პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავუმეგობრდეთ შვილებს მათი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით
როგორ დავუმეგობრდეთ შვილებს მათი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

ხში­რად დედა ან მამა ვერ ახერ­ხებს სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას შვილ­თან. მი­მარ­თავს ათას­გვარ მე­თოდს და­წყე­ბუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ტე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მა­ინც არა და არ ჩანს... ას­ტრო­ლო­გია და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ და­უ­მე­გობ­რდეთ შვი­ლებს მათი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

ვერძს რომ რამე გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ, ნუ ჩა­უდ­გე­ბით ჯიბრში. მი­ე­ცით მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უთხა­რით, რომ მი­უ­ხე­და­ვად ცუდი საქ­ცი­ე­ლი­სა, მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რად გიყ­ვართ.

კუ­როს ნუ­რა­სო­დეს აი­ძუ­ლებთ აჩ­ქა­რე­ბას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სწრა­ფად მი­ღე­ბას. ამით მას ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­ში აგ­დებს, რაც კი­დევ უფრო ზრდის მის სი­ჯი­უ­ტეს. დრო­ე­ბით თავი და­ა­ნე­ბეთ და მი­ე­ცით დრო შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად.

ტყუ­პის მო­უს­ვენ­რო­ბა და ცვა­ლე­ბა­დო­ბა ხში­რად იწ­ვევს გა­ცი­ლე­ბით უფრო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი მშობ­ლის გუ­ლის­წყო­მას. აზრი არ აქვს მის და­ში­ნე­ბას ან დას­ჯას. აჯო­ბებს რა­ი­მე სა­ხის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­იწ­ვი­ოთ: ათ დღე­ში 3 წიგ­ნი წა­ი­კი­თხოს... მერე კი სა­ო­ჯა­ხო "რა, სად, რო­დის" გა­უ­მარ­თეთ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­სარ­კვე­ვად.

კირჩხი­ბი ემო­ცი­უ­რი, სა­თუ­თი ბავ­შვია. ამი­ტომ მას­თან ხმის ტო­ნის აწე­ვით არა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ. პი­რი­ქით, იგი უფრო ჩა­ი­კე­ტე­ბა. მო­ე­პყა­რით თბი­ლად, გუ­ლახ­დი­ლად ჰკი­თხეთ ცუ­დად მოქ­ცე­ვის მი­ზე­ზე­ბი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­სა­ჯოთ. ასე იგი თავს და­ცუ­ლად იგ­რძნობს. შე­სა­ბა­მი­სად, თქვენ­გან და­ფა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო აღარ ექ­ნე­ბა.

ლო­მის წა­ხა­ლი­სე­ბა და სტი­მუ­ლა­ცია, მისი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის "პულტზე" გა­დის. ამ ბავ­შვს ხში­რად სდე­ბენ ბრალს სი­ზარ­მა­ცე­სა და უსაქ­მუ­რო­ბა­ში. სა­ხალ­ხოდ უნდა შე­არ­ცხვი­ნოთ, მხო­ლოდ ასე გა­მო­იღ­ვი­ძებს მას­ში ლო­მუ­რი სი­ა­მა­ყე და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ეც­დე­ბა სა­პი­რის­პი­რო და­ამ­ტკი­ცოს.

ქალ­წუ­ლი საკ­მა­ოდ ასო­ცი­ა­ლუ­რი და თა­ვი­სე­ბუ­რი ბავ­შვია. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ტაქ­ტი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა გჭირ­დე­ბათ. ხში­რად წა­ა­ხა­ლი­სეთ ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გი საქ­ცი­ე­ლის გამო. ცუდს თუ ჩა­ი­დენს მშვი­დად აუხ­სე­ნით რა და­ა­შა­ვა.

სას­წო­რი ბავ­შვე­ბი ხში­რად ექ­ცე­ვი­ან თა­ნა­ტო­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნამ პირ­მ­შოს დას­ჯით, კარ­გად გა­ერ­კვი­ეთ სი­ტუ­ა­ცი­ის არსში. ბავ­შვს არა­სო­დეს ეუ­ხე­შოთ, საყ­ვე­დუ­რი რბი­ლი ტო­ნით და მკა­ფიო ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბით მი­ე­ცით.

მო­რი­ე­ლის აღ­ზრდა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამი­ტომ პა­ტა­რა მო­რი­ელ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მის­თვის თქვენ რო­გორც მშო­ბე­ლი გმი­რო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და სი­კე­თის მა­გა­ლი­თი იყოთ. მხო­ლოდ ასე და­იმ­სა­ხუ­რებთ მის­გან უპი­რო­ბო პა­ტი­ვის­ცე­მას.

მშვილ­დო­სა­ნი თავ­ქა­რი­ა­ნი, შა­რი­ა­ნი და ანცი ბავ­შვია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გო­გო­ნაა თუ ბიჭი, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში მო­უს­ვე­ნა­რი იქ­ნე­ბა. მას­თან კონ­სე­სუ­სის მიღ­წე­ვა იუ­მო­რით, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თა და სით­ბო­თი შე­იძ­ლე­ბა. ას­წავ­ლეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმი­ტომ რომ დიდ ასაკ­ში ამ ნაკ­ლის გამო მას არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნე­ბა ელის.

თხის რქა ბავ­შვე­ბი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლე­ბი, დინ­ჯე­ბი და მომთმე­ნე­ბი არი­ან. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა მათ­თან ემო­ცი­უ­რი შე­ზღუ­დუ­ლო­ბაა. პა­ტა­რა თხის რქა ხში­რად ვერ გა­მო­ხა­ტავს რე­ა­ლუ­რად სით­ბოს ან წყე­ნას. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იმუ­შა­ოთ მას­თან ამ მხრივ. მი­აჩ­ვი­ეთ იგი ემო­ცი­ე­ბის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბას და და­არ­წმუ­ნეთ, რომ ამის გამო არა­ვინ დას­ჯის.

მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დე­ბი არი­ან. მათ, რო­გორც წესი, მრა­ვალ­მხრი­ვი ნიჭი გა­აჩ­ნი­ათ, თუმ­ცა ნე­ბის­ყო­ფის სიმ­ცი­რის გამო არც ერთი და­წყე­ბუ­ლი საქ­მე არ მიჰ­ყავთ ბო­ლომ­დე. და­ეხ­მა­რეთ მას თუნ­დაც ერთი იდე­ის ფრთა­შეს­ხმა­ში, სა­მო­მავ­ლოდ იგი თა­ვა­დაც ენ­თუ­ზი­აზ­მით მო­ე­კი­დე­ბა სა­კუ­თარ ჩა­ნა­ფიქ­რს და შუა გზი­დან აღარ­სად გა­და­უხ­ვევს.

თევ­ზე­ბი ემო­ცი­უ­რე­ბი, არ­ტის­ტუ­ლე­ბი და სა­თუ­თი ბავ­შვე­ბი არი­ან. მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლე­ბი რბი­ლი ტო­ნით, არა­მენ­ტო­რუ­ლად ელა­პა­რა­კონ. თევ­ზის­თვის რა­ი­მეს ჩა­გო­ნე­ბა მხო­ლოდ მო­ფე­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხა­სი­ათ­ში ნე­ბის­ყო­ფაც გა­ნუ­ვი­თა­როთ. ხში­რად და­ა­ვა­ლეთ სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა, ოღონდ ისე, რომ ხე­ლის შეშ­ვე­ლე­ბა შე­გეძ­ლოთ მის­თვის, თუკი რამე შე­ეშ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

როგორ დავუმეგობრდეთ შვილებს მათი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

როგორ დავუმეგობრდეთ შვილებს მათი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

ხშირად დედა ან მამა ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას შვილთან. მიმართავს ათასგვარ მეთოდს დაწყებული წახალისებით, დასრულებული მომატებული სიმკაცრით, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც არა და არ ჩანს... ასტროლოგია დაგეხმარებათ, რომ დაუმეგობრდეთ შვილებს მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძს რომ რამე გააკეთებინოთ, ნუ ჩაუდგებით ჯიბრში. მიეცით მოქმედების თავისუფლება და უთხარით, რომ მიუხედავად ცუდი საქციელისა, მაინც ძველებურად გიყვართ.

კუროს ნურასოდეს აიძულებთ აჩქარებას და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. ამით მას ფსიქოლოგიურ სტრესში აგდებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის სიჯიუტეს. დროებით თავი დაანებეთ და მიეცით დრო შექმნილი სიტუაციის გასაცნობიერებლად.

ტყუპის მოუსვენრობა და ცვალებადობა ხშირად იწვევს გაცილებით უფრო გაწონასწორებული და დისციპლინირებული მშობლის გულისწყომას. აზრი არ აქვს მის დაშინებას ან დასჯას. აჯობებს რაიმე სახის ინტელექტუალურ საქმიანობაში გამოიწვიოთ: ათ დღეში 3 წიგნი წაიკითხოს... მერე კი საოჯახო "რა, სად, როდის" გაუმართეთ მიღებული ცოდნის გამოსარკვევად.

კირჩხიბი ემოციური, სათუთი ბავშვია. ამიტომ მასთან ხმის ტონის აწევით არაფერი გამოგივათ. პირიქით, იგი უფრო ჩაიკეტება. მოეპყარით თბილად, გულახდილად ჰკითხეთ ცუდად მოქცევის მიზეზები და არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ. ასე იგი თავს დაცულად იგრძნობს. შესაბამისად, თქვენგან დაფარული საიდუმლო აღარ ექნება.

ლომის წახალისება და სტიმულაცია, მისი თავმოყვარეობის "პულტზე" გადის. ამ ბავშვს ხშირად სდებენ ბრალს სიზარმაცესა და უსაქმურობაში. სახალხოდ უნდა შეარცხვინოთ, მხოლოდ ასე გამოიღვიძებს მასში ლომური სიამაყე და ნებისმიერ ფასად ეცდება საპირისპირო დაამტკიცოს.

ქალწული საკმაოდ ასოციალური და თავისებური ბავშვია. მასთან ურთიერთობისას ტაქტი და სამართლიანობა გჭირდებათ. ხშირად წაახალისეთ ნებისმიერი კარგი საქციელის გამო. ცუდს თუ ჩაიდენს მშვიდად აუხსენით რა დააშავა.

სასწორი ბავშვები ხშირად ექცევიან თანატოლების ნეგატიური გავლენის ქვეშ. შესაბამისად, სანამ პირმშოს დასჯით, კარგად გაერკვიეთ სიტუაციის არსში. ბავშვს არასოდეს ეუხეშოთ, საყვედური რბილი ტონით და მკაფიო ახსნა-განმარტებით მიეცით.

მორიელის აღზრდა ძალიან რთულია. ამიტომ პატარა მორიელთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელია, მისთვის თქვენ როგორც მშობელი გმირობის, სამართლიანობისა და სიკეთის მაგალითი იყოთ. მხოლოდ ასე დაიმსახურებთ მისგან უპირობო პატივისცემას.

მშვილდოსანი თავქარიანი, შარიანი და ანცი ბავშვია. არ აქვს მნიშვნელობა გოგონაა თუ ბიჭი, ყველა ვარიანტში მოუსვენარი იქნება. მასთან კონსესუსის მიღწევა იუმორით, მეგობრული დამოკიდებულებითა და სითბოთი შეიძლება. ასწავლეთ პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ დიდ ასაკში ამ ნაკლის გამო მას არაერთი უსიამოვნება ელის.

თხის რქა ბავშვები გაწონასწორებულები, დინჯები და მომთმენები არიან. ერთადერთი პრობლემა მათთან ემოციური შეზღუდულობაა. პატარა თხის რქა ხშირად ვერ გამოხატავს რეალურად სითბოს ან წყენას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იმუშაოთ მასთან ამ მხრივ. მიაჩვიეთ იგი ემოციების ღიად დაფიქსირებას და დაარწმუნეთ, რომ ამის გამო არავინ დასჯის.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ბავშვები ყველაზე არაპროგნოზირებადები არიან. მათ, როგორც წესი, მრავალმხრივი ნიჭი გააჩნიათ, თუმცა ნებისყოფის სიმცირის გამო არც ერთი დაწყებული საქმე არ მიჰყავთ ბოლომდე. დაეხმარეთ მას თუნდაც ერთი იდეის ფრთაშესხმაში, სამომავლოდ იგი თავადაც ენთუზიაზმით მოეკიდება საკუთარ ჩანაფიქრს და შუა გზიდან აღარსად გადაუხვევს.

თევზები ემოციურები, არტისტულები და სათუთი ბავშვები არიან. მათთვის აუცილებელია მშობლები რბილი ტონით, არამენტორულად ელაპარაკონ. თევზისთვის რაიმეს ჩაგონება მხოლოდ მოფერებით შეიძლება. მაგრამ აუცილებელია ხასიათში ნებისყოფაც განუვითაროთ. ხშირად დაავალეთ სიძნელეების გადალახვა, ოღონდ ისე, რომ ხელის შეშველება შეგეძლოთ მისთვის, თუკი რამე შეეშლება.