ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. სახელწოდებაც მისი სწორედ ცხრიანს უკავშირდება. (ლათ. novem – ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის – ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
13 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ქარიზმატულები და კომუნიკაბელურები არიან. ისინი საკუთარი გახსნილობით ხშირად იმსახურებენ გარშემო მყოფთა სიმპათიებს, რაც ხელს უწყობს მათ იმაში, რომ წარმატებას გაცილებით მარტივად მიაღწიონ პროფესიულ სარბიელზე. თუმცა, თვისება პოზიტივთან ერთად, ნეგატიური აზრებიც ღიად გამოხატონ ხშირად უქმნის ამ ხალხს გადაულახავ ბარიერებს ცხოვრებაში.