მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება 2020  თხის წელიწადში დაბდებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით
როგორი იქნება 2020  თხის წელიწადში დაბდებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

ცვლი­ლე­ბე­ბის წე­ლია პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც და კა­რი­ე­რა­შიც. იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი. ნუ შე­აქ­ცევთ ზურგს, მათ, ვი­საც ნამ­დვი­ლად უყ­ვარ­ხართ. გა­ზა­ფხულ­ზე მე­ტად უნდა გა­მოვ­ლი­ნოთ თქვე­ნი ნიჭი. თუ შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობთ, მით უმე­ტეს. საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. თქვე­ნი კავ­ში­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ის­თვი­საა შექ­მნი­ლი. ვირ­თხის წელ­ში გე­ლო­დე­ბათ ქორ­წი­ნე­ბა, შვiლის გა­ჩე­ნა ან ახალ ბი­ნა­ში გა­დას­ვლა.

ხში­რად და­უგ­დეთ ყური ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის რჩე­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც თქვენ­თვის კარ­გი უნდა. ხან­და­ხან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა ჰა­ე­რი­ვი­თაა სა­ჭი­რო. არის შან­სი, რომ და­გა­წი­ნა­უ­რონ. ეცა­დეთ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას არ გა­უც­რუ­ოთ იმე­დი. თა­ვად მო­გე­თხო­ვე­ბათ, რომ აი­მაღ­ლოთ კვა­ლი­ფი­კა­ცია. შე­იძ­ლე­ბა კურ­სებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ზე მო­გი­წი­ოთ დას­წრე­ბამ. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რულ ქმე­დე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ფულ­თან გაქვთ საქ­მე.

თუ რე­გუ­ლა­რუ­ლად და­ის­ვე­ნებთ, ისე­ირ­ნებთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე და და­ი­ცავთ კვე­ბის რე­ჟიმს, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ გე­ლით. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სმას. და­ა­ნე­ბეთ თავი მო­წე­ვას. ჩა­ე­წე­რეთ სპორტდარ­ბაზ­ში. ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის მო­ცი­ლე­ბით მე­ტად მოხ­დე­ნი­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბით.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი ქალ­ბა­ტო­ნი თხის­თვის

მიმ­ზიდ­ვე­ლი და მო­რი­დე­ბუ­ლი ხართ, მაგ­რამ სა­დაც სა­ჭი­როა, ხა­სი­ათ­საც გა­მო­ავ­ლენთ. მთა­ვა­რია, "არ გა­ცხარ­დეთ". გა­მო­ნა­ხეთ დრო ფლირ­ტის­თვის. ხან­და­ხან ჭირ­ვე­უ­ლიც უნდა იყოთ, მაგ­რამ უფრო მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე. წარ­მა­ტე­ბა ელით ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ებს. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მოთ­ვლებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლექ­ტივ­თან. ფული ზო­მი­ე­რად უნდა ხარ­ჯოთ. კრე­დი­ტი მხო­ლოდ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ყიდ­ლად უნდა აი­ღოთ.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი თხის­თვის

საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის ყიდ­ვაც უნდა შეძ­ლოთ და ყვა­ვი­ლე­ბის მირ­თმე­ვაც. იყა­ვით მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ხში­რად და­ის­ვე­ნეთ, ისე­ირ­ნეთ ქა­ლაქ­გა­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში. თუ ადრე მთელ დროს სამ­სა­ხურს უთ­მობ­დით, წელს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც უნდა მო­ი­ცა­ლოთ. სხვა თვა­ლით უნდა შე­ხე­დოთ ცოლ­საც. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და საყ­ვა­რე­ლი ის უნდა იყოს.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი ცე­ცხლო­ვა­ნი თხის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 9. 02. 1967 - 29. 01. 1968)

თუ გა­აზ­რე­ბუ­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დებთ, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას მარ­ტი­ვად გა­არ­თმევთ თავს. უმ­ჯო­ბე­სია, პირ­ველ რიგ­ში ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლი მო­ი­წეს­რი­გოთ. და­ი­ცა­ვით კვე­ბი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მი, დი­ლა­ო­ბით ივარ­ჯი­შეთ; კარ­გია სირ­ბი­ლიც და სახ­ტუ­ნა­ოც. მეტი ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. თუ ტკი­ვილს იგ­რძნობთ წე­ლის არე­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ა­კი­თხეთ ექიმს.

ზო­გი­ერ­თი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას (ზოგ შემ­თხვე­ვა­ში და­წყე­ბას), კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და დიპ­ლო­მის აღე­ბას გა­და­წყვეტს. გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა. გაფრ­თხილ­დით, მაგ­რამ არ შე­შინ­დეთ და სა­ბუ­თებს ხელი მხო­ლოდ სან­დო იუ­რის­ტის თან­დას­წრე­ბით მო­ა­წე­რეთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი. თუ ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბას აპი­რებთ, გვერ­დით ერ­თგუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი უნდა გყავ­დეთ, მაგ­რამ წელს პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას არ გირ­ჩევთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ ზედ­მე­ტი არ წა­მოგცდეთ და მერე ბო­დი­ში არ გა­გიხ­დეთ მო­სახ­დე­ლი.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი წყლის თხის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 5. 02. 1943 - 24. 02. 1944; 1. 02. 2003 - 21. 01. 2004)

უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი თუ შეგ­ხვდე­ბათ, ისიც უმ­ნიშ­ვნე­ლო. მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და ნუ იკა­მა­თებთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის უამ­რა­ვი პერ­სპექ­ტი­ვა გაქვთ. შე­იძ­ლე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ტვირ­თის­გან, რო­მე­ლიც წინსვლა­ში გიშ­ლი­დათ ხელს. ახა­ლი იდე­ე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბათ და სამ­სა­ხურ­ში კო­ლე­გე­ბის "და­ა­ვა­დე­ბა­საც" შეძ­ლებთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი, შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც მო­გი­წი­ოთ გა­მო­ჩე­ნამ და იქ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა. მთვა­რია, მო­ე­რი­დოთ ავან­ტი­უ­რას და ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა იყოს კა­ნო­ნის დაც­ვით.

2020 წელს მე­ტად უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ კუ­ჭ­სა და გულს. გა­დატ­ვირ­თვამ შე­იძ­ლე­ბა დეპ­რე­სი­ამ­დე მი­გიყ­ვა­ნოთ. და­ის­ვე­ნეთ და სწო­რად იკ­ვე­ბეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი გა­წუ­ხებთ.

თა­ვად უნდა შეძ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რი, ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბით. სა­კუ­თარ თავს ტრანსფორ­მა­ცია უნდა მოს­თხო­ვოთ, რომ გა­ამ­ყა­როთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბა ერ­თად გა­ა­ტა­რეთ შვე­ბუ­ლე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ზღვა­ზე. ზო­გი­ერ­თი კი ბი­ნა­ში ავე­ჯის გა­ნახ­ლე­ბას გა­და­წყვეტს. მარ­ტო­ხე­ლებს მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა ელით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც რო­მან­ტი­კა­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბებ­ში გა­და­იზ­რდე­ბა.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი ხის თხის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 24. 01. 1955 - 11. 02. 1956; 19. 02. 2015 - 7.02. 2016)

კარ­გი წე­ლია გეგ­მე­ბი­სა და იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის. თუ სწო­რად გა­ა­ნა­წი­ლებთ პრი­ო­რი­ტე­ტებს, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სფე­რო. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა დაძ­ლი­ოთ სი­ზარ­მა­ცე და აპა­თია. პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი უნდა იყოთ. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­დი­ლი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბაც დაგ­ჭირ­დეთ. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბა უმ­ჯო­ბე­სია, წლის ბო­ლოს­კენ. მა­ნამ­დე ვა­ლე­ბი და კრე­დი­ტე­ბი გექ­ნე­ბათ გა­და­სა­ხა­დი. ეცა­დეთ, მო­თო­კოთ მადა და ფუ­ლის და­ზოგ­ვა შეძ­ლოთ.

2020 წელს უნდა მო­ი­ცი­ლოთ ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბი და შე­წყვი­ტოთ არა­სა­სურ­ველ ადა­მი­ა­ნებ­თან მე­გობ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­მა და მე­გობ­რებ­მა ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლონ თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბით. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სამ­სა­ხუ­რის ხში­რი ცვლა, მივ­ლი­ნე­ბა და ვი­ზე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

გა­იხ­სე­ნეთ ვარ­ჯი­შე­ბი, დი­ე­ტო­ლო­გის კვე­ბის სქე­მა. და­აპ­როგ­რა­მეთ სა­კუ­თა­რი თავი ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ენერ­გი­უ­ლო­ბა­ზე. მთა­ვა­რია, ივარ­ჯი­შოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და სა­სურ­ვე­ლია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ.

ზო­გი­ერ­თი ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან გა­და­წყვეტს შე­რი­გე­ბას და შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად ამ დროს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნიც გა­იც­ნოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ გრძნო­ბე­ბი ლო­გი­კა­სა და გა­აზ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ ნა­მუს­თან იყოთ მარ­თა­ლი.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი მი­წის თხის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 28. 01. 1979 - 15. 02. 1980)

არ უნდა იზარ­მა­ცოთ, თო­რემ და­წი­ნა­უ­რე­ბა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას ვერ მი­აღ­წევთ. ყვე­ლა­ფერ­ში და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა, რათა ენერ­გია გე­ყოთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. უნდა იზ­რუ­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. წელს ხში­რად უნდა მი­ა­კი­თხოთ კოს­მე­ტო­ლოგ­სა და დი­ე­ტო­ლოგს, თუ გსურთ, რომ გა­ი­ხან­გრძლი­ვოთ ახალ­გაზ­რდო­ბა. გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბელ ხალ­ხურ მე­თო­დებ­ზეც არ თქვათ უარი. რე­გუ­ლა­რუ­ლად და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით უნდა იკ­ვე­ბოთ. რათა თავი და­იც­ვათ გას­ტრი­ტი­სა და კუ­ჭის წყლუ­ლის­გან.

უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­ში რომ არ აღ­მოჩ­ნდეთ, მო­ე­რი­დეთ აფე­რისტ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და აგ­რეთ­ვე სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას. 2020 წელს ყვე­ლა შან­სი გაქვთ, რომ კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. უნდა და­ეყ­რდნოთ სა­კუ­თარ ცოდ­ნას, ძა­ლებს და გა­მოც­დი­ლე­ბას. ზამ­თარ­ში და ზა­ფხულ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბი. თა­ვა­დაც უნდა შე­ე­ცა­დოთ, რომ აი­მაღ­ლოთ კვა­ლი­ფი­კა­ცია. მე­ტად და­ოს­ტატ­დეთ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ფი­ნან­სებ­სა და კა­რი­ე­რა­ზე მო­მარ­თუ­ლი ნუ და­ი­ვი­წყებთ პი­რად ცხოვ­რე­ბას. ეცა­დეთ, რომ გვერ­დით თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ყე­ნოთ. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს შო­რის მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კა. შე­იძ­ლე­ბა მე­უღ­ლე თა­ვი­დან შე­გიყ­ვარ­დეთ. ზო­გი­ერ­თი ბი­ნის გა­მოც­ვლა­ზე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და მან­ქა­ნის ყიდ­ვას გა­და­წყვეტს. მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. სა­რე­მონ­ტო სა­კი­თხე­ბი უმ­ჯო­ბე­სია შვე­ბუ­ლე­ბის მერე, დას­ვე­ნე­ბულ ნერ­ვებ­ზე მო­აგ­ვა­როთ.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი მე­ტა­ლის თხის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 17. 02. 1931 - 5. 02. 1932; 15.02. 1991 - 3. 02, 1992)

წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ ყვე­ლა საქ­მე­ში, რა­საც ხელს მო­კი­დებთ. კონ­კუ­რენ­ტე­ბიც კი შოკ­ში არი­ან თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­გან. თავი უნდა და­იც­ვათ არა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის­გან. არა­მედ სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის­გან. ძა­ლი­ან მაღ­ლაც ნუ ას­წევთ ცხვირს. ეცა­დეთ, ჩა­მო­წე­როთ ყო­ვე­ლი დღის გეგ­მა და გათ­ვა­ლოთ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. თუ კარ­გად იმუ­შა­ვებთ, უფ­რო­სის და კო­ლე­გე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­საც და­იმ­სა­ხუ­რებთ. დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას აჩ­ქა­რე­ბა არ ივარ­გებს, უმ­ჯო­ბე­სია, ახ­ლო­ბელ იუ­რისტს სთხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა.

გა­მო­ნა­ხეთ დრო და მი­ხე­დეთ ჯან­მრთე­ლო­ბას. თუ ადრე უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დით სწორ კვე­ბა­სა და დას­ვე­ნე­ბას, წელს მე­ტად უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ და­ი­ცავთ რე­ჟი­მი. სხვა­თა შო­რის, შე­იძ­ლე­ბა ალერ­გია გა­მო­იწ­ვი­ოს ზო­გი­ერ­თმა ეგ­ზო­ტი­კურ­მა პრო­დუქტმა. ასე, რომ ფრთხი­ლად.

აკონ­ტრო­ლეთ ფი­ნან­სე­ბი. მო­ე­რი­დეთ მსხვილ სა­ყიდ­ლებს (თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არაა). ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას გა­და­წყვეტს. ზო­გიც მე­გობ­რის ბიზ­ნეს­შე­მო­თა­ზე­ბას მი­ი­ღებს. და­თან­ხმდით, თუ მე­გო­ბა­რი სან­დოა. ვა­ლე­ბი გა­და­ი­ხა­დეთ დრო­უ­ლად. ეცა­დეთ, მსხვი­ლი კრე­დი­ტი არ აი­ღოთ.

მარ­ტო­ხე­ლე­ბი უკვე გა­ზა­ფხულ­ზე და­წყვილ­დე­ბი­ან, როცა ქუ­ჩა­შიც და სულ­შიც რო­მან­ტი­კა და სით­ბო მო­ი­მა­ტებს. შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში გიყ­ვარ­დათ და და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ.

  • 2020 წლის ზო­გა­დი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი თხის­თვის

თქვენ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბას­თან და ერ­თგუ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს მო­უნ­დე­ბათ ისე­თი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დეთ გვერ­დით, ვი­საც სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში "ჩა­ახ­რჩო­ბენ". და­აკ­ვირ­დით გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებს. მათ შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა სათ­ქვე­ნო. რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გე­ლით მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და მივ­ლი­ნე­ბის დროს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ თქვენ­თან დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­წა­დი­ნოს თქვენ­მა ყო­ფილ­მა. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი სა­კუ­თარ გრძნო­ბებს მე­უღ­ლეს სა­ჩუქ­რე­ბით და მზრუნ­ვე­ლო­ბით და­უმ­ტკი­ცე­ბენ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებს მკაც­რად და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში უხე­შა­დაც კი მო­ექ­ცეს, მაგ­რამ ამ საქ­ცი­ელ­საც მო­ე­ძებ­ნე­ბა გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი.

  • 2020 წლის ზო­გა­დი ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი თხის­თვის

მეტი დრო და­უთ­მეთ საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას. სხვი­სი ფუ­ლის დათ­ვლა­ში დროს ნუ და­კარ­გავთ, სა­კუ­თა­რიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­მუ­შა­ოთ. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა მო­აგ­ვა­როთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას ან გა­ფარ­თო­ე­ბას აპი­რებთ. ეცა­დეთ, რომ გვერ­დით ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი გყავ­დეთ და უკვე შე­მოდ­გო­მა­ზე სარ­გე­ბელ­საც მო­გი­ტანთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუ სა­რის­კო და ავან­ტი­უ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ულუკ­მა­პუ­როდ დარ­ჩეთ.

  • 2020 წლის ზო­გა­დი კა­რი­ე­რუ­ლი პროგ­ნო­ზი თხის­თვის

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­ტუ­რა ხართ, ნი­ჭიც გაქვთ და ხში­რად თქვენს რჩე­ვას გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც კი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს უამ­რავს მი­ი­ღებთ, მთა­ვა­რია, არ იზარ­მა­ცოთ და ჩა­ერ­თოთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ნუ გექ­ნე­ბათ სხვი­სი დახ­მა­რე­ბი იმე­დი, მხო­ლოდ სა­კუ­თარ ძა­ლებ­ზე უნდა იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი, თუ გსურთ, რომ ხალ­ხმა გა­გიც­ნოთ და და­გა­ფა­სონ.

  • 2020 წლის ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი თხის­თვის

მე­ტად უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას. და­ი­ცა­ვით კვე­ბის რე­ჟი­მი. უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ზედ­მე­ტი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის დროს და აგ­რეთ­ვე, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის შეც­ვლი­სას. იყა­ვით ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი. გა­მო­ნა­ხეთ დრო ბურ­თის თა­მა­შის, თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის ან ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბის­თვის. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გა­სარ­თო­ბი. თუ ძილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა გაქვთ, ძი­ლის წინ ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მი­ი­ღეთ თბი­ლი აბა­ზა­ნა და ჩვი­ლი­ვით ჩა­გე­ძი­ნე­ბათ.

  • რა გე­ლით თხებს 2020 წელს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით

იან­ვა­რი - პო­ზი­ტი­უ­რი და სა­ხა­ლი­სო მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე თვე ელით.

თე­ბერ­ვა­ლი - წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში.

მარ­ტი - ცხოვ­რე­ბა გა­მოც­დას მო­გი­წყობთ. გწამ­დეთ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის.

აპ­რი­ლი - მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ხარ­ჯვას ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ზე.

მა­ი­სი - რო­მან­ტი­კის დროა. ზო­გი­ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტს.

ივ­ნი­სი - გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო.

ივ­ლი­სი - შე­იძ­ლე­ბა შუბ­ლით შე­ე­ჯა­ხოთ პრობ­ლე­მებს. იყა­ვით ღირ­სე­უ­ლი.

აგ­ვის­ტო - შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი.

სექ­ტემ­ბე­რი - ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით სამ­სა­ხურ­ში, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და ოჯახ­ში.

ოქ­ტომ­ბე­რი - ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ სამ­სა­ხურ­სა და სიყ­ვა­რულ­ში.

ნო­ემ­ბე­რი - ეკო­ნო­მია გმარ­თებთ, მაგ­რამ არა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

დე­კემ­ბე­რი - სტა­ბი­ლუ­რი, ბედ­ნი­ე­რი პე­რი­ო­დი და­გიდ­გათ. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის და­ჯილ­დოვ­დე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორი იქნება 2020  თხის წელიწადში დაბდებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020  თხის წელიწადში დაბდებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

ცვლილებების წელია პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. იყავით პოზიტიურად განწყობილი. ნუ შეაქცევთ ზურგს, მათ, ვისაც ნამდვილად უყვარხართ. გაზაფხულზე მეტად უნდა გამოვლინოთ თქვენი ნიჭი. თუ შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობთ, მით უმეტეს. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება დაქორწინება შემოგთავაზოთ. თქვენი კავშირი ბედნიერებისა და ჰარმონიისთვისაა შექმნილი. ვირთხის წელში გელოდებათ ქორწინება, შვiლის გაჩენა ან ახალ ბინაში გადასვლა.

ხშირად დაუგდეთ ყური ნათესავებისა და მეგობრების რჩევებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც თქვენთვის კარგი უნდა. ხანდახან ერთგული ადამიანის მხარდაჭერა ჰაერივითაა საჭირო. არის შანსი, რომ დაგაწინაურონ. ეცადეთ, ხელმძღვანელობას არ გაუცრუოთ იმედი. თავად მოგეთხოვებათ, რომ აიმაღლოთ კვალიფიკაცია. შეიძლება კურსებსა და ტრენინგებზე მოგიწიოთ დასწრებამ. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს, განსაკუთრებით, თუ ფულთან გაქვთ საქმე.

თუ რეგულარულად დაისვენებთ, ისეირნებთ სუფთა ჰაერზე და დაიცავთ კვების რეჟიმს, სერიოზული დაავადებები არ გელით. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების სმას. დაანებეთ თავი მოწევას. ჩაეწერეთ სპორტდარბაზში. ზედმეტი კილოგრამების მოცილებით მეტად მოხდენილი და თავდაჯერებული გახდებით.

  • 2020 წლის პროგნოზი ქალბატონი თხისთვის

მიმზიდველი და მორიდებული ხართ, მაგრამ სადაც საჭიროა, ხასიათსაც გამოავლენთ. მთავარია, "არ გაცხარდეთ". გამონახეთ დრო ფლირტისთვის. ხანდახან ჭირვეულიც უნდა იყოთ, მაგრამ უფრო მეტად მოსიყვარულე. წარმატება ელით ხელოვნებისა და შემოქმედებით სფეროში მოღვაწეებს. იყავით დაკვირვებული, თუ თქვენი საქმიანობა გამოთვლებთანაა კავშირში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლექტივთან. ფული ზომიერად უნდა ხარჯოთ. კრედიტი მხოლოდ უძრავი ქონების საყიდლად უნდა აიღოთ.

  • 2020 წლის პროგნოზი მამაკაცი თხისთვის

საყვარელი ქალისთვის საჩუქრების ყიდვაც უნდა შეძლოთ და ყვავილების მირთმევაც. იყავით მეტად ორიენტირებული კარიერულ წინსვლაზე. მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი. ხშირად დაისვენეთ, ისეირნეთ ქალაქგარეთ, ბუნებაში. თუ ადრე მთელ დროს სამსახურს უთმობდით, წელს საყვარელი ადამიანისთვისაც უნდა მოიცალოთ. სხვა თვალით უნდა შეხედოთ ცოლსაც. ყველაზე ლამაზი და საყვარელი ის უნდა იყოს.

  • 2020 წლის პროგნოზი ცეცხლოვანი თხისთვის (დაბადების თარიღები - 9. 02. 1967 - 29. 01. 1968)

თუ გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედებთ, ყველა უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს. უმჯობესია, პირველ რიგში ფიზიკური სხეული მოიწესრიგოთ. დაიცავით კვებისა და ძილის რეჟიმი, დილაობით ივარჯიშეთ; კარგია სირბილიც და სახტუნაოც. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თუ ტკივილს იგრძნობთ წელის არეში, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

ზოგიერთი სწავლის გაგრძელებას (ზოგ შემთხვევაში დაწყებას), კვალიფიკაციის ამაღლებას და დიპლომის აღებას გადაწყვეტს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოსალოდნელია სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება. გაფრთხილდით, მაგრამ არ შეშინდეთ და საბუთებს ხელი მხოლოდ სანდო იურისტის თანდასწრებით მოაწერეთ. შეიძლება გამოჩნდნენ ძველი პარტნიორები. თუ ახალი საქმის დაწყებას აპირებთ, გვერდით ერთგული თანამოაზრეები უნდა გყავდეთ, მაგრამ წელს პოლიტიკაში წასვლას არ გირჩევთ. დაქორწინებულებმა მაქსიმალურად უნდა გააკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ ზედმეტი არ წამოგცდეთ და მერე ბოდიში არ გაგიხდეთ მოსახდელი.

  • 2020 წლის პროგნოზი წყლის თხისთვის (დაბადების თარიღები - 5. 02. 1943 - 24. 02. 1944; 1. 02. 2003 - 21. 01. 2004)

უსიამოვნებები თუ შეგხვდებათ, ისიც უმნიშვნელო. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. განვითარებისა და წინსვლის უამრავი პერსპექტივა გაქვთ. შეიძლება გათავისუფლდეთ იმ ტვირთისგან, რომელიც წინსვლაში გიშლიდათ ხელს. ახალი იდეები გაგიჩნდებათ და სამსახურში კოლეგების "დაავადებასაც" შეძლებთ. იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი, შეიძლება მაღალ საზოგადოებაშიც მოგიწიოთ გამოჩენამ და იქ თავის დამკვიდრება. კარგ შედეგებს მოგიტანთ ხელშეკრულებების გაფორმება. მთვარია, მოერიდოთ ავანტიურას და ყველა საქმიანობა იყოს კანონის დაცვით.

2020 წელს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ კუჭსა და გულს. გადატვირთვამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ. დაისვენეთ და სწორად იკვებეთ. განსაკუთრებით, თუ შაქრიანი დიაბეტი გაწუხებთ.

თავად უნდა შეძლოთ ურთიერთობის დარეგულირება საყვარელ ადამიანთან. იყავით პოზიტიური, ხშირად გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობით. საკუთარ თავს ტრანსფორმაცია უნდა მოსთხოვოთ, რომ გაამყაროთ არსებული კავშირი. დაქორწინებულება ერთად გაატარეთ შვებულება. სასურველია, ზღვაზე. ზოგიერთი კი ბინაში ავეჯის განახლებას გადაწყვეტს. მარტოხელებს მოულოდნელი შეხვედრა ელით საინტერესო ადამიანთან, რომელიც რომანტიკასა და სასიამოვნო გრძნობებში გადაიზრდება.

  • 2020 წლის პროგნოზი ხის თხისთვის (დაბადების თარიღები - 24. 01. 1955 - 11. 02. 1956; 19. 02. 2015 - 7.02. 2016)

კარგი წელია გეგმებისა და იდეების რეალიზებისთვის. თუ სწორად გაანაწილებთ პრიორიტეტებს, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური სფერო. მაქსიმალურად უნდა დაძლიოთ სიზარმაცე და აპათია. პრობლემების მოგვარებისას მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოცდილი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. კაპიტალდაბანდება უმჯობესია, წლის ბოლოსკენ. მანამდე ვალები და კრედიტები გექნებათ გადასახადი. ეცადეთ, მოთოკოთ მადა და ფულის დაზოგვა შეძლოთ.

2020 წელს უნდა მოიცილოთ ნეგატიური ფიქრები და შეწყვიტოთ არასასურველ ადამიანებთან მეგობრობა. შეიძლება ნათესავებმა და მეგობრებმა ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით. აკონტროლეთ ემოციები. მოსალოდნელია სამსახურის ხშირი ცვლა, მივლინება და ვიზების გაფორმება.

გაიხსენეთ ვარჯიშები, დიეტოლოგის კვების სქემა. დააპროგრამეთ საკუთარი თავი ჯანმრთელობასა და ენერგიულობაზე. მთავარია, ივარჯიშოთ რეგულარულად და სასურველია, პროფესიონალის ყურადღების ქვეშ.

ზოგიერთი ყოფილ შეყვარებულთან გადაწყვეტს შერიგებას და შეიძლება ზუსტად ამ დროს საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ. გახსოვდეთ, რომ გრძნობები ლოგიკასა და გააზრებას არ ექვემდებარებიან. მთავარია, საკუთარ ნამუსთან იყოთ მართალი.

  • 2020 წლის პროგნოზი მიწის თხისთვის (დაბადების თარიღები - 28. 01. 1979 - 15. 02. 1980)

არ უნდა იზარმაცოთ, თორემ დაწინაურებასა და მატერიალურ კეთილდღეობას ვერ მიაღწევთ. ყველაფერში დაიცავით ზომიერება, რათა ენერგია გეყოთ სასურველის მისაღწევად. უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. წელს ხშირად უნდა მიაკითხოთ კოსმეტოლოგსა და დიეტოლოგს, თუ გსურთ, რომ გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა. გამაახალგაზრდავებელ ხალხურ მეთოდებზეც არ თქვათ უარი. რეგულარულად და ჯანსაღი საკვებით უნდა იკვებოთ. რათა თავი დაიცვათ გასტრიტისა და კუჭის წყლულისგან.

უსიამოვნებებში რომ არ აღმოჩნდეთ, მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას და აგრეთვე საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. 2020 წელს ყველა შანსი გაქვთ, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ. უნდა დაეყრდნოთ საკუთარ ცოდნას, ძალებს და გამოცდილებას. ზამთარში და ზაფხულში მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზებები, შემოქმედებითი პროექტები. თავადაც უნდა შეეცადოთ, რომ აიმაღლოთ კვალიფიკაცია. მეტად დაოსტატდეთ თქვენს საქმიანობაში.

ფინანსებსა და კარიერაზე მომართული ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებას. ეცადეთ, რომ გვერდით თქვენთვის სასურველი ადამიანი დაიყენოთ. დაოჯახებულებს შორის მოიმატებს რომანტიკა. შეიძლება მეუღლე თავიდან შეგიყვარდეთ. ზოგიერთი ბინის გამოცვლაზე, მოგზაურობასა და მანქანის ყიდვას გადაწყვეტს. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. სარემონტო საკითხები უმჯობესია შვებულების მერე, დასვენებულ ნერვებზე მოაგვაროთ.

  • 2020 წლის პროგნოზი მეტალის თხისთვის (დაბადების თარიღები - 17. 02. 1931 - 5. 02. 1932; 15.02. 1991 - 3. 02, 1992)

წარმატებას მიაღწევთ ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. კონკურენტებიც კი შოკში არიან თქვენი პროფესიონალიზმისგან. თავი უნდა დაიცვათ არა უსიამოვნებებისგან. არამედ საკუთარი ამბიციებისგან. ძალიან მაღლაც ნუ ასწევთ ცხვირს. ეცადეთ, ჩამოწეროთ ყოველი დღის გეგმა და გათვალოთ ყოველი ნაბიჯი. თუ კარგად იმუშავებთ, უფროსის და კოლეგების პატივისცემასაც დაიმსახურებთ. დოკუმენტების გაფორმებისას აჩქარება არ ივარგებს, უმჯობესია, ახლობელ იურისტს სთხოვოთ დახმარება.

გამონახეთ დრო და მიხედეთ ჯანმრთელობას. თუ ადრე უგულებელყოფდით სწორ კვებასა და დასვენებას, წელს მეტად უნდა მოინდომოთ, რომ დაიცავთ რეჟიმი. სხვათა შორის, შეიძლება ალერგია გამოიწვიოს ზოგიერთმა ეგზოტიკურმა პროდუქტმა. ასე, რომ ფრთხილად.

აკონტროლეთ ფინანსები. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს (თუ აუცილებლობა არაა). ზოგიერთი ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს. ზოგიც მეგობრის ბიზნესშემოთაზებას მიიღებს. დათანხმდით, თუ მეგობარი სანდოა. ვალები გადაიხადეთ დროულად. ეცადეთ, მსხვილი კრედიტი არ აიღოთ.

მარტოხელები უკვე გაზაფხულზე დაწყვილდებიან, როცა ქუჩაშიც და სულშიც რომანტიკა და სითბო მოიმატებს. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში გიყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტოთ.

  • 2020 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი თხისთვის

თქვენთვის სიყვარული მზრუნველობასთან და ერთგულებასთან ასოცირდება. მარტოხელებს მოუნდებათ ისეთი ადამიანი ჰყავდეთ გვერდით, ვისაც საკუთარ გრძნობებში "ჩაახრჩობენ". დააკვირდით გარშემო ადამიანებს. მათ შორის აუცილებლად იქნება სათქვენო. რომანტიკული თავგადასავალი გელით მოგზაურობისა და მივლინების დროს. გამორიცხული არაა, რომ თქვენთან დაბრუნება მოიწადინოს თქვენმა ყოფილმა. დაქორწინებულები საკუთარ გრძნობებს მეუღლეს საჩუქრებით და მზრუნველობით დაუმტკიცებენ. ზოგიერთი შეიძლება ნათესავებს მკაცრად და ზოგ შემთხვევაში უხეშადაც კი მოექცეს, მაგრამ ამ საქციელსაც მოეძებნება გასამართლებელი საბუთი.

  • 2020 წლის ზოგადი ფინანსური პროგნოზი თხისთვის

მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას და საკუთარი ბიზნესის განვითარებას. სხვისი ფულის დათვლაში დროს ნუ დაკარგავთ, საკუთარიც შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. ფინანსური საკითხების უმეტესობა დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ. განსაკუთრებით, თუ საკუთარი საქმიანობის რეკლამირებას ან გაფართოებას აპირებთ. ეცადეთ, რომ გვერდით ერთგული პარტნიორები გყავდეთ და უკვე შემოდგომაზე სარგებელსაც მოგიტანთ თქვენი საქმიანობა. თუ სარისკო და ავანტიურულ საქმიანობაში ჩაერთვებით, შეიძლება ულუკმაპუროდ დარჩეთ.

  • 2020 წლის ზოგადი კარიერული პროგნოზი თხისთვის

შემოქმედებითი ნატურა ხართ, ნიჭიც გაქვთ და ხშირად თქვენს რჩევას გარშემო მყოფებიც კი ითვალისწინებენ. საინტერესო შემოთავაზებებს უამრავს მიიღებთ, მთავარია, არ იზარმაცოთ და ჩაერთოთ საქმიანობაში. ნუ გექნებათ სხვისი დახმარები იმედი, მხოლოდ საკუთარ ძალებზე უნდა იყოთ ორიენტირებული. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, თუ გსურთ, რომ ხალხმა გაგიცნოთ და დაგაფასონ.

  • 2020 წლის ზოგადი ჯანმრთელობის პროგნოზი თხისთვის

მეტად უნდა გაუფრთხილდეთ კუჭ-ნაწლავის სისტემას. დაიცავით კვების რეჟიმი. უსიამოვნება მოსალოდნელია ზედმეტი საკვების მიღების დროს და აგრეთვე, კლიმატური პირობების შეცვლისას. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. გამონახეთ დრო ბურთის თამაშის, თხილამურებით სრიალის ან ველოსიპედით სეირნობისთვის. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური გასართობი. თუ ძილთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, ძილის წინ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიიღეთ თბილი აბაზანა და ჩვილივით ჩაგეძინებათ.

  • რა გელით თხებს 2020 წელს თვეების მიხედვით

იანვარი - პოზიტიური და სახალისო მომენტებით აღსავსე თვე ელით.

თებერვალი - წარმატება გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

მარტი - ცხოვრება გამოცდას მოგიწყობთ. გწამდეთ საკუთარი ძალების.

აპრილი - მოერიდეთ ფულის ხარჯვას ძვირად ღირებულ ნივთებზე.

მაისი - რომანტიკის დროა. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.

ივნისი - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო.

ივლისი - შეიძლება შუბლით შეეჯახოთ პრობლემებს. იყავით ღირსეული.

აგვისტო - შანსი მოგეცემათ გაიჩინოთ ახალი მეგობრები.

სექტემბერი - ცვლილებები გელით სამსახურში, პირად ურთიერთობებში და ოჯახში.

ოქტომბერი - ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ სამსახურსა და სიყვარულში.

ნოემბერი - ეკონომია გმართებთ, მაგრამ არა ჯანმრთელობაზე.

დეკემბერი - სტაბილური, ბედნიერი პერიოდი დაგიდგათ. შესრულებული საქმეებისთვის დაჯილდოვდებით.

როგორი იქნება 2020 გველის წელიწადში დაბადებულთათვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვი

როგორი იქნება 2020 მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

"დღეს 16:30-ზე მზე გადის მიდფოინთს " - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი