როგორი ადამიანები იბადებიან 14 ნოემბერს

როგორი ადამიანები იბადებიან 14 ნოემბერს

ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. სახელწოდებაც მისი სწორედ ცხრიანს უკავშირდება. (ლათ. novem – ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის – ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.

როგორია 14 ნოემბერს დაბადებული ადამიანი

14 ნოემბერს დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ თანდაყოლილი და საოცრად ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, საყვარელი ხალხის ან საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებენ. უყვართ დაკვირვება გარშემო მყოფებსა და მოვლენებზე. შემდგომ ამისა კი საკუთარი აზრების სხვებისთვის გაზიარება. გარდა ამისა, ისინი მკაცრად ცდილობენ დაიცვან ეთიკისა და მორალის ნორმები. თუმცა ზოგჯერ მათი ეს მცდელობა ზედმეტად სწორხაზოვნადაა ფორმულირებული, რის გამოც ბევრის თვალში ეს ხალხი მკაცრი და უკომპრომისო შეიძლება ჩანდეს.