მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ მეგობრები სამსახურში - ანუ ვისთან ღირს თანამშრომლობა
როგორ შევარჩიოთ მეგობრები სამსახურში - ანუ ვისთან ღირს თანამშრომლობა

დღეს­დღე­ო­ბით მძაფ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში უწევს ნე­ბის­მი­ერს პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია, იცო­დეთ ვის­თან შე­გიძ­ლი­ათ სამ­სა­ხურ­ში სა­ი­მე­დო ალი­ან­სის შეკ­ვრა.

ვერძს შე­უძ­ლია მერ­წყუ­ლის ან მშვილ­დოს­ნის იმე­დი ჰქონ­დეს სამ­სა­ხურ­ში. მერ­წყუ­ლის იდე­ებს ვერ­ძი ფუ­ლად აქ­ცევს, მშვილ­დო­სა­ნი კი არა­სო­დეს გა­ყი­დის მათ მე­გობ­რო­ბას უკე­თე­სი პოს­ტის ან მეტი ხელ­ფა­სის მო­ლო­დინ­ში.

კურო იდე­ა­ლუ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს ქალ­წულ­თან და კირჩხიბ­თან. ქალ­წუ­ლი ყო­ველ­თვის სწო­რად შე­ა­ფა­სებს კუ­როს ნა­ბი­ჯებს და ზედ­მე­ტი შე­კი­თხვე­ბის გა­რე­შე მიხ­ვდე­ბა რა, რო­გორ გა­ა­კე­თოს. კირჩხი­ბი კი კუ­როს სამ­სა­ხურ­ში "ოჯა­ხურ" ატ­მოს­ფე­როს შე­უქ­მნის: არც გემ­რი­ელ სა­სუსნავს მო­აკ­ლებს, არც - კარგ ყა­ვას.

ტყუპს შე­უძ­ლია სამ­სა­ხურ­ში ნდო­ბა სას­წორ­სა და ვერძს გა­მო­უ­ცხა­დოს. სას­წო­რი ტყუ­პის იდე­ებს ყო­ველ­თვის "დე­ლი­კა­ტუ­რად და­ა­ლა­გებს", ხოლო ვერ­ძი ამ იდე­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

კირჩხი­ბის­თვის სამ­სა­ხურ­ში იდე­ა­ლუ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი არი­ან ქალ­წუ­ლი და თევ­ზე­ბი. თევ­ზებს არა­სო­დეს მო­ბეზ­რდე­ბა ის­მი­ნოს კირჩხი­ბის მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ნა­ამ­ბო­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე, ქალ­წუ­ლი კი ყო­ველ­თვის მზად იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კირჩხი­ბი ერთჯე­რა­დი ხელ­სა­ხო­ცე­ბით და კარ­გი რჩე­ვე­ბით მო­ა­მა­რა­გოს.

ლო­მის­თვის იდე­ა­ლუ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ თხის რქა და კურო. თხის რქას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა კარ­გი მრჩევ­ლის სტა­ტუ­სის მორ­გე­ბა. თა­ნაც, იგი ლომს ლი­დე­რო­ბა­ში ღიად არა­სო­დეს შე­ე­ცი­ლე­ბა. კურო კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ლო­მის იდე­ებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ქალ­წუ­ლი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს ტყუ­პთან და მო­რი­ელ­თან. ტყუ­პის ქა­ო­სუ­რი იდე­ე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის "და­ლა­გე­ბა" ქალ­წულს სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს. ხოლო მო­რი­ელ­თან კავ­ში­რი მის­თვის კო­ლე­გებს შო­რის მტრუ­ლი გან­წყო­ბის­გან თა­ვის დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო გზა იქ­ნე­ბა.

სას­წო­რის­თვის იდე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ო­ნი-მე­გობ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ ლომი და მერ­წყუ­ლი. ლომ­თან სას­წო­რი სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბით პო­ტენ­ცი­ალს სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს, მათი იდე­ე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შე­დე­გებს მო­ი­ტანს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ან რეკ­ლა­მის კუ­თხით. ხოლო მერ­წყულ­თან სას­წორს დიდი მე­გობ­რო­ბა და ინ­ტე­რე­სე­ბი და­ა­კავ­ში­რებს.

მო­რი­ე­ლი სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლა­ზე უკეთ ქალ­წულ­თან და ვერძთან ითა­ნამ­შრომ­ლებს. ქალ­წუ­ლი მას ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტის სრულ­ყო­ფა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ვერ­ძი კი არა­სო­დეს მი­ით­ვი­სებს მის იდე­ებს და ყო­ველ­თვის ღიად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მო­რი­ე­ლის მტრებს ამ უკა­ნას­კნე­ლის და­სა­ცა­ვად.

მშვილ­დო­სანს სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა სას­წორ­თან და ლომ­თან. სას­წო­რი მის აქ­ტი­ვო­ბას გა­ცი­ლე­ბით უფრო დახ­ვე­წილ ფორ­მას მის­ცემს და ყო­ველ­თვის გა­მო­აძ­ვრენს მშვილ­დო­სანს უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. ლომი კი იდე­ა­ლუ­რად მო­ა­ხერ­ხებს მშვილ­დო­სან­თან ერ­თად გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბის და­სახ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

თხის რქის­თვის იდე­ა­ლუ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან კირჩხი­ბი და კურო. კირჩხი­ბი, თუკი თხის რქა მას სა­კუ­თა­რი სიმ­კაც­რით გულს ზედ­მე­ტად არ ატ­კენს მუ­დამ იზ­რუ­ნებს თხის რქის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე; კურო კი იდე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლებს თხის რქის და­სა­ხულ გეგ­მას

მერ­წყუ­ლის სა­უ­კე­თე­სო მო­კავ­ში­რე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ ტყუ­პი ან მშვილ­დო­სა­ნი. ტყუ­პთან ერ­თად იგი არა­ერ­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ის და­გეგ­მვას შეძ­ლებს. მშვილ­დო­სა­ნი კი ყო­ველ­თვის გა­უ­წევს მერ­წყულს კომ­პა­ნი­ო­ნო­ბას ნე­ბის­მი­ერ წა­მო­წყე­ბა­ში.

თევ­ზე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­კავ­ში­რე­ე­ბი სამ­სა­ხურ­ში თხის რქა და მო­რი­ე­ლი იქ­ნე­ბი­ან. თხის რქა და­ეხ­მა­რე­ბა მას სა­მუ­შა­ოს დრო­უ­ლად გა­არ­თვას თავი, ნაკ­ლე­ბად იწუ­წუ­ნოს და მეტი იშ­რო­მოს. მო­რი­ე­ლი კი ყო­ველ­თვის და­ი­ცავს თევ­ზებს ინ­ტრი­გე­ბის­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ შევარჩიოთ მეგობრები სამსახურში - ანუ ვისთან ღირს თანამშრომლობა

როგორ შევარჩიოთ მეგობრები სამსახურში - ანუ ვისთან ღირს თანამშრომლობა

დღესდღეობით მძაფრი კონკურენციის პირობებში უწევს ნებისმიერს პროფესიულ სფეროში თავის დამკვიდრება. ამიტომ სასურველი და აუცილებელიც კია, იცოდეთ ვისთან შეგიძლიათ სამსახურში საიმედო ალიანსის შეკვრა.

ვერძს შეუძლია მერწყულის ან მშვილდოსნის იმედი ჰქონდეს სამსახურში. მერწყულის იდეებს ვერძი ფულად აქცევს, მშვილდოსანი კი არასოდეს გაყიდის მათ მეგობრობას უკეთესი პოსტის ან მეტი ხელფასის მოლოდინში.

კურო იდეალურად ითანამშრომლებს ქალწულთან და კირჩხიბთან. ქალწული ყოველთვის სწორად შეაფასებს კუროს ნაბიჯებს და ზედმეტი შეკითხვების გარეშე მიხვდება რა, როგორ გააკეთოს. კირჩხიბი კი კუროს სამსახურში "ოჯახურ" ატმოსფეროს შეუქმნის: არც გემრიელ სასუსნავს მოაკლებს, არც - კარგ ყავას.

ტყუპს შეუძლია სამსახურში ნდობა სასწორსა და ვერძს გამოუცხადოს. სასწორი ტყუპის იდეებს ყოველთვის "დელიკატურად დაალაგებს", ხოლო ვერძი ამ იდეების დაუყოვნებლივ რეალიზაციაში დაეხმარება.

კირჩხიბისთვის სამსახურში იდეალური მოკავშირეები არიან ქალწული და თევზები. თევზებს არასოდეს მობეზრდება ისმინოს კირჩხიბის მრავალსაათიანი ნაამბობი ოჯახის წევრებსა და დრამატული ისტორიები სიყვარულზე, ქალწული კი ყოველთვის მზად იქნება საჭიროების შემთხვევაში კირჩხიბი ერთჯერადი ხელსახოცებით და კარგი რჩევებით მოამარაგოს.

ლომისთვის იდეალური მოკავშირეები სამსახურში შეიძლება გახდნენ თხის რქა და კურო. თხის რქას შესანიშნავად ეხერხება კარგი მრჩევლის სტატუსის მორგება. თანაც, იგი ლომს ლიდერობაში ღიად არასოდეს შეეცილება. კურო კი შესანიშნავი შემსრულებელია, ამიტომ ლომის იდეებს შესანიშნავად განახორციელებს.

ქალწული თავს კომფორტულად იგრძნობს ტყუპთან და მორიელთან. ტყუპის ქაოსური იდეებისა და მოსაზრებების "დალაგება" ქალწულს სიამოვნებას მიანიჭებს. ხოლო მორიელთან კავშირი მისთვის კოლეგებს შორის მტრული განწყობისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა იქნება.

სასწორისთვის იდეალური კომპანიონი-მეგობრები შეიძლება გახდნენ ლომი და მერწყული. ლომთან სასწორი საკუთარ შემოქმედებით პოტენციალს სრულად გამოიყენებს, მათი იდეები არაჩვეულებრივ შედეგებს მოიტანს, განსაკუთრებით სახელოვნებო ან რეკლამის კუთხით. ხოლო მერწყულთან სასწორს დიდი მეგობრობა და ინტერესები დააკავშირებს.

მორიელი სამსახურში ყველაზე უკეთ ქალწულთან და ვერძთან ითანამშრომლებს. ქალწული მას ნებისმიერი პროექტის სრულყოფაში დაეხმარება. ვერძი კი არასოდეს მიითვისებს მის იდეებს და ყოველთვის ღიად დაუპირისპირდება მორიელის მტრებს ამ უკანასკნელის დასაცავად.

მშვილდოსანს საუკეთესო ურთიერთობა ექნება სასწორთან და ლომთან. სასწორი მის აქტივობას გაცილებით უფრო დახვეწილ ფორმას მისცემს და ყოველთვის გამოაძვრენს მშვილდოსანს უხერხული სიტუაციიდან. ლომი კი იდეალურად მოახერხებს მშვილდოსანთან ერთად გრანდიოზული გეგმების დასახვასა და განხორციელებას.

თხის რქისთვის იდეალური მოკავშირეები იქნებიან კირჩხიბი და კურო. კირჩხიბი, თუკი თხის რქა მას საკუთარი სიმკაცრით გულს ზედმეტად არ ატკენს მუდამ იზრუნებს თხის რქის კეთილდღეობაზე; კურო კი იდეალურად შეასრულებს თხის რქის დასახულ გეგმას

მერწყულის საუკეთესო მოკავშირეები შეიძლება გახდნენ ტყუპი ან მშვილდოსანი. ტყუპთან ერთად იგი არაერთი ორიგინალური იდეის დაგეგმვას შეძლებს. მშვილდოსანი კი ყოველთვის გაუწევს მერწყულს კომპანიონობას ნებისმიერ წამოწყებაში.

თევზებისთვის საუკეთესო მოკავშირეები სამსახურში თხის რქა და მორიელი იქნებიან. თხის რქა დაეხმარება მას სამუშაოს დროულად გაართვას თავი, ნაკლებად იწუწუნოს და მეტი იშრომოს. მორიელი კი ყოველთვის დაიცავს თევზებს ინტრიგებისგან.