მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვაქციოთ მტრები მეგობრებად, რჩევები ზოდიაქოს ნიშნებთან დასამეგობრებლად
როგორ ვაქციოთ მტრები მეგობრებად, რჩევები ზოდიაქოს ნიშნებთან დასამეგობრებლად

ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს შეხ­ვედ­რია ცხოვ­რე­ბა­ში ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც, რო­მელ­თა­ნაც ძალ­ზე რთუ­ლია სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. ზოგ­ჯერ იგი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლია, ზოგ­ჯერ – თა­ნამ­შრო­მე­ლი, ზოგ­ჯერ კი უფ­რო­სი. ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტეთ პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი გა­გიმ­ხი­ლოთ, დღე­ვან­დე­ლი მტე­რი ხვა­ლინ­დელ მე­გობ­რად რო­გორ გა­და­აქ­ცი­ოთ.

ვერძთან სი­ჯი­უ­ტე მო­თო­კეთ. არა­სო­დეს გა­ე­ჯიბ­როთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მიღ­წე­ვებ­ში, თუკი რა­მის კე­თე­ბა მას­ზე უკეთ გა­მოგ­დით, მო­ე­რი­დეთ ამის სა­ჯა­როდ აფი­ში­რე­ბას. ჰკი­თხეთ რჩე­ვა და ამ ჟეს­ტით მო­ხიბ­ლულს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და პრე­ტენ­ზი­აც დე­ლი­კა­ტუ­რად შე­ა­პა­რეთ. თუკი ვერძს ჯიბრში არ ჩა­უდ­გე­ბით, იგი ყო­ველ­თვის გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თქვენს აზრს.

კუ­როს­თან უყუ­რა­დღე­ბო­ბას, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და სი­ზარ­მა­ცეს ნუ მის­ცემთ ინ­ტენ­სი­ურ ხა­სი­ათს. თუ ის თქვე­ნი უფ­რო­სია, შე­საძ­ლოა, პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე არ მი­გი­თი­თოთ ნაკლზე, მაგ­რამ ეს იმას როდი ნიშ­ნავს რომ მან რამე ვერ შე­ამ­ჩნია. იყა­ვით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და სა­ი­მე­დო. ასე კურო სა­კუ­თარ მო­კავ­ში­რედ ჩაგ­თვლით. ამას­თან ერ­თად, თუკი ერთი ორ­ჯერ გემ­რი­ელ სა­დილ­ზეც მი­ი­პა­ტი­ჟებთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ მისი გული მო­გე­ბუ­ლი გაქვთ.

ტყუ­პთან მეტი გახ­სნი­ლო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია და ნაკ­ლე­ბი პრე­ტე­ნი­ზი­უ­ლო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ. თუკი თქვე­ნი ნაც­ნო­ბი ტყუ­პი ნერ­ვებ­ზე მოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბი­თა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლით, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ მას­თან ერ­თად სა­ერ­თო საქ­მის კე­თე­ბას. მაგ­რამ აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის კუ­თხით მას­ზე უკე­თეს "რე­სერ­ჩერს" ვერ­სად იპო­ვით. ტყუ­პი აფა­სებს ამ­გვარ ნდო­ბას და ყო­ველ­თვის მო­გა­მა­რა­გებთ ცხელ-ცხე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით.

კირჩხი­ბი ალ­ბათ გულს გა­მუდ­მე­ბუ­ლი წუ­წუ­ნი­თა და ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი სა­უბ­რე­ბით გი­წყა­ლებთ. მაგ­რამ სა­ი­მი­სოდ, რომ ამ ადა­მი­ა­ნის მე­გობ­რო­ბა და­იმ­სა­ხუ­როთ, სა­სურ­ვე­ლია, პე­რი­ო­დუ­ლად ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნოთ მის მო­ნა­თხრობს და მხა­რიც აუ­ბათ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­ე­ბით. კირჩხი­ბი თა­ვის­ნა­ი­რად ანუ ში­ნა­უ­რად ჩაგ­თვლით და მას­ზე კარ­გი და­საყ­რდე­ნი სამ­სა­ხურ­ში ან მე­გობ­რო­ბა­ში არა­ვინ გე­ყო­ლე­ბათ.

ლომი სხვე­ბის ნერ­ვებ­ზე მე­დი­დუ­რო­ბი­თა და ტრა­ბა­ხით მოქ­მე­დებს. მაგ­რამ თუკი თქვენ ამის გამო მას­ხრად აიგ­დებთ, შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მოდ გა­და­იმ­ტე­როთ. აღი­ა­რეთ მისი უპი­რა­ტე­სო­ბა, თუნ­დაც სა­ერ­თოდ არ თვლი­დეთ ასე. ხში­რად შე­უ­ქეთ ლა­პა­რა­კის მა­ნე­რა, ჩაც­მუ­ლო­ბის სტი­ლი ან სუ­ნა­მო, რო­მელ­საც ხმა­რობს. იგი მალე ოთხ თათ­ზე დამ­დგარ მოთვი­ნი­ე­რე­ბულ ფი­სუ­ნი­ას და­ემ­სგავ­სე­ბა თქვენ წი­ნა­შე მო­რი­გი კომ­პლი­მენ­ტის მო­ლო­დინ­ში.

ქალ­წუ­ლი გარ­შე­მო მყოფ­თა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ზედ­მე­ტი კრი­ტი­კუ­ლო­ბით, სი­ძუნ­წი­თა და პე­დან­ტიზ­მით იწ­ვევს. ნუ აუ­შარ­დე­ბით ამის გამო. თო­რემ გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდეს, რომ დამ­ღუპ­ვე­ლი შეც­დო­მე­ბი გა­გე­პა­რათ. ქალ­წუ­ლის სი­სუს­ტე თა­ვის მოვ­ლის, დი­ე­ტო­ლო­გი­ი­სა და კვე­ბის სა­კი­თხე­ბია. ხში­რად გა­უ­ზი­ა­რეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი ამ მხრივ და კომ­პე­ტენ­ტუ­რი რჩე­ვაც ჰკი­თხეთ. იგი ძა­ლი­ან და­ა­ფა­სებს ამას.

სას­წო­რი იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს ვინ­მეს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ღი­მი­ლი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. თუმ­ცა ზოგ­ჯერ სწო­რედ ამ "ქრო­ნი­კუ­ლად ტკბი­ლი" იმი­ჯის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა გული მო­გი­ვი­დეთ მას­ზე. არა­სო­დეს ეუ­ხე­შოთ სას­წო­რის. აჯო­ბებს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ებ­ზე, მო­და­სა და დი­ზა­ინ­ზე ესა­უბ­როთ. იგი გიჟ­დე­ბა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ თე­მებ­ზე და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ტა­რებს თქვენ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე სა­ათს ჭიქა ჩაის თან­ხლე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბარ­ში.

მო­რი­ელს საკ­მა­რის­ზე მეტი მი­ზე­ზი გა­აჩ­ნია სა­ი­მი­სოდ, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გულ­ზე არ ეხა­ტე­ბო­დეს ვინ­მეს. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვით რომ თა­ვად მას ეს ფაქ­ტი დი­დად ადარ­დებს. მტრე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა მო­რი­ე­ლის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა. სა­ი­მი­სოდ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თქვენს მო­კავ­ში­რედ აქ­ცი­ოთ, ზედ­მე­ტი ფა­მი­ლი­ა­რო­ბა და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ენის მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი არ და­ი­წყოთ მას­თან. და­ა­ნახ­ვეთ, რომ პა­ტივს სცემთ, თუმ­ცა მო­ნუ­რად არ ემორ­ჩი­ლე­ბით. მო­რი­ელს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნის მქო­ნე და სა­მარ­თლი­ა­ნი ხალ­ხი იზი­დავს. თუ მან და­ი­ნა­ხა, რომ მის ტე­რი­ტო­რი­ას და­უ­კი­თხა­ვად არ კვეთთ, შე­საძ­ლოა და­დე­ბი­თად გა­ნიმსჭვა­ლოს თქვენს მი­მართ.

მშვილ­დო­სა­ნი გარ­შე­მო მყოფ­თა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლაქ­ლა­ქი­სა და ბა­ქი­ა­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი­თა და მო­უ­ხე­შა­ო­ბით იწ­ვევს. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ მან უკვე მე­ხუ­თედ გა­და­ას­ხა თქვენს მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ბუ­თებს ცხე­ლი ყავა, ნუ გა­უბ­რაზ­დე­ბით. იმი­ტომ რომ მას­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­გიძ­ლი­ათ ისა­უბ­როთ ისეთ თე­მებ­ზე რო­გო­რი­ცაა: სპორ­ტი, ლაშ­ქრო­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა. მას შემ­დეგ, რაც თავს თქვენ მე­გობ­რად ჩათ­ვლის, ყა­ვის ჭიქა უბ­რა­ლოდ აა­ცა­ლეთ ხოლ­მე მა­გი­დას­თან მო­ახ­ლო­ე­ბი­სას.

თხის რქა სნო­ბიზ­მით, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიმ­კაც­რი­თა და ვორ­კოჰო­ლი­კო­ბით აღი­ზი­ა­ნებს ბევ­რს. ამ ადა­მი­ა­ნებს ძალ­ზე მყა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ფერ­ზე და იშ­ვი­ა­თად იც­ვლი­ან აზრს. სა­ი­მი­სოდ რომ თხის რქა თქვენს მო­კავ­ში­რედ აქ­ცი­ოთ, ხში­რად ისა­უბ­რეთ პრო­ფე­სი­ულ მიღ­წე­ვებ­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე. სთხო­ვეთ კომ­პე­ტენ­ტუ­რი რჩე­ვა ან რე­კო­მენ­და­ცია. იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფა­სებს თქვენს საქ­ცი­ელს და ნელ-ნელა ნაკ­ლე­ბად ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

მერ­წყუ­ლი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლო­ბით, თვით­ნე­ბუ­რად მოქ­ცე­ვის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბით ხდე­ბა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სხვის­თვის. თუმ­ცა თუ მის მი­მართ მე­გობ­რუ­ლად გა­ნე­წყო­ბით, იგი აუ­ცი­ლებ­ლად გად­მოდ­გამს სა­პა­სუ­ხო ნა­ბიჯს. სა­უ­კე­თე­სო თემა მას­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად არის მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბი, მის­ტი­კა, ფენ შუი მეც­ნი­ე­რუ­ლი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი და ას­ტრო­ლო­გია.

თევ­ზე­ბი ზედ­მე­ტად გულ­ჩვი­ლი, ბუ­ტია და წყე­ნია ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. ამას­თან ერ­თად, ხში­რად სი­ტყვა­ძუნ­წე­ბი და ასო­ცი­ა­ლუ­რე­ბი. მათ­თან კონ­ტაქ­ტში შეს­ვლას დრო და მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ გსურთ თევ­ზე­ბი თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბით მო­ი­ხიბ­ლონ, ხში­რად და­პა­ტი­ჟეთ ჭიქა ჩა­ი­ზე რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში. ასე იგი სა­სა­უბ­როდ გა­ნე­წყო­ბა და შე­ეც­დე­ბა გა­იხ­სნას თქვენ­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ ვაქციოთ მტრები მეგობრებად, რჩევები ზოდიაქოს ნიშნებთან დასამეგობრებლად

როგორ ვაქციოთ მტრები მეგობრებად, რჩევები ზოდიაქოს ნიშნებთან დასამეგობრებლად

ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს შეხვედრია ცხოვრებაში ერთი ადამიანი მაინც, რომელთანაც ძალზე რთულია საერთო ენის გამონახვა. ზოგჯერ იგი ჩვენი მეზობელია, ზოგჯერ – თანამშრომელი, ზოგჯერ კი უფროსი. ჰოდა, გადავწყვიტეთ პატარა საიდუმლოებები გაგიმხილოთ, დღევანდელი მტერი ხვალინდელ მეგობრად როგორ გადააქციოთ.

ვერძთან სიჯიუტე მოთოკეთ. არასოდეს გაეჯიბროთ პროფესიონალურ მიღწევებში, თუკი რამის კეთება მასზე უკეთ გამოგდით, მოერიდეთ ამის საჯაროდ აფიშირებას. ჰკითხეთ რჩევა და ამ ჟესტით მოხიბლულს საკუთარი მოსაზრება და პრეტენზიაც დელიკატურად შეაპარეთ. თუკი ვერძს ჯიბრში არ ჩაუდგებით, იგი ყოველთვის გაითვალისწინებს თქვენს აზრს.

კუროსთან უყურადღებობას, უპასუხისმგებლობას და სიზარმაცეს ნუ მისცემთ ინტენსიურ ხასიათს. თუ ის თქვენი უფროსია, შესაძლოა, პირველივე ჯერზე არ მიგითითოთ ნაკლზე, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს რომ მან რამე ვერ შეამჩნია. იყავით მოწესრიგებული და საიმედო. ასე კურო საკუთარ მოკავშირედ ჩაგთვლით. ამასთან ერთად, თუკი ერთი ორჯერ გემრიელ სადილზეც მიიპატიჟებთ, ჩათვალეთ, რომ მისი გული მოგებული გაქვთ.

ტყუპთან მეტი გახსნილობა, კომუნიკაცია და ნაკლები პრეტენიზიულობა მოგეთხოვებათ. თუკი თქვენი ნაცნობი ტყუპი ნერვებზე მოქმედებს საკუთარი ცვალებადობითა და უპასუხისმგებლო საქციელით, მაქსიმალურად მოერიდეთ მასთან ერთად საერთო საქმის კეთებას. მაგრამ აგრძნობინეთ, რომ ინფორმაციის მოძიების კუთხით მასზე უკეთეს "რესერჩერს" ვერსად იპოვით. ტყუპი აფასებს ამგვარ ნდობას და ყოველთვის მოგამარაგებთ ცხელ-ცხელი ინფორმაციით.

კირჩხიბი ალბათ გულს გამუდმებული წუწუნითა და ოჯახის წევრებზე მრავალსაათიანი საუბრებით გიწყალებთ. მაგრამ საიმისოდ, რომ ამ ადამიანის მეგობრობა დაიმსახუროთ, სასურველია, პერიოდულად ყურადღებით მოუსმინოთ მის მონათხრობს და მხარიც აუბათ საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ მოყოლილი ისტორიებით. კირჩხიბი თავისნაირად ანუ შინაურად ჩაგთვლით და მასზე კარგი დასაყრდენი სამსახურში ან მეგობრობაში არავინ გეყოლებათ.

ლომი სხვების ნერვებზე მედიდურობითა და ტრაბახით მოქმედებს. მაგრამ თუკი თქვენ ამის გამო მასხრად აიგდებთ, შესაძლოა, სამუდამოდ გადაიმტეროთ. აღიარეთ მისი უპირატესობა, თუნდაც საერთოდ არ თვლიდეთ ასე. ხშირად შეუქეთ ლაპარაკის მანერა, ჩაცმულობის სტილი ან სუნამო, რომელსაც ხმარობს. იგი მალე ოთხ თათზე დამდგარ მოთვინიერებულ ფისუნიას დაემსგავსება თქვენ წინაშე მორიგი კომპლიმენტის მოლოდინში.

ქალწული გარშემო მყოფთა გაღიზიანებას ზედმეტი კრიტიკულობით, სიძუნწითა და პედანტიზმით იწვევს. ნუ აუშარდებით ამის გამო. თორემ გამორიცხული არაა მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას აღმოჩნდეს, რომ დამღუპველი შეცდომები გაგეპარათ. ქალწულის სისუსტე თავის მოვლის, დიეტოლოგიისა და კვების საკითხებია. ხშირად გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები ამ მხრივ და კომპეტენტური რჩევაც ჰკითხეთ. იგი ძალიან დააფასებს ამას.

სასწორი იშვიათად იწვევს ვინმეს გაღიზიანებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ღიმილისა და დიპლომატიურობის განსახიერებაა. თუმცა ზოგჯერ სწორედ ამ "ქრონიკულად ტკბილი" იმიჯის გამოც შეიძლება გული მოგივიდეთ მასზე. არასოდეს ეუხეშოთ სასწორის. აჯობებს სახელოვნებო სფეროებზე, მოდასა და დიზაინზე ესაუბროთ. იგი გიჟდება ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე და სიამოვნებით გაატარებს თქვენთან ერთად რამდენიმე საათს ჭიქა ჩაის თანხლებით, სასიამოვნო საუბარში.

მორიელს საკმარისზე მეტი მიზეზი გააჩნია საიმისოდ, თუ რატომ შეიძლება გულზე არ ეხატებოდეს ვინმეს. თუმცა, ვერ ვიტყვით რომ თავად მას ეს ფაქტი დიდად ადარდებს. მტრების მიმართ გულგრილობა მორიელის საუკეთესო თვისებაა. საიმისოდ, რომ ეს ადამიანი თქვენს მოკავშირედ აქციოთ, ზედმეტი ფამილიარობა და გადამეტებული ენის მოჩლექით საუბარი არ დაიწყოთ მასთან. დაანახვეთ, რომ პატივს სცემთ, თუმცა მონურად არ ემორჩილებით. მორიელს საკუთარი თავის რწმენის მქონე და სამართლიანი ხალხი იზიდავს. თუ მან დაინახა, რომ მის ტერიტორიას დაუკითხავად არ კვეთთ, შესაძლოა დადებითად განიმსჭვალოს თქვენს მიმართ.

მშვილდოსანი გარშემო მყოფთა გაღიზიანებას გაუთავებელი ლაქლაქისა და ბაქიაობის სიყვარულით, ცვალებადი ხასიათითა და მოუხეშაობით იწვევს. იმ შემთხვევაშიც კი თუ მან უკვე მეხუთედ გადაასხა თქვენს მნიშვნელოვან საბუთებს ცხელი ყავა, ნუ გაუბრაზდებით. იმიტომ რომ მასთან შესანიშნავად შეგიძლიათ ისაუბროთ ისეთ თემებზე როგორიცაა: სპორტი, ლაშქრობა და მოგზაურობა. მას შემდეგ, რაც თავს თქვენ მეგობრად ჩათვლის, ყავის ჭიქა უბრალოდ ააცალეთ ხოლმე მაგიდასთან მოახლოებისას.

თხის რქა სნობიზმით, გადამეტებული სიმკაცრითა და ვორკოჰოლიკობით აღიზიანებს ბევრს. ამ ადამიანებს ძალზე მყარი შეხედულებები გააჩნიათ ყველაფერზე და იშვიათად იცვლიან აზრს. საიმისოდ რომ თხის რქა თქვენს მოკავშირედ აქციოთ, ხშირად ისაუბრეთ პროფესიულ მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. სთხოვეთ კომპეტენტური რჩევა ან რეკომენდაცია. იგი აუცილებლად დააფასებს თქვენს საქციელს და ნელ-ნელა ნაკლებად ოფიციალური გახდება ურთიერთობაში.

მერწყული ექსცენტრიკულობით, თვითნებურად მოქცევის სიყვარულითა და არაპროგნოზირებადობით ხდება გამაღიზიანებელი სხვისთვის. თუმცა თუ მის მიმართ მეგობრულად განეწყობით, იგი აუცილებლად გადმოდგამს საპასუხო ნაბიჯს. საუკეთესო თემა მასთან დასაახლოებლად არის მფრინავი თეფშები, მისტიკა, ფენ შუი მეცნიერული და კომპიუტერული მიღწევები და ასტროლოგია.

თევზები ზედმეტად გულჩვილი, ბუტია და წყენია ინდივიდები არიან. ამასთან ერთად, ხშირად სიტყვაძუნწები და ასოციალურები. მათთან კონტაქტში შესვლას დრო და მოთმინება სჭირდება. თუ გსურთ თევზები თქვენი პიროვნებით მოიხიბლონ, ხშირად დაპატიჟეთ ჭიქა ჩაიზე რომანტიკულ გარემოში. ასე იგი სასაუბროდ განეწყობა და შეეცდება გაიხსნას თქვენთან.