პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეტროგრადული პლანეტები ანუ როგორ გავასწოროთ ანგარიში წარსულთან
რეტროგრადული პლანეტები ანუ როგორ გავასწოროთ ანგარიში წარსულთან

კარ­მუ­ლი ას­ტრო­ლო­გია, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი თე­მაა. ამი­ტომ ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტე, უფრო დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­როთ კარ­მულ პრინ­ცი­პებ­ზე. ნე­ბის­მე­რი ადა­მი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა, მო­ი­ცავს კონ­კრე­ტულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს იმის შე­სა­ხებ თუ რო­გო­რია ჩვე­ნი ინ­კარ­ნა­ცი­უ­ლი წარ­სუ­ლი. სა­ა­მი­სოდ პირ­ველ რიგ­ში მთვა­რის კვან­ძე­ბის გან­ლა­გე­ბა უნდა ვნა­ხოთ.

თუმ­ცა ყვე­ლა­ზე უფრო მკა­ფი­ოდ კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ.

  • როცა რუ­კა­ში მერ­კუ­რია რეტ­როგ­რა­დუ­ლი ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი ძნე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა აღ­ზრდის პრინ­ცი­პებს, ამი­ტომ ბავ­შვე­ბი რეტ­რო მერ­კუ­რით პი­რად ჰო­როს­კოპ­ში რთუ­ლად იტა­ნენ სა­ყო­ველ­თაო წეს­რი­გის მი­მართ მორ­ჩი­ლე­ბას. მათ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია მი­ეჩ­ვი­ონ დის­ციპ­ლი­ნას და მშვი­დად შეხ­ვდნენ კრი­ტი­კას სა­კუ­თა­რი მი­სა­მარ­თით. თუმ­ცა­ღა პი­რი­ქით, სხვე­ბის მი­მართ თა­ვად ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ულ­მობ­ლად კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან. თუკი მერ­კუ­რი ზო­დი­ა­ქოს მე­სა­მე სახ­ლშია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ინ­დი­ვიდს წარ­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მოჰ­ყვე­ბა და-ძმებ­თან ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კარ­მა. ამი­ტომ მან ამ კუ­თხი­თაც უნდა იმუ­შა­ოს. ზო­გა­დად პლა­ნე­ტა რეტ­რო კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ში მი­ნიშ­ნე­ბაა იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე, რაც ზედ­მე­ტად ძლი­ე­რად იყო ფეს­ვგად­გმუ­ლი ჩვენს წარ­სულ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში, იმ­დე­ნად ძლი­ე­რად, რომ ამ კონ­კრე­ტულ ინ­კარ­ნა­ცი­ულ ციკლშიც გად­მოგ­ვყვა მისი "ვალი".
  • პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის და სირ­თუ­ლე­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა რუ­კა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­დი­ვიდს წარ­სუ­ლი­დან სას­ჯე­ლად მოჰ­ყვე­ბა სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა. რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს გვი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე. ეს იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი ად­რე­ულ ასაკ­ში არ არის მზად ამ კუ­თხით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ასა­ღე­ბად. მას გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და ბე­დის­წე­რის მტკივ­ნე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ სწო­რად გა­აც­ნო­ბი­ე­როს პარტნი­ო­რო­ბის, მე­უღ­ლე­ო­ბის ჭეშ­მა­რი­ტი არსი.
  • იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მარ­სია რეტ­როგ­რა­დუ­ლი, ენერ­გი­ის და სა­სი­ცო­ცხლო პო­ტენ­ცი­ა­ლის არას­წო­რად, არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვის პრე­ცენ­დენტს ჰქო­ნია ად­გი­ლი ნა­ტი­ვის წინა ცხოვ­რე­ბა­ში. კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­და ამ კუ­თხით და სად (რა სფე­რო­ში) ამა­ზე უკვე თა­ვად პლა­ნე­ტის გან­ლა­გე­ბის მი­ხედ­ვით შეგ­ვიძ­ლია მსჯე­ლო­ბა, რო­მელ ზო­დი­ა­ქო­შია იგი და რო­მელ სახ­ლში.
  • იუ­პი­ტე­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა კი პი­რად რუ­კა­ში, მი­უ­თი­თებს იმა­ზე თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა საქ­მე­ე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ წინა ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში, ისევ და ისევ ჩვე­ნი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ანდა ნაკ­ლე­ბი მონ­დო­მე­ბის გამო. ამი­ტომ რეტ­როგ­რა­დუ­ლი იუ­პი­ტე­რის პატ­რონს ამ ეტაპ­ზე მო­ე­თხო­ვე­ბა ის, რომ მეტი ცოდ­ნა მი­ი­ღოს პრაქ­ტი­კუ­ლი გზით ვიდ­რე თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.
  • როცა რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის რი­ცხვში სა­ტურ­ნიც ხვდე­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ანს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე უწევს ზრუნ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. სა­ა­მი­სოდ იგი საკ­მა­ოდ "მკაცრ გაკ­ვე­თი­ლებს" იღებს სა­ტურ­ნის­გან, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც მას სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა წინა ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი ემო­ცი­უ­რი უმ­წიფ­რო­ბა გა­მო­ას­წო­როს.
  • ხოლო რეტ­როგ­რა­დუ­ლი ურა­ნი მფლო­ბელს, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას ას­წავ­ლის. ასე­თი ურა­ნით საკ­მა­ოდ ბევ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, ნო­ვა­ტო­რი და რე­ფორ­მა­ტო­რი იბა­დე­ბა. თუ თქვენ სწო­რად გა­ნა­ვი­თა­რებთ პლა­ნე­ტის ფუნ­ქცი­ებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, უსა­მარ­თლო­ბას­თან ბრძო­ლა­ში ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოხ­ვი­დეთ.
  • იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, როცა რუ­კის მფლო­ბელს პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნი ჰყავს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ამ უკა­ნას­კნელს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა მო­ცე­მულ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში სა­ბო­ლო­ოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს წარ­სუ­ლის ვა­ლე­ბის­გან. რეტ­როგ­რა­დუ­ლი ნეპ­ტუ­ნის ფუნ­ქცი­ე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, ხელს უწყობს ადა­მი­ანს გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ილუ­ზი­ე­ბის­გან და ში­შე­ბის­გან, რო­მე­ლიც მას წინა ინ­კარ­ნა­ცი­ე­ბი­დან მოჰ­ყვე­ბა. ხოლო თა­ვი­სუფ­ლე­ბა სხვა არა­ფე­რია, თუ არა ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის და ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა.
  • და­ბო­ლოს, რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლუ­ტო­ნის შე­სა­ხე­ბაც უნდა ვთქვათ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა. პლა­ნე­ტა ამ­გვა­რი მდე­ბა­რე­ო­ბით საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­დი­ვი­დის რუ­კა­ში გვხვდე­ბა და იგი მფლო­ბე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მძაფრ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ცვლი­ლე­ბებს და კა­ტაკ­ლიზ­მებს "კუ­რი­რებს". სწო­რედ ამ მე­თო­დით ზრდის პლუ­ტო­ნი ჩვენ­ში ნე­ბის­ყო­ფას და გამ­ძლე­ო­ბას ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­მართ. რად­გა­ნაც "ის რაც არ გვკლავს, უფრო ძლი­ერ­სა და ამ­ტანს გვხდის".
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

რეტროგრადული პლანეტები ანუ როგორ გავასწოროთ ანგარიში წარსულთან

რეტროგრადული პლანეტები ანუ როგორ გავასწოროთ ანგარიში წარსულთან

კარმული ასტროლოგია, ჩვენი მკითხველისთვის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ამიტომ ამჯერად გადავწყვიტე, უფრო დეტალურად ვისაუბროთ კარმულ პრინციპებზე. ნებისმერი ადამიანის კოსმოგრამა, მოიცავს კონკრეტულ მაჩვენებლებს იმის შესახებ თუ როგორია ჩვენი ინკარნაციული წარსული. საამისოდ პირველ რიგში მთვარის კვანძების განლაგება უნდა ვნახოთ.

თუმცა ყველაზე უფრო მკაფიოდ კარმული ვალების შესახებ რეტროგრადული პლანეტები მიგვანიშნებენ.

  • როცა რუკაში მერკურია რეტროგრადული ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ძნელად ემორჩილება აღზრდის პრინციპებს, ამიტომ ბავშვები რეტრო მერკურით პირად ჰოროსკოპში რთულად იტანენ საყოველთაო წესრიგის მიმართ მორჩილებას. მათთვის ძალიან რთულია მიეჩვიონ დისციპლინას და მშვიდად შეხვდნენ კრიტიკას საკუთარი მისამართით. თუმცაღა პირიქით, სხვების მიმართ თავად ხშირ შემთხვევაში ულმობლად კრიტიკულები არიან. თუკი მერკური ზოდიაქოს მესამე სახლშია განთავსებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდს წარსული ინკარნაციიდან მოჰყვება და-ძმებთან ცუდი დამოკიდებულების კარმა. ამიტომ მან ამ კუთხითაც უნდა იმუშაოს. ზოგადად პლანეტა რეტრო კონფიგურაციაში მინიშნებაა იმ ნაკლოვანებებზე, რაც ზედმეტად ძლიერად იყო ფესვგადგმული ჩვენს წარსულ ინკარნაციაში, იმდენად ძლიერად, რომ ამ კონკრეტულ ინკარნაციულ ციკლშიც გადმოგვყვა მისი "ვალი".
  • პირად ცხოვრებაში პრობლემების და სირთულეების ალბათობაზე მიუთითებს პლანეტა ვენერას რეტროგრადულობა რუკაში. ამ შემთხვევაში ინდივიდს წარსულიდან სასჯელად მოჰყვება საპირისპირო სქესთან ურთიერთობის პრობლემა. რეტროგრადული ვენერა ხშირად მიანიშნებს გვიანი ქორწინების ალბათობაზე. ეს იმიტომ, რომ ადამიანი ადრეულ ასაკში არ არის მზად ამ კუთხით პასუხისმგებლობის ასაღებად. მას გარკვეული გამოცდილების დაგროვება და ბედისწერის მტკივნეული გაკვეთილები ესაჭიროება საიმისოდ, რომ სწორად გააცნობიეროს პარტნიორობის, მეუღლეობის ჭეშმარიტი არსი.
  • იმ შემთხვევაში თუ მარსია რეტროგრადული, ენერგიის და სასიცოცხლო პოტენციალის არასწორად, არამიზნობრივად ხარჯვის პრეცენდენტს ჰქონია ადგილი ნატივის წინა ცხოვრებაში. კონკრეტულად რა სახის პრობლემები არსებობდა ამ კუთხით და სად (რა სფეროში) ამაზე უკვე თავად პლანეტის განლაგების მიხედვით შეგვიძლია მსჯელობა, რომელ ზოდიაქოშია იგი და რომელ სახლში.
  • იუპიტერის რეტროგრადულობა კი პირად რუკაში, მიუთითებს იმაზე თუ კონკრეტულად რა საქმეების ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხეთ წინა ინკარნაციაში, ისევ და ისევ ჩვენი არაპროფესიონალიზმის ანდა ნაკლები მონდომების გამო. ამიტომ რეტროგრადული იუპიტერის პატრონს ამ ეტაპზე მოეთხოვება ის, რომ მეტი ცოდნა მიიღოს პრაქტიკული გზით ვიდრე თეორიული სწავლების მეშვეობით.
  • როცა რეტროგრადული პლანეტების რიცხვში სატურნიც ხვდება, ასეთ შემთხვევაში ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებაზე უწევს ზრუნვა. განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში. საამისოდ იგი საკმაოდ "მკაცრ გაკვეთილებს" იღებს სატურნისგან, რისი მეშვეობითაც მას საშუალება ეძლევა წინა ინკარნაციიდან გამოყოლილი ემოციური უმწიფრობა გამოასწოროს.
  • ხოლო რეტროგრადული ურანი მფლობელს, სხვა ადამიანების პირადი თავისუფლების პატივისცემას და ხელშეუხებლობას ასწავლის. ასეთი ურანით საკმაოდ ბევრი რევოლუციონერი, ნოვატორი და რეფორმატორი იბადება. თუ თქვენ სწორად განავითარებთ პლანეტის ფუნქციებს, შესაძლებლობა მოგეცემათ, უსამართლობასთან ბრძოლაში ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდეთ.
  • იმ შემთხვევაში კი, როცა რუკის მფლობელს პლანეტა ნეპტუნი ჰყავს რეტროგრადული ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ უკანასკნელს საშუალება მიეცემა მოცემულ ინკარნაციაში საბოლოოდ გათავისუფლდეს წარსულის ვალებისგან. რეტროგრადული ნეპტუნის ფუნქციების სწორად გამოყენება, ხელს უწყობს ადამიანს გათავისუფლდეს ილუზიებისგან და შიშებისგან, რომელიც მას წინა ინკარნაციებიდან მოჰყვება. ხოლო თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის მიღწევის ხელოვნება.
  • დაბოლოს, რეტროგრადული პლუტონის შესახებაც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. პლანეტა ამგვარი მდებარეობით საკმაოდ ბევრი ინდივიდის რუკაში გვხვდება და იგი მფლობელის ცხოვრებაში მძაფრ ცხოვრებისეულ ცვლილებებს და კატაკლიზმებს "კურირებს". სწორედ ამ მეთოდით ზრდის პლუტონი ჩვენში ნებისყოფას და გამძლეობას ექსტრემალური სიტუაციების მიმართ. რადგანაც "ის რაც არ გვკლავს, უფრო ძლიერსა და ამტანს გვხდის".

ვის უმზადებს თებერვალი გრანდიოზულ ცვლილებებს კარიერაში - თვის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის