ავტორი:

როგორი იქნება 2020 მამლის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 მამლის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

მამლები წარმატებას მიაღწევთ დანაკარგისა და წინაღობების გარეშე. მთელი წლის განმავლობაში გელით სასიამოვნო სიურპრიზები და შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. ყველა წამოწყებაში მარტივად დაამარცხებთ კონკურენტებს და მოშურნეებს. საქმეების რაოდენობა მოიმატებს და მათ მოგვარებას სხვას ვერ დაავალებთ, ყველაფერი თავად უნდა მოაგვაროთ. თუმცა, რაც უფრო მეტად იქნებით დაკავებული, მით მეტად მოგინდებათ დაწინაურება, მეტად მოიმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა. მატერიალურ მდგომარეობა წლის ბოლოსთვის გაგიუმჯობესდებათ, მაგრამ ნათესავებისგანაც მიიღებთ დახმარებას. შედეგად კი იყიდით სასურველ ნივთს.

ახლობლების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. შეამცირეთ კამათი და უსიამოვნება. ამბიციები პროფესიული საქმიანობისთვის შემოინახეთ. გირჩევთ, 2020 წელს დრო და ენერგია მოზომილად ხარჯოთ. ახალგაცნობილთან რომანი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს მეგობრობაში და მეგობრობა - რომანში.

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. საშიშ "სიგნალებს" უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. გამონახეთ დრო ფიზიკური აქტიურობისთვის, იკვებეთ ჯანსაღად. ვარჯიშის დროს დაიზღვიეთ თავი ტრავმებისგან. უმჯობესია, მწვრთნელის მეთვალყურებოს ქვეშ ივარჯიშოთ. ზაფხულში დაისვენეთ და იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

  • 2020 წლის პროგნოზი ქალბატონი მამლისთვის

ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებული, მამაკაცებთან კი - მკაცრი. ფული ზომიერად ხარჯეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალებს თავს ვერ დააღწევთ. გახსოვდეთ, რომ იდეალური მამაკაცები მხოლოდ კლასიკურ ნაწარმოებებში დარჩენენ, რეალურ ცხოვრებაში კი რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭოთ. რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ თქვენს მამაკაცს მით უკეთესია თქვენთვის. სამსახურის შემდეგ აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენების, ურთიერთობისა და ფლირტისთვის.

  • 2020 წლის პროგნოზი მამაკაცი მამლისთვის

მამაცსა და თავისუფლებისმოყვარეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვთ. ეს თვისება განსაკუთრებით წელს გამოგადგებათ. მეტად მიზნამიმართული უნდა იყოთ, დასახული მიზნების განხორციელება რომ შეძლოთ. სამსახურში გადაწყვეტილებების მიღება თქვენ მოგიწევთ. კარიერასა და ფინანსურ სფეროში წარმატება მხოლოდ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. დაოჯახებულმა მამაკაცებმა მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საკითხების მოგვარებას.

  • 2020 წლის პროგნოზი ცეცხლოვანი მამლისთვის (დაბადების თარიღები - 31. 01. 1957 - 17. 02. 1958; 28. 01. 2017 - 15. 01. 2018)

წელს ძლიერი უნდა იყოთ არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ხშირად მოგიწევთ რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევა და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად დიპლომატიური იყოთ. მოგიწევთ კონკურენტებთან გაბრძოლებაზე. უნდა იყოთ მეტად კრეატიული და ხშირად უნდა გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. განსაკუთრებით, თუ საზღვარგარეთ შემოგთავაზებენ მივლინებას.

მოერიდეთ კონფლქიტებს, განსაკუთრებით, არ გააღვივოთ ძველი უსიამოვნება. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. აკონტროლეთ ემოციები. თავშეკავება გმართებთ სასიყვარულო ურთიერთობაშიც. მარტოხელებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ყურადღებით იყავით, თქვენზეა დამოკიდებული თქვენი ბედი და ჰარმონია ახალ კავშირში. დაქორწინებული ნიშნები უნდა შეეცადონ, რომ მეტი კომფორტი შექმნან შინ. ეცადეთ, ნაკლებად დაუგდოთ ყური გარშემო მყოფების რჩევებს და საკუთარი გონებით იცხოვროთ. შვებულება უმჯობესია, ზღვის სანაპიროზე გაატაროთ. ზოგიერთი კი ამ დროს იდეების რეალიზებისთვის გამოიყენებს.

მატერიალური კრიზისი არ გელით, მაგრამ ეცადეთ, რომ მეტად თავშეკავებულად ხარჯოთ ფული. მოერიდეთ აზარტსა და რისკს. გაფრთხილდით, არ გახდეთ არაპატიოსანი ადამიანები მსხვერპლი. გაზაფხულსა და შემოდგომაზე სიფრთხილ გმართებთ ახალგაცნობილებთან.

ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნებები არ გელით, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ მიირთვათ ყველაფერი, რაც მოგესურვილებათ. ეს განსაკუთრებით მავნე საკვებს ეხება. გაიუმჯობესეთ ძილს რეჟიმი. ებრძოლეთ დეპრესიულ შემოტევებს. ჩაეწერეთ სპექციალისტთან კონსულტაციაზე და ნუ დაუჯერებთ მეზობლებისა და ნათესავების რჩევებს.

  • 2020 წლის პროგნოზი წყლის მამლისთვის (დაბადების თარიღები - 26. 01. 1933 - 13. 02. 1934; 23. 01. 1993 - 9. 02. 1994)

ცხოვრება სასიამოვნო მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ, მიხვდებით, რომ ზოგიერთ მოვლენას მეტად ლოიალურად უნდა შეხედოთ. შემოგთავაზებენ პერსპექტიულ სამსახურს. დაუვიწყარი მოვლენები გელით პირად ურთიერთობაშიც. მთვარია, ადეკვატურად მოიქცეთ ყველა სიტუაციაში.

ენერგიული და მხნე ხართ და უამრავ უსიამოვო სიმპტომს თავისთავად დაამარცხებთ. თუმცა, ნუ გადაიღლით თავს, მოერიდეთ უძილობას. კარგი იქნება, თუ მიიღებთ ვიტამინებს და გაიძლიერებთ იმუნიტეტს. აგრეთვე, კიდევ ერთი გაფრთხილება უნდა მოგცეთ. მაქსიმალურად მოერიდეთ ნერვიულობას, სტრესს კარგი ჯერ არავისთვის მოუტანია სიკეთე.

წინა წელთან შედარებით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მთავარია, მფლანგველობას გადაეჩვიოთ. წარმატება ელით მათ, ვინც ლატარიის ბილეთს შეიძენს. მოგებული თანხით შეძლებთ მოგზაურობას, უძრავი ქონების შეძენას. ფულთან მიმართებაში იყავით მაქსიმალულად ფრთხილი, მარტივი გადარიცხვების დროსაც კი.

2020 წელს გელით სარფიანი კონტრაქტების გაფორმება, საზღვარგარეთ - მივლინეა, შემოქმედი ადამიანები საკუთარი ნიჭის დამფასებლებს საზღვარგარეთ მოძებნიან. ეცადეთ, გაანალიზებულად იმოქმედეოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ.

პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები იქნება მაშინ, როცა თავად მოინდომებთ. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია, მაგრამ შეიძლება არასერიოზული იყოს და მხოლოდ გართობისა და დროის გატარებისთვის გამოგადგეთ. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ერთად იზრუნეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. თუ ბინის რემონტს ან სახლის მშენებლობა გაქვთ გადაწყვეტილი, უმჯობესია, პროფესიონალების დახმარებით ისარგებლოთ.

  • 2020 წლის პროგნოზი ხის მამლისთვის (დაბადების თარიღები - 13. 02. 1945 - 1. 02. 1946; 9. 02. 2005 - 28. 01. 2006)

ენერგიის დახარჯვა დაგჭირდებათ, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. საქმეები კარგად წაუვათ იურისტებს, პედაგოგებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს. საშუალება მოგეცემათ, რომ დიდი ხნის იდეები განახორციელოთ.

ნუ უგულებელყოფთ საშიშ სიმპტომებს, დაიცავით კვების რეჟიმი, გაიკაჟეთ სხეული, აიმაღლეთ იმუნიტეტი. ქრონიკული დაავადებები შეიძლება გაგიმძაფრდეთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გარშემო მყოფების მიმართ იყავით მადლიერი.

სამსახურის საქმეების მოგვარებისას მეტი დაკვირვება გმართებთ. დაესწარით სემინარებსა და კონფერენციებს. ნუ შეგეშინდებათ ფულის დაბანდება ახალ საქმეებში. მთავარია, სარფიანი იყოს. აი, მეგობრებსა და ნათესავებს ფულს ვალად ნუ მისცემეთ, თუ არ გსურთ მათთან ურთიერთობის გაფუჭება.

2020 წელს ხშირად უნდა "ჩართოთ" გონება და "გამორთოთ" ემოცია. ნუ იქნებით დაბნეული. დაკვირვება გმართებთ, როცა მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებთ. კონკურენტებთან ნუ გაართულებთ ურთიერთობას, იყავით მათ მიმართ დიპლომატიური.

სიყვარულისთვისაც უნდა გამონახოთ დრო. უპირატესობა მიანიჭეთ ადამიანის ხასიათს, განათლებას და არა სიმპათიურ გარეგნობას. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თუ სიტუაცია ჩიხშია შესული, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ.

  • 2020 წლის პროგნოზი მიწის მამლისთვის (დაბადების თარიღები - 17. 02. 1969 - 5. 02. 1970)

განწყობის ხშირი ცვლილებაც მოსალოდნელია და ფინანსური მდგომარეობისაც. ეცადეთ, არ გაუსწროთ მოვლენებს. მშვიდად დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, რომ იყავით ენერგიული, ოპტიმისტურად განწყობილი, ფიზიკურად - ჯანმრთელი და მიზანმიმართული, რომ დაიპყროთ მწვერვალები. ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნებები არ გელით, თუ გულგრილი არ იქნებით საკუთარი შეგრძნებებისადმი. გაფრთხილდით, რათა არ გაგირთულდეთ გასტრიტი, ალერგია. დაკავდით სპორტით, იკვებეთ ჯანსაღად. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი რა გემრიელია, სასარგებლო არაა.

რაც უფრო მეტად იქნებით მიზნამიმართული, მით მეტად გაიუმჯობესებთ საქმეებს სამსახურში და დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. დაისახეთ რეალური მიზანი. გახსოვდეთ, რომ რეალური, მაგრამ პატარა-პატარ ნაბიჯები დიდ შედეგებს მიაღწევთ. პოზიტიურად შეხედეთ მოვლენებს. ნუ გგონიათ, რომ გამდიდრება და კარგი მატერიალური მდგომარეობა არ გელით. პირიქით, იღბალი გულუხვია თქვენ მიმართ. იყავით ბეჯითი.

გააუმჯობესეთ ემოციური დამოკიდებულება მეუღლესთან. მთავარია, არ წამოგცდეთ ზედმეტი. განსაკუთრებით, მოშურნეებთან. 2020 წელს მეტად უნდა დაუთმოთ დრო სულიერ განვითარებას, წაიკითხეთ შესაბამისი ლიტერატურა, გაიჩინეთ სულიერი მოძღვარი.

სიყვარულისთვის ყველაზე კარგი პერიოდია გაზაფხული და შემოდგომის ბოლო. 2020 წელს მამლების უმეტესობა მნიშვენლოვან ნაბიჯს გადადგამს და დაქორწინებას გადაწყვეტს. მარტოხელებმა ხშირად უნდა ისეირნოთ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც რომანტიკული ნაცნობობა ელით. ნუ ჩაიფიქრებთ და დაგეგმავთ მომავლისთვის იმას, რისთვისაც რეალურ დროსაც კი არ მზად.

  • 2020 წლის პროგნოზი მეტალის მამლისთვის (დაბადების თარიღები - 5. 02. 1981 - 24. 01. 1982)

იმისათვის, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ, პრიორიტეტები სწორად უნდა გადაანაწილოთ. იყავით მიზნამიმართული და ისწავლეთ ის, რაც გამარჯვების მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მიაქციეთ ყურადღება გარეგნობასა და ჯანმრთელობას. ჩაიტარეთ გამოკვლევა, ჩააბარეთ ანალიზები. გამაახალგაზრდავებელი პროცედურების გაკეთება თუ გსურთ, კარდინალურ მეთოდებს უნდა ერიდოთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. განსაკუთრებით, სახიფათო გზებსა და ცუდ ამინდში.

თქვენი ფინანსური კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება თქვენს სიბეჯითესა და აქტიურობაზე. კომერსანტები ფულს დააბანდებენ საქმეში, რომელიც კარგ სარგებელს მოუტანთ. 2020 წელს გელოდებათ უამრავი სიანტერესო და დასამახსოვრებელი პროექტი, რომელიც მატერიალურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ. ზოგიერთს საინტერესო საქმიანობას შესთავაზებენ საზღვარგარეთ. განსაკუთრებით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ზოგიც ემიგრაციაზე დაფიქრდება. გაფრთხილდით, აფერისტებმა შეიძლება ოცნების კოშკები აგიგონ და არ გაებათ გონივრულად დაგებულ მახეში.

მეტი დრო უნდა დაუთმოთ ინტელექტუალურ განვითარებას. ზოგიერთი პირადი ცხოვრებას გვერდზე ჩააჩოჩებს, რათა ახალი პროექტები განახორციელოს. მეტად დაუგდეთ ყური ინტუიციას. ნათესავებთან ურთიერთობისას ნუ ეცდებით, თავი გურუდ და ყოვლისმცოდნედ მოაჩვენოთ. განსაკუთრებით, თუ ვინმე თქვენზე ასაკიანი და ჭკვიანია.

პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად სხვის დახმარებას ნუ ელით, თავად უნდა გააქტიურდეთ. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ მეგობართა წრეში გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ. დაქორწინებულთა ურთიერთობაში ისეთი შეგრძნება გაჩნდება, თითქოს ერთმანეთის გარეშე სუნთქვა გიჭირთ.

  • 2020 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი მამლისთვის

საყვარელ ადამიანს თუ ახლახან დაშორდით, ახალ პარტნიორთნ ახალი რომანის დაწყება გაგიჭირდებათ, რადგან ყველაში მოღალატეს ხედავთ. თუმცა, 2020 წელს გაქვთ შანსი, რომ რომანტიკული ნაცნობობა გააბათ. ეს უფრო საზღვარგარეთ მოგზაურობის ან დასვენების დროსაა შესაძლებელი. ადამიანს ჯერ დაუმეგობრდით, კარგად გაიცანით და მერე თქვენი ურთიერთობის სიუჟეტი ისე განვითარდება, როგორც რომანებში წერენ. დაოჯახებულები სახლში ლიდერის თვისებების გამოვლენას მოეშვით. უმჯობესია, გაითვალისწინოთ ერთმანეთის მოთხოვნები და მატივი სცეთ ერთმანეთის შეხედულებებს.

  • 2020 წლის ზოგადი ფინანსური პროგნოზი მამლისთვის

მეტად ეკონომიური უნდა იყოთ და მაღაზიაში არ შეიძინოთ ყველაფერი, რაც თვალში მოგხვდებათ. განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ ბიუჯეტს დაქორწინებული მამლები. ზაფხულში პროექტების საუკეთესოდ შესრულებისთვის ფულად ჯილდოს მიიღებთ და დასვენებას შეძლებთ. შეიძლება ხელფასი მოგემატოთ და გირჩევთ ეს თანხა საბინაო პირობების გაუმჯობესებას მოახმაროთ.

  • 2020 წლის ზოგადი კარიერული პროგნოზი მამლისთვის

საკეთილდღეო ცვლილებები გელით კარიერაში. სხვათა შორის, ძველ სამსახურშიც კი შეიძლება მიაღწიოთ წარმატებას. უსიამოვნებების მოგვარებისას ნუ ჩავარდებით პანიკაში. იყავით დაკვირვებული. შანსი მოგეცემათ მიიღოთ ახალი ცოდნა, პროფესია, გაიმდიდროთ ცოდნა. ბიზნესმენები გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ფინანსურად "შეგინახავთ" დეკემბრამდე.

  • 2020 წლის ზოგადი ჯანმრთელობის პროგნოზი მამლისთვის

ძალა, დრო და ენერგია ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უნდა დაუთმოთ. კარგია ცურვა, მზის აბაზანების მიზება, ვიტამინების დალევა. დღე ისე დაგეგმეთ, რომ დილით ვარჯიშისა და შუადღეს სადილობისთვისაც გამონახოთ დრო. არ გადაიღლოთ არ ფიზიკურად და არც ემოციურად. მეტად მოუფრთხილდით ხერხემალსა და მყესებს. უარი თქვით ცხიმიან და მლაშე საკვებზე. თუმცა, ერთი ნატეხი შოკოლადი, განწყობის გასაუმჯობესებლად, არ გაწყენთ.

  • რა გელით მამლებს 2020 წელს თვეების მიხედვით

იანვარი - გულის და არა გონების კარნახით უნდა იმოქმედოთ.

თებერვალი - მოერიდეთ შურიან გარშემო მყოფებთან თქვენს გამარჯვებებზე საუბარს.

მარტი - კარგი თვეა თამამი ქმედებებისთვის, გაბედული იდეების განხორციელებისთვის.

აპრილი - ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მაისი - მოიცილეთ შეზღუდვები და დაბრკოლებები.

ივნისი - ფული მოზომილად ხარჯეთ.

ივლისი - გაფრთხილდით, წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ.

აგვისტო - საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, მეტად იმხიარულეთ.

სექტემბერი - იმუშავეთ საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და გაბედულად იმოქმედოთ.

ოქტომბერი - გამონახეთ დრო მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

ნოემბერი - მოერიდეთ კონფლიქტებს. განსაკუთრებით, საქმიან სფეროში.

დეკემბერი - სასიხარულო თვეა. მთელი წლის შრომის შედეგს მიიღებთ.

როგორი იქნება 2020  თხის წელიწადში დაბდებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 გველის წელიწადში დაბადებულთათვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვი

როგორი იქნება 2020 მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით