სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით
როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, 2020 წლის 25 იან­ვარს მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წე­ლი­წა­დის შე­მობ­რძა­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ვირ­თხა აღ­მო­სავ­ლურ ჰო­როს­კოპ­ში პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ჰპირ­დე­ბა იგი თა­ვის თავ­სა და 11 მე­გო­ბარ ცხო­ველს?!

2020 წელი სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა აღ­მო­სავ­ლუ­რი ნიშ­ნის­თვის. გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა შან­სი, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მდგო­მა­რე­ო­ბა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. და­მა­ტე­ბით მო­გე­თხო­ვე­ბათ მოთ­მი­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი, სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბა.

  • 2020 წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვე­ე­ბი აღ­მო­სავ­ლუ­რი ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნე­ბის­თვის

ძაღ­ლის, კურ­დღლის/კატა, ცხე­ნი­სა და თხის­თვის/ცხვა­რი მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წელი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

თქვენ­თვის კარ­გი თვე­ე­ბია: თე­ბერ­ვა­ლი, მა­ი­სი, ივ­ლი­სი, აგ­ვის­ტო, სექ­ტემ­ბე­რი და ნო­ემ­ბე­რი. ამ თვე­ებ­ში მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას საქ­მე­ებ­ში, სამ­ყა­რო გიგ­ზავ­ნით პო­ზი­ტივს, ჰარ­მო­ნი­ას. თა­ვად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ სა­სურ­ველს მი­აღ­წი­ოთ.

მო­ი­წა­დი­ნეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ნუ იქ­ნე­ბით ზე­და­პი­რუ­ლი მის მი­მართ. დრო­დად­რო უთან­ხმო­ე­ბე­ბი გე­ლით და ერ­თმა­ნე­თის სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე გა­მოც­დაც მო­გინ­დე­ბათ. ასე­თი მო­მენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად იან­ვარ­სა და აპ­რილ­ში გე­ლით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კარ­გი წე­ლია ბუ­დის ასა­შე­ნებ­ლად და შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად.

სამ­სა­ხურ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, რაც მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. მეტი დიპ­ლო­მა­ტია უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ და ნუ გგო­ნი­ათ, რომ თქვენს გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მეს სხვა გა­კე­თებს. როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მოძ­ლი­ერ­დე­ბით, მზად იყა­ვით, რომ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი შუ­რით დაბრმავ­დე­ბი­ან და თქვენ გარ­შე­მო ჭო­რე­ბი და ინ­ტრი­გე­ბი მო­ი­მა­ტებს.

2020 წელს თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უამ­რა­ვი შან­სი მო­გე­ცე­მათ. მთა­ვა­რია, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ ისი­ნი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. ეცა­დეთ, ყო­ველ­თვის გქონ­დეთ დე­ტა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი გეგ­მა და მის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დეთ. ნუ გა­ე­კი­დე­ბით ილუ­ზი­ებს, ფულ­საც და­კარ­გავთ და წარ­მა­ტე­ბა­საც.

ძაღ­ლი, კურ­დღე­ლი/კატა, ცხე­ნი და თხა/ცხვა­რი 2020 წელს კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მხო­ლოდ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა გაქვს, არ გა­და­ი­ღა­ლოთ სამ­სა­ხურ­ში. ყვე­ლა ფულს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ, დას­ვე­ნე­ბა და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა კი გჭირ­დე­ბათ. არ გას­ცეთ ფული ვალ­ში. ნუ ჩა­ი­ციკ­ლე­ბით მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე, გა­მო­ყა­ვით დრო სუ­ლი­ე­რე­ბის­თვი­საც.

  • 2020 წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვე­ე­ბი გვე­ლის, ღო­რის, მამ­ლი­სა და ვე­ფხვის­თვის

თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და­ი­სად­გუ­რებს ჰარ­მო­ნია. უამ­რა­ვი პო­ზი­ტი­უ­რი მო­მენ­ტი გე­ლით.

თქვენ­თვის კარ­გი თვე­ე­ბია: მარ­ტი, მა­ი­სი, ივ­ლი­სი, დე­კემ­ბე­რი.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში აღ­მაფ­რე­ნე­ბი­სა და და­ცე­მის­თვის მო­ემ­ზა­დეთ. ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა, რაც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა ერ­თა­დერთ უარ­ყო­ფით გრძნო­ბას­თან - ეჭ­ვი­ა­ნო­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში. არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შეც დად­გე­ბით: ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ან მშვი­დი სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

საქ­მე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის წუ­წუნს სა­ზღვა­რი არ ექ­ნე­ბა. ეცა­დეთ, დრო­დად­რო ერ­თად იმოგ­ზა­უ­როთ. თუ და­ქორ­წი­ნე­ბა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, მარტსა და დე­კემ­ბერს გირ­ჩევთ. ოქ­ტომ­ბერ­ში შე­იძ­ლე­ბა სკან­და­ლებ­ში ჩა­გით­რი­ონ. ამის მი­ზე­ზი არა­ლე­გა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლია.

გვე­ლი, ღორი, მა­მა­ლი და ვე­ფხვი და­ბა­დე­ბით ლი­დე­რე­ბი არი­ან და კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა­ში ხელი არ შე­ეშ­ლე­ბათ. ამ კუ­თხით 2020-ში გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვეა მა­ი­სი. ივ­ნის­ში არც აი­ღოთ და არც გას­ცეთ ვალი.

ოლიმპს აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­პყრობთ, მაგ­რამ ბევ­რი წი­ნა­ღო­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევთ და მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ, არ და­ნებ­დეთ. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი თან­ხა გაქვთ, ის სარ­ფი­ან საქ­მე­ში და­ა­ბან­დეთ. გარ­კვე­ულ­წი­ლად მომ­ჭირ­ნე­ო­ბაც უნდა ის­წავ­ლოთ. ხან­და­ხან ძა­ლი­ან გიყ­ვართ ფუ­ლის ფლან­გვა.

გვე­ლი, ღორი, მა­მა­ლი და ვე­ფხვი 2020 კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვით. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ კვე­ბის რა­ცი­ონს, ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ხში­რად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, წყლის პი­რას. მო­ა­წყვეთ პიკ­ნი­კე­ბი ბუ­ნე­ბა­ში.

  • 2020 წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვე­ე­ბი დრა­კო­ნის, ხა­რის, ვირ­თხი­სა და მა­ი­მუ­ნის­თვის

2019 წელს საკ­მა­რი­სი თან­ხა და­აგ­რო­ვეთ? ახა­ლი წლი­დან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, არ და­კარ­გოთ ისი­ნი, არ გახ­დეთ თაღ­ლი­თე­ბის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის მსხვერ­პლი.

თქვენ­თვის კარ­გი თვე­ე­ბია: მა­ი­სი, ივ­ნი­სი, აგ­ვის­ტო, ოქ­ტომ­ბე­რი.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უნდა აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია კონ­ფლიქ­ტე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სა­წყე­ბად და ქორ­წი­ნე­ბის­თვის კარ­გი თვე­ე­ბია: იან­ვა­რი, თე­ბერ­ვა­ლი, სექ­ტემ­ბე­რი და ნო­ემ­ბე­რი. თუ გსურთ, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აა­წყოთ, ხში­რად წა­დით კომ­პრო­მის­ზე, ნუ გა­ჯი­უტ­დე­ბით. გა­მო­ავ­ლი­ნეთ მოთ­მი­ნე­ბა და ბევრ გა­ურ­კვევ­ლო­ბას აი­რი­დებთ თა­ვი­დან.

დაგ­რო­ვი­ლი თან­ხა ეცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით არ გა­რის­კოთ ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა. ნუ და­ი­წყებთ ახალ საქ­მე­ებს და ნუ გა­ა­ფარ­თო­ებთ ბიზ­ნესს, თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ხართ გა­მარ­ჯვე­ბა­ში. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. მა­ტე­რი­ა­ლურ მო­გე­ბას მა­ის­ში ნა­ხავთ. თე­ბერ­ვალ­სა და ნო­ემ­ბერ­ში ფრთხი­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. და­აკ­ვირ­დით კონ­კუ­რენ­ტებს, რა ვი­თა­რე­ბაა თქვენ გარ­შე­მო.

დრა­კონს, ხარს, ვირ­თხა­სა და მა­ი­მუნს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ ელით. საფრ­თხეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი მე­ტა­ლის, ბას­რი საგ­ნე­ბის­გან.

2020 წელს ნა­ნატ­რი შეხ­ვედ­რა გე­ლით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან. ის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თქვე­ნი დამ­რი­გე­ბე­ლი, გურუ. დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მო­გი­წო­დოთ თქვენ­თვის რთულ პე­რი­ოდ­ში. დახ­მა­რე­ბის წყა­ლო­ბით ად­ვი­ლად გა­და­ლა­ხავთ სირ­თუ­ლე­ებს და გა­მარ­ჯვე­ბა­საც მო­ი­პო­ვებთ. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მთა­ვარ­ზე, ნუ მოც­დე­ბით წვრილ­მა­ნებ­ზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2020 წლის 25 იანვარს მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადის შემობრძანებას ველოდებით. ვირთხა აღმოსავლურ ჰოროსკოპში პირველი ნიშანია. საინტერესოა, რას ჰპირდება იგი თავის თავსა და 11 მეგობარ ცხოველს?!

2020 წელი საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ყველა აღმოსავლური ნიშნისთვის. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დამატებით მოგეთხოვებათ მოთმინების გამოვლენა, ემოციების კონტროლი, სტრესთან გამკლავება.

  • 2020 წლის წარმატებული თვეები აღმოსავლური ზოდიაქის ნიშნებისთვის

ძაღლის, კურდღლის/კატა, ცხენისა და თხისთვის/ცხვარი მეტალის თეთრი ვირთხის წელი ყველაზე წარმატებულია.

თქვენთვის კარგი თვეებია: თებერვალი, მაისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ნოემბერი. ამ თვეებში მიაღწევთ წარმატებას საქმეებში, სამყარო გიგზავნით პოზიტივს, ჰარმონიას. თავად უნდა გააქტიურდეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.

მოიწადინეთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ იქნებით ზედაპირული მის მიმართ. დროდადრო უთანხმოებები გელით და ერთმანეთის საიმედოობაზე გამოცდაც მოგინდებათ. ასეთი მომენტები ძირითადად იანვარსა და აპრილში გელით. მიუხედავად ამისა, კარგი წელია ბუდის ასაშენებლად და შვილის გასაჩენად.

სამსახურში ყურადღება მიაქციეთ ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მეტი დიპლომატია უნდა გამოავლინოთ და ნუ გგონიათ, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გაკეთებს. როცა მატერიალურად მოძლიერდებით, მზად იყავით, რომ ახლობელი ადამიანებიც კი შურით დაბრმავდებიან და თქვენ გარშემო ჭორები და ინტრიგები მოიმატებს.

2020 წელს თვითგანვითარებისთვის უამრავი შანსი მოგეცემათ. მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ ისინი. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ეცადეთ, ყოველთვის გქონდეთ დეტალურად შედგენილი გეგმა და მის მიხედვით იმოქმედეთ. ნუ გაეკიდებით ილუზიებს, ფულსაც დაკარგავთ და წარმატებასაც.

ძაღლი, კურდღელი/კატა, ცხენი და თხა/ცხვარი 2020 წელს კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მხოლოდ ერთი გაფრთხილება გაქვს, არ გადაიღალოთ სამსახურში. ყველა ფულს ვერ გამოიმუშავებთ, დასვენება და ძალების აღდგენა კი გჭირდებათ. არ გასცეთ ფული ვალში. ნუ ჩაიციკლებით მატერიალურზე, გამოყავით დრო სულიერებისთვისაც.

  • 2020 წლის წარმატებული თვეები გველის, ღორის, მამლისა და ვეფხვისთვის

თქვენს ცხოვრებაში დაისადგურებს ჰარმონია. უამრავი პოზიტიური მომენტი გელით.

თქვენთვის კარგი თვეებია: მარტი, მაისი, ივლისი, დეკემბერი.

პირად ცხოვრებაში აღმაფრენებისა და დაცემისთვის მოემზადეთ. ყველა ნეგატიური მოვლენა, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება ერთადერთ უარყოფით გრძნობასთან - ეჭვიანობასთანაა კავშირში. არჩევანის წინაშეც დადგებით: ან სასიყვარულო თავგადასავლები, ან მშვიდი სტაბილური ურთიერთობები.

საქმეების მიუხედავად, მეტი დრო უნდა დაუთმოთ რომანტიკული ურთიერთობების განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელი ადამიანის წუწუნს საზღვარი არ ექნება. ეცადეთ, დროდადრო ერთად იმოგზაუროთ. თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, მარტსა და დეკემბერს გირჩევთ. ოქტომბერში შეიძლება სკანდალებში ჩაგითრიონ. ამის მიზეზი არალეგალური შემოსავალია.

გველი, ღორი, მამალი და ვეფხვი დაბადებით ლიდერები არიან და კარიერის გაკეთებაში ხელი არ შეეშლებათ. ამ კუთხით 2020-ში განსაკუთრებით წარმატებული თვეა მაისი. ივნისში არც აიღოთ და არც გასცეთ ვალი.

ოლიმპს აუცილებლად დაიპყრობთ, მაგრამ ბევრი წინაღობის გადალახვა მოგიწევთ და მაქსიმალური მოთმინება გამოავლინეთ, არ დანებდეთ. თუ თავისუფალი თანხა გაქვთ, ის სარფიან საქმეში დააბანდეთ. გარკვეულწილად მომჭირნეობაც უნდა ისწავლოთ. ხანდახან ძალიან გიყვართ ფულის ფლანგვა.

გველი, ღორი, მამალი და ვეფხვი 2020 კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევით. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წყლის პირას. მოაწყვეთ პიკნიკები ბუნებაში.

  • 2020 წლის წარმატებული თვეები დრაკონის, ხარის, ვირთხისა და მაიმუნისთვის

2019 წელს საკმარისი თანხა დააგროვეთ? ახალი წლიდან სიფრთხილე გმართებთ, არ დაკარგოთ ისინი, არ გახდეთ თაღლითების, უბედური შემთხვევების მსხვერპლი.

თქვენთვის კარგი თვეებია: მაისი, ივნისი, აგვისტო, ოქტომბერი.

პირად ცხოვრებაში უნდა აკონტროლოთ ემოციები, ეჭვიანობა, დაუშვებელია კონფლიქტები საყვარელ ადამიანთან. ახალი ურთიერთობების დასაწყებად და ქორწინებისთვის კარგი თვეებია: იანვარი, თებერვალი, სექტემბერი და ნოემბერი. თუ გსურთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ააწყოთ, ხშირად წადით კომპრომისზე, ნუ გაჯიუტდებით. გამოავლინეთ მოთმინება და ბევრ გაურკვევლობას აირიდებთ თავიდან.

დაგროვილი თანხა ეცადეთ შეინარჩუნოთ. განსაკუთრებით არ გარისკოთ ბიზნესმენებმა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და ნუ გააფართოებთ ბიზნესს, თუ დარწმუნებული არ ხართ გამარჯვებაში. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. მატერიალურ მოგებას მაისში ნახავთ. თებერვალსა და ნოემბერში ფრთხილად და გააზრებულად იმოქმედეთ. დააკვირდით კონკურენტებს, რა ვითარებაა თქვენ გარშემო.

დრაკონს, ხარს, ვირთხასა და მაიმუნს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ ელით. საფრთხეა მოსალოდნელი მეტალის, ბასრი საგნებისგან.

2020 წელს ნანატრი შეხვედრა გელით საინტერესო ადამიანთან. ის შეიძლება გახდეს თქვენი დამრიგებელი, გურუ. დახმარების ხელი გამოგიწოდოთ თქვენთვის რთულ პერიოდში. დახმარების წყალობით ადვილად გადალახავთ სირთულეებს და გამარჯვებასაც მოიპოვებთ. იყავით მიზანმიმართული მთავარზე, ნუ მოცდებით წვრილმანებზე.

სუფრა, სამოსი, მორთულობა - რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის ღამეს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადი იღბლიანი იყოს

რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს თეთრი ვირთხის წელიწადი - გელით მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში, სამსახურში, ფინანსებში

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ თევზებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი