სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიგოთ დედამთილის გული, რა მოთხოვნებს წამოგიყენებთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როგორ მოვიგოთ დედამთილის გული, რა მოთხოვნებს წამოგიყენებთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რძლე­ბის უმე­ტე­სო­ბას უჭირს სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა სა­კუ­თარ დე­დამ­თილ­თან. მაგ­რამ თუ მისი ზო­დი­ა­ქის ნი­შა­ნი გე­ცო­დი­ნე­ბათ, მისი გუ­ლის მო­გე­ბას მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ.

ვერ­ძი

დე­დამ­თილს რომ მო­ე­წო­ნოთ, უნდა იყოთ ენერ­გი­უ­ლი და კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა უნდა გქონ­დეთ. არას­დროს "გა­ბურ­ღოთ" თქვე­ნი ქმა­რი დე­დის თან­დას­წრე­ბით. ვერ­ძი-დე­დამ­თი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ მის შვილ­თან ერ­თად იბ­რძო­ლეთ ლი­დე­რო­ბი­სა და ახა­ლი იდე­ე­ბის­თვის.

კურო

და­უმ­ტკი­ცეთ, რომ მის შვი­ლი ნამ­დვი­ლად გიყ­ვართ და მას­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას აპი­რებთ. არ და­გა­ვი­წყდეთ შინ სიმ­ყუდ­რო­ვის შექ­მნა, გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მას­თან ერ­თად და­გე­მოვ­ნე­ბა. კურო, რო­გორც წესი, საკ­მა­ოდ ჯი­უ­ტი ნი­შა­ნია და მას­თან კა­მა­თი კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ, ამი­ტომ და­ე­თან­ხმეთ და რაც მთვა­რია, ხში­რად მო­ეხ­მა­რეთ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

ტყუ­პი

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ მისი შვი­ლი ოჯა­ხურ ტი­რა­ნად არ გა­და­იქ­ცე­ვა, არ შე­უ­ზღუ­და­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არ შე­უშ­ლან ხელს ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და არ და­ურ­ღვე­ვენ პი­რად სივ­რცეს. ნუ მო­ი­თხოვთ წე­სე­ბის დაც­ვას, გა­მო­ნა­ხეთ კომ­პრო­მი­სი.

კირჩხი­ბი

მო­ემ­ზა­დეთ, თქვენ გე­ლით მყა­რი ოჯა­ხის შექ­მნის კლა­სი­კუ­რი ვა­რი­ან­ტი: და­ქორ­წი­ნე­ბა, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა, უქ­მე­ებ­ზე ოჯა­ხუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის მო­წყო­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ოჯა­ხი­სა და შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის კა­რი­ე­რა­ზე უა­რის თქმამ. სა­უბ­რი­სას არ წა­მოგცდეთ "მე" გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ თქვენ გახ­დით "ჩვენ".

ლომი

მას რომ მო­ე­წო­ნოთ, ყუ­რა­დღე­ბით უნდა გა­ა­ნე­ბივ­როთ. ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნეთ მის კი­თხვებს და ეცა­დეთ გა­ი­ღი­მოთ მა­ინც მის ხუმ­რო­ბა­ზე. ლომი საკ­მა­ოდ ეჭ­ვი­ა­ნი ნი­შა­ნია და გა­გე­ბით უნდა შეხ­ვდეთ იმ ფაქტს, რომ თქვე­ნი ქმა­რი დე­დას უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს, ვიდ­რე თქვენ.

ქალ­წუ­ლი

მას თა­ვი­სი შვი­ლის­თვის მშვი­დი, მზრუნ­ველ და ჰი­გი­ე­ნუ­რი ცოლი სურს. მზად იყა­ვით, რომ ქმრის­თვის მხო­ლოდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე კი არ იყოთ, უნდა მხა­რი აუ­ბათ მას ახალ წა­მო­წყე­ბებ­ში, და­ეხ­მა­როთ იდე­ე­ბით და თუ სა­ჭი­რო გახ­და, იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხი­თაც.

სას­წო­რი

მას არ უნდა ეკა­მა­თოთ და უფრო მე­ტიც, წარ­სუ­ლი წყე­ნა არ უნდა გა­უხ­სე­ნოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, რომ თქვენ შო­რის ჰარ­მო­ნი­ამ და­ი­სად­გუ­როს. სა­უბ­რი­სას ხში­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინ­ტე­ლექ­ტი, იყა­ვით თბი­ლი და მზრუნ­ვე­ლი.

მო­რი­ე­ლი

ეჭ­ვი­ა­ნი დე­დამ­თი­ლია. მას სურს, მისი შვი­ლი მხო­ლოდ მას ეკუთ­ვნო­დეს. თქვენ ეჭ­ვის თვა­ლით გი­ყუ­რებთ და შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვი­ა­ნობ­დეს კი­დეც, რომ ვა­ჟის სიყ­ვა­რულ­ში მო­ცი­ლე გა­უ­მო­უჩ­ნდა. არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე, იუ­მორ­ში გა­უ­ტა­რეთ. უფრო მე­ტიც, გა­წევ­რდით მის გუნდში.

მშვილ­დო­სა­ნი

მის გულს და­ი­პყრობთ, თუ გა­მო­ავ­ლენთ ოპ­ტი­მიზმს, იუ­მო­რის გრძნო­ბას და იქ­ნე­ბით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. იგი უნდა მიხ­ვდეს, რომ სამ­ყა­რო­ში ნა­თე­ლი სხი­ვი ხართ და მისი შვი­ლის­თვის - მუზა. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ დე­დამ­თილ­თან თქვე­ნი აზ­რის გა­მოთ­ქმის.

თხის რქა

და­ა­ნახ­ვეთ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი და კა­რი­ე­რა­ზე, მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ. უნდა იყოთ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და გქონ­დეთ მო­მავ­ლის გეგ­მა. თხის რქა-დე­დამ­თი­ლი გა­მორ­ჩე­ნას თუ შე­გამ­ჩნევთ ან სურ­ვილს, რომ მისი ვა­ჟის შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლის გაფ­ლან­გვა გსურთ, მის შვილს თვა­ლით ვე­ღარ და­ი­ნა­ხავთ.

მერ­წყუ­ლი

თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­გე­ბის ქა­ლია და მხო­ლოდ ერთი რამ სურს, მისი შვი­ლი თავს კარ­გად უნდა გრძნობ­დეს. თუმ­ცა, ტყუ­ილს არ გა­პა­ტი­ებთ. იყა­ვით, ის, ვინც ხართ და არ გა­უ­მარ­თოთ ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლი. ასე უფრო მალე მო­ი­პო­ვებთ მის მე­გობ­რო­ბას.

თევ­ზე­ბი

მისი გული რომ მო­ი­გოთ, ესა­უბ­რეთ თქვენს გრძნო­ბებ­ზე, რა­საც მისი შვი­ლის მი­მართ გა­ნიც­დით. მას არ სურს ცივი გო­ნე­ბით მოქ­მე­დი რძა­ლი. მას უნდა, მისი შვი­ლი სიყ­ვა­რულ­ში ნე­ბივ­რობ­დეს. ეს იქ­ნე­ბა მის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორ მოვიგოთ დედამთილის გული, რა მოთხოვნებს წამოგიყენებთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორ მოვიგოთ დედამთილის გული, რა მოთხოვნებს წამოგიყენებთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რძლების უმეტესობას უჭირს საერთო ენის გამონახვა საკუთარ დედამთილთან. მაგრამ თუ მისი ზოდიაქის ნიშანი გეცოდინებათ, მისი გულის მოგებას მარტივად შეძლებთ.

ვერძი

დედამთილს რომ მოეწონოთ, უნდა იყოთ ენერგიული და კარგი იუმორის გრძნობა უნდა გქონდეთ. არასდროს "გაბურღოთ" თქვენი ქმარი დედის თანდასწრებით. ვერძი-დედამთილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის შვილთან ერთად იბრძოლეთ ლიდერობისა და ახალი იდეებისთვის.

კურო

დაუმტკიცეთ, რომ მის შვილი ნამდვილად გიყვართ და მასთან სერიოზულ ურთიერთობას აპირებთ. არ დაგავიწყდეთ შინ სიმყუდროვის შექმნა, გემრიელობების მომზადება და მასთან ერთად დაგემოვნება. კურო, როგორც წესი, საკმაოდ ჯიუტი ნიშანია და მასთან კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ დაეთანხმეთ და რაც მთვარია, ხშირად მოეხმარეთ სამზარეულოში.

ტყუპი

დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი შვილი ოჯახურ ტირანად არ გადაიქცევა, არ შეუზღუდავენ თავისუფლებას, არ შეუშლან ხელს ახალი იდეების განხორციელებაში და არ დაურღვევენ პირად სივრცეს. ნუ მოითხოვთ წესების დაცვას, გამონახეთ კომპრომისი.

კირჩხიბი

მოემზადეთ, თქვენ გელით მყარი ოჯახის შექმნის კლასიკური ვარიანტი: დაქორწინება, შვილების გაჩენა, უქმეებზე ოჯახური წვეულებების მოწყობა. შეიძლება მოგიწიოთ ოჯახისა და შვილების კეთილდღეობისთვის კარიერაზე უარის თქმამ. საუბრისას არ წამოგცდეთ "მე" გათხოვების შემდეგ თქვენ გახდით "ჩვენ".

ლომი

მას რომ მოეწონოთ, ყურადღებით უნდა გაანებივროთ. ყურადღებით მოუსმინეთ მის კითხვებს და ეცადეთ გაიღიმოთ მაინც მის ხუმრობაზე. ლომი საკმაოდ ეჭვიანი ნიშანია და გაგებით უნდა შეხვდეთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ქმარი დედას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე თქვენ.

ქალწული

მას თავისი შვილისთვის მშვიდი, მზრუნველ და ჰიგიენური ცოლი სურს. მზად იყავით, რომ ქმრისთვის მხოლოდ მოსიყვარულე მეუღლე კი არ იყოთ, უნდა მხარი აუბათ მას ახალ წამოწყებებში, დაეხმაროთ იდეებით და თუ საჭირო გახდა, იდეების განხორცილებისთვის საჭირო თანხითაც.

სასწორი

მას არ უნდა ეკამათოთ და უფრო მეტიც, წარსული წყენა არ უნდა გაუხსენოთ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენ შორის ჰარმონიამ დაისადგუროს. საუბრისას ხშირად გამოავლინეთ ინტელექტი, იყავით თბილი და მზრუნველი.

მორიელი

ეჭვიანი დედამთილია. მას სურს, მისი შვილი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. თქვენ ეჭვის თვალით გიყურებთ და შეიძლება ეჭვიანობდეს კიდეც, რომ ვაჟის სიყვარულში მოცილე გაუმოუჩნდა. არ აჰყვეთ პროვოკაციაზე, იუმორში გაუტარეთ. უფრო მეტიც, გაწევრდით მის გუნდში.

მშვილდოსანი

მის გულს დაიპყრობთ, თუ გამოავლენთ ოპტიმიზმს, იუმორის გრძნობას და იქნებით თავდაჯერებული. იგი უნდა მიხვდეს, რომ სამყაროში ნათელი სხივი ხართ და მისი შვილისთვის - მუზა. ნუ მოგერიდებათ დედამთილთან თქვენი აზრის გამოთქმის.

თხის რქა

დაანახვეთ, რომ სერიოზული და კარიერაზე, მომავალზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. უნდა იყოთ განათლებული, მიზანსწრაფული და გქონდეთ მომავლის გეგმა. თხის რქა-დედამთილი გამორჩენას თუ შეგამჩნევთ ან სურვილს, რომ მისი ვაჟის შრომით მოპოვებული ფულის გაფლანგვა გსურთ, მის შვილს თვალით ვეღარ დაინახავთ.

მერწყული

თავისუფალი გაგების ქალია და მხოლოდ ერთი რამ სურს, მისი შვილი თავს კარგად უნდა გრძნობდეს. თუმცა, ტყუილს არ გაპატიებთ. იყავით, ის, ვინც ხართ და არ გაუმართოთ იაფფასიანი სპექტაკლი. ასე უფრო მალე მოიპოვებთ მის მეგობრობას.

თევზები

მისი გული რომ მოიგოთ, ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე, რასაც მისი შვილის მიმართ განიცდით. მას არ სურს ცივი გონებით მოქმედი რძალი. მას უნდა, მისი შვილი სიყვარულში ნებივრობდეს. ეს იქნება მისთვის ბედნიერება.