მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ
როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ

და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა ბევრ ადა­მი­ანს არ უყ­ვარს. უფრო მე­ტიც შე­იძ­ლე­ბა ამ დღის მი­მართ აგ­რე­სი­აც კი ჰქონ­დეს, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ, რომ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე თქვე­ნი პი­რა­დი ახა­ლი წე­ლია. ამ დღეს მთე­ლი წლის პროგ­რა­მა იწე­რე­ბა და რო­გორც შეხ­ვდე­ბით "ახალ წელს", ისეც გა­ა­ტა­რებთ მომ­დევ­ნო 12 თვეს. თუ აზრი შე­გაც­ვლე­ვი­ნეთ, მოგ­ვყე­ვით - სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­გიმ­ზა­დეთ, რათა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ბედ­ნი­ე­რი გახ­დეთ. თუ თქვენს იუ­ბი­ლემ­დე დიდი დროა დარ­ჩე­ნი­ლი, რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლი­ათ, ახა­ლი წლი­დან და­ი­წყოთ 12 ჯა­დოს­ნუ­რი დღის აღ­ნიშ­ვნა, ან ჩი­ნუ­რი ახა­ლი წლი­დან, ან სუ­ლაც ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბი­დან (ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 21-22 დე­კემ­ბე­რი ან გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა - 21-22 მარ­ტი). ერთი სი­ტყვით, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე პე­რი­ო­დია, როცა ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სოდ და­წყე­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი კვი­რით ადრე, ზოგს ერთი თვით ადრე სირ­თუ­ლე­ე­ბი, და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი ეწყე­ბა. ანუ ეს არის პე­რი­ო­დი, როცა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო, ახლა მო­გე­თხო­ვე­ბათ პა­სუ­ხი. ძა­ლი­ან ბევ­რი გრძნობს ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას. თუ ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბა, ე.ი. ვი­ღა­ცას აბ­რა­ზებ­დით, აწყე­ნი­ნეთ, ისე არ იქ­ცე­ო­დით რო­გორც სა­ჭი­რო იყო და ა.შ. საქ­მე ისაა, რომ და­ბა­დე­ბის დღემ­დე თქვე­ნი პი­რა­დი მზე შე­სუს­ტე­ბუ­ლია, ამი­ტომ, მე­ტად იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი დას­ვე­ნე­ბა­ზე, ნუ და­ხარ­ჯავთ ზედ­მეტ ენერ­გი­ას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნი 33 ან 66 წლის ხდე­ბა. ეცა­დეთ, მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ, შე­გიძ­ლი­ათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი ჩა­ი­წე­როთ კი­დეც, მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რე­ბა რომ გა­ი­მარ­ტი­ვოთ. ზო­გი­ერ­თი და­ბა­დე­ბის დღემ­დე მარ­ხუ­ლობს, გან­მარ­ტოვ­დე­ბა ან ქველ­მოქ­მე­დე­ბას იწყებს (ფუ­ლით, ნივ­თე­ბით). გირ­ჩევთ, და­ბა­დე­ბის დღეს და წინა დღე­საც ჩა­ი­ტა­როთ გამ­წმენ­დი პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუნ­დაც აბა­ნო­ში წახ­ვი­დეთ. კონ­კრე­ტუ­ლად და­ბა­დე­ბის დღეს კი გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე შე­იქ­მნათ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი, ცრემ­ლე­ბი და უსი­ა­მოვ­ნო ფრა­ზე­ბი.

მაშ ასე, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად და­ბა­დე­ბის დღეს სო­ლა­რი ჰქვია. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მზე წრეს აკე­თებს, ზო­დი­ა­ქოს 12-ვე ნი­შანს მო­ივ­ლის და სწო­რედ იმ დღე­ზე დგე­ბა, რო­მელ­შიც თქვენ და­ი­ბა­დეთ. სწო­რედ ამ დღე­საა თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე და იწყე­ბა თქვე­ნი ახა­ლი წელი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­დე­ბის დღის შემ­დე­გი 12 დღე. თი­თო­ე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ენერ­გე­ტი­კას შე­ი­ცავს და სა­სურ­ვე­ლია, მათი გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბით გა­ტა­რე­ბა, რად­გან ეს 12 დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა 12 თვეს და სა­სურ­ვე­ლია, 12-ვე დღე გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით გა­ა­ტა­როთ.

და­ბა­დე­ბის დღე - მზის დაბ­რუ­ნე­ბა. თუ იცით თქვე­ნი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში რო­მელ გრა­დუს­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მზე და სო­ლარს გა­ა­კე­თებთ, ნა­ხეთ, რო­მელ სა­ათ­ზე დგე­ბა თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე და ამ სა­ათ­ზე კარ­გია ლოც­ვა, მე­დი­ტა­ცია. არ გირ­ჩევთ და­ბა­დე­ბის დღეს ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას. აგ­რეთ­ვე, ძა­ლი­ან ბევ­რმა იცის და­ბა­დე­ბის დღე­ზე სა­საფ­ლა­ო­ზე (მშობ­ლე­ბის, შვი­ლე­ბის) გას­ვლა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! წინა დღეს მო­იხ­სე­ნი­ეთ თქვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­დე­ბის დღეს. აგ­რეთ­ვე მო­ე­რი­დეთ ამ დღეს პა­ნაშ­ვიდ­სა და დაკ­რძალ­ვა­ზე წას­ვლას.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მომ­დევ­ნო 12 დღე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს:და­ბა­დე­ბის დღი­დან პირ­ვე­ლი დღე (ანუ პირ­ვე­ლი დღე არის ნუ­ლო­ვა­ნი) შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვერ­ძის , პირ­ვე­ლი სახ­ლის ენერ­გი­ას. გირ­ჩევთ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე (ბლო­გის წერა, დი­ე­ტა, პრო­ექ­ტი და ა.შ.), რო­მელ­საც მთე­ლი წელი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. თქვენ თა­მა­მად უნდა გა­დად­გათ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. იმოქ­მე­დეთ სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბით. გა­ა­კე­თეთ ის, რაც თქვენ გსურთ და რო­გორც მი­გაჩ­ნი­ათ სა­ჭი­როდ. რათა მთე­ლი წელი იყოთ ლი­დე­რი და არა სხვე­ბით მარ­თუ­ლი. ნუ და­გეგ­მავთ ამ დღეს დიდ წვე­უ­ლე­ბას, არ გა­დატ­ვირ­თოთ ორ­გა­ნიზ­მი. თუმ­ცა, ახ­ლობ­ლებს ტკბი­ლე­უ­ლო­ბი­თა და გემ­რი­ე­ლო­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­უ­მას­პინ­ძლდეთ. მო­ე­რი­დეთ ეგო­იზ­მის გა­მოვ­ლე­ნას, ახ­ლობ­ლე­ბის და­ჩაგ­ვრას.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ო­რე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა კუ­როს და მე­ო­რე სახ­ლს - ფული, რე­სურ­სე­ბი. არ გირ­ჩევთ ამ დღეს ფუ­ლის უაზ­როდ ხარ­ჯვას. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა სა­ჩუქ­რად ფული მი­ი­ღოთ ან შე­გიძ­ლი­ათ, სა­კუ­თარ თავს ან­გა­რიშ­ზე ტერ­მი­ნა­ლი­დან გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­უ­რი­ცხოთ, თუნ­დაც 5 ლარი. ეცა­დეთ, არც ამ დღეს გა­დატ­ვირ­თოთ ორ­გა­ნიზ­მი საკ­ვე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლით. რად­გან მთე­ლი წელი არ იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჭა­მა­ზე და არ მო­ი­მა­ტოთ წო­ნა­ში. და­გეგ­მეთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი და გეგ­მე­ბი, რაც ფულს მო­გი­ტანთ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­სა­მე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ტყუპს და მე­სა­მე სახ­ლს. ეს არის მე­გობ­რებ­თან, და-ძმებ­თან შეხ­ვედ­რის, ლა­პა­რა­კი­სა და მი­მო­წე­რის დღე. აკონ­ტრო­ლეთ სი­ტყვე­ბი. არც ამ დღეს გირ­ჩევთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას, რად­გან ნას­ვამ­მა არ გათ­ქვათ გეგ­მე­ბი, იდე­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, შეხ­ვდეთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს, კარ­გი დღეა სწავ­ლის და­სა­წყე­ბად, წიგ­ნის წა­სა­კი­თხად. მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, აჩ­ქა­რე­ბას დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და ლაქ­ლაქს.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ო­თხე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა კირჩხიბს და მე­ო­თხე სახ­ლს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა უმ­ჯო­ბე­სია შინ გა­შა­ლოთ და შეკ­რი­ბოთ ნა­თე­სა­ვე­ბი, უმას­პინ­ძლეთ მე­გობ­რებს. გა­იხ­სე­ნეთ ამ­ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი წი­ნაპ­რე­ბი. იყა­ვით მომთმე­ნი, ნუ აჩ­ქარ­დე­ბით და ნუ იქ­ნე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი. თუ დღეს იჩხუ­ბებთ, მთე­ლი წელი უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­რებთ. სა­სურ­ვე­ლია, ეს დღე შინ გა­ა­ტა­როთ, თუ დიდი სუფ­რის გაშ­ლას არ აპი­რებთ, ტკბი­ლე­უ­ლი მა­ინც და­დეთ მა­გი­და­ზე, ამ­გვა­რად პა­ტივს მი­ა­გებთ წი­ნაპ­რებს, ვისი ლოც­ვაც მთე­ლი წელი გაგ­ყვე­ბათ. მო­ე­რი­დეთ სახ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას, კონ­ფლიქტს ოჯა­ხის წევ­რებ­თან (მშობ­ლებ­თან, შვი­ლებ­თან).

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ხუ­თე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ლომს და მე­ხუ­თე სახ­ლს. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის, გარ­თო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბის დღე. გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო ბავ­შვებ­თან ერ­თად. სექ­სი ამ დღეს აკ­რძა­ლუ­ლი არაა, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. მო­ე­რი­დეთ აზარტს, ლა­ტა­რი­ას და ფულ­ზე თა­მაშს, ნუ ჩა­ი­ხე­დე­ბით სხვის სა­ფუ­ლე­ში სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ (უმ­ჯო­ბე­სია და­წე­როთ), რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი გსურთ მე­წყვი­ლედ და ძა­ლი­ან მალე ის გა­მოჩ­ნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ექ­ვსე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქალ­წულს და მე­ექ­ვსე სახ­ლს. აკე­თეთ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბი, იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით მუ­შა­ო­ბა. თუ დას­ვე­ნე­ბის დღე გაქვთ, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. სამ­სა­ხურ­ში თუ ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხართ, მო­ე­რი­დეთ ბრძა­ნე­ბე­ბის გა­ცე­მას, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა კი არ შე­ას­რუ­ლოთ მი­თი­თე­ბე­ბი, რად­გან მთელ წელს სხვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მო­გი­წევთ ყოფ­ნა. და­ფიქ­რდით, რისი გა­კე­თე­ბა გსურთ, რა სფე­რო­ში ისურ­ვებ­დით მუ­შა­ო­ბას. სწო­რედ ამ დღეს შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ნუ მი­ე­ძა­ლე­ბით ალ­კოჰოლს. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი მე­ექ­ვსე დღე მტკი­ცე ჯან­მრთე­ლო­ბას გპირ­დე­ბათ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მეშ­ვი­დე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა სას­წორს და მეშ­ვი­დე სახ­ლს. ეს არის პარტნი­ო­რო­ბის დღე. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის, ხოლო საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რის მი­მართ - კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. არ გირ­ჩევთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას. გა­ა­ტა­რეთ ეს დრო თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ნუ ეც­დე­ბით მა­თით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, ნუ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ მათ სა­კუ­თარ უიღ­ბლო­ბა­ში. თუ ეძებთ პარტნი­ორს (საქ­მი­ანს ან სა­სიყ­ვა­რუ­ლოს), ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა ის თვი­სე­ბა და ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი, რაც უნდა ახა­სი­ა­თებ­დეს. ამ დღეს სახ­ლი­დან ძა­ლი­ან შორს ნუ გა­ემ­გზავ­რე­ბით. ნურც ორ­გა­ნიზმს გა­დატ­ვირ­თავთ მავ­ნე საკ­ვე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლით. ნუ აჰ­ყვე­ბით ინ­სტინ­ქტებს, მო­ე­რი­დეთ აჩ­ქა­რე­ბას.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მერ­ვე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მო­რი­ელს და მერ­ვე სახ­ლს. ეს არის საფრ­თხი­ლო, კრი­ზი­სის დღე. მო­ე­რი­დეთ ექ­სტრიმს (სპორ­ტშიც) და აზარტს. იყა­ვით მე­ტად გა­აზ­რე­ბუ­ლი. შე­ი­ა­რეთ ბან­კში, თუნ­დაც ისე, რად­გან ბან­კში არის ფუ­ლის ენერ­გია, მერ­ვე დღე კი დიდი ფუ­ლის ენერ­გი­აა. და­ი­მუხ­ტეთ ამ ენერ­გი­ით, რომ მთე­ლი წელი ფული ულე­ვად გქონ­დეთ. მშვიდ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რეთ ეს დღე. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. არ გირ­ჩევთ ფი­ზი­კურ გა­დატ­ვირ­თვას. ნუ აჰ­ყვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ებს. სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გია ვა­ლე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის და­ფარ­ვა.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ცხრე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მშვილ­დო­სანს და მე­ცხრე სახ­ლს. ცოდ­ნი­სა და რე­ლი­გი­ის დღეა. აუ­ცი­ლებ­ლად შე­დით ტა­ძარ­ში, და­ი­მუხ­ტეთ პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ით. აუნ­თეთ სან­თე­ლი თქვენს წი­ნაპ­რებს და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ, ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ახლა გაქვთ. არა­ვის ას­წავ­ლოთ ჭკუა, არა­ვის მო­ახ­ვი­ოთ სა­კუ­თა­რი აზრი. გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კურ და რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხებ­ზე. მო­ე­რი­დეთ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას, კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას. კარ­გია სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნე­ბის კი­თხვა. ამ დღეს არ გირ­ჩევთ უცხო­უ­რი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ცოდ­ნას და გა­მო­ი­ყე­ნებთ თქვენს ცოდ­ნას თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ა­თე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა თხის რქას და მე­ა­თე სახ­ლს. კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის, ამ­ბი­ცი­ე­ბის დღეა. ნუ იქ­ნე­ბით მბრძა­ნე­ბე­ლი, არა­ვის მი­უ­თი­თოთ, რა გა­ა­კე­თოს, თუ გსურთ, რომ რამე თქვენ გა­გი­კე­თონ, ითხო­ვეთ (რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც არ უნდა იყოთ). თა­ვად კი შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ ის, რა­საც მოგ­თხო­ვენ. ნუ აი­ცი­ლებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ნურც სა­კუ­თარ საქ­მე­ებს გა­ა­კე­თე­ბი­ნებთ სხვას. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ჩა­მო­წე­რეთ, რისი მიღ­წე­ვა გსურთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ნუ და­ი­ვი­წყებთ ოჯახს.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­თერ­თმე­ტე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მერ­წყულს და მე­თერ­თმე­ტე სახ­ლს. სხვა­თა შო­რის ამ დღე­საც შე­იძ­ლე­ბა და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა. შეკ­რი­ბეთ მე­გობ­რე­ბი. თუმ­ცა, ნუ შე­ი­ძენთ ახალ სა­მოსს, ნივ­თებს, თვი­სე­ბებს. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს მო­ის­მი­ნეთ, რას გე­უბ­ნე­ბი­ან სხვე­ბი, ყური და­უგ­დეთ რჩე­ვებს. გა­წევ­რი­ან­დით სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ჯგუ­ფებ­ში. ამ დღეს კარ­გია და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი ეს დღე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, რთუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც კი მარ­ტი­ვად შე­ას­რუ­ლოთ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­თორ­მე­ტე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა თევ­ზებს და მე­თორ­მე­ტე სახ­ლს. ნუ­რაფ­რის გე­ში­ნი­ათ, არც სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბი გა­ა­ფე­ტი­შოთ. გა­მოთ­ქვით თქვე­ნი აზრი თა­მა­მად, ჩა­იც­ვით ის, რაც გსურთ, და­ი­ვი­წყეთ "რას იტყვის ხალ­ხი". ნუ გე­ში­ნი­ათ. არ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ცრურ­წმე­ნებს. არ გახ­დეთ სხვი­სი ტყუ­ი­ლე­ბის მსხვერ­პლი. თა­ვა­დაც ეცა­დეთ, არა­ვინ მო­ა­ტყუ­ოთ, არ გას­ცეთ და­პი­რე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი. უმ­ჯო­ბე­სია, ამ დღეს გან­მარ­ტოვ­დეთ, ჩა­უღ­რმავ­დეთ სა­კუ­თარ თავს. თა­მა­მად მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, ნუ გა­ეხ­ვე­ვით სა­ეჭ­ვო პრო­ექ­ტებ­ში, ჩახ­ლარ­თულ საქ­მე­ებ­ში.

ბედ­ნი­ერ დღე­ებს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ

დაბადების დღის აღნიშვნა ბევრ ადამიანს არ უყვარს. უფრო მეტიც შეიძლება ამ დღის მიმართ აგრესიაც კი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენი დაბადების დღე თქვენი პირადი ახალი წელია. ამ დღეს მთელი წლის პროგრამა იწერება და როგორც შეხვდებით "ახალ წელს", ისეც გაატარებთ მომდევნო 12 თვეს. თუ აზრი შეგაცვლევინეთ, მოგვყევით - საინტერესო ინფორმაციები მოგიმზადეთ, რათა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ბედნიერი გახდეთ. თუ თქვენს იუბილემდე დიდი დროა დარჩენილი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ახალი წლიდან დაიწყოთ 12 ჯადოსნური დღის აღნიშვნა, ან ჩინური ახალი წლიდან, ან სულაც ასტროლოგიური მნიშვნელოვანი დღეებიდან (ზამთრის ბუნიობა, დაახლოებით 21-22 დეკემბერი ან გაზაფხულის ბუნიობა - 21-22 მარტი). ერთი სიტყვით, წელიწადში რამდენიმე პერიოდია, როცა ცხოვრების საინტერესოდ დაწყების შანსი გეძლევათ.

დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე, ზოგს ერთი თვით ადრე სირთულეები, დაძაბულობები ეწყება. ანუ ეს არის პერიოდი, როცა მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი უსიამოვნებების გამო, ახლა მოგეთხოვებათ პასუხი. ძალიან ბევრი გრძნობს ენერგიის ნაკლებობას. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, ე.ი. ვიღაცას აბრაზებდით, აწყენინეთ, ისე არ იქცეოდით როგორც საჭირო იყო და ა.შ. საქმე ისაა, რომ დაბადების დღემდე თქვენი პირადი მზე შესუსტებულია, ამიტომ, მეტად იყავით მომართული დასვენებაზე, ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას. მნიშვნელოვანია დაბადების დღეები, როცა ადამიანი 33 ან 66 წლის ხდება. ეცადეთ, მეტად დაკვირვებული იყოთ, შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მომენტები ჩაიწეროთ კიდეც, მომავალში ცხოვრება რომ გაიმარტივოთ. ზოგიერთი დაბადების დღემდე მარხულობს, განმარტოვდება ან ქველმოქმედებას იწყებს (ფულით, ნივთებით). გირჩევთ, დაბადების დღეს და წინა დღესაც ჩაიტაროთ გამწმენდი პროცედურები, თუნდაც აბანოში წახვიდეთ. კონკრეტულად დაბადების დღეს კი გაღვიძებისთანავე შეიქმნათ პოზიტიური განწყობა. არანაირი სინანული, ცრემლები და უსიამოვნო ფრაზები.

მაშ ასე, ასტროლოგიურად დაბადების დღეს სოლარი ჰქვია. მთელი წლის განმავლობაში მზე წრეს აკეთებს, ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს მოივლის და სწორედ იმ დღეზე დგება, რომელშიც თქვენ დაიბადეთ. სწორედ ამ დღესაა თქვენი დაბადების დღე და იწყება თქვენი ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღის შემდეგი 12 დღე. თითოეული განსაკუთრებულ ენერგეტიკას შეიცავს და სასურველია, მათი გარკვეული წესებით გატარება, რადგან ეს 12 დღე შეესაბამება 12 თვეს და სასურველია, 12-ვე დღე გარკვეული წესების დაცვით გაატაროთ.

დაბადების დღე - მზის დაბრუნება. თუ იცით თქვენი დაბადების მომენტში რომელ გრადუსში იმყოფებოდა მზე და სოლარს გააკეთებთ, ნახეთ, რომელ საათზე დგება თქვენი დაბადების დღე და ამ საათზე კარგია ლოცვა, მედიტაცია. არ გირჩევთ დაბადების დღეს ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე, ძალიან ბევრმა იცის დაბადების დღეზე სასაფლაოზე (მშობლების, შვილების) გასვლა. არავითარ შემთხვევაში! წინა დღეს მოიხსენიეთ თქვენი გარდაცვლილი ადამიანები და არავითარ შემთხვევაში დაბადების დღეს. აგრეთვე მოერიდეთ ამ დღეს პანაშვიდსა და დაკრძალვაზე წასვლას.

დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღე არანაკლებ მნიშვნელოვანია და თითოეულს თავისი დატვირთვა აქვს:დაბადების დღიდან პირველი დღე (ანუ პირველი დღე არის ნულოვანი) შეესაბამება ვერძის , პირველი სახლის ენერგიას. გირჩევთ დაიწყოთ ახალი საქმე (ბლოგის წერა, დიეტა, პროექტი და ა.შ.), რომელსაც მთელი წელი განახორციელებთ. თქვენ თამამად უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. იმოქმედეთ საკუთარი გონებით. გააკეთეთ ის, რაც თქვენ გსურთ და როგორც მიგაჩნიათ საჭიროდ. რათა მთელი წელი იყოთ ლიდერი და არა სხვებით მართული. ნუ დაგეგმავთ ამ დღეს დიდ წვეულებას, არ გადატვირთოთ ორგანიზმი. თუმცა, ახლობლებს ტკბილეულობითა და გემრიელობით შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ. მოერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას, ახლობლების დაჩაგვრას.

დაბადების დღიდან მეორე დღე შეესაბამება კუროს და მეორე სახლს - ფული, რესურსები. არ გირჩევთ ამ დღეს ფულის უაზროდ ხარჯვას. სასურველი იქნება საჩუქრად ფული მიიღოთ ან შეგიძლიათ, საკუთარ თავს ანგარიშზე ტერმინალიდან გარკვეული თანხა გადაურიცხოთ, თუნდაც 5 ლარი. ეცადეთ, არც ამ დღეს გადატვირთოთ ორგანიზმი საკვებითა და ალკოჰოლით. რადგან მთელი წელი არ იყოთ მობილიზებული ჭამაზე და არ მოიმატოთ წონაში. დაგეგმეთ თქვენი საქმეები და გეგმები, რაც ფულს მოგიტანთ.

დაბადების დღიდან მესამე დღე შეესაბამება ტყუპს და მესამე სახლს. ეს არის მეგობრებთან, და-ძმებთან შეხვედრის, ლაპარაკისა და მიმოწერის დღე. აკონტროლეთ სიტყვები. არც ამ დღეს გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ნასვამმა არ გათქვათ გეგმები, იდეები. სასურველია, შეხვდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, წიგნის წასაკითხად. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, აჩქარებას დოკუმენტების გაფორმებისას. ჭორების გავრცელებას და ლაქლაქს.

დაბადების დღიდან მეოთხე დღე შეესაბამება კირჩხიბს და მეოთხე სახლს. სადღესასწაულო სუფრა უმჯობესია შინ გაშალოთ და შეკრიბოთ ნათესავები, უმასპინძლეთ მეგობრებს. გაიხსენეთ ამქვეყნიდან წასული წინაპრები. იყავით მომთმენი, ნუ აჩქარდებით და ნუ იქნებით აგრესიული. თუ დღეს იჩხუბებთ, მთელი წელი უსიამოვნებაში გაატარებთ. სასურველია, ეს დღე შინ გაატაროთ, თუ დიდი სუფრის გაშლას არ აპირებთ, ტკბილეული მაინც დადეთ მაგიდაზე, ამგვარად პატივს მიაგებთ წინაპრებს, ვისი ლოცვაც მთელი წელი გაგყვებათ. მოერიდეთ სახლის შეურაცხყოფას, კონფლიქტს ოჯახის წევრებთან (მშობლებთან, შვილებთან).

დაბადების დღიდან მეხუთე დღე შეესაბამება ლომს და მეხუთე სახლს. ეს არის სიყვარულის, გართობის, შემოქმედების დღე. გაატარეთ მეტი დრო ბავშვებთან ერთად. სექსი ამ დღეს აკრძალული არაა, მაგრამ ენერგეტიკაზე ცუდად მოქმედებს. მოერიდეთ აზარტს, ლატარიას და ფულზე თამაშს, ნუ ჩაიხედებით სხვის საფულეში საკუთარი კეთილდღეობისთვის. თუ მარტოხელა ხართ, წარმოიდგინეთ (უმჯობესია დაწეროთ), როგორი ადამიანი გსურთ მეწყვილედ და ძალიან მალე ის გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

დაბადების დღიდან მეექვსე დღე შეესაბამება ქალწულს და მეექვსე სახლს. აკეთეთ ყოველდღიური საქმეები, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ ინსტრუმენტებით მუშაობა. თუ დასვენების დღე გაქვთ, საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. სამსახურში თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, მოერიდეთ ბრძანებების გაცემას, დაქვემდებარებულმა კი არ შეასრულოთ მითითებები, რადგან მთელ წელს სხვის დაქვემდებარებაში მოგიწევთ ყოფნა. დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ, რა სფეროში ისურვებდით მუშაობას. სწორედ ამ დღეს შეიძლება მიიღოთ საინტერესო საქმიანი შემოთავაზება. ნუ მიეძალებით ალკოჰოლს. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისა და დამოკიდებულებებისგან. სწორად გატარებული მეექვსე დღე მტკიცე ჯანმრთელობას გპირდებათ.

დაბადების დღიდან მეშვიდე დღე შეესაბამება სასწორს და მეშვიდე სახლს. ეს არის პარტნიორობის დღე. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის, ხოლო საქმიანი პარტნიორის მიმართ - კეთილგანწყობილი, დიპლომატიური. არ გირჩევთ ეჭვიანობას. გაატარეთ ეს დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, მაგრამ ნუ ეცდებით მათით მანიპულირებას, ნუ დაადანაშაულებთ მათ საკუთარ უიღბლობაში. თუ ეძებთ პარტნიორს (საქმიანს ან სასიყვარულოს), ჩამოწერეთ ყველა ის თვისება და ხასიათის შტრიხები, რაც უნდა ახასიათებდეს. ამ დღეს სახლიდან ძალიან შორს ნუ გაემგზავრებით. ნურც ორგანიზმს გადატვირთავთ მავნე საკვებითა და ალკოჰოლით. ნუ აჰყვებით ინსტინქტებს, მოერიდეთ აჩქარებას.

დაბადების დღიდან მერვე დღე შეესაბამება მორიელს და მერვე სახლს. ეს არის საფრთხილო, კრიზისის დღე. მოერიდეთ ექსტრიმს (სპორტშიც) და აზარტს. იყავით მეტად გააზრებული. შეიარეთ ბანკში, თუნდაც ისე, რადგან ბანკში არის ფულის ენერგია, მერვე დღე კი დიდი ფულის ენერგიაა. დაიმუხტეთ ამ ენერგიით, რომ მთელი წელი ფული ულევად გქონდეთ. მშვიდ გარემოში გაატარეთ ეს დღე. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. არ გირჩევთ ფიზიკურ გადატვირთვას. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. სამაგიეროდ, კარგია ვალებისა და კრედიტების დაფარვა.

დაბადების დღიდან მეცხრე დღე შეესაბამება მშვილდოსანს და მეცხრე სახლს. ცოდნისა და რელიგიის დღეა. აუცილებლად შედით ტაძარში, დაიმუხტეთ პოზიტიური ენერგიით. აუნთეთ სანთელი თქვენს წინაპრებს და მადლობა გადაუხადეთ, ყველაფრისთვის, რაც ახლა გაქვთ. არავის ასწავლოთ ჭკუა, არავის მოახვიოთ საკუთარი აზრი. განსაკუთრებით, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე. მოერიდეთ ბილწსიტყვაობას, კანონის დარღვევას. კარგია სამეცნიერო წიგნების კითხვა. ამ დღეს არ გირჩევთ უცხოური ნივთების შეძენას. სწორად გატარებული დღე მთელი წლის განმავლობაში მიიღებთ საჭირო ცოდნას და გამოიყენებთ თქვენს ცოდნას თქვენთვის სასარგებლოდ.

დაბადების დღიდან მეათე დღე შეესაბამება თხის რქას და მეათე სახლს. კარიერული მიღწევების, ამბიციების დღეა. ნუ იქნებით მბრძანებელი, არავის მიუთითოთ, რა გააკეთოს, თუ გსურთ, რომ რამე თქვენ გაგიკეთონ, ითხოვეთ (რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ). თავად კი შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც მოგთხოვენ. ნუ აიცილებთ პასუხისმგებლობას, ნურც საკუთარ საქმეებს გააკეთებინებთ სხვას. იყავით მიზანმიმართული, ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ უახლოეს მომავალში. სამსახურის საქმეების პარალელურად ნუ დაივიწყებთ ოჯახს.

დაბადების დღიდან მეთერთმეტე დღე შეესაბამება მერწყულს და მეთერთმეტე სახლს. სხვათა შორის ამ დღესაც შეიძლება დაბადების დღის აღნიშვნა. შეკრიბეთ მეგობრები. თუმცა, ნუ შეიძენთ ახალ სამოსს, ნივთებს, თვისებებს. ურთიერთობების დროს მოისმინეთ, რას გეუბნებიან სხვები, ყური დაუგდეთ რჩევებს. გაწევრიანდით საერთო ინტერესის მქონე ჯგუფებში. ამ დღეს კარგია დაწყებული საქმეების დასრულება. სწორად გატარებული ეს დღე მთელი წლის განმავლობაში საშუალებას მოგცემთ, რთული ვალდებულებებიც კი მარტივად შეასრულოთ.

დაბადების დღიდან მეთორმეტე დღე შეესაბამება თევზებს და მეთორმეტე სახლს. ნურაფრის გეშინიათ, არც საკუთარი კომპლექსები გააფეტიშოთ. გამოთქვით თქვენი აზრი თამამად, ჩაიცვით ის, რაც გსურთ, დაივიწყეთ "რას იტყვის ხალხი". ნუ გეშინიათ. არ მიაქციოთ ყურადღება ცრურწმენებს. არ გახდეთ სხვისი ტყუილების მსხვერპლი. თავადაც ეცადეთ, არავინ მოატყუოთ, არ გასცეთ დაპირებები. განსაკუთრებით, შეუსრულებელი. უმჯობესია, ამ დღეს განმარტოვდეთ, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს. თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. თუმცა, ნუ გაეხვევით საეჭვო პროექტებში, ჩახლართულ საქმეებში.

ბედნიერ დღეებს გისურვებთ!