სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიგოთ უფროსის გული და გავხდეთ მისი საყვარელი თანამშრომელი, მისი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით
როგორ მოვიგოთ უფროსის გული და გავხდეთ მისი საყვარელი თანამშრომელი, მისი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

კა­რი­ე­რულ წინსვლის­თვის ან უბ­რა­ლოდ, სამ­სა­ხურ­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, პირ­ველ რიგ­ში, უფ­რო­სის გუ­ლის მო­გე­ბაა სა­ჭი­რო. ამი­ტომ მარ­ტი­ვი ხრი­კე­ბი მო­გიმ­ზა­დეთ სა­ი­მი­სოდ, რომ თქვენს უშუ­ა­ლო უფ­როს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­გი­ად­ვილ­დეთ, ამის­თვის კი საკ­მა­რი­სია, მისი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი იცო­დეთ.

ფი­ცხი, საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი და ხში­რად კონ­ფლიქ­ტუ­რიც კი არი­ან ცე­ცხლის სტი­ქი­ის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი შე­ფე­ბი - ვერ­ძი, ლომი და მშვილ­დო­სა­ნი . მათ­თვის მთა­ვა­რია, რომ თა­ნამ­შრო­მელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბა­სა და მუდ­მი­ვად წინსვლის სურ­ვილს ხე­დავ­დნენ. ასეთ უფ­როს­თან კა­მა­თის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, იგი ნაკ­ლე­ბად და­გი­თხოვთ სამ­სა­ხუ­რი­დან მხო­ლოდ იმის გამო, რომ თქვენ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­გაჩ­ნი­ათ და რა­ღა­ცის მტკი­ცედ გჯე­რათ. თუმ­ცა, ნუ ეც­დე­ბით ცე­ცხლო­ვა­ნი შე­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვა ხელ­ყოთ ან მას­ზე უკე­თე­სად საქ­მის კე­თე­ბის სა­ხალ­ხოდ დე­მონ­სტრი­რე­ბა და­ი­წყოთ. ეს უკვე ნიშ­ნავს თქვენ­თვის ახლო მო­მა­ვალ­ში უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნას.

წინ­და­ხე­დუ­ლი, მომ­თხოვ­ნი და ზო­მი­ე­რად დის­ტან­ცი­უ­რე­ბი არი­ან მი­წის სტი­ქი­ის უფ­რო­სე­ბი: კურო, ქალ­წუ­ლი და თხის რქა . ისი­ნი ე.წ. ვორ­კოჰო­ლიკ ნიშ­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. მათ არ ახა­სი­ა­თებთ ცე­ცხლის სტი­ქი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით ხმა­უ­რი­ა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი და ასე­თი უფ­რო­სის­გან თა­ნამ­შრო­მელ­თან ღია და აშ­კა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა იშ­ვი­ა­თა­დაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ამას­თან, ასე­თი უფ­რო­სი ძა­ლი­ან აფა­სებს მშრო­მელ ხალ­ხს. ამი­ტომ, თუ თქვენ პა­ტი­ოს­ნად შრო­მობთ, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ რა­ღა­ცას მას­ზე უკეთ აკე­თებთ ან უკეთ ხე­დავთ, მი­წის სტი­ქი­ის უფ­რო­სი სამ­სა­ხუ­რი­დან არ და­გი­თხოვთ, უფრო მე­ტიც, თუ თქვე­ნი იდეა მას ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი ეჩ­ვე­ნე­ბა, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­გა­წი­ნა­უ­როთ კი­დეც.

წყლის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს შო­რის და­ბა­დე­ბუ­ლი თუა თქვე­ნი შეფი ანუ თუ კირჩხი­ბის, მო­რი­ე­ლის ან თევ­ზე­ბის ოფის­ში მოხ­ვდით სა­მუ­შა­ოდ უნდა იცო­დეთ, რომ ამ კომ­პა­ნი­ა­ში არა­თუ კედ­ლებს, კა­რის სა­ხე­ლუ­რებ­სა და სა­წერ კა­ლამ­საც კი ყუ­რე­ბი აქვს. ამი­ტომ ზედ­მეტ ღლა­ბუცს და უფ­რო­სო­ბა­ზე ქი­ლიკს მკაც­რად არ გირ­ჩევთ თუ არ გინ­დათ მალე მო­გი­წი­ოთ სამ­სა­ხურ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა. მო­ე­კი­დეთ სამ­სა­ხურს რო­გორც თქვენს მე­ო­რე სახ­ლს, ამას თქვე­ნი შეფი აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფა­სებს და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, როცა იგი თქვენს ერ­თგუ­ლე­ბა­ში სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გი­მა­ტებთ თა­ნამ­დე­ბო­ბას და ხელ­ფასს.

და­ბო­ლოს, თუკი ისე მოხ­და, რომ ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ნი­შა­ნი შეგ­ხვდათ უფ­რო­სად ანუ თუ ტყუ­პი, მერ­წყუ­ლი ან სას­წო­რი თქვე­ნი უშუ­ა­ლო შეფი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ დღი­დან სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნი­სა, თქვე­ნი პო­ზი­ცია, ხელ­ფა­სი და თა­ვად ოფი­სის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაც კი არა­ერ­თგზის შე­იც­ვლე­ბა. ჰა­ე­რის სტი­ქი­ას მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა უყ­ვარს. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბით, ვინც სტა­ბი­ლურ და მშვიდ ად­გილს ეძებს პრო­ფე­სი­უ­ლად, აჯო­ბებს მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლოთ. სა­მა­გი­ე­როდ, ჰა­ე­რის ნიშ­ნებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­გე­ცე­მათ კრე­ა­ტი­უ­ლი უნა­რე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჰა­ე­რის სტი­ქი­ის უფ­როს­მა შე­საძ­ლოა ხში­რად ვერ გა­იხ­სე­ნოს თქვე­ნი გვა­რი ან თა­ნამ­დე­ბო­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, მე­გობ­რუ­ლად მო­გი­კი­თხავთ შეხ­ვედ­რი­სას და არა­სო­დეს იგ­რძნობთ მას­თან იერ­არ­ქი­ულ ბა­რი­ერს, რო­გორც ხელ­ქვე­ი­თი უფ­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ მოვიგოთ უფროსის გული და გავხდეთ მისი საყვარელი თანამშრომელი, მისი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

როგორ მოვიგოთ უფროსის გული და გავხდეთ მისი საყვარელი თანამშრომელი, მისი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

კარიერულ წინსვლისთვის ან უბრალოდ, სამსახურში ჰარმონიული ურთიერთობისთვის, პირველ რიგში, უფროსის გულის მოგებაა საჭირო. ამიტომ მარტივი ხრიკები მოგიმზადეთ საიმისოდ, რომ თქვენს უშუალო უფროსთან კომუნიკაცია გაგიადვილდეთ, ამისთვის კი საკმარისია, მისი ზოდიაქოს ნიშანი იცოდეთ.

ფიცხი, საკმაოდ ემოციური და ხშირად კონფლიქტურიც კი არიან ცეცხლის სტიქიის ნიშნით დაბადებული შეფები - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი . მათთვის მთავარია, რომ თანამშრომელში აქტიურობასა და მუდმივად წინსვლის სურვილს ხედავდნენ. ასეთ უფროსთან კამათის ნუ შეგეშინდებათ, იგი ნაკლებად დაგითხოვთ სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ საკუთარი პოზიცია გაგაჩნიათ და რაღაცის მტკიცედ გჯერათ. თუმცა, ნუ ეცდებით ცეცხლოვანი შეფის ინიციატივა ხელყოთ ან მასზე უკეთესად საქმის კეთების სახალხოდ დემონსტრირება დაიწყოთ. ეს უკვე ნიშნავს თქვენთვის ახლო მომავალში უსამსახუროდ დარჩენას.

წინდახედული, მომთხოვნი და ზომიერად დისტანციურები არიან მიწის სტიქიის უფროსები: კურო, ქალწული და თხის რქა . ისინი ე.წ. ვორკოჰოლიკ ნიშნებს განეკუთვნებიან. მათ არ ახასიათებთ ცეცხლის სტიქიის ადამიანებივით ხმაურიანი ტემპერამენტი და ასეთი უფროსისგან თანამშრომელთან ღია და აშკარა დაპირისპირება იშვიათადაა მოსალოდნელი. ამასთან, ასეთი უფროსი ძალიან აფასებს მშრომელ ხალხს. ამიტომ, თუ თქვენ პატიოსნად შრომობთ, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცას მასზე უკეთ აკეთებთ ან უკეთ ხედავთ, მიწის სტიქიის უფროსი სამსახურიდან არ დაგითხოვთ, უფრო მეტიც, თუ თქვენი იდეა მას ფინანსურად მომგებიანი ეჩვენება, სავსებით შესაძლებელია მოულოდნელად დაგაწინაუროთ კიდეც.

წყლის სტიქიის ნიშნებს შორის დაბადებული თუა თქვენი შეფი ანუ თუ კირჩხიბის, მორიელის ან თევზების ოფისში მოხვდით სამუშაოდ უნდა იცოდეთ, რომ ამ კომპანიაში არათუ კედლებს, კარის სახელურებსა და საწერ კალამსაც კი ყურები აქვს. ამიტომ ზედმეტ ღლაბუცს და უფროსობაზე ქილიკს მკაცრად არ გირჩევთ თუ არ გინდათ მალე მოგიწიოთ სამსახურთან გამომშვიდობება. მოეკიდეთ სამსახურს როგორც თქვენს მეორე სახლს, ამას თქვენი შეფი აუცილებლად დააფასებს და რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა იგი თქვენს ერთგულებაში საბოლოოდ დარწმუნდება, აუცილებლად მოგიმატებთ თანამდებობას და ხელფასს.

დაბოლოს, თუკი ისე მოხდა, რომ ჰაერის სტიქიის ნიშანი შეგხვდათ უფროსად ანუ თუ ტყუპი, მერწყული ან სასწორი თქვენი უშუალო შეფი გაითვალისწინეთ, რომ დღიდან სამსახურში აყვანისა, თქვენი პოზიცია, ხელფასი და თავად ოფისის ადგილმდებარეობაც კი არაერთგზის შეიცვლება. ჰაერის სტიქიას მრავალფეროვნება უყვარს. შესაბამისად, თუკი ისეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით, ვინც სტაბილურ და მშვიდ ადგილს ეძებს პროფესიულად, აჯობებს მიწის სტიქიის ნიშნებისკენ გადაინაცვლოთ. სამაგიეროდ, ჰაერის ნიშნებთან მაქსიმალურად მოგეცემათ კრეატიული უნარების, შემოქმედებითი პოტენციალისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება. ჰაერის სტიქიის უფროსმა შესაძლოა ხშირად ვერ გაიხსენოს თქვენი გვარი ან თანამდებობა, სამაგიეროდ, მეგობრულად მოგიკითხავთ შეხვედრისას და არასოდეს იგრძნობთ მასთან იერარქიულ ბარიერს, როგორც ხელქვეითი უფროსთან ურთიერთობაში.