ავტორი:

რეტროგრადული სატურნი თავის წესების შესრულებას მოითხოვს

რეტროგრადული სატურნი თავის წესების შესრულებას მოითხოვს

2023 წლის 4 ნოემბრამდე დისციპლინის, პასუხისმგებლობის, შეზღუდვებისა და კარმის პლანეტა სატურნი რეტროგრადული სვლით ისევ მერწყულის ზოდიაქოს დაუბრუნდა და თითოეული ადამიანისგან მოითხოვს, რომ მკაცრად შესრულდეს კონკრეტული საქმეები, ვალდებულებები. გადახედეთ ასტროლოგიურ პროგნოზს და გაიგეთ, რა უნდა გამოასწოროთ და სად გმართებთ მეტი დაკვირვება თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:

• ვერძი

შეიძლება დასრულდეს საქმიანობა დიდ კოლექტივთან. შეგეზღუდოთ სიარული იმ ადგილებში, სადაც ადრე მოგწონდათ ყოფნა. თუ თქვენი საქმიანობა ინტერნეტთან იყო დაკავშირებული, დაგიწესდებათ შეზღუდვები და აკრძალვები. შეგიმცირდებათ გამომწერები. ზოგიერთ ადამიანთან შეიძლება დაასრულოთ მეგობრობა. თავად გახდებით მეტად რაციონალური. ხანდახან საკუთარ შესაძლებლობებშიც კი შეგეპარებათ ეჭვი. თუ კარგად იშრომებთ, დისციპლინირებული იქნებით, გეგმების, ოცნებების განხორციელებას შეძლებთ. ახალ მეგობრებს თუ გაიჩენთ, ურთიერთობა 30 წელი გაგრძელდება. ზოგიერთს შეიძლება ინტერნეტიდან გაუჩნდეს შემოსავალი. ზოგმა შეიძლება სწავლა დაიწყოს ონლაინ ან თავად გადაწყვიტოთ, ონლაისაქმიანობა. შაბათობით დანიშნეთ მეგობრებთან შეხვედრა ან ონლაინ მაინც მოიკითხეთ ისინი. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ დაეხმარებით მათ. გაჯეტებში მოაწესრიგეთ ყველა ფაილი, დოკუმენტი.

• კურო

ძირითადი საკითხები ეხება სამსახურს, პოლიტიკას, მიზნებს, კარიერულ ზრდას. სატურნმა შეიძლება ზოგიერთი შეზღუდვა დაგიწესოთ კარიერული გზაზე. გართულდეს დამოკიდებულება უფროსთან (სამსახურში) ოჯახში - მამასთან, ასაკით უფროს ნათესავ მამაკაცებთან, ავტორიტეტებთან გაცივდეს ურთიერთობა. უნდა იშრომოთ, პრესტიჟული მანქანა, ბინა რომ შეიძინოთ. გეძლევათ შანსი, რომ დაქორწინდეთ. თუ სატურნი პირად რუკაში კარგად გყავთ ასპექტირებული, ამ სამი წლის განმავლობაში შანსი მოგეცემათ კარიერულ მწვერვალს მიაღწიოთ, აისრულოთ მიზანი. ზოგი გადაწყვეს სახლი აიშენოს. მოიმატებს თქვენ პოპულარულობა. შეიძლება მიიღოთ სტატუსი. შეადგინეთ წინსვლის გეგმა.

• ტყუპი

სატურნის გავლენის ქვეშ მოექცევა მოგზაურობა საზღვარგარეთ, უცხო ენების შესწავლა, იურიდიული საკითხები. შეიძლება გაგირთულდეთ გამოცდების ან უმაღლესში ჩაბარება. გართულდება დამოკიდებულება პედაგოგებთან ან გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში გურუ ან თავად დაიწყებთ პედაგოგობას. სატურნმა შეიძლება გაყინოს მიგრაციის საკითხები. ამ სამი წლის განმავლობაში სატურნმა შეიძლება შეგიმციროთ კონტაქტები უცხოელებთან. არ დაიწყოთ სასამართლო პროცედურები. დაიწყეთ უცხო ენის სწავლა, მაგალითად, ყოველ შაბათს ისწავალეთ 10 ფრაზა და 20 ახალი სიტყვა.

• კირჩხიბი

გადახედეთ ფინანსებს. ზოგიერთი შემოსავლის წყარო (პარტნიორის ფულები, სახელმწიფოსგან სუბსიდია, მემკვიდრეობა) შეიძლება გაიყინოს. გაგიცივდეთ დამოკიდებულება სექსუალურ პარტნიორთან ან სულაც გაწყვიტოთ მასთან კავშირი. თუ სატურნი კარგად გყავთ ასპექტირებული, პირიქით, მიიღებთ ფულს პარტნიორისგან, შეიძლება მას გაეზარდოს კიდეც შემოსავალი. დაკვირვებით შეადგინეთ სამემკვიდრეო დოკუმენტები. მიიღებთ, თუ მას დიდი ხანია ელოდებით. ზოგმა შეიძლება სტაბილურად მიიღოს გარკვეული თანხა. უმეტესობა დახურავს კრედიტს. გაგიჩნდებათ სურვილი ან იმუშაოთ ფსიქოლოგთან ან მიიღოთ ცოდნა ამ სფეროში. დაგაინტერესებთ მაგია, ეზოტერიკა. ზოგმა საკუთარ თავში შეიძლება განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩინოს. წესრიგში გქონდეთ ფული, ფინანსური საკითხები. დაიწყეთ ფულის დაბანდება ან სულაც მოგროვება (მცირე თანხისაც კი).

• ლომი

ურთიერთობებში უნდა გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა. სატურნმა შეიძლება შეგიმციროთ კონტაქტები. შეიძლება გაცხრილოთ ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა თქვენთვის უინტერესოა. ეს ეხება პირად ურთიერთობებსაც და საქმიანსაც. თუმცა, გამოჩნდება პიროვნება, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას ააწყობთ დიდი ხნით. საქმიანი პარტნიორი, რომელიც ახლა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, იქნება ერთგული და პატიოსანი. თავს დაგანებებენ მტრები. დაქორწინებულებში სიცივე მოიმატებს და შეიძლება განქორწინების მიზეზიც გახდეს. ხოლო, თუ შეყვარებულები გადაწყვეტენ ოფიციალურ დაქორწინებას, ეს იქნება სერიოზული და ხანგრძლივი კავშირი. შეიძლება მშობელი გახდეთ ან თუ დიდი შვილები გყავთ, შეიძლება ისინი დაქორწინდნენ. გირჩევთ, წინასწარ შეადგინოთ სამომავლო საქმეები. თუ თქვენი საქმიანობა კლიენტებთან მუშაობაა, კვირაში ერთხელ, მაგალითად, შაბათობით გაუკეთეთ ფასდაკლება, გაუგზავნეთ სასიამოვნო შეტყობინება. ამით სატურნის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.

• ქალწული

კარიერა, ჯანმრთელობა და შინაური ცხოველები - აი, თემები, სადაც სატურნი ითხოვს დისციპლინას და წესრიგს. ნეგატივში სატურნმა შეიძლება მოგიტანოთ შემცირება სამსახურში ან მკაცრი უფროსი მოგივიდეთ ან უფლებების შეზღუდვა. გართულდეს სპეციალისტის პოვნა მკურნალობისთვის; ვერ შეიძინოთ სასურველი შინაური ცხოველი. კარგიდან შეიძლება გააფორმოთ დიდხნიანი კონტრაქტი. დაკავდეთ ჯანმრთელობით, სხეულით, კვებით. ზოგმა შეიძლება შეისწავლოს კიდევ სამედიცინო სფეროები: დიეტოლოგია, ჰიგიენა. ახალნაყიდი შინაური ცხოველები დიდი ხნით დარჩებიან თქვენთან. წესრიგში მოიყვანეთ სამსახურის საქმეები, იყავით მოწესრიგებული ჯანმრთელობის საკითხებში. აირჩიეთ კვირაში ერთი დღე (თუნდაც შაბათი, სატურნის დღე) და იყავით ასკეტური. ჩამოწერეთ ცხოვრებისეული მიზნები და სირთულეების მიუხედავად არ მოდუნდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ და დაკვირვებით განახორციელეთ.

• სასწორი

სატურნი მოგიწესრიგებთ შემოქმედებით საკითხებს, შეიძლება დაგებლოკოთ ზოგიერთი პროექტი. უნდა დაისახოთ კონკრეტული მიზნები, რასაც დროულად განახორციელებთ. დროს ვეღარ გაფლანგავთ. ჰობი პროფესიად შეგიძლიათ გაიხადოთ, რაც ფულს მოგიტანთ. თუ დიდი შვილები გყავთ, შეიძლება ისინი ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, გაცივდეს მათთან დამოკიდებულება. რომანტიკული ნაცნობობა და ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა შეიძლება 3 წელი გაგრძელდეს, მაგრამ თუ უკვე დაწყვილებული ხართ, სატურნის გავლენით ოფიციალური დაქორწინება მოგიწევთ. თუ დიდხანს ელოდით, სატურნმა შეიძლება შვილი გაჩუქოთ. წარმატება გელით სპორტის ზამთრის სახეობებში. სატურნის კეთილგანწყობისთვის გამონახეთ კვირაში ერთი დღე, მაგალითდ, შაბათი, როცა იკონტაქტებთ შვილებთან. დაკავდებით ჰობით.

• მორიელი

ყურადღების ცენტრში მოექცევა თქვენი სახლი, სადაც ცხოვრობთ, მშობლები და უძრავი ქონება, მატერიალური ღირებულებები, რასაც ფლობთ. შეიძლება შეგეზღუდოთ ნათესავებთან კონტაქტი ან გაცივდეს კავშირი. ან თქვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად ნათესავი და შეგეზღუდოთ ფართი. ზოგი შეიძლება პატარა ბინაში გადავიდეს საცხოვრებლად. შეფერხდეს ან სრულად შეჩერდეს მშენებლობა. კარგი, რაც შეიძლება მოგიტანოთ სატურნა: აიშენებთ მყარ, საგვარეულო სახლს. დაკავდებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით. სახლიდან დაიწყოთ მუშაობა ან გადახვიდეთ ახალ ბინაში, რომელშიც მომდევნო 30 წელი იცხოვრებთ. ზოგმა შეიძლება საოჯახო ბიზნესი (კულინარია, ხელსაქმე) წამოიწყოს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. შაბათობით ილოცეთ გვარის კეთილდღეობისთვის.

• მშვილდოსანი

სატურნმა შეიძლება შეგიზღუდოთ კონტაქტი კოლეგებთან, და-ძმებთან, ბიძა-დეიდებთან. შემცირდება მივლინება, მეგობრებთან ურთიერთობა. ზოგმა შეიძლება გაყიდოთ, გააჩეროთ მანქანა. ამ პერიოდში დაწყებული კურსები 3 წელი გაგრძელდება, მაგრამ საფუძვლიანად შეისწავლით საკითხს. კარგი მხრიდან თუ შევხედავთ, სატურნმა შეიძლება "მოგიყვანოთ" და-ძმა და მოგემატებათ პასუხისმგებლობა მათ მიმართ. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები. აკონტროლეთ დამოკიდებულება ახლობლებთან, მანქანის მდგომარეობა, დროულად გადაიხადეთ ჯარიმები. რას გირჩევთ სატურნი? შეამცირეთ არაფრისმომცემი კონტაქტები. დაისახეთ მიზანი სწავლაში, სპეციალობის მიღებაში. წესრიგში გქონდეთ ყველა საბუთი (კომპიუტერულიც). კვირაში ერთი დღე გამოყავით და-ძმებთან, ბიძა-დეიდებთან, კოლეგებთან ურთიერთობისთვის. აგრეთვე, ინტერნეტით ინტერესთან ჯგუფებში.

• თხის რქა

ჯერ უსიამოვნო ვთქვათ: სატურნმა შეიძლება შეგიმციროთ ხარჯი. შეიძლება მოგიწოთ კრედიტის აღებამ, ან შეფერხდეს იმ თანხის აღება, რაც ადრე გამოიმუშავეთ. თუ უფროსი ხართ, ეკონომიის მიზნით შეიძლება შეამციროთ სტაფი. სამსახურში მოსალოდნელია შემცირება. კარგი მხარე ისაა, რომ შეიძლება გააფორმოთ დიდხნიანი კონტრაქტი. დაიწყოთ სახლის მშენებლობა. მოგინდებათ ფულის დაბანდება მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, საწარმოში. სატურნი გაიძულებთ საკუთარი თავის ტრანსფორმაცია მოახდინოთ. ეს შეიძლება იყოს ვარჯიშის დაწყება. თუ თქვენს რუკაში სატურნს კარგი ასპექტი აქვს, გამოგიჩნდებათ გულუხვი სპონსორი, რომელიც თქვენს პროექტებს დააფინანსებს. სატურნი გირჩევთ, შეამციროთ ხარჯი და იზრუნოთ ფულის დაგროვებაზე. შაბათობით, ამ 3 წლის განმავლობაში, რეგულარულად მცირე თანხა მაინც გადადეთ.

• მერწყული

უნდა გაიზარდოთ, დასერიოზულდეთ, შეიცვლებით გარეგნულადაც, დაბრძენდებით. შეიძლება, მოგინდეთ შავი ფერის სამოსის ჩაცმა. მერწყულების უმეტესობას მოუნდება სახლის აშენება, გადაკეთება, ხელით რაღაცის შექმნა. სატურნმა შეიძლება მოგიტანოთ ქორწინება, შვილის გაჩენის სურვილი. კარგად წარიმართება ბიზნესი, რომელიც მშენებლობასთან, კონსტრუქციებთანა, დიზაინთანაა დაკავშირებული. დაისახეთ მიზანი და მიუხედავად სირთულეებისა, დიდ წარმატებას მოგიტანთ. დაგეგმეთ კვირა, თვე, წელი და იყავით მიზანმიმართული, დაკვირვებული და აუცილებლად გაგიმართლებთ. საქმე, ან ჰობი, რომელსაც ახლა დაისახავთ, იქნება დიდხნიანი და მომგებიანი.

• თევზები

სატურნმა შეიძლება დაგიბლოკოთ თემები, რომლებიც უცხოეთთან, ვიზებთან, ემიგრაციასთანაა კავშირში. იყავით დისციპლინირებული, პუნქტუალური და ათჯერ გადაამოწმეთ ყველაფერი. შეიძლება გაიზარდოს მანძილი (სიცივე) ახლობლებს შორის. კარგი იქნება ონალინმუშაობა, გარკვეულ პროექტებზე დამოუკიდებლად, განმარტოებით მუშაობა. შეიძლება დაბრუნდეთ სამკურნალო დაწესებულებაში, მონასტერში, რეტრიტში, სადაც ადრე კარგად გრძნობდით თავს ან გაფრთხილდით, რათა თქვენმა ქმედებამ არ მიგიყვანოთ ციხემდე. სულაც, შეიძლება 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმოთ უცხოეთში და შორს მოგიწიოთ გამგზავრებამ. ემიგრაცია შეიძლება იყოს სამუდამო. ზოგიერთმა შეიძლება ქველმოქმედება დაიწყოს, ფსიქოლოგიის ან ეზოტერიკის შესწავლა. დააკვირდით სიზმრებს, შინაგან შეგრძნებებს. სატურნის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, კვირაში ერთი დღე (შაბათი) დაუთმეთ განმარტოებას, მედიტაციას, ლოცვას, კარგია იოგა, ეზოტერიკული პრაქტიკები.