პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

26

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:01-ზე, მთვარე ლომშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები. შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა,
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის უნდა იქორწინოთ წლის ბოლომდე, რომ ყველა უბედურება აირიდოთ და მტკიცე ოჯახი გქონდეთ - 2020 წლის საუკეთესო დღეები ქორწილისთვის
როდის უნდა იქორწინოთ წლის ბოლომდე, რომ ყველა უბედურება აირიდოთ და მტკიცე ოჯახი გქონდეთ - 2020 წლის საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ქორ­წი­ლის დღის გა­მოთ­ვლა მე­უღ­ლის არ­ჩე­ვა­ზე ანაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქორ­წი­ნე­ბა უნდა შედ­გეს წყვი­ლის­თვის ბედ­ნი­ერ დღეს, რათა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბედ­ნი­ე­რად გა­ა­ტა­რონ, გან­ვი­თარ­დნენ, გამ­დიდ­რდნენ და გამ­რავ­ლდნენ.

  • შე­იძ­ლე­ბა თუ არა ქორ­წი­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბა ნა­კი­ან წე­ლი­წად­ში?

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020 წელი ვირ­თხის წელი ნა­კი­ა­ნია. ძვე­ლად მი­აჩ­ნდათ, რომ და­ო­ჯა­ხე­ბა არ იყო სა­სურ­ვე­ლი, თუ წელი კენტდღი­ა­ნი იყო. მაგ­რამ ას­ტრო­ლო­გია ასე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლი არაა. თუმ­ცა, შე­გახ­სე­ნებთ, რომ თეთ­რი მე­ტა­ლის ვირ­თხა მი­ზან­მი­მარ­თულ, ენერ­გი­ულ და აქ­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებს მფარ­ვე­ლობს, ვინც ძი­რი­თა­დად აქ­ცენტს კა­რი­ე­რა­სა და ბიზ­ნეს­ზე აკე­თე­ბენ. თუმ­ცა, არც ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნაა (გამ­რავ­ლე­ბა) ვირ­თხის­თვის უცხო. სხვა­თა შო­რის, ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ნა­კი­ან წელს სთხო­ვენ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მა­მა­კა­ცებს და­ო­ჯა­ხე­ბას და ამ უკანსკნე­ლებს უა­რის თქმის უფ­ლე­ბა არა აქვთ.

  • რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო დღე?

ყვე­ლა­ზე კარ­გი ვერ­სი­აა, კონ­კრე­ტუ­ლი დღე ას­ტრო­ლოგ­მა შე­გირ­ჩი­ოთ, მაგ­რამ თუ მას­თან ვი­ზი­ტი არ გსურთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

1. ქორ­წი­ლის დღე უნდა და­ამ­თხვი­ოთ მზარ­დი მთვა­რის პე­რი­ოდს. არ და­ამ­თხვი­ოთ ახალმთვა­რე­ო­ბას ან სავ­სემ­თვრე­ო­ბას. აგ­რეთ­ვე, არც მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას.

2. მყა­რი იქ­ნე­ბა ოჯა­ხი, თუ ქორ­წი­ლის დღეს მთვა­რე იქ­ნე­ბა სას­წო­რის, კუ­როს ან კი­ჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში. კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ, თუ ქორ­წი­ლის დღეს მთვა­რე იქ­ნე­ბა ვერ­ძის ან ლო­მის ნი­შან­ში. არც მერ­წყუ­ლი მო­გი­ტანთ სი­კე­თეს.

3. ეცა­დეთ, ქორ­წი­ლის დღე არ და­ემ­თხვეს მთვა­რის მე­სა­მე, მე­ხუ­თე, მერ­ვე, მე­ცხრე, 13-15, 18, 19, 23 , 25 და 29 დღე­ებს. სა­სურ­ვე­ლია, დღის გა­მო­სათ­ვლე­ლად ნუ­მე­რო­ლო­გი­ას მი­მარ­თოთ, სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­უ­კე­თე­სო დღეს თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­გირ­ჩევთ.

გარ­და მთვა­რი­სა ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა. ეცა­დეთ, რომ არ და­ქორ­წინ­დეთ მის რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ზე.

  • სა­უ­კე­თე­სო თვე ქორ­წი­ნე­ბის­თვის

თუ ქორ­წი­ნე­ბას ივ­ლის­ში აპი­რებთ, კარ­გი დღე­ე­ბია 26 და 31. ძვე­ლად მი­აჩ­ნდათ, რომ ივ­ლის­ში შექ­მნილ ოჯა­ხებს ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა გვერდს უვ­ლის.

აგ­ვის­ტო­ში - 3, 23, 30 და 31. ხოლო 8 და 18 აგ­ვის­ტოს არა­ფე­რი და­გეგ­მოთ. ამ­ბო­ბენ, აგ­ვის­ტო­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი რო­მან­ტი­კი­თა და სი­ნა­ზით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სეო.

სექ­ტემ­ბერ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ 18-ს და თვის ბოლო პე­რი­ოდს. გარ­და 27-ისა. სექ­ტემ­ბე­რი მშვიდ, ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას გპირ­დე­ბათ.

ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში ქორ­წი­ნე­ბას არ გირ­ჩევთ. კარ­გი დღე­ე­ბია 18, 26 და 30. ოქ­ტომ­ბრში შექ­მნილ ოჯახ­ში ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და­ი­სად­გუ­რებს.

ნო­ემ­ბერ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ა­წუ­ხებთ. დღე­ე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ - 20, 22, 27 და 29.

იღ­ბლი­ა­ნი იქ­ნე­ბა ქორ­წი­ნე­ბა, თუ და­ნიშ­ნავთ 20, 21, 25 ან 27 დე­კემ­ბერს.

  • დამ­თხვე­ვე­ბი თა­რიღ­ში

თუ რი­ცხვე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ამ­ჟღავ­ნებთ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა შემ­დეგ თა­რი­ღებს: 07.07. 2020; 09.09.2020; 10.10.2020; 11.11.2020 ან 12.12.2020. ან ასეთ ვა­რი­ანტს: 20.07.2020; 20.08.2020; 20.09.2020; 20.10.2020; 20.11.2020 ან 20.12.2020.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ კა­ლენ­დარ­ში არ­სე­ბობს ლა­მა­ზი დღე­ას­წა­უ­ლის დღე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჩა­ხუ­ტე­ბის, კოც­ნის, ოჯა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ ქორ­წი­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბას მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში და სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე.

  • რას მო­გი­ტანთ ქორ­წი­ნე­ბა 2020 წელს თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით?

ვერ­ძი

ხში­რი რო­მან­ტი­კუ­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბის მი­მართ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ში, პარტნი­ო­რის გრძნო­ბებ­ში?

კურო

თქვენ გა­აზ­რე­ბუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ, ეჭვი არ შე­გე­პა­როთ, რომ სა­ბე­დოს­თან მყარ კავ­შირს შექ­მნით.

ტყუ­პი

ახალ­გაც­ნო­ბილ­თან ქორ­წი­ნე­ბას ნუ იჩ­ქა­რებთ. უკეთ უნდა გა­იც­ნოთ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ დიდი ხნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა არ გეკ­რძა­ლე­ბათ.

კირჩხი­ბი

ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა გე­ლით, თუ პარტნი­ო­რის გულ­წრფელ გრძნო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ.

ლომი

ას­ჯერ და­ფიქ­რე­ბა გმარ­თებთ, სა­ნამ ქორ­წი­ნე­ბას ვირ­თხის წე­ლი­წად­ში გა­ა­ფორ­მებთ.

ქალ­წუ­ლი

თუ ქორ­წი­ნე­ბა გუ­ლით კი არა გო­ნე­ბით გა­და­წყვი­ტეთ, მო­გი­ლო­ცავთ. სა­სურ­ვე­ლია, გრძნო­ბე­ბი დრო­ით გქონ­დეთ გა­მოც­დი­ლი.

სას­წო­რი

თუ გუ­ლით და გო­ნე­ბით ხართ ადა­მი­ან­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი, იქორ­წი­ნეთ.

მო­რი­ე­ლი

და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა არ გჩ­ვე­ვი­ათ, ამი­ტომ, თუ ძა­ლი­ან გსურთ, ღო­ნის­ძი­ე­ბას ნუ გა­და­დებთ.

მშვილ­დო­სა­ნი

ახალ­გაც­ნო­ბილ­თან ვირ­თხის წელ­ში და­ქორ­წი­ნე­ბას არ გირ­ჩევთ. უკვე არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი კი ერთი წლი­თაც მო­იც­ლის ოფი­ცი­ა­ლურ და­კა­ნო­ნე­ბას.

თხის რქა

პრაქ­ტი­კუ­ლი ხართ და ოჯახს უფრო ან­გა­რი­შით შექ­მნით, ვიდ­რე ვნე­ბებს აყო­ლი­ლი. უკე­თე­სი პე­რი­ო­დი შე­არ­ჩი­ეთ ქორ­წი­ნე­ბის­თვის. ეს წელი კი კა­რი­ე­რულ წინსვლას და­უთ­მეთ.

მერ­წყუ­ლი

რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც წელს უნდა იქორ­წი­ნოთ?

თევ­ზე­ბი

ქორ­წი­ნე­ბა იღ­ბლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუ მე­უღ­ლედ იმ ადა­მი­ანს შე­არ­ჩევთ, ვის­თა­ნაც დიდი ხნის კავ­ში­რი გაქვთ შექ­მნი­ლი. სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­თვის და მო­უ­ლოდ­ნე­ლი რო­მან­ტი­კის­თვის ვირ­თხის წელი არ ვარ­გა.

ავტორი:

როდის უნდა იქორწინოთ წლის ბოლომდე, რომ ყველა უბედურება აირიდოთ და მტკიცე ოჯახი გქონდეთ - 2020 წლის საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

როდის უნდა იქორწინოთ წლის ბოლომდე, რომ ყველა უბედურება აირიდოთ და მტკიცე ოჯახი გქონდეთ - 2020 წლის საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ქორწილის დღის გამოთვლა მეუღლის არჩევაზე ანაკლებ მნიშვნელოვანია. ქორწინება უნდა შედგეს წყვილისთვის ბედნიერ დღეს, რათა მთელი ცხოვრება ბედნიერად გაატარონ, განვითარდნენ, გამდიდრდნენ და გამრავლდნენ.

  • შეიძლება თუ არა ქორწინების ოფიციალურად გაფორმება ნაკიან წელიწადში?

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელი ვირთხის წელი ნაკიანია. ძველად მიაჩნდათ, რომ დაოჯახება არ იყო სასურველი, თუ წელი კენტდღიანი იყო. მაგრამ ასტროლოგია ასეთი კატეგორიული არაა. თუმცა, შეგახსენებთ, რომ თეთრი მეტალის ვირთხა მიზანმიმართულ, ენერგიულ და აქტიურ ადამიანებს მფარველობს, ვინც ძირითადად აქცენტს კარიერასა და ბიზნესზე აკეთებენ. თუმცა, არც ქორწინება და შვილების გაჩენაა (გამრავლება) ვირთხისთვის უცხო. სხვათა შორის, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ ნაკიან წელს სთხოვენ ქალბატონები მამაკაცებს დაოჯახებას და ამ უკანსკნელებს უარის თქმის უფლება არა აქვთ.

  • როგორ შევარჩიოთ ქორწინებისთვის საუკეთესო დღე?

ყველაზე კარგი ვერსიაა, კონკრეტული დღე ასტროლოგმა შეგირჩიოთ, მაგრამ თუ მასთან ვიზიტი არ გსურთ, გაითვალისწინეთ:

1. ქორწილის დღე უნდა დაამთხვიოთ მზარდი მთვარის პერიოდს. არ დაამთხვიოთ ახალმთვარეობას ან სავსემთვრეობას. აგრეთვე, არც მზის ან მთვარის დაბნელებას.

2. მყარი იქნება ოჯახი, თუ ქორწილის დღეს მთვარე იქნება სასწორის, კუროს ან კიჩხიბის ზოდიაქოში. კარგს არაფერს მოგიტანთ, თუ ქორწილის დღეს მთვარე იქნება ვერძის ან ლომის ნიშანში. არც მერწყული მოგიტანთ სიკეთეს.

3. ეცადეთ, ქორწილის დღე არ დაემთხვეს მთვარის მესამე, მეხუთე, მერვე, მეცხრე, 13-15, 18, 19, 23 , 25 და 29 დღეებს. სასურველია, დღის გამოსათვლელად ნუმეროლოგიას მიმართოთ, სპეციალისტი საუკეთესო დღეს თქვენი დაბადების დღეების მიხედვით შეგირჩევთ.

გარდა მთვარისა ყურადღებას ითხოვს სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა. ეცადეთ, რომ არ დაქორწინდეთ მის რეტროგრადულ სვლაზე.

  • საუკეთესო თვე ქორწინებისთვის

თუ ქორწინებას ივლისში აპირებთ, კარგი დღეებია 26 და 31. ძველად მიაჩნდათ, რომ ივლისში შექმნილ ოჯახებს ყველა უბედურება გვერდს უვლის.

აგვისტოში - 3, 23, 30 და 31. ხოლო 8 და 18 აგვისტოს არაფერი დაგეგმოთ. ამბობენ, აგვისტოში შექმნილი ოჯახი რომანტიკითა და სინაზით იქნება აღსავსეო.

სექტემბერში ყურადღება მიაქციეთ 18-ს და თვის ბოლო პერიოდს. გარდა 27-ისა. სექტემბერი მშვიდ, ოჯახურ ცხოვრებას გპირდებათ.

ოქტომბრის დასაწყისში ქორწინებას არ გირჩევთ. კარგი დღეებია 18, 26 და 30. ოქტომბრში შექმნილ ოჯახში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

ნოემბერში დაქორწინებულებს მატერიალური პრობლემები არ შეაწუხებთ. დღეებიდან ყურადღება მიაქციეთ - 20, 22, 27 და 29.

იღბლიანი იქნება ქორწინება, თუ დანიშნავთ 20, 21, 25 ან 27 დეკემბერს.

  • დამთხვევები თარიღში

თუ რიცხვების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებთ, მიაქციეთ ყურადღება შემდეგ თარიღებს: 07.07. 2020; 09.09.2020; 10.10.2020; 11.11.2020 ან 12.12.2020. ან ასეთ ვარიანტს: 20.07.2020; 20.08.2020; 20.09.2020; 20.10.2020; 20.11.2020 ან 20.12.2020.

გაითვალისწინეთ, რომ კალენდარში არსებობს ლამაზი დღეასწაულის დღეები, მაგალითად, ჩახუტების, კოცნის, ოჯახის საერთაშორისო დღეები. მოერიდეთ ქორწინების ოფიციალურად გაფორმებას მარხვის პერიოდში და საეკლესიო დღესასწაულებზე.

  • რას მოგიტანთ ქორწინება 2020 წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი

ხშირი რომანტიკული გატაცებების მიმართ დაკვირვებული უნდა იყოთ, დარწმუნებული ხართ საკუთარ არჩევანში, პარტნიორის გრძნობებში?

კურო

თქვენ გააზრებული და სერიოზული ადამიანი ხართ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ საბედოსთან მყარ კავშირს შექმნით.

ტყუპი

ახალგაცნობილთან ქორწინებას ნუ იჩქარებთ. უკეთ უნდა გაიცნოთ ერთმანეთი, მაგრამ დიდი ხნის სასიყვარულო პარტნიორთან ქორწინების გაფორმება არ გეკრძალებათ.

კირჩხიბი

ბედნიერი ქორწინება გელით, თუ პარტნიორის გულწრფელ გრძნობებში დარწმუნებული ხართ.

ლომი

ასჯერ დაფიქრება გმართებთ, სანამ ქორწინებას ვირთხის წელიწადში გააფორმებთ.

ქალწული

თუ ქორწინება გულით კი არა გონებით გადაწყვიტეთ, მოგილოცავთ. სასურველია, გრძნობები დროით გქონდეთ გამოცდილი.

სასწორი

თუ გულით და გონებით ხართ ადამიანზე მიჯაჭვული, იქორწინეთ.

მორიელი

დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა არ გჩვევიათ, ამიტომ, თუ ძალიან გსურთ, ღონისძიებას ნუ გადადებთ.

მშვილდოსანი

ახალგაცნობილთან ვირთხის წელში დაქორწინებას არ გირჩევთ. უკვე არსებული კავშირი კი ერთი წლითაც მოიცლის ოფიციალურ დაკანონებას.

თხის რქა

პრაქტიკული ხართ და ოჯახს უფრო ანგარიშით შექმნით, ვიდრე ვნებებს აყოლილი. უკეთესი პერიოდი შეარჩიეთ ქორწინებისთვის. ეს წელი კი კარიერულ წინსვლას დაუთმეთ.

მერწყული

რაღა მაინცდამაინც წელს უნდა იქორწინოთ?

თევზები

ქორწინება იღბლიანი იქნება, თუ მეუღლედ იმ ადამიანს შეარჩევთ, ვისთანაც დიდი ხნის კავშირი გაქვთ შექმნილი. სპონტანური გადაწყვეტილებებისთვის და მოულოდნელი რომანტიკისთვის ვირთხის წელი არ ვარგა.

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - რა მოუმზადეს ვარსკვლავებმა ზოდიაქოს ნიშნებს