პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვმართოთ მამაკაცები მათი სტიქიის მიხედვით, ინსტრუქცია ქალებისთვის
როგორ ვმართოთ მამაკაცები მათი სტიქიის მიხედვით, ინსტრუქცია ქალებისთვის

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზო­დი­ა­ქოს თორ­მე­ტი ნი­შა­ნი ოთხ მთა­ვარ სტი­ქი­ად იყო­ფა. ესე­ნია: ცე­ცხლი, ჰა­ე­რი, მიწა და წყა­ლი . ძლი­ერ­თა სქე­სიც, კონ­კრე­ტუ­ლი სტი­ქი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ი­მი­სოდ რომ მა­მა­კა­ცის ფსი­ქო­ტი­პი და მათი მო­თხოვ­ნე­ბი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით სწო­რად გან­ვსა­ზღვროთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა იგი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ოთხი­დან.

ცე­ცხლის სტი­ქია

პირ­ველ სა­მე­ულ­ში დი­ნა­მი­კუ­რი, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი და მო­უს­ვე­ნა­რი ვერ­ძე­ბი , ლო­მე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი შე­დი­ან. ამი­ტომ მათი ცე­ცხლო­ვა­ნი ხა­სი­ა­თი, მო­ი­თხოვს, რომ ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად გვერდს არა უბ­რა­ლო, სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი ქალი, არა­მედ არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი - დე­დო­ფა­ლი უმ­შვე­ნებ­დეს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ დე­დოფ­ლის უპირ­ვე­ლე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და წმინ­და­თაწ­მინ­და მო­ვა­ლე­ო­ბა მე­ფის ცო­ლო­ბაა, ვერ­ძის ლო­მის და მშვილ­დოს­ნის მე­უღ­ლეს, უპი­რო­ბოდ მო­ე­თხო­ვე­ბა ქმრის პერ­სო­ნის მხურ­ვა­ლე თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი იყოს. ამას­თან, მას უნდა გა­აჩ­ნდეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­მი და შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის კარ­გად წარ­მო­ჩე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, ოღონდ ისე რომ მე­უღ­ლის ავ­ტო­რი­ტეტს ამით ჩრდი­ლი არ მი­ად­გეს.

მი­წის სტი­ქია

ასევე დაგაინტერესებთ
15:57 / 06-10-2023

შეიძლება თუ არა არათითზე ბეჭდის ტარება?

მი­წის სტი­ქი­ის მამ­რე­ბი ანუ კუ­რო­ე­ბი , ქალ­წუ­ლე­ბი და თხის რქე­ბი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რის სა­ხით, პირ­ველ რიგ­ში სა­ნი­მუ­შო დი­ა­სახ­ლისს და კარგ "სა­ო­ჯა­ხო მე­ნე­ჯერს" ეძე­ბენ. ამ ტი­პის მა­მა­კა­ცის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის, რომ ქალი მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ტაქ­ტი­ა­ნი იყოს. ამას­თან ერ­თად, ური­გო არ იქ­ნე­ბა თუკი ამ უკა­ნას­კნელს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია და შე­მო­სავ­ლის სტა­ბი­ლუ­რი წყა­როც გა­აჩ­ნია, ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ თვი­სე­ბას­თან ერ­თად. მას ის მა­ინც უნდა შე­ეძ­ლოს, რომ მე­უღ­ლის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფული და­უ­დევ­რად არ გა­ა­ტა­ნოს ქარს და ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს.

ჰა­ე­რის სტი­ქია

რაც შე­ე­ხე­ბათ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბი ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ქვეშ და­ი­ბად­ნენ, ანუ ტყუპს , სას­წო­რებს და მერ­წყუ­ლებს , მათ­თვის ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი პირ­ველ რიგ­ში კარ­გი მე­გო­ბა­რი, თა­ნა­მო­აზ­რე და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­ნა­შემ­წე უნდა იყოს. ქალ­ბა­ტონს რო­მე­ლიც ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ მა­მა­კაცს და­უ­კავ­ში­რებს ცხოვ­რე­ბას, მე­უღ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი იდე­ის მხარ­და­ჭე­რა და მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა. ამას­თან, იგი გა­გე­ბით უნდა მო­ე­კი­დოს ქმრის ცვა­ლე­ბად, არ­ცთუ სტა­ბი­ლურ ხა­სი­ათს და გა­მუდ­მე­ბულ მო­თხოვ­ნას ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ.

წყლის სტი­ქია

აი, იმ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის კი, რომ­ლე­ბიც წყლის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნას გა­ნიც­დი­ან - ანუ სა­უ­ბა­რია კირჩხი­ბებ­ზე , მო­რი­ე­ლებ­სა და თევ­ზებ­ზე , ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად მზრუნ­ვე­ლი, გამ­გე­ბი და თა­ნამ­გრძნო­ბი უნდა იყოს, პირ­ველ რიგ­ში. წყლის სტი­ქი­ის მამ­რე­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ საყ­ვა­რელ ქალს მათ­თვის მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლის რო­ლის გარ­და, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­თავ­სე­ბაც ოს­ტა­ტუ­რად შე­ეძ­ლოს. რად­გან ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ეს მა­მა­კა­ცე­ბი მმარ­თვე­ლი სტი­ქი­ის გავ­ლე­ნით ატა­რე­ბენ გუ­ლით, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სა­ჭი­რო­ებს ჭეშ­მა­რიტ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მიდ­გო­მას და კონ­სულ­ტა­ცი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ ვმართოთ მამაკაცები მათი სტიქიის მიხედვით, ინსტრუქცია ქალებისთვის

როგორ ვმართოთ მამაკაცები მათი სტიქიის მიხედვით, ინსტრუქცია ქალებისთვის

როგორც ცნობილია, ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი ოთხ მთავარ სტიქიად იყოფა. ესენია: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი . ძლიერთა სქესიც, კონკრეტული სტიქიიდან გამომდინარე, შესაბამისი ხასიათის თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად, საიმისოდ რომ მამაკაცის ფსიქოტიპი და მათი მოთხოვნები საპირისპირო სქესის მიმართ, ასტროლოგიური თვალსაზრისით სწორად განვსაზღვროთ, აუცილებელია ვიცოდეთ კონკრეტულად, რომელ სტიქიას განეკუთვნება იგი ზემოთ ჩამოთვლილი ოთხიდან.

ცეცხლის სტიქია

პირველ სამეულში დინამიკური, ტემპერამენტიანი და მოუსვენარი ვერძები , ლომები და მშვილდოსნები შედიან. ამიტომ მათი ცეცხლოვანი ხასიათი, მოითხოვს, რომ ცხოვრების მეგზურად გვერდს არა უბრალო, საშუალოსტატისტიკური ქალი, არამედ არც მეტი, არც ნაკლები - დედოფალი უმშვენებდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დედოფლის უპირველესი დანიშნულება და წმინდათაწმინდა მოვალეობა მეფის ცოლობაა, ვერძის ლომის და მშვილდოსნის მეუღლეს, უპირობოდ მოეთხოვება ქმრის პერსონის მხურვალე თაყვანისმცემელი, გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყოს. ამასთან, მას უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული შარმი და შეეძლოს საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა საზოგადოების წინაშე, ოღონდ ისე რომ მეუღლის ავტორიტეტს ამით ჩრდილი არ მიადგეს.

მიწის სტიქია

მიწის სტიქიის მამრები ანუ კუროები , ქალწულები და თხის რქები ცხოვრების მეგზურის სახით, პირველ რიგში სანიმუშო დიასახლისს და კარგ "საოჯახო მენეჯერს" ეძებენ. ამ ტიპის მამაკაცისთვის აუცილებელია ის, რომ ქალი მშვიდი, გაწონასწორებული, მოწესრიგებული და ტაქტიანი იყოს. ამასთან ერთად, ურიგო არ იქნება თუკი ამ უკანასკნელს საკუთარი პროფესია და შემოსავლის სტაბილური წყაროც გააჩნია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებასთან ერთად. მას ის მაინც უნდა შეეძლოს, რომ მეუღლის მიერ გამომუშავებული ფული დაუდევრად არ გაატანოს ქარს და ოჯახის ბიუჯეტი რაციონალურად გამოიყენოს.

ჰაერის სტიქია

რაც შეეხებათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რომლები ჰაერის სტიქიის ქვეშ დაიბადნენ, ანუ ტყუპს , სასწორებს და მერწყულებს , მათთვის ცხოვრების მეგზური პირველ რიგში კარგი მეგობარი, თანამოაზრე და ინტელექტუალური თანაშემწე უნდა იყოს. ქალბატონს რომელიც ჰაერის სტიქიის წარმომადგენელ მამაკაცს დაუკავშირებს ცხოვრებას, მეუღლის ნებისმიერი იდეის მხარდაჭერა და მხურვალე გულშემატკივრობა მოეთხოვება. ამასთან, იგი გაგებით უნდა მოეკიდოს ქმრის ცვალებად, არცთუ სტაბილურ ხასიათს და გამუდმებულ მოთხოვნას ცვლილებების მიმართ.

წყლის სტიქია

აი, იმ მამაკაცებისთვის კი, რომლებიც წყლის სტიქიის გავლენას განიცდიან - ანუ საუბარია კირჩხიბებზე , მორიელებსა და თევზებზე , ცხოვრების მეგზური ქალბატონი მაქსიმალურად მზრუნველი, გამგები და თანამგრძნობი უნდა იყოს, პირველ რიგში. წყლის სტიქიის მამრებისთვის, აუცილებელია, რომ საყვარელ ქალს მათთვის მზრუნველი მეუღლის როლის გარდა, კვალიფიციური ფსიქოლოგის ფუნქციების შეთავსებაც ოსტატურად შეეძლოს. რადგან ემოციები, რომელსაც ეს მამაკაცები მმართველი სტიქიის გავლენით ატარებენ გულით, არცთუ იშვიათად საჭიროებს ჭეშმარიტ ფსიქოლოგიურ მიდგომას და კონსულტაციას.