ნუ გგონიათ, რომ მშვიდი და გაწონასწორებული წელი გექნებათ. მოემზადეთ, ხშირად მოგიწევთ საკუთარი თავისა და ძალების გამოცდა. ნათელი ფერები შეიძლება მუქი ფერებით შეიცვალოს. ნუ შეშინდებით, რთულ მომენტებში თქვენ გვერდით ახლობლები იქნებიან. რომლებიც რჩევითაც და ფულითაც დაგეხმარებიან.
საინტერესო მომენტებით აღსავსე წელი გელით. ხშირად დაესწარით კონფერენციებს, სემინარებს, მივლინებებს. კოლეგებმა შეიძლება მოგბაძონ. დაქორწინებულმა ნიშნებმა შეიძლება კიდევ ერთი სამსახური დაიწყონ. ეს იმისთვის, რომ ოჯახის წევრების გამოკვება და ჩაცმა-დახურვა შეძლოთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით. მთავარია, გულის ხმას მოუსმინოთ.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აუცილებელი არაა, მკაცრი რეჟიმით იცხოვროთ, მაგრამ კვების რეჟიმის დაცვა და ზომიერი ვარჯიში აუცილებელიც კია. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები, რათა დეპრესიამდე არ მიიყვანოთ საკუთარი თავი. ზაფხული აუცილებლად გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ზღვის ნაპირით ან სოფლის პეიზაჟით დატკბით. კარგად დაგამახსოვრდებათ წლის განმავლობაში ექსკურსიები და თევზაობა.
ცვლილებები და რომანტიკული თავგადასავლებით მდიდარი წელი გელით. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. თუმცა, ძალიან ნუ გათამამდებით, თუ წარმატება თავში აგივარდებათ და აღარ იმუშავებთ, ერთიანად ძირს დაენარცხებით და ყველაფერს დაკარგავთ. 2020 წელს მხოლოდ ფლირტის კი არა, ოჯახის შექმნის სურვილიც გაგიჩნდებათ. იღბალი ხშირად შეგახვედრებთ საინტერესო მამაკაცებს. სიფრთხილე გმართებთ სპორტული აქტივობისას.
მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო შესაძლებლობები. თქვენ გაქვთ ხალხის დარწმუნების კარგი თვისება და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა სასიკეთოდ. უნდა იზრუნოთ თქვენს ახლობლებზე და არ ეცადოთ, ვინმეს გაკიცხვა.
სიყვარულში მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ. ხშირად უნდა წახვიდეთ კომპრომისზე. იყავით პარნიორის მიმართ ერთგული და მზრუნველი. ვირთხის წელიწადში გაორმაგებულად მოგიწევთ შრომა და ახალი პროექტების განხორციელებასაც შეძლებთ.
თუ რამე ნამდვილად გსურთ, აქტიურად უნდა იმოქმედოთ. მოიცილეთ არაფრისმომცემი ადამიანები და საქმეები. იყავით მეტად მიზანმიმართული და არ გაუშვათ შანსი, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. მცირე უსიამოვნებებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს.
გაგიუმჯობესდებათ მატერალური მდგომარეობა. ყულაბა სწრაფად და უპრობლემოდ აგევსებათ. დაგროვილი ფულით კი თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთების შეძენას შეძლებთ. ბიზნესმენი ნიშნები სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. მივლინება იქნება ხშირი და თქვენთვის წარმატების მომტანი.
სამუშაო დღე ისე დაგეგმეთ ხოლმე, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. ხშირად შეხვდით ახლობლებს. არ გაართულოთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ზაფხულში შეიძლება ახლი თანამდებობის დაკავება შემოგთავაზონ. ყველაფერი დეტალურად და დაკვირვებით განიხილეთ.
სიყვარულში ხან ვნების ალში გაეხვევით და ხან ყინულივით ცივი გახდება ურთიერთობა. დღეს შეიძლება ადამიანი თავდავიწყებით შეიყვარდეთ და ხვალ მისი სახელიც კი ვერ გაიხსენოთ.
მთელი წლის განმავლობაში მაგნიტივით მიიზიდავთ შემოსავალს. რეალურად შეხედეთ საქმეებს და მხოლოდ პერსპექტიულ პროექტებში ჩაერთეთ. იყავით ზომიერად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ - უფრო მეტად. კრიტიკულ შენიშვნებზე უარყოფით რეაქცია კი არ უნდა გქონდეთ, უნდა გაითვალისწინოთ და გამოასწოროთ. კონკურეტებთანაც კი ღიმილიანი და დიპლომატიური უნდა იყოთ.
ყველა საქმის მოსწრება გსურთ, მაგრამ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოთ. გადახედეთ გრაფიკს, გამოძებნეთ დრო დასვენებისთვის. სწორი კვება თქვენთვის აქტუალური უნდა გახდეს. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებების "თაიგულით" ხართ დაჯილდოებული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ეცადეთ, თანხა სარფიან საქმეებში დააბანდოთ. აგრეთვე, საჭირო და ხარისხიანი ნივთები შეიძინოთ. აკონტროლეთ შემოსავალი და გასავალი. მოიცილეთ ისინი, ვისაც თქვენს ხარჯზე უყვარს გართობა.
სიყვარულში ყველაფერი იდეალურად გაქვთ. მარტოხელები საბედოს შეხვდებიან. გპირდებით, რომ 2020 წელს საღამოებს ჯადოსნურად რომანტიკულ გარემოში ხშირად გაატარებთ. დაქორწინებული დრაკონების კავშირი კიდევ უფრო მყარი გახდება. ერთად გაატარეთ უქმეები, შვებულება. შანსი მოგეცემათ დაიწყოთ ან დაასრულოთ ბინაში რემონტი.
ახლობლების მიმართ ყურადღებიანი და რბილი უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტებსა და უსიამოვნებს ვერ აიცილებთ. კოლეგებს არ ესიამოვნებათ მუდმივად თქვენი კრიტიკა და ჭკუის სწავლება. ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ. შანსი მოგეცემათ გახსნათ თქვენი ბიზნესი, მეგობრები და ნათესავები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. მუშაობისას არ დაუშვათ შეცდომები. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. დაბრკოლებების გადალახვას ნუ შეუშინდებით. პირიქით, ეს პროფესიონალურად გაგზრდით.
როგორც წესი, კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევით, მაგრამ საკუთარ თავს მეტად უნდა მოუფრთხილდეთ. ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა. ეცადეთ, არ გაცივდეთ, სპორტულმა აქტიურობამ შეიძლება რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი ჩამოგაშოროთ. თუ არ იზარმაცებთ, ფინანსურად არ გაგიჭირდებათ. ეცადეთ, აქტიურობა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით, თუ ოჯახი გყავთ. ბედნიერი მომენტებით იქნება აღსავსე თქვენი პირადი ცხოვრება. დაოჯახებულებმა აკონტროლეთ ემოციებიც და ფინანსებიც მოზომილად ხარჯეთ.
მოსალოცად გაქვთ საქმე. ჯანმრთელობაც კარგი გაქვთ, სამსახურიც - პერსპექტიული და სიყვარულიც - ნამდვილი. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ ქედმაღლობაა. გარშემო მყოფებს შეიძლება თქვენი სიტყვები უხეშად და უადგილოდ მოეჩვენოთ. მეტი ზრუნველობა გმართებთ ასაკიანი ნათესავების მიმართ. მეტად გამოავლინეთ მათ მიმართ მზრუნველობა. საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. ეცადეთ, მისაბაძი მაგალითი იყოთ გარშემო მყოფებისთვის.
დაიცავით დიეტა, ივარჯიშეთ. მედიტაცია და იოგა დაგეხმარებათ ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მარტოხელებს სიყვარულის მისაზიდად ამულეტები და თილისმები დაგეხმარებათ. გაფრთხილდით, ეჭვიანობით არ დაანგიოთ ის, რასაც დღემდე აშენებდით. შეიძლება კონტრაქტი გაგიფორმოთ უცხოურმა ფირმამ. დაკვირვება გმართებთ ანგარიშებთან.
წლის დევიზად აქციეთ ფრაზა: "ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება". იყავით მეტად პოზიტიური. სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. ზოგიერთს ჩვეული სიტუაციის შეცვლა მოუნდება. შეიძლება მოულოდელად ჩაერთოთ ახალ საქმეებში, გაემგზავროთ მივლინებაში. სიფრთხილე გმართებთ საჭესთანაც და საოჯახო საქმეების შესრულებისასაც. დილაობით ივარჯიშეთ. კარგი იქნება, თუ გაიკაჟებთ სხეულს. ეს დაგეხმარებათ სეზონური ვირუსებისგან დაიხსნათ თავი. არ იზარმაცოთ, მეტად ჩაერთეთ სამსახურის საქმეების მოგვარებაში, ახალი პროექტების განხორციელებაში.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდება, როგორც დაგეგმავთ. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ზოგიერთს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს. ზოგი საოცნებო ქვეყანაში გაემგზავრება საცხოვრებლად. ეცადეთ, არ აჩქარდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.
რომანტიკული მომენტებით აღსავსე წელი დაგიდგათ. შეყვარებულების სიმრავლის მიუხედავად ერთ ადამიანთან მოგინდებათ მყარი ოჯახის შექმნა. ეცადეთ, იდეალის ძებნაში არ დაკარგოთ ის, ვინც ნამდვილად ღირებულია თქვენთვის. შეიძლება რომანტიკული გრძნობა აგენთოთ კოლეგის მიმართ. დაქორწინებულები იყავით მეტად რომანტიკული მეუღლის მიმართ. საინტერესო და რაც მთავარია, თქვენთვის მისაღები, ადამიანის გაცნობა გელით ზაფხულსა და შემოდგომაზე.
თუ სამსახურზე ხართ ჩაციკლული დროა, გვერდზეც გაიხედოთ და თუ პირადი ბინზესის დაწყება გსურთ, მეტად გააქტიურდეთ. მყარი ფუნდამენტი უნდა შექმნათ, რომ 2020 წელს დაწყებულმა საქმემ მრავალი წლის განმავლობაში მოგიტანოთ სარგებელი. დაკვირვებით გააფორმეთ ხელშეკრულებები. ეცადეთ ისე იმოქმედოთ, რომ კონკურენტები არ გაიჩინოთ. ზაფხულში აუცილებლად დაისვენთ, არ დაინანოთ ფული საკუთარი სიამოვნებისთვის.
წარმატებული წელი გელით კარიერის გაუმჯობესებისთვის. ეს შეიძლება კომერციაც იყოს და შემოქმედებაც. არ შეაჩეროთ განვითარება, გააგრძელეთ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. ეცადეთ, მიზანმიმართული იყოთ, მაგრამ საკუთარი წარმატებისთვის სხვები არ გაწიროთ.
თუ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდებით, უკეთესი იქნება. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. რეგულარულად მიიღეთ ვიტამინები, ჩაეწერეთ აუზზე. ხშირად იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. გაზაფხულზე შეიძლება გაძლიერდეს ალერგიული ფონი. ზამთარში - გაცივება. ამიტომ მიიღეთ შესაბამისი ზომები.
იანვარი - ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.
თებერვალი - მოდუნების საშუალება მოგეცემათ, დააკვირდით მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო ხდება.
მარტი - ცხოვრებას ცოტა იუმორით და ირონიითაც კი უნდა მიუდგეთ.
აპრილი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. ორჯერ დაფიქრდით, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ.
მაისი - გადახედეთ წარსულს, გაანალიზეთ რა შედეგი მიიღეთ და რისი ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ივნისი - მიხვდებით, რომ სწორ გზაზე დგახარათ და სწორად ვითარდებით.
ივლისი - დროა, ყველაზე თამამი იდეები განახორციელოთ.
აგვისტო - მოთმინებით აღიჭურვეთ და დაგროვილ საქმეებს მიხედეთ.
სექტემბერი - ნეიტრალური პერიოდია: აღზევებაც იქნება და დაცემაც.
ოქტომბერი - იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. გააუმჯობესეთ კონტაქტი ძველ კლიენტებთან.
ნოემბერი - ფორტუნა გწყალობთ, დატკბით ამ პერიოდით, მაგრამ არ იზარმაცოთ.
დეკემბერი - მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გარემოცვაში. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.