­რი აყა­ლი­ბებს ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს ნეპ­ტუნ­თან ამ დღეს, რაც აძ­ლი­ე­რებს ინ­ტუ­ი­ცი­ურ აღ­ქმას და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას. ეს არის შთა­გო­ნე­ბის, მო­უ­ლოდ­ნე­ლი შან­სე­ბი­სა და სენ­სო­რულ-ემო­ცი­ურ სფე­რო­ში ჩაღ­რმა­ვე­ბის დრო.
  • 28 იან­ვარს მერ­კუ­რი გა­და­დის მერ­წყულ­ში და მა­შინ­ვე უერ­თდე­ბა პლუ­ტონს. ეს ას­პექ­ტი ხელს უწყობს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, თუ სად და რო­გო­რი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბია სა­ჭი­რო. შე­იძ­ლე­ბა მო­ვის­მი­ნოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ან ცვლი­ლე­ბე­ბი. სა­სურ­ვე­ლია ჩა­უღ­რმავ­დეთ თქვენს ემო­ცი­ებს და გა­ი­გოთ, რა გა­წუ­ხებთ სი­ნამ­დვი­ლე­ში. ეს ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს კარ­გი დრო ხან­გრძლი­ვი კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად.
  • 29 იან­ვარს, 16:36 ​​სა­ათ­ზე გვე­ლო­დე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა მერ­წყულ­ში და ამა­ვე დღეს იწყე­ბა აღ­მო­სავ­ლუ­რი ახა­ლი წელი. ამ მო­მენ­ტი­დან, წლის მბრძა­ნე­ბე­ლი მწვა­ნე ხის გვე­ლი ხდე­ბა და იმე­ფებს 2026 წლის 17 თე­ბერ­ვლამ­დე. ტრა­დი­ცი­უ­ლად გვე­ლის წელი სიბ­რძნი­სა და პროგ­რე­სის დროა, ხელ­საყ­რე­ლია ბიზ­ნე­სი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის­თვის, ასე­ვე სამ­ყა­როს შე­სას­წავ­ლად ინ­ტუ­ი­ცი­ი­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის. ჩი­ნურ ზო­დი­ა­ქო­ში გვე­ლი ით­ვლე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე იდუ­მალ და ღრმა ნიშ­ნად, ის ინ­ტუ­ი­ცი­ის, იდუ­მა­ლე­ბი­სა და მის­ტი­კის სიმ­ბო­ლოა.
  • 30 იან­ვარს მზე ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია რეტ­რო იუ­პი­ტერ­თან. ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან უფრო კე­თი­ლე­ბი და გუ­ლუხ­ვე­ბი. უმე­ტე­სო­ბას გან­წყო­ბა პო­ზი­ტი­უ­რია, მიდ­რე­კი­ლია დახ­მა­რე­ბი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­კენ. ამ დღეს ხელ­საყ­რე­ლია უცხო­ეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა და მფარ­ვე­ლო­ბის ძი­ე­ბა და მი­ღე­ბა.
  • 31 იან­ვარს ვე­ნე­რა­სა და ნეპ­ტუ­ნის ას­პექტს მო­აქვს სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, სი­ხა­რუ­ლი და ჰარ­მო­ნია. კონ­ფლიქ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბა გან­მუხ­ტუ­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და კრე­ა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი.

მშვიდ, ბედ­ნი­ერ და წარ­მა­ტე­ბულ იან­ვარს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორი იქნება 2025 წლის პირველი თვე, იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები

როგორი იქნება 2025 წლის პირველი თვე, იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები

გილოცავთ ახალი 2025 წლის დადგომას, ბედნიერი და წარმატებული წელი გქონდეთ, ახლა კი ვნახოთ, რა გვიმზადებენ პლანეტები წლის პირველ თვეს...

2025 წლის პირველიდან ხუთ იანვრამდე ცაში ყალიბდება მძლავრი ასპექტი - ოპოზიცია მერწყულში მყოფ პლუტონსა და ლომში მყოფ რეტროგრადულ მარსთან. ეს ინტენსიური ენერგიის დროა, როდესაც ფარული დაძაბულობა და წინააღმდეგობები ზედაპირზე გამოდის, ითხოვს ყურადღებას და დამუშავებას. იქნება დაპირისპირება ინდივიდუალურ ძალასა და კოლექტიურ პროცესებს შორის, კონტროლის სურვილსა და თავისუფლების მოთხოვნილებას შორის. ეს არის დრო, როდესაც შიდა კონფლიქტი შეიძლება გამოვლინდეს გარე მოვლენებით.

  • 3 იანვარს ვენერა მთელი თვით გადადის თევზებში, პლანეტის ეს ტრანზიტი თქვენს პირად ცხოვრებაში სინაზეს და რომანტიკას შემოიტანს. ფინანსურად წარმატებული პერიოდია ხელოვანი ადამიანებისთვის და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულებისთვის.
  • 6 იანვარს მერკური და ნეპტუნი ქმნიან დაძაბულ ასპექტს, - საკმაოდ რთულ ფსიქოლოგიურ კლიმატს. ამ დღეს კომუნიკაციის ეფექტურობა იკლებს, რადგან ადამიანები უფრო დაუცველები და შეურაცხყოფისკენ მიდრეკილნი ხდებიან. მარტივად რომ აგიხსნათ, გარშემო მყოფებს არ ესმით რასაც ამბობთ. ამასთან არის ილუზიებში გადავარდნის ალბათობა.
  • 8 იანვარს მერკური თხის რქაში გადავა 28 იანვრამდე, ყურადღებას გაამახვილებთ კონკრეტულ ამოცანებზე, დაგეგმვასა და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაზე. ამ დროს ფსიქიკური პროცესები და კომუნიკაციები სერიოზულ, საქმიან ხასიათს იძენს. თხის რქაში მერკურის ენერგია ხელს უწყობს რეალისტური გეგმების შედგენას, ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობას და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას.

2025 წლის 12 იანვრიდან კარმული კვანძები ქალწული-თევზების ღერძზე გადადიან მომდევნო 1,5 წლით. ასევე ამ დღეს, მარსისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გადააკეთოთ ძველი ისტორიები ახლებურად და მოერგოთ ახალ ცხოვრებისეულ რეალობას.

ისევ კარმულ კვანძებს მივუბრუნდეთ, აღმავალი მთვარის კვანძი თევზებში გაგვიძლიერებს ინტუიციას, მოგვიტანს სულიერად განვითარების მოთხოვნას და სიცოცხლის დინებას ნდობის უნარს. გვაიძულებს ვეძიოთ უფრო ღრმა მნიშვნელობა, თავი დავანებოთ კონტროლს და გავხსნათ ჩვენი გული თანაგრძნობისა და სიყვარულისთვის. ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია ოცნებები, კრეატიულობა და იმის გაგება, რომ რაციონალური სამყაროს საზღვრებს მიღმა დევს ახალი შესაძლებლობები. ხოლო დაღმავალი კვანძი ქალწულში შეგვახსენებს, რომ წინსვლისთვის აუცილებელია პერფექციონიზმის, კრიტიკის და წვრილმანებისადმი მიჯაჭვულობის მიტოვება. მიუხედავად იმისა, რომ წესრიგი და სტრუქტურა მნიშვნელოვანი რჩება, დეტალებზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება შეზღუდოს წინსვლა. ეს კარმული კვანძი გვასწავლის დაბალანსებას პრაქტიკულობასა და ნდობას შორის, არ დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება ყოველთვის არ ემორჩილება ლოგიკას.

  • 13 იანვარს მზის რეტრო ურანთან ჰარმონიული ასპექტი ხელს უწყობს პიროვნების თვითგამოხატვას. აძლიერებს გამჭრიახობას და კრეატიულობას. კარგი დღეა „ურანის“ პროფესიის მქონე ადამიანებისთვის (პროგრამისტები, ელექტრიკოსები, ინჟინრები, ასტროლოგები, ავიაციის სპეციალისტები).
  • 14 იანვარს 02:26-ზე სავსემთვარეობა გველოდება ემოციურ კირჩხიბში. ეს ასპექტი შეგვახსენებს მჭიდრო კავშირების და შინაგანი ჰარმონიის მნიშვნელობას. სავსემთვარეობა მოგცემთ შანსს გადახედოთ წარსულის შეცდომებს და თავდაჯერებულად წახვიდეთ წინ.
  • 15-16 იანვარი შფოთვითი დღეებია, რადგან ვენერა აყალიბებს დაძაბულობას რეტრო იუპიტერთან, ხოლო მზე ოპოზიციაშია რეტრო მარსთან. ამ დღეებს მოაქვს კონფლიქტური ენერგიების ნაზავი, რადგან ემოციები, მოქმედებები და სურვილები აწყდებიან შეზღუდვებს. ვენერას კვადრატული რეტრო იუპიტერი ხაზს უსვამს უთანხმოებებს ურთიერთობებში, ფინანსურ საკითხებსა და პირად ფასეულობებში.

მზისა და რეტროგრადული მარსის ასპექტი მიუთითებს კონფლიქტს მოქმედებასა და პირად ნებას შორის. თქვენი რეალური სურვილების გაცნობიერება და მოთმინება დაგეხმარებათ გაიაროთ ეს პერიოდი მინიმალური დანაკარგებით და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილებით.

  • 17 იანვარს მზისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი მოიტანს სურვილს, სიძლიერეს, ენერგიას, პოზიტიურ განწყობას, შთაგონებას და წახალისებას, ეს ყველაფერი დაკავშირებულია რაღაცის გაკეთების სურვილთან და შესაძლებლობასთან.
  • 19 იანვარს ვენერა სატურნს უერთდება. ხელსაყრელი დროა სერიოზული დისკუსიებისთვის, კონტრაქტების გასაფორმებლად ან ფინანსური საკითხების გარკვევისთვის. კომუნიკაციის სიმარტივე ხელს უწყობს რთული საკითხების გადაჭრას და კომპრომისების პოვნას; განსაკუთრებით წყვილებში.
  • 20 იანვრიდან მზე სერიოზული თხის რქიდან თავისუფლებისმოყვარე და ინოვაციურ მერწყულში გადადის. ეს გადასვლა იდეებისა და ორიგინალურობის პერიოდს იწყებს. მერწყული შთაგვაგონებს არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და ახალი მიდგომების ძიებას.
  • 23 იანვარს რეტრო მარსი მერკურისთან ოპოზიციაშია და რეტრო ურანთან - ჰარმონიულ ასპექტში. გამოიყენეთ ეს დღე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, მაგრამ მოემზადეთ კომპრომისული გადაწყვეტილებებისთვის. ამ შემთხვევაში ფინანსური საკითხები კონსტრუქციულად მოგვარდება და თქვენი იდეები მხარდაჭერას იპოვის.
  • 25-26 იანვარს ვენერა რეტრო ურანთან და რეტრო მარსთან ჰარმონიულ კონფიგურაციას აყალიბებს. იქნება ვნების, კრეატიულობისა და მოულოდნელობების ენერგია, რაც იძლევა კავშირების დამყარების, გაუგებრობების გარკვევისა და საერთო ენის პოვნის შანსს. მერკური აყალიბებს ჰარმონიულ ასპექტს ნეპტუნთან ამ დღეს, რაც აძლიერებს ინტუიციურ აღქმას და კრეატიულობას. ეს არის შთაგონების, მოულოდნელი შანსებისა და სენსორულ-ემოციურ სფეროში ჩაღრმავების დრო.
  • 28 იანვარს მერკური გადადის მერწყულში და მაშინვე უერთდება პლუტონს. ეს ასპექტი ხელს უწყობს იმის გაცნობიერებას, თუ სად და როგორი ტრანსფორმაციებია საჭირო. შეიძლება მოვისმინოთ მოულოდნელი განცხადებები ან ცვლილებები. სასურველია ჩაუღრმავდეთ თქვენს ემოციებს და გაიგოთ, რა გაწუხებთ სინამდვილეში. ეს ასევე შეიძლება იყოს კარგი დრო ხანგრძლივი კონფლიქტების მოსაგვარებლად ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
  • 29 იანვარს, 16:36 ​​საათზე გველოდება ახალმთვარეობა მერწყულში და ამავე დღეს იწყება აღმოსავლური ახალი წელი. ამ მომენტიდან, წლის მბრძანებელი მწვანე ხის გველი ხდება და იმეფებს 2026 წლის 17 თებერვლამდე. ტრადიციულად გველის წელი სიბრძნისა და პროგრესის დროა, ხელსაყრელია ბიზნესისა და მეწარმეობისთვის, ასევე სამყაროს შესასწავლად ინტუიციისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის. ჩინურ ზოდიაქოში გველი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ღრმა ნიშნად, ის ინტუიციის, იდუმალებისა და მისტიკის სიმბოლოა.
  • 30 იანვარს მზე ჰარმონიულ ასპექტშია რეტრო იუპიტერთან. ადამიანები ხდებიან უფრო კეთილები და გულუხვები. უმეტესობას განწყობა პოზიტიურია, მიდრეკილია დახმარებისა და თანაგრძნობისკენ. ამ დღეს ხელსაყრელია უცხოეთთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ფინანსური დახმარებისა და მფარველობის ძიება და მიღება.
  • 31 იანვარს ვენერასა და ნეპტუნის ასპექტს მოაქვს სასიამოვნო ემოციური გამოცდილება, სიხარული და ჰარმონია. კონფლიქტური ვითარება განმუხტულია, შესაძლებელია საინტერესო რომანტიკული თავგადასავლები და კრეატიული შეხედულებები.

მშვიდ, ბედნიერ და წარმატებულ იანვარს გისურვებთ!