ავტორი:

როგორ აღნიშნავენ ზოდიაქოს ნიშნები ახალ წელს

როგორ აღნიშნავენ ზოდიაქოს ნიშნები ახალ წელს

ახალი წელი ჯადოქრობის, სიხარულის და გართობის დღესასწაულია. წლის მთავარი დღესასწაული ახლოვდება, გაიგეთ სად, ვისთან და როგორ შეხვდებიან მომავალ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნები.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არასოდეს სხედან მშვიდად. ახალი წლის ღამეს მათი მთავარი გასართობია: აფეთქება, ფეიერვერკი, სიმღერები, ცეკვები. ეს ყველაფერი სადღესასწაულო განწყობას უქმნით. ვერძს სჭირდება დრაივი, “მოძრაობა“, ამიტომ ისინი იშვიათად აღნიშნავენ ახალ წელს სახლში.

კურო

უპირველეს ყოვლისა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა თანხის დახარჯვას აპირებენ დღესასწაულზე. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისინი პირველ რიგში შეიძენენ პროდუქტებს, რადგან... კუროებს შორის ბევრია გემრიელი კერძების მოყვარული. ისინი აუცილებლად მოუსმენენ პრეზიდენტის მილოცვას პირველიდან ბოლო სიტყვამდე. შემდეგ ფურცელზე დაწერენ სურვილს და ჩვეულებისამებრ დაწვავენ. დღესასწაულის ბოლოს, კი დასაძინებლად მიდიან სრულყოფილების შეგრძნებით.

ტყუპი

ტყუპისთვის მთავარი კარგი მხიარულებაა. დღესასწაულების დროს ბევრ ახალგაცნობილს უმეგობრდებიან. რადგან არიან კომუნიკაბელური, მომხიბვლელები და ამყოლები. ამიტომ თვითონაც არ იციან სად და ვისთან ერთად წავლენ მომდევნო წუთში. დღესასწაულის მეორე დღეს ისინი შესაძლოა პლანეტის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ.

კირჩხიბი

ურჩევნიათ ახალი წლის აღნიშვნა სახლში, ახლობლებთან ერთად. ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშნებს ნებისმიერ დღესასწაულზე რომანტიზმი და სენტიმენტალურობა ემატებათ. მათი სიმღერა გიტარის თანხლებით საღამოს მთავარი ნომერია. კირჩხიბებს ასევე უყვართ საოჯახო ფოტოების თვალიერება.

ლომი

ლომებს მზე მართავს, ამიტომ ისინი თავს სამყაროს ცენტრად თვლიან. ეს არის კეთილშობილი ხალხი, მომხიბვლელი და შეუძლია შექმნას სადღესასწაულო, ცქრიალა ატმოსფერო გარშემო. ლომები შესანიშნავი ორგანიზატორები არიან, მათ წვეულებაზე არავის მოიწყენს, ყველას ყურადღებით მოეპყრობიან. როგორც საზოგადოების სული, ლომები სადღეგრძელოებისა და სიტყვით გამოსვლების დიდი მცოდნეები არიან. დღესასწაული ყოველთვის წარმატებულია, თუ ამაზე პასუხისმგებელია ლომი.

ქალწული

ქალწულები საახალწლოდ დიდი ხნით და ფრთხილად ემზადებიან, შემოდგომიდან დაწყებული. ისინი მეთოდურად ყიდულობენ საჩუქრებს, პროდუქტებს, მათ არ ესმით მათი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ბოლო წუთებში. ქალწულებს არასოდეს დაავიწყდებათ მიულოცონ ყველა საყვარელი ადამიანი. მთელი ძალისხმევა დაეთმობა დღესასწაულისთვის მომზადებას და საახალწლო იმიჯის შექმნას.

სასწორი

ცოტა მოწყენილი იქნებიან, რომ კიდევ ერთი წელი დასრულდა. რის შემდეგაც ბინას გემოვნებით მორთავენ, სასწორის მსგავსად არავის აქვს განვითარებული ესთეტიკური გემოვნება, რადგან მათ სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა მართავს. სასწორი ქალები ის ტიპები არიან, რომლებიც საახალწლოდ დახვეწილ კერძებს არა მხოლოდ კამითა და სტაფილოებით გააფორმებენ, არამედ ლამაზად მოაწყობენ მათ თეფშებზე. ეს ადამიანები ყოველთვის ორიგინალურ და საჭირო საჩუქრებს, ყიდულობენ, ხელმძღვანელობენ იმით, რაც უყვარს ადრესატს.

მორიელი

მორიელები გარკვეულწილად პირქუში ტიპები არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე ვნებიანები. საახალწლოდ ისინი არ მოიკლებენ მოდურ კლუბში წასვლას და იქ შთაბეჭდილებას მოახდენენ თავიანთი დახვეწილობითა და სექსუალურობით. მორიელებს შეუძლიათ ჩხუბის წამოწყება, ან შეუძლიათ სტრიპტიზის შესრულება. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი თავიანთი ორიგინალურობით დაიპყრობენ სხვებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი შორეულ ქვეყნებში წავა და ახალ წელს პალმის ხის ქვეშ აღნიშნავს. ისინი დაიჭერენ რამდენიმე აბორიგენს და დაიწყებენ მოყოლას ნაძვის ხეზე, ქართულ კერძებსა და ტრადიციებზე. შედეგად კარგ დროს გაატარებენ, საზიზღარი თანამემამულეების გარეშე. მშვილდოსნები ხუმრობების მოყვარულებიც არიან და შეუძლიათ ნებისმიერი დღესასწაული გაალამაზონ მოულოდნელი ხუმრობით.

თხის რქა

თხის რქები ტრადიციების ყველაზე დიდი მოყვარულები არიან, ამიტომ ინტერნეტში ყველაფერს წაიკითხავენ სხვადასხვა საახალწლო წეს-ჩვეულებებზე და, შესაძლოა, რაღაც ოჯახშიც დაამკვიდრონ. თუმცა, დიდი ალბათობით, ისინი გააწამებენ სუფრასთან შეკრებებს ისტორიებით იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავებულად უყურებენ სხვადასხვა ერები დღესასწაულს. და თუ ქალწული იქნება კამპანიაში, მაშინ ამ ორს ექნება ფილოსოფიური დებატები და მათთვის ახალი წელი წარმატებული იქნება.

მერწყული

მერწყულები ორიგინალურები არიან, ამიტომ რაღაც სიგიჟეს მოიფიქრებენ. მაგალითად, აძვრებიან ქალაქის უდიდეს ხეზე, ან ზუსტად თორმეტ საათზე გადახტებიან პარაშუტით, ან მოიფიქრებენ თემატურ ქვესტს მეგობრებისთვის. და არავითარ შემთხვევაში არ ჩართავენ ტელევიზორს, თუ სახლში დარჩებიან. ამის ნაცვლად, ისინი დაიწყებენ ცხოვრებიდან გასართობი ისტორიების მოყოლას, რომელზეც სამეცნიერო ფანტასტი მწერალიც კი იოცნებებდა.

თევზები

ისინი დალევენ ყველანაირ სითხეს და დაიწყებენ ყოფილებთან დარეკვას. მერე დაიწყებენ ბოდიალს და თუ ვინმე გაახსენდებათ, ყველას შეუვლიან გზად. დილით ინანებენ, თუკი რაიმეს გახსენებას მოახერხებენ. თუმცა, მათ შეუძლიათ იჯდნენ კუთხეში მთელი დღესასწაულის განმავლობაში, შეუმჩნეველი და დაფიქრებული, კონიაკის ბოთლით.