მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება 2020 გველის წელიწადში დაბადებულთათვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვი
როგორი იქნება 2020 გველის წელიწადში დაბადებულთათვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვი

წლის მბრძა­ნე­ბე­ლი, ვირ­თხა გირ­ჩევთ, ის­წავ­ლოთ, იმუ­შა­ოთ და მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბის­თვის იბ­რძო­ლოთ. უნდა იაქ­ტი­უ­როთ და სხვის ზურგს არ უნდა იყოთ ამო­ფა­რე­ბუ­ლი. გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის წელი და­გიდ­გათ. უარი უნდა თქვათ იმ სი­ა­მე­ე­სა და სურ­ვი­ლებ­ზე, რაც წინსვლა­ში გიშ­ლით ხელს. ნუ გშურთ მათი, ვინც მწვერ­ვალს მი­აღ­წია, შან­სი თქვენც გაქვთ. და­ა­ბან­დეთ ფული ახალ პრო­ექ­ტებ­ში. ჩა­მო­წე­რეთ გრა­ფი­კი და არ გა­და­უხ­ვი­ოთ წე­სის­გან. ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კოთ მა­ტე­რი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ოჯახ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ გე­ლით, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ "სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა". ნუ და­უ­ჯე­რებთ "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის" ენებს. კარ­გი წე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. თუ კუჭი ან სახ­სრე­ბი გა­წუ­ხებთ, მკურ­ნა­ლო­ბას მო­მავ­ლის­თვის ნუ გა­და­დებთ. ნუ და­ი­ვი­წყებთ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს; ხში­რად და­ეს­წა­რით კინო და თე­ატ­რა­ლურ პრე­მი­ე­რებს.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი ქალ­ბა­ტო­ნი გვე­ლის­თვის

თქვენ სირ­თუ­ლე­ე­ბი არ გა­ში­ნებთ. იცით, რომ ნე­ბის­მი­ერს გა­უმკლავ­დე­ბით და წელ­საც ასე იქ­ნე­ბა. წელს სწრა­ფად უნდა შეძ­ლოთ სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და გა­რე­მო­ში ადაპ­ტი­რე­ბა. ენერ­გი­უ­ლად შე­უ­დე­ქით საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ის­ვე­ნოთ. სა­სურ­ვე­ლია, დრო ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­ა­ტა­როთ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მე­გობ­რო­ბით და­წყე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას რო­მან­ში გა­დაზ­რდი­ან. ეცა­დეთ, სამ­სა­ხუ­რის ამ­ბე­ბი შინ არ "მი­ი­ტა­ნოთ". ასე უფრო მშვი­დი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი გვე­ლის­თვის

იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი. სარ­ფი­ან საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარს ნუ იტყვით. მით უმე­ტეს, რომ ძალა და ინ­ტე­ლექ­ტი სა­უ­კე­თე­სო გაქვთ. მთა­ვა­რია, გარ­შე­მო მყო­ფებს სა­კუ­თა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი არ და­ა­ნახ­ვოთ. მე­ტად მო­ი­სურ­ვეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. კე­თილ­დღე­ო­ბა გქონ­დეთ სახ­ლში. ხან­და­ხან ყური უფ­როს­საც უნდა და­უგ­დოთ. თუ ბიზ­ნე­სით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, და­აკ­ვირ­დით კონ­კუ­რენ­ტებ­საც. კარ­გი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა წლის ბო­ლომ­დე გა­გიგ­რძელ­დე­ბათ.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი მე­ტა­ლის გვე­ლის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 27. 01. 1941 - 14. 02. 1942; 24.01. 2001 - 11. 02. 2002)

სა­ნამ რა­ი­მეს შეც­ვლას გა­და­წყვეტთ, კარ­გად და­ფიქ­რდით. ვირ­თხის წე­ლი­წად­ში პერ­სპექ­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. შან­სი მო­გე­ცე­მათ და­წი­ნა­ურ­დეთ კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე, გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

2020 წელს ხში­რად უნდა მო­ი­წყოთ გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი. შე­ამ­ცი­როთ საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს ზედ­მე­ტი წო­ნის დაკ­ლე­ბა­შიც და­გეხ­მა­რე­ბათ, ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბა­შიც და ნაწ­ლა­ვე­ბის ნორ­მა­ლურ მუ­შა­ო­ბა­შიც. უარი არ თქვათ ვარ­ჯიშ­ზე, დაძ­ლი­ეთ სი­ზარ­მა­ცე და კვი­რა­ში სამ­ჯერ მა­ინც ივარ­ჯი­შეთ.

ფი­ნან­სე­ბი ლა­ღად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცე­მენ. თუ ხვდე­ბით, რომ პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი ხართ, ფულს არ მო­გი­ტანთ, გა­მო­ე­თი­შეთ. კრე­დიტს აი­ღებთ სახ­ლის სა­ყიდ­ლად ან სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. შვი­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გამო ბევ­რი ფული და­გე­ხარ­ჯე­ბათ.

კარ­გი წე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის­თვის, მაგ­რამ ამას სწავ­ლა, ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბა და ადრე ნას­წავ­ლის გახ­სე­ნე­ბა დას­ჭირ­დე­ბა. პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად კარ­გი პე­რი­ო­დია შე­მოდ­გო­მა. მე­გობ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი გქონ­დეთ. თუმ­ცა, იუ­რის­ტის კონ­სულ­ტა­ცი­აც არ გა­წყენ­დათ. აი, ზა­ფხულ­ში კი უნდა და­ის­ვე­ნოთ და ორ­გა­ნიზ­მი გა­ი­კა­ჟოთ. კარგ სარ­გე­ბელს მი­ი­ღე­ბენ ის გვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც წინა წლებ­ში ფული საქ­მი­ან ბიზ­ნეს­ში და­ა­ბან­დეს. თუმ­ცა, მივ­ლი­ნე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის გამო ხარ­ჯი საგ­რძნობ­ლად გა­გეზ­რდე­ბათ.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუმ­ცა, პარტნი­ო­რის გა­ი­დე­ა­ლე­ბას არ გირ­ჩევთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­ბრუ რე­ა­ლუ­რად და­გახ­ვი­ოთ. არც მას­ზე ფუ­ლის ზედ­მეტ ხარ­ჯვას, რად­გან რო­მან­ტი­კა მალე აორ­თქლდე­ბა თა­ვად კი ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მეტი არა­ფე­რი დაგ­რჩე­ბათ. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბას გა­და­წყვე­ტენ. მო­ა­წეს­რი­გეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, თუ ოჯახ­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებთ სა­მოგ­ზა­უ­როდ გამ­გზავ­რე­ბას.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი ცე­ცხლო­ვა­ნი გვე­ლის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 18. 02. 1977 - 6. 02. 1978)

მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხართ, რაც კარ­გი თვი­სე­ბე­ბია მუ­შა­ო­ბის­თვის, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ­მა მოქ­ცე­ვამ შე­იძ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ენერ­გი­უ­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­უ­დე­ქით საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. თუ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გსურთ, არ უნდა იზარ­მა­ცოთ. იყა­ვით ზო­მი­ე­რად ეგო­ის­ტი.

წლის მმარ­თვე­ლი გირ­ჩევთ გა­უფრ­თხილ­დეთ ჯან­მრთე­ლო­ბას. ვარ­ჯი­ში და ცურ­ვა სა­უ­კე­თე­სოა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის წესს თუ არ შე­იც­ვლით, არა­ფე­რი გა­მო­ვა. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. მო­ე­რი­დეთ ცხი­მი­ა­ნი და შემ­წვა­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას. მე­ტად უნდა მო­უფრ­თხილ­დეთ ნაწ­ლა­ვებ­სა და ღვიძლს. გა­ამ­დიდ­რეთ რა­ცი­ო­ნი ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით.

2020 წელს მი­ლი­ო­ნე­რი შე­იძ­ლე­ბა ვერ გახ­დეთ, მაგ­რამ უფუ­ლოდ არ დარ­ჩე­ვით. უფრო მე­ტიც, სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ. შე­იძ­ლე­ბა ძი­რი­თა­დი სა­მუ­შა­ოს პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც და­კავ­დეთ. ფუ­ლის ცვე­ნას შე­მოდ­გო­მას და ზამ­თარ­ში და­ე­ლო­დეთ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას.

მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან. ემო­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­გი­შა­ლონ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. გაფრ­თხილ­დით, აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნის გამო არ და­კარ­გოთ თა­ნამ­დე­ბო­ბა. აგ­რეთ­ვე, დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის გა­მოც.

მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს. შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ბედს და­უ­კავ­ში­რებთ. იყა­ვით მე­ტად დამთმო­ბი და რო­მან­ტი­კუ­ლი. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მი­ი­ღეთ ადა­მი­ა­ნი ისე­თი რო­გო­რი­ცაა და ნუ ეც­დე­ბით მის გა­და­კე­თე­ბას. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან. შვე­ბუ­ლე­ბა ერ­თად გა­ა­ტა­რეთ. ეს მე­ო­რე თაფ­ლო­ბის თვე უნდა გახ­დეს თქვენ­თვის.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი წყლის გვე­ლის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 14. 02. 1953 - 10. 02. 1954; 10. 02. 2013 - 30. 01. 2014)

ბევ­რი არ ილა­პა­რა­კოთ, მხო­ლოდ ის, რისი მოს­მე­ნაც ხალ­ხს სი­ა­მოვ­ნებს. ეცა­დეთ, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი იყოთ კო­ლექ­ტივ­შიც. მო­ე­რი­დეთ შუ­რი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან და კონ­კუ­რენ­ტებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამ­წვა­ვე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ბღალ­ვა შე­უძ­ლია.

ეცა­დეთ, ყვე­ლა სფე­რო­ში, ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­აზ­რე­ბუ­ლი და გათ­ვლი­ლი გქონ­დეთ. არ გე­პა­ტი­ე­ბათ უმ­ნიშ­ვნე­ლო შეც­დო­მაც კი. გა­მოს­წო­რეთ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, მო­ას­წა­რით ის, რაც ადრე ვერ შე­ძე­ლით. პრე­მია და ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა ელით იმ გვე­ლებს, ვინც ბე­ჯი­თად იშ­რო­მებს. ეცა­დეთ, უქ­მე­ე­ბი ბუ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­როთ, ხში­რად და­ის­ვე­ნოთ. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰოლს, მო­წე­ვას. აგ­რეთ­ვე გა­დარ­ბე­ნა­ზე ჭა­მას.

სა­ფუ­ლე ცა­რი­ე­ლი იმი­ტომ კი არ გაქვთ, რომ კრე­დიტ­სა და იპო­თე­კას იხ­დით, არა­მედ იმი­ტომ, რომ ზარ­მა­ცობთ. ოც­ნე­ბას მო­ეშ­ვით და იშო­ვეთ შე­მოს­ვლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. მო­ე­რი­დეთ აზარ­ტულ თა­მა­შებს. არ ასეს­ხოთ ფული მათ, ვი­საც არ ნაკ­ლე­ბად იც­ნობთ.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ნაზი უნდა იყოთ. თუ, რა თქმა უნდა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ და­შო­რე­ბა არ გსურთ. ხში­რად შე­ეხ­მი­ა­ნეთ ნა­თე­სა­ვებს. მარ­ტო­ხე­ლებს უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თია და ადა­მი­ა­ნის შეც­ვლა - მე­ო­რე. თუ შე­გიყ­ვარ­დათ, ხან­და­ხან მისი ხუშ­ტუ­რე­ბიც უნდა აი­ტა­ნოთ. გა­ზა­ფხულ­ზე შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღეთ და სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­ემ­გზავ­რეთ. სა­სურ­ვე­ლია, ზღვა­ზე.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი ხის გვე­ლის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 2. 02. 1965 - 20. 01. 1966)

წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გე­ლით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სამ­სა­ხურ­ში - წინსვლის­თვის, კარგ შე­მოთ­ვა­ზებს მი­ი­ღებთ, მა­ტე­რი­ა­ლულ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ. ერთი სი­ტყვით, ბედ­ნი­ე­რი წელი გე­ლით, მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლის­გან არ გა­გიჟ­დეთ, უნდა იშ­რო­მოთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში წლის ბო­ლოს ისე­თი იქ­ნე­ბით, რო­გო­რიც წლის და­სა­წყის­ში ხართ.

მივ­ლი­ნე­ბე­ბი და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა გე­ლით. კა­რი­ე­რულ წინსვლას ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვით მი­აღ­წევთ. არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თგულ კო­ლე­გებ­თან. ეცა­დეთ, თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი დიდი სიფრ­თხი­ლით გა­დად­გათ. არა­ვის გა­უმ­ხი­ლოთ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა და იდე­ე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სავ­ლით ბი­ნის გა­რე­მონ­ტე­ბას ან ახა­ლი ავე­ჯის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ.

საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ყო­ვე­ლი დე­ტა­ლის გამო ნუ აკ­რი­ტი­კებთ. მის თვალ­ში მე­ტად და­ფა­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, თუ და­ეხ­მა­რე­ბით და მო­ე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბით. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და ქორ­წი­ნე­ბა გე­ლით. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ნაჩ­ქა­რე­ვი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის, 2020 წელს შექ­მნი­ლი ოჯა­ხი მყა­რი იქ­ნე­ბა.

ყვე­ლა სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბა გე­ლით, მაგ­რამ ამ მი­ზე­ზით ჯან­მრთე­ლო­ბა არ უნდა და­ი­ვი­წყოთ. ძი­ლის წინ სკვერ­ში სე­ირ­ნო­ბაც კი ჩვე­უ­ლე­ბად უნდა აქ­ცი­ოთ. არ ინერ­ვი­უ­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი წვრილ­მა­ნის გამო. სიფრ­თხი­ლე მო­გე­თხო­ვე­ბათ, მძღოლ და სპორ­ტსმენ გვე­ლებს. გაფრ­თხილ­დით და უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ზომა და­ი­ცა­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი. ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ. აგ­რეთ­ვე, მუ­შა­ო­ბი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის გამო ნუ გა­და­დებთ სა­დი­ლო­ბას.

  • 2020 წლის პროგ­ნო­ზი მი­წის გვე­ლის­თვის (და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი - 6. 02. 1989 - 26. 01. 1990)

ბუ­ნე­ბით ენერ­გი­უ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ხართ. 2020 წელს ყვე­ლა სფე­რო­ში გე­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღწ­ვა. ეცა­დეთ, ზედ­მე­ტად არ იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თარ პერ­სო­ნა­ზე და მეტი დრო და­უთ­მოთ კა­რი­ე­რულ წინსვლა­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. შე­იძ­ლე­ბა წელს რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტამ მო­გი­წი­ოთ, იყა­ვით სწრა­ფი და ლო­გი­კუ­რი.

უნდა მო­ა­წეს­რი­გოთ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო და გან­სა­კუთ­რე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის თემა. ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი, სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა წე­სად აქ­ცი­ეთ. მე­ტად მო­უფრ­თხილ­დით კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას. მი­ი­ღეთ მხო­ლოდ ის პრე­პა­რა­ტი, რა­საც ექი­მი და­გი­ნიშ­ნავთ. გა­უფრ­თხილ­დით ნერ­ვებს.

ნუ გგო­ნი­ათ თავი მეფე, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მუ­შა­სა­ვით უნდა იმუ­შა­ოთ. უფ­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას იყა­ვით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. აკონ­ტრო­ლეთ ფი­ნან­სე­ბი, რათა წლის ბო­ლოს ფუ­ლის გა­რე­შე არ დარ­ჩეთ. წლის სა­უ­კე­თე­სო სე­ზო­ნია შე­მოდ­გო­მა და გა­ზა­ფხუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში კა­რი­ე­რულ წინსვლას ელო­დეთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ზედ­მეტ­მა ამ­ბი­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა საქ­მე­ე­ბი გა­გი­ფუ­ჭოთ სამ­სა­ხურ­შიც და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. კარ­გი წე­ლია სწავ­ლის­თვის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად.

თუ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ, მე­უღ­ლე მე­ტად გა­ა­ნე­ბივ­რეთ სი­ურპრი­ზე­ბი­თა და რო­მან­ტი­კით. 2020 წელს ხში­რად მო­ა­წყვეთ პა­ტა­რა, მაგ­რამ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ასა­კო­ვა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ. შვი­ლე­ბის მი­მართ ზედ­მე­ტად მკაც­რი ნუ იქ­ნე­ბით, მათი მე­გო­ბა­რი უნდა გახ­დეთ და არა მტე­რი.

  • 2020 წლის ზო­გა­დი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი გვე­ლის­თვის

სიყ­ვა­რუ­ლი მა­შინ გეწ­ვე­ვათ, როცა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ელით. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დათ­ბე­ბა, ნაზი და ლა­მა­ზი გახ­დე­ბა. თუ პრე­ტენ­ზი­ებ­სა და კრი­ტი­კას და­ი­ვი­წყებთ, გა­ი­ჩენთ ცხოვ­რე­ბის ნამ­დვილ მე­გო­ბარს. ხში­რად მო­უს­მი­ნეთ გუ­ლის ხმას. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ და­ი­წყოთ სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი. ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვი მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც და­გეხ­მა­რე­ბათ.

  • 2020 წლის ზო­გა­დი ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი გვე­ლის­თვის

სტა­ბი­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გაქვთ. მთა­ვა­რია, ფუ­ლის უყა­ი­რა­თო ფლან­გვას, კრე­დი­ტებ­სა და ვა­ლებს გა­უმკლავ­დეთ. გაფრ­თხილ­დით, არ და­კარ­გოთ მსხვი­ლი თან­ხა. არ და­ა­ბან­დოთ ფული უსარ­გებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში. არ გა­ე­ბათ აფე­რის­ტე­ბის მიერ გო­ნივ­რუ­ლად და­გე­ბულ მა­ხე­ში.

  • 2020 წლის ზო­გა­დი კა­რი­ე­რუ­ლი პროგ­ნო­ზი გვე­ლის­თვის

წელს მე­ტად კა­რი­ე­რა­ზე მო­მარ­თუ­ლი უნდა იყოთ. შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი ნიჭი და ტა­ლან­ტიც კი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ. იყა­ვით ცნო­ბის­მოყ­ვა­რე. თუ ძველ­მა სამ­სა­ხურ­მა თავი მო­გა­ბეზ­რათ, სი­სუ­ლე­ლე არ ჩა­ი­დი­ნოთ, ჯერ ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა მო­ძებ­ნეთ და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა მერე და­წე­რეთ.

  • 2020 წლის ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი გვე­ლის­თვის

წე­ლი­წა­დის თორ­მე­ტი თვე ისე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ, რომ დას­ვე­ნე­ბის­თვი­საც დაგ­რჩეთ დრო. იან­ვარ­ში, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მერე ჩა­ი­ტა­რეთ კომ­პლექ­სუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, გა­ზა­ფხულ­ზე აი­მაღ­ლეთ იმუ­ნი­ტე­ტი. და­ი­ცა­ვით კვე­ბის, ძი­ლის რე­ჟი­მი და დი­ლა­ო­ბით ზო­მი­ე­რად ივარ­ჯი­შეთ. სი­ზარ­მა­ცემ შე­იძ­ლე­ბა დეპ­რე­სია და ძვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. და­ი­ცა­ვით პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბი, რათა ან­თე­ბი­სა და მო­წამ­ვლის­გან და­იც­ვათ თავი.

  • რა გე­ლით გვე­ლებს 2020 წელს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით

იან­ვა­რი - სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ახალ წა­მო­წყე­ბებ­ში.

თე­ბერ­ვა­ლი - რის­კის თვეა. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი სიფრ­თხი­ლით აწარ­მო­ეთ.

მარ­ტი - იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. აკონ­ტრო­ლეთ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო.

აპ­რი­ლი - გა­უ­მარ­თლებთ აქ­ტი­ურ და მი­ზან­მი­მარ­თულ ადა­მი­ა­ნებს.

მა­ი­სი - მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ აქ­ტი­უ­რო­ბას, მიჰ­ყე­ვით დი­ნე­ბას.

ივ­ნი­სი - სი­ახ­ლე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლა­ხან და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს.

ივ­ლი­სი - ცვლი­ლე­ბე­ბის დროა. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. დღე­ვან­დელ ნა­ბიჯ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი.

აგ­ვის­ტო - სტუ­დენ­ტებ­მა მეტი დრო და­უთ­მეთ სწავ­ლას. ფული სარ­ფი­ან საქ­მე­ებ­ში და­ა­ბან­დეთ.

სექ­ტემ­ბე­რი - არას­ტა­ბი­ლუ­რი თვეა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გუ­ლის კარ­ნა­ხით უნდა მი­ი­ღოთ.

ოქ­ტომ­ბე­რი - იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი მეტ დაკ­ვირ­ვე­ბას ითხოვს.

ნო­ემ­ბე­რი - მარ­ტო­ხე­ლებს ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გეწ­ვე­ვათ. ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი გახ­დე­ბა.

დე­კემ­ბე­რი - მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორი იქნება 2020 გველის წელიწადში დაბადებულთათვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვი

როგორი იქნება 2020 გველის წელიწადში დაბადებულთათვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვი

წლის მბრძანებელი, ვირთხა გირჩევთ, ისწავლოთ, იმუშაოთ და მწვერვალების დაპყრობისთვის იბრძოლოთ. უნდა იაქტიუროთ და სხვის ზურგს არ უნდა იყოთ ამოფარებული. გამარჯვებებისა და მიღწევების წელი დაგიდგათ. უარი უნდა თქვათ იმ სიამეესა და სურვილებზე, რაც წინსვლაში გიშლით ხელს. ნუ გშურთ მათი, ვინც მწვერვალს მიაღწია, შანსი თქვენც გაქვთ. დააბანდეთ ფული ახალ პროექტებში. ჩამოწერეთ გრაფიკი და არ გადაუხვიოთ წესისგან. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ნაკლები ილაპარაკოთ მატერიალურ პრობლემებსა და პირად ცხოვრებაზე. ოჯახში უსიამოვნებები არ გელით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ "სიფრთხილეს თავი არ სტკივა". ნუ დაუჯერებთ "კეთილი ადამიანების" ენებს. კარგი წელია ჯანმრთელობის გაუსაუმჯობესებლად. თუ კუჭი ან სახსრები გაწუხებთ, მკურნალობას მომავლისთვის ნუ გადადებთ. ნუ დაივიწყებთ კულტურულ ღონისძიებებს; ხშირად დაესწარით კინო და თეატრალურ პრემიერებს.

  • 2020 წლის პროგნოზი ქალბატონი გველისთვის

თქვენ სირთულეები არ გაშინებთ. იცით, რომ ნებისმიერს გაუმკლავდებით და წელსაც ასე იქნება. წელს სწრაფად უნდა შეძლოთ სიტუაციასა და გარემოში ადაპტირება. ენერგიულად შეუდექით საქმეების მოგვარებას. ზაფხულში აუცილებლად უნდა დაისვენოთ. სასურველია, დრო ზღვის სანაპიროზე გაატაროთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. მარტოხელები მეგობრობით დაწყებულ ურთიერთობას რომანში გადაზრდიან. ეცადეთ, სამსახურის ამბები შინ არ "მიიტანოთ". ასე უფრო მშვიდი იქნება თქვენი ოჯახური ცხოვრება.

  • 2020 წლის პროგნოზი მამაკაცი გველისთვის

იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი. სარფიან საქმიან შემოთავაზებაზე უარს ნუ იტყვით. მით უმეტეს, რომ ძალა და ინტელექტი საუკეთესო გაქვთ. მთავარია, გარშემო მყოფებს საკუთარი ნაკლოვანებები არ დაანახვოთ. მეტად მოისურვეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. კეთილდღეობა გქონდეთ სახლში. ხანდახან ყური უფროსსაც უნდა დაუგდოთ. თუ ბიზნესით ხართ დაკავებული, დააკვირდით კონკურენტებსაც. კარგი ფინანსური მდგომარეობა წლის ბოლომდე გაგიგრძელდებათ.

  • 2020 წლის პროგნოზი მეტალის გველისთვის (დაბადების თარიღები - 27. 01. 1941 - 14. 02. 1942; 24.01. 2001 - 11. 02. 2002)

სანამ რაიმეს შეცვლას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. ვირთხის წელიწადში პერსპექტიული სამსახური გამოგიჩნდებათ. შანსი მოგეცემათ დაწინაურდეთ კარიერულ საფეხურზე, გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი.

2020 წელს ხშირად უნდა მოიწყოთ განტვირთვის დღეები. შეამციროთ საკვების რაოდენობა. ეს ზედმეტი წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ, ენერგიის მომატებაშიც და ნაწლავების ნორმალურ მუშაობაშიც. უარი არ თქვათ ვარჯიშზე, დაძლიეთ სიზარმაცე და კვირაში სამჯერ მაინც ივარჯიშეთ.

ფინანსები ლაღად ცხოვრების საშუალებას მოგცემენ. თუ ხვდებით, რომ პროექტი, რომელშიც ჩართული ხართ, ფულს არ მოგიტანთ, გამოეთიშეთ. კრედიტს აიღებთ სახლის საყიდლად ან საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის. შვილებისა და ახლობლების გამო ბევრი ფული დაგეხარჯებათ.

კარგი წელია პროფესიული განვითარებისა და წინსვლისთვის, მაგრამ ამას სწავლა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და ადრე ნასწავლის გახსენება დასჭირდება. პირადი ბიზნესის დასაწყებად კარგი პერიოდია შემოდგომა. მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. თუმცა, იურისტის კონსულტაციაც არ გაწყენდათ. აი, ზაფხულში კი უნდა დაისვენოთ და ორგანიზმი გაიკაჟოთ. კარგ სარგებელს მიიღებენ ის გველები, რომლებმაც წინა წლებში ფული საქმიან ბიზნესში დააბანდეს. თუმცა, მივლინებისა და საქმიანი შეხვედრების გამო ხარჯი საგრძნობლად გაგეზრდებათ.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ განხორციელდება. თუმცა, პარტნიორის გაიდეალებას არ გირჩევთ. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ რეალურად დაგახვიოთ. არც მასზე ფულის ზედმეტ ხარჯვას, რადგან რომანტიკა მალე აორთქლდება თავად კი ფინანსური სირთულეების მეტი არაფერი დაგრჩებათ. დაოჯახებული ნიშნები გაფართოებას გადაწყვეტენ. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, თუ ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ აპირებთ სამოგზაუროდ გამგზავრებას.

  • 2020 წლის პროგნოზი ცეცხლოვანი გველისთვის (დაბადების თარიღები - 18. 02. 1977 - 6. 02. 1978)

მიზანმიმართული და თავდაჯერებული ხართ, რაც კარგი თვისებებია მუშაობისთვის, მაგრამ პირად ცხოვრებაში ასეთმა მოქცევამ შეიძლება დამოკიდებულება გაგიფუჭოთ საყვარელ ადამიანთან. ენერგიულად და მიზანმიმართულად შეუდექით საქმეების მოგვარებას. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა იზარმაცოთ. იყავით ზომიერად ეგოისტი.

წლის მმართველი გირჩევთ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. ვარჯიში და ცურვა საუკეთესოა, მაგრამ ცხოვრების წესს თუ არ შეიცვლით, არაფერი გამოვა. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. მოერიდეთ ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღებას. მეტად უნდა მოუფრთხილდეთ ნაწლავებსა და ღვიძლს. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.

2020 წელს მილიონერი შეიძლება ვერ გახდეთ, მაგრამ უფულოდ არ დარჩევით. უფრო მეტიც, საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. შეიძლება ძირითადი სამუშაოს პარალელურადაც დაკავდეთ. ფულის ცვენას შემოდგომას და ზამთარში დაელოდეთ. ამავე პერიოდში მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგან. ემოციებმა შეიძლება ხელი შეგიშალონ სასურველის მიღწევაში. გაფრთხილდით, აგრესიის გამოვლენის გამო არ დაკარგოთ თანამდებობა. აგრეთვე, დაგვიანებების გამოც.

მარტოხელების ცხოვრებაში რომანტიკულობა მოიმატებს. შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ. იყავით მეტად დამთმობი და რომანტიკული. და რაც ყველაზე მთავარია, მიიღეთ ადამიანი ისეთი როგორიცაა და ნუ ეცდებით მის გადაკეთებას. დაქორწინებულებმა მაქსიმალურად გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. შვებულება ერთად გაატარეთ. ეს მეორე თაფლობის თვე უნდა გახდეს თქვენთვის.

  • 2020 წლის პროგნოზი წყლის გველისთვის (დაბადების თარიღები - 14. 02. 1953 - 10. 02. 1954; 10. 02. 2013 - 30. 01. 2014)

ბევრი არ ილაპარაკოთ, მხოლოდ ის, რისი მოსმენაც ხალხს სიამოვნებს. ეცადეთ, თავშეკავებული იყოთ კოლექტივშიც. მოერიდეთ შურიან ადამიანებთან და კონკურენტებთან დამოკიდებულების გამწვავებას. განსაკუთრებით მათ, ვისაც თქვენი ავტორიტეტის შებღალვა შეუძლია.

ეცადეთ, ყველა სფეროში, ყველა დეტალი გააზრებული და გათვლილი გქონდეთ. არ გეპატიებათ უმნიშვნელო შეცდომაც კი. გამოსწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები, მოასწარით ის, რაც ადრე ვერ შეძელით. პრემია და ხელფასის მომატება ელით იმ გველებს, ვინც ბეჯითად იშრომებს. ეცადეთ, უქმეები ბუნებაში გაატაროთ, ხშირად დაისვენოთ. მოერიდეთ ალკოჰოლს, მოწევას. აგრეთვე გადარბენაზე ჭამას.

საფულე ცარიელი იმიტომ კი არ გაქვთ, რომ კრედიტსა და იპოთეკას იხდით, არამედ იმიტომ, რომ ზარმაცობთ. ოცნებას მოეშვით და იშოვეთ შემოსვლის დამატებითი წყარო. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. არ ასესხოთ ფული მათ, ვისაც არ ნაკლებად იცნობთ.

საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე და ნაზი უნდა იყოთ. თუ, რა თქმა უნდა, მასთან ურთიერთობის გაფუჭება და საბოლოოდ დაშორება არ გსურთ. ხშირად შეეხმიანეთ ნათესავებს. მარტოხელებს უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარული ერთია და ადამიანის შეცვლა - მეორე. თუ შეგიყვარდათ, ხანდახან მისი ხუშტურებიც უნდა აიტანოთ. გაზაფხულზე შვებულება აიღეთ და სამოგზაუროდ გაემგზავრეთ. სასურველია, ზღვაზე.

  • 2020 წლის პროგნოზი ხის გველისთვის (დაბადების თარიღები - 2. 02. 1965 - 20. 01. 1966)

წარმატებული წელი გელით პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, სამსახურში - წინსვლისთვის, კარგ შემოთვაზებს მიიღებთ, მატერიალულ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. ერთი სიტყვით, ბედნიერი წელი გელით, მაგრამ სიხარულისგან არ გაგიჟდეთ, უნდა იშრომოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წლის ბოლოს ისეთი იქნებით, როგორიც წლის დასაწყისში ხართ.

მივლინებები და საქმიანი შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება გელით. კარიერულ წინსვლას ზედმეტი ძალისხმევით მიაღწევთ. არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ერთგულ კოლეგებთან. ეცადეთ, თითოეული ნაბიჯი დიდი სიფრთხილით გადადგათ. არავის გაუმხილოთ თქვენი წარმატებებისა და იდეების შესახებ წინასწარ. გაუმჯობესებული მატერიალური შემოსავლით ბინის გარემონტებას ან ახალი ავეჯის შეძენას შეძლებთ.

საყვარელ ადამიანს ყოველი დეტალის გამო ნუ აკრიტიკებთ. მის თვალში მეტად დაფასებული იქნებით, თუ დაეხმარებით და მოესიყვარულებით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ქორწინება გელით. ნუ შეგეშინდებათ ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმის, 2020 წელს შექმნილი ოჯახი მყარი იქნება.

ყველა სფეროში წარმატება გელით, მაგრამ ამ მიზეზით ჯანმრთელობა არ უნდა დაივიწყოთ. ძილის წინ სკვერში სეირნობაც კი ჩვეულებად უნდა აქციოთ. არ ინერვიულოთ ნებისმიერი წვრილმანის გამო. სიფრთხილე მოგეთხოვებათ, მძღოლ და სპორტსმენ გველებს. გაფრთხილდით და უსაფრთხოების ყველა ზომა დაიცავით, განსაკუთრებით, თუ ექსტრემალური სპორტით ხართ დაკავებული. ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ. აგრეთვე, მუშაობისა და შეხვედრების გამო ნუ გადადებთ სადილობას.

  • 2020 წლის პროგნოზი მიწის გველისთვის (დაბადების თარიღები - 6. 02. 1989 - 26. 01. 1990)

ბუნებით ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. 2020 წელს ყველა სფეროში გელით წარმატების მიღწვა. ეცადეთ, ზედმეტად არ იყოთ ორიენტირებული საკუთარ პერსონაზე და მეტი დრო დაუთმოთ კარიერულ წინსვლასა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. შეიძლება წელს რთული საკითხების გადაწყვეტამ მოგიწიოთ, იყავით სწრაფი და ლოგიკური.

უნდა მოაწესრიგოთ ცხოვრების ყველა სფერო და განსაკუთრებით, ჯანმრთელობის თემა. ჯანსაღი საკვები, სუფთა ჰაერზე სეირნობა წესად აქციეთ. მეტად მოუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას. მიიღეთ მხოლოდ ის პრეპარატი, რასაც ექიმი დაგინიშნავთ. გაუფრთხილდით ნერვებს.

ნუ გგონიათ თავი მეფე, წარმატების მისაღწევად მუშასავით უნდა იმუშაოთ. უფროსთან ურთიერთობისას იყავით თავდაჯერებული. აკონტროლეთ ფინანსები, რათა წლის ბოლოს ფულის გარეშე არ დარჩეთ. წლის საუკეთესო სეზონია შემოდგომა და გაზაფხული. ამ პერიოდში კარიერულ წინსვლას ელოდეთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტმა ამბიციებმა შეიძლება საქმეები გაგიფუჭოთ სამსახურშიც და პირად ურთიერთობაშიც. კარგი წელია სწავლისთვის, ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად.

თუ დაოჯახებული ხართ, მეუღლე მეტად გაანებივრეთ სიურპრიზებითა და რომანტიკით. 2020 წელს ხშირად მოაწყვეთ პატარა, მაგრამ დასამახსოვრებელი დღესასწაულები. მეტი მზრუნველობა გმართებთ ასაკოვანი ნათესავების მიმართ. შვილების მიმართ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებით, მათი მეგობარი უნდა გახდეთ და არა მტერი.

  • 2020 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი გველისთვის

სიყვარული მაშინ გეწვევათ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დათბება, ნაზი და ლამაზი გახდება. თუ პრეტენზიებსა და კრიტიკას დაივიწყებთ, გაიჩენთ ცხოვრების ნამდვილ მეგობარს. ხშირად მოუსმინეთ გულის ხმას. დაოჯახებულებს შანსი მოგეცემათ, რომ დაიწყოთ საოჯახო ბიზნესი. ერთ-ერთი ნათესავი მატერიალურადაც დაგეხმარებათ.

  • 2020 წლის ზოგადი ფინანსური პროგნოზი გველისთვის

სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვთ. მთავარია, ფულის უყაირათო ფლანგვას, კრედიტებსა და ვალებს გაუმკლავდეთ. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ მსხვილი თანხა. არ დააბანდოთ ფული უსარგებლო პროექტებში. არ გაებათ აფერისტების მიერ გონივრულად დაგებულ მახეში.

  • 2020 წლის ზოგადი კარიერული პროგნოზი გველისთვის

წელს მეტად კარიერაზე მომართული უნდა იყოთ. შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი და ტალანტიც კი აღმოაჩინოთ. იყავით ცნობისმოყვარე. თუ ძველმა სამსახურმა თავი მოგაბეზრათ, სისულელე არ ჩაიდინოთ, ჯერ ახალი თანამდებობა მოძებნეთ და გათავისუფლების განცხადება მერე დაწერეთ.

  • 2020 წლის ზოგადი ჯანმრთელობის პროგნოზი გველისთვის

წელიწადის თორმეტი თვე ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. იანვარში, დღესასწაულების მერე ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა, გაზაფხულზე აიმაღლეთ იმუნიტეტი. დაიცავით კვების, ძილის რეჟიმი და დილაობით ზომიერად ივარჯიშეთ. სიზარმაცემ შეიძლება დეპრესია და ძველი დაავადებების გამწვავებაც კი გამოიწვიოს. დაიცავით პროფილაქტიკური ზომები, რათა ანთებისა და მოწამვლისგან დაიცვათ თავი.

  • რა გელით გველებს 2020 წელს თვეების მიხედვით

იანვარი - სიფრთხილე გმართებთ ახალ წამოწყებებში.

თებერვალი - რისკის თვეა. ფინანსური საკითხები სიფრთხილით აწარმოეთ.

მარტი - იყავით დაკვირვებული. აკონტროლეთ ცხოვრების ყველა სფერო.

აპრილი - გაუმართლებთ აქტიურ და მიზანმიმართულ ადამიანებს.

მაისი - მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, მიჰყევით დინებას.

ივნისი - სიახლეები, განსაკუთრებით ახლახან დაწყებული რომანი დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ივლისი - ცვლილებების დროა. იყავით დაკვირვებული. დღევანდელ ნაბიჯზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი.

აგვისტო - სტუდენტებმა მეტი დრო დაუთმეთ სწავლას. ფული სარფიან საქმეებში დააბანდეთ.

სექტემბერი - არასტაბილური თვეა. გადაწყვეტილებები გულის კარნახით უნდა მიიღოთ.

ოქტომბერი - იყავით მიზანმიმართული. სამსახურის საქმეები მეტ დაკვირვებას ითხოვს.

ნოემბერი - მარტოხელებს ახალი სიყვარული გეწვევათ. ზოგიერთი მშობელი გახდება.

დეკემბერი - მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.

როგორი იქნება 2020 მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

"დღეს 16:30-ზე მზე გადის მიდფოინთს " - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

რა ელით  2020 წელს ვირთხის წელიწადში დაბადებულებს - აღმოსავლური პროგნოზი