ავტორი:

რისთვის გვამზადებს რეტროგრადული სატურნი, ცვლილებები შეეხება მთელ სამყაროს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რისთვის გვამზადებს რეტროგრადული სატურნი, ცვლილებები შეეხება მთელ სამყაროს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დროისა და კარმის პლანეტა სატურნი 2020 წლის 18 დეკემბრიდან მერწყულის ზოდიაქოში მდებარეობს (სატურნი მერწყულს დატოვებს 2023 წლის 8 მარტს და გადავა თევზების ზოდიაქოში). 4 ივნისს ის რეტროგრადულ სვლაში გადადის (23 ოქტომბრამდე). სატურნის რეტროგრადულობა მოგვიტანს ცხოვრებისეულ გაკვეთილს, ცვლილება შეეხება ადამიანებს, მთელ სამყაროს და პოლიტიკურ სიტუაციასაც.

სატურნი არის მკაცრი პლანეტა, კარმის. მას სურს, საკუთარ თავზე ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა, გავხდეთ მეტად მოწესრიგებულები. მას შეუძლია მოგვაცილოს ყველაფერი უსარგებლო და ფუჭი, ყველაფერი, რაც გვაზიანებს. სატურნი მოგვიწოდებს, ვიყოთ სამართლიანი, მიზანმიმართული, მეტად გამოვავლინოთ რაციონალურობა, გამძლეობა და მოთმინება. სატურნი გვზრდის, გვაძლიერებს, თუნდაც მკაცრი გაკვეთილების გავლის შემდეგ. სატურნმა შეიძლება მოგიტანოთ ძალაუფლებაც, მთავარია, თქვენ რამდენად ხართ მზად ამისთვის, თუ მის იმედს ვერ გაამართლებთ, მკაცრადაც დაგსჯით.

რეტროგრადული სვლის დროს სატურნი მოგვიწოდებს, გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და მივუბრუნდეთ კონკრეტულ საქმეებს და თემებს, გამოვასწოროთ ან დავასრულოთ ისინი. ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკაში, ნახეთ სად მდებარეობს სატურნი, რათა იცოდეთ, რა სფეროებში გელით ცვლილებები.

სატურნი არის დროის პლანეტა და არ გვპატიობს დაგვიანებებს. ზუსტად გათვალეთ დრო, რათა არ შეგექმნათ უსიამოვნებები. აგრეთვე, დაიცავით გრაფიკი. დროულად შეასრულეთ ვალდებულებები. რეტროგრადული სვლის დროს სატურნი გვაიძულებს, ავასრულოთ დანაპირები, დავასრულოთ დაწყებული საქმეები, ვიყოთ მეტად დისციპლინირებულები, დავნერგოთ სასარგებლო თვისებები. ცვლილებები სახელმწიფო სტრუქტურებსაც შეეხება; მოხდება რესტრუქტურიზაცია, რეორგანიზაცია, დაინგრევა ყველა უსიცოცხლო სისტემა, ყველაფერი, რასაც მყარი საფუძველი არ გააჩნია. სატურნი ყველაზე მკვეთრად გამოავლეს თავის თვისებებს ოქტომბერში, როცა რევოლუციონერ ურანთან შექმნის ასპექტს. ეს იქნება წარსულის სრული გარდაქმნა და ახლის შენების დაწყება. 2021 წელს სატურნი და ურანი სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: 17 თებერვალს, 14 ივნისს და 24 დეკემბერს. გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ პერიოდებში თქვენს ცხოვრებაში, ქვეყანაში და ზოგადად სამყაროში.

სატურნი ერთ ნიშანში არის დაახლოებით 2-3 წელი. მერწყულში ყოფნის დროს რეტროგრადული უკვე ორჯერ იყო: პირველად 2020 წლის მაისი-სექტემბრის პერიოდში, მეორედ 2021 წლის მაისიდან ოქტომბრის დასაწყისში, გაიხსენეთ ეს პერიოდი და რა ცვლილებები მოგიხდათ ცხოვრებაში, ცვლილებები ისევ იმ თემებს, საკითხებს შეეხება. ახლა სატურნს მესამე და საბოლოო რეტროგრადული სვლა ექნება მერწყულში, სანამ შემდეგ ნიშანში გადავიდოდეს.

რეტროგრადული სვლის დროს სატურნი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შექმნის. პირველს 2022 წლის 7 აგვისტოს, სატურნი მარსს დაუპირისპირდება. ასპექტი აქტიურია 28 ივლისიდან 13 აგვისტომდე. ამ პერიოდში სხვა რთული ასპექტებიც გველის და მაქსიმალურად ფრთხილი იყავით. სამყაროში შეიძლება გააქტიურდეს ბრძოლა თავისუფლებისთვის; ადამიანები გამოავლენენ გმირობას, გამძლეობას და გააქტიურდებიან თავდაუზოგავი ბრძოლისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად.

მეორე საფრთხილო დღეა 14 აგვისტო. სატურნი უპირისპირდება მზეს. იყავით პასუხისმგებლიანი, მოსალოდნელია კრიზისული, პრობლემური სიტუაციები მშობლებთან, მეუღლესთან, ბიზნესში. იქ, სადაც გამოავლინეთ უპასუხისმგებლობა, არაკეთილსინდისიერება, უყურადღებობა. გირჩევთ, სირთულეების შესარბილებლად მეტად გამოავლინოთ დისციპლინა, მოთმინება და ნაბიჯ-ნაბიჯ, მიუახლოვდებით სასურველს.

იმისათვის, რომ გაიგოთ, რა ცვლილებებს მოგიტანთ რეტროგრადული სატურნი, ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით მზის და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.

ვერძი

ცვლილებები შეეხება თქვენს სამომავლო მიზნებს. რისი მიღწევა გსურთ და ხართ თუ არა მზად ამისთვის. რას აკეთებთ სასურველის მისაღწევად? ყველაფერი დეტალურად განიხილეთ, იყავით პასუხისმგებლიანი და კანონმორჩილი. გამორიცხული არაა, მოგინდეთ ახალი პროფესიის ათვისება, ინტერნეტსაქმიანობის დაწყება. გადახედეთ სამეგობრო წრესაც, ზოგიერთთან შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება ან საერთოდ დაშორდეთ.

კურო

იყავით მომართული, რომ დაიკაოთ სასურველი თანამდებობა, მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას, საზოგადოებაში დაიმკვიდროთ პატივცემული ადამიანის სტატუსი. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ პროფესია, თუ არსებული აღარ გაკმაყოფილებთ ან დაისახოთ მომავლის მიზანი. ზოგმა კი შეიძლება დამსახურებულ პენსიაზე გადაწყვიტოთ გასვლა. გააუმჯობესთ დამოკიდებულება ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანებთან. მზრუნველი და ყურადღებიანი უნდა იყავით მეუღლის მიმართ.

ტყუპი

სატურნის რეტროგრადულობის დროს შეიძლება მიუბრუნდეთ უმაღლესში სწავლას, მიიღოთ დიპლომი ან აიმაღლოთ კვალიფიკაცია. ზოგიერთი გადაწყვეტთ საზღვარგარეთ გამგზავრებას; უცხოელებთან ან უცხოურ კომპანიებთან აღადგენთ ურთიერთობას. ზოგიერთი მიუბრუნდებით იურიდიულ საკითხებს; დაწყებულ ლიტერატურულ თუ სამეცნიერო ნაშრომებს. იყავით დისციპლინირებული, პუნქტუალური, დაკვირვებული დეტალებისადმი.

კირჩხიბი

დაფიქრებით და სწორად გადაანაწილეთ ბიუჯეტი. საკუთარიც და ის, რომელსაც პარტნიორთან (ბიზნეს და სასიყვარულო) ერთად განაგებთ. მოგიწევთ ვალების, გადასახადების გადახდა. არ გეპატიებათ ფინანსური ვალდებულებებისგან გაქცევა, უფრო მეტად დაზარალდებით. დაფიქრდით, გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დაცულად (ფიზიკურად, მორალურად, მატერიალურად) იგრძნოთ თავი.

ლომი

გადახედეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, სასიყვარულოსაც და საქმიანსაც. განსაკუთრებით, თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ. ზოგიერთთან შეიძლება შეგეზღუდოთ ურთიერთობა. ან მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ მათ მიმართ. დაფიქრდით, რა უნდა გამოასწოროთ, რას ელოდებით მათგან ან ვის უნდა დაემშვიდობოთ; რა გიშლით ხელს პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაში. აგრეთვე, ნუ გადააბარებთ საკუთარ პასუხისმგებლობას სხვას. საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი თავად უნდა იყოთ.

ქალწული

სატურნი გაგაკონტროლებთ, რომ მეტად იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, დისციპლინირებული და გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა. ორგანიზებული უნდა გახდეთ, დეტალურად გათვლილი უნდა გქონდეთ თითოეული დღე, საქმე. შეადგინეთ და რაც მთავარია, მიჰყვევით დასვენების, ვარჯიშის, კვებისა და ძილის რეჟიმს. ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან; განსაკუთრებით, თუ ძვლოვანი სისტემა გაქვთ სუსტი.

სასწორი

დაფიქრდით, ხართ კმაყოფილი თქვენი რომანტიკული ურთიერთობით, შემოქმედებითი იდეებით? რა გიშლით ხელს სიხარულის მიღებაში? გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან; ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ სიმკაცრესა და ლოიალურობას შორის. გაზრდილმა შვილებმა შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მოითხოვონ. მარტოხელები მიხვდებით, როგორ პარტნიორთან გსურთ სერიოზული ურთიერთობის აწყობა. გამორიცხული არაა, სასიყვარულო პარტნიორის მიმართ გაგიცივდეთ ურთიერთობა. შეიძლება შეგეზღუდოთ გართობა, რათა მეტი დრო დაუთმოთ მნიშვნელოვან საქმეებს, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. კარგად ორგანიზებული ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ აქციოთ.

მორიელი

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო და საბინაო საკითხების მოგვარებას. მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ თუ აპირებთ რემონტს, უძრავი ქონების ყიდვას, სახლის მშენებლობას ან მისამართის შეცვლას. შეიძლება მეტი მზრუნველობა დასჭირდეთ ასაკით უფროს ნათესავებს და ვალდებულებებს ნუ გაექცევით. ზოგმა შეიძლება გადაწყვიტოთ ოფიციალურად დაქორწინება. ზოგს კი შეიძლება ოჯახის წევრის რაოდენობა შეგეცვალოთ, უფროსმა შვილებმა დატოვონ თქვენი სახლი; დაგაწყვიტოთ დაუბრუნდეთ მშობლიურ ადგილს. განსაკუთრებით, თუ ემიგრაციაში ხართ.

მშვილდოსანი

სატურნი მეტად მობილიზებულს, დისციპლინირებულს გაგხდით სწავლის, გადაადგილების სფეროში. არ გირჩევთ დროის არაფრისმომცემ საქმეებზე, საუბრებზე ფლანგვას. თითოეული დღე ორგანიზებული და დეტალურად გაწერილი უნდა გქონდეთ. სატურნმა შეიძლება ჩამოგაშოროთ ცრუმეგობრები, ადამიანები, ვინც ცუდ გავლენას ახდენენ თქვენზე, ხელს გიშლიან წინსვლასა და განვითარებაში. ზოგი მიუბრუნდებით სწავლას, აიმაღლებთ კვალიფიკაციას. მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია. განახლებას საჭიროებს გაჯეტები, ავტომობილი.

თხის რქა

დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. დაფიქრდით, სად აპირებთ ფულის დაბანდებას, რა სარგებელი შეიძლება მიიღოთ უძრავი ქონებისგან. ფული შეიძლება მოგიტანოთ ცოდნამ. დაფიქრდით, იქნებ, შემოსავლის დამატებითი წყარო გჭირდებათ. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს, დაასრულოთ და მიიღოთ მათგან სარგებელი, მატერიალურიც. კარგი იქნება, თუ დეტალურად შეადგენთ ბიუჯეტს, გაისტუმრებთ ვალებს. იზრუნებთ ქონების უსაფრთხოებაზე.

მერწყული

სატურნი თქვენს ნიშანში ხდება რეტროგრადული, მესამედ. გადახედეთ თქვენი ცხოვრების მიზნებს. შეიძლება რაღაც გზღუდავდათ, ხელს გიშლიდათ განვითარებაში, უნდა გადალახოთ წინააღმდეგობრები, გათავისუფლდეთ შეზღუდვებისგან. ან პირიქით, შეიძლება საკუთარ თავს მკაცრად მოსთხოვოთ განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ზოგიერთს მოგინდებათ ასკეტურობა. სამსახურის საქმეების, საოჯახო ვადებულებების მიმართ გახდით მეტად დისციპლინირებული. შეიძლება სხვაზე ისევე მოგიწიოთ ზრუნვამ, როგორც საკუთარ თავზე.

თევზები

დაფიქრდით, რისგან უნდა გათავისუფლდეთ, რა უნდა მოიცილოთ. მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ სამყაროში გარკვევა. მოხდება ღირებულებების გადაფასება; ყველა ზედმეტობის (ზედმეტი წონა, მავნე ჩვევები, არაფრისმომცემი კავშირები) მოცილება. მაგრამ თუ აქამდე საზოგადოებრივ საქმეებს მოწყვეტილი იყავით, ახლა მოგეცემათ კულისებიდან სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა; დაუბრუნდებით ძველ პროექტებს, სამსახურს. შეიძლება თქვენი დახმარება კვლავ დასჭირდეს ადამიანს, ვისაც ადრე უკვე ეხმარებოდით. კარგ შედეგს მოგიტანთ საარქივო დოკუმენტებთან მუშაობა.