სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ აღწევთ წარმატებას პროფესიაში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დაწინაურებას თუ აპირებთ?
რატომ ვერ აღწევთ წარმატებას პროფესიაში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დაწინაურებას თუ აპირებთ?

ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ინ­დი­ვი­დი და უნი­კა­ლუ­რი არ­სე­ბაა. თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი კი გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ რა გიშ­ლით ხელს კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში. გან­ვი­ხი­ლოთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ კა­რი­ე­რულ წინსვლას თუ აპი­რებთ:

  • ვერ­ძი ყვე­ლა­ზე ხში­რად პრო­ფე­სი­ულ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას სი­ფი­ცხეს, უტაქ­ტო­ბა­სა და სულსწრა­ფო­ბას უნდა უმად­ლო­დეს. მისი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა და ეგო­იზ­მი ხში­რად იწ­ვევს ზემ­დგომ­თა აღ­შფო­თე­ბას.
  • კუ­როს ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა სი­ზან­ტე და სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი ში­შია. იგი ვერ ახერ­ხებს ფეხი აუ­წყოს ნო­ვა­ცი­ას, ამის გამო ხში­რად კარ­გავს და­წი­ნა­უ­რე­ბის კარგ შანსს.
  • ტყუ­პის მთა­ვა­რი ნაკ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის მი­მართ. ტყუპს მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნია, რის გა­მოც ხში­რად ავი­წყდე­ბა ან ბეზ­რდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.
  • კირჩხი­ბის­თვის პრობ­ლე­მა ზედ­მე­ტი სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბაა. მას უჭირს სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბე­ბის სა­ჯა­როდ დე­მონ­სტრი­რე­ბა, შემ­დგომ­ში კი გული მოს­დით უფ­რო­სო­ბა­ზე იმის გამო, რომ ისი­ნი ჯე­როვ­ნად ვერ აფა­სე­ბენ მის შრო­მა­სა და ღვაწლს.
  • ლო­მის პრობ­ლე­მა არა­ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა და ეგო­იზ­მია. ლო­მებს არ ხიბ­ლავთ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლი. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად უფ­რო­სის სა­ვარ­ძე­ლი შე­ე­ფე­რე­ბათ. თუ ასე არაა, ისი­ნი უსაქ­მუ­რო­ბას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ ხელ­ქვე­ი­თის ან უბ­რა­ლო მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ას.
  • ქალ­წუ­ლის ძი­რი­თა­დი ნაკ­ლი მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა და პე­დან­ტიზ­მია. მას ხში­რად ექ­მნე­ბა კონ­ფლიქ­ტი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან სწო­რედ იმის გამო, რომ ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი არი­ან სხვე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის მი­მართ. მა­შინ როცა სა­კუ­თარ ნაკლზე მი­თი­თე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებთ და ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან ნე­ბის­მი­ერ შე­ნიშ­ვნას.
  • სას­წო­რის­თვის პრობ­ლე­მაა მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თი და მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლი აა­მოს გარ­შე­მო მყო­ფებს. სწო­რედ ამის გამო ხდე­ბა სას­წო­რი თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის ნაკ­ლე­ბად და­ფა­სე­ბუ­ლი კად­რი. იმის გამო, რომ იგი გა­ურ­ბის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას, ზემ­დგო­მებს უჭირთ მისი შემ­ჩნე­ვა.
  • მო­რი­ე­ლის პრობ­ლე­მა პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე ყო­ველ­თვი­საა გულღრძო­ო­ბა და სხვე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის ჩვე­ვა. იგი ინ­ტრი­გე­ბის დი­დოს­ტა­ტია და ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებს თა­ნამ­შრომ­ლე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას. მა­ნამ სა­ნამ თა­ვად­ვე არ აღ­მოჩ­ნდე­ბა სხვის­თვის და­გე­ბულ მა­ხე­ში.
  • მშვილ­დო­სა­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში და­უკ­ვირ­ვებ­ლო­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­ის უნა­რის სრუ­ლი არ­ქო­ნი­თა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იმ­კის. მას უყ­ვარს გუ­ლუხ­ვი და­პი­რე­ბე­ბის და­რი­გე­ბა, და­ნა­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად კი რა­ტომ­ღაც ვე­რა­სო­დეს იც­ლის. ამას­თან ერ­თად, შე­ნიშ­ვნებ­ზეც საკ­მა­ოდ მწვა­ვედ რე­ა­გი­რე­ბენ ხოლ­მე.
  • თხის რქის პრობ­ლე­მა სამ­სა­ხუ­რის მი­მართ ზღვარ­გა­და­სუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ფა­ნა­ტიზ­მამ­დე და­სუ­ლი თავ­და­დე­ბაა. რაც რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როც არ უნდა იყოს, ხში­რად არ ფას­დე­ბა ზემ­დგომ­თა მხრი­დან. ქრო­ნი­კულ ვორ­კოჰო­ლი­კო­ბას კი თხის რქის­თვის მარ­ტო­ო­დენ ნერ­ვუ­ლი სტრე­სი და დეპ­რე­სია მო­აქვს.
  • მერ­წყუ­ლი უფ­რო­სე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თი­თა და სა­ყო­ველ­თა­ოდ დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბით იწ­ვევს. ასეთ ხალ­ხს უყ­ვარს მო­იქ­ცეს თა­ვის ჭკუ­ა­ზე, რაც ხში­რად ხდე­ბა მისი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის მი­ზე­ზი.
  • თევ­ზებს დათ­ვურ სამ­სა­ხურს ხათ­რი­ა­ნი ხა­სი­ა­თი და ზედ­მე­ტი სი­მორ­ცხვე უწევს. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ამ­ბი­ცი­უ­რო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, არა­სო­დეს ითხო­ვენ ხელ­ფა­სის ან თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­მა­ტე­ბას. თუმ­ცა, ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ მათ ეს არ სურთ, უბ­რა­ლოდ იმე­დი აქვთ, რომ უფ­რო­სი თა­ვად უნდა მიხ­ვდეს ამას. ეს კი, რო­გორც წესი, ის არა­სო­დეს ხდე­ბა.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რატომ ვერ აღწევთ წარმატებას პროფესიაში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დაწინაურებას თუ აპირებთ?

რატომ ვერ აღწევთ წარმატებას პროფესიაში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დაწინაურებას თუ აპირებთ?

ამქვეყნად მოვლენილი ნებისმიერი ადამიანი, ინდივიდი და უნიკალური არსებაა. თქვენი ზოდიაქოს ნიშანი კი განაპირობებს იმას, თუ რა გიშლით ხელს კარიერულ წინსვლაში. განვიხილოთ ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ კარიერულ წინსვლას თუ აპირებთ:

  • ვერძი ყველაზე ხშირად პროფესიულ წარუმატებლობას სიფიცხეს, უტაქტობასა და სულსწრაფობას უნდა უმადლოდეს. მისი გადამეტებული აგრესიულობა და ეგოიზმი ხშირად იწვევს ზემდგომთა აღშფოთებას.
  • კუროს ძირითადი პრობლემა სიზანტე და სიახლეებისადმი შიშია. იგი ვერ ახერხებს ფეხი აუწყოს ნოვაციას, ამის გამო ხშირად კარგავს დაწინაურების კარგ შანსს.
  • ტყუპის მთავარი ნაკლი ცვალებადობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. ტყუპს მრავალმხრივი ინტერესები გააჩნია, რის გამოც ხშირად ავიწყდება ან ბეზრდება პროფესიული ვალდებულებები.
  • კირჩხიბისთვის პრობლემა ზედმეტი სენტიმენტალურობაა. მას უჭირს საკუთარი ღირსებების საჯაროდ დემონსტრირება, შემდგომში კი გული მოსდით უფროსობაზე იმის გამო, რომ ისინი ჯეროვნად ვერ აფასებენ მის შრომასა და ღვაწლს.
  • ლომის პრობლემა არაჯანსაღი ამბიციურობა და ეგოიზმია. ლომებს არ ხიბლავთ დაქვემდებარებულის როლი. მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად უფროსის სავარძელი შეეფერებათ. თუ ასე არაა, ისინი უსაქმურობას ამჯობინებენ ხელქვეითის ან უბრალო მენეჯერის პოზიციას.
  • ქალწულის ძირითადი ნაკლი მეწვრილმანეობა და პედანტიზმია. მას ხშირად ექმნება კონფლიქტი თანამშრომლებთან სწორედ იმის გამო, რომ ზედმეტად კრიტიკული არიან სხვების ნაკლოვანებების მიმართ. მაშინ როცა საკუთარ ნაკლზე მითითება არაადეკვატურ მდგომარეობაში აგდებთ და ძალიან განიცდიან ნებისმიერ შენიშვნას.
  • სასწორისთვის პრობლემაა მერყევი ხასიათი და მუდმივი სურვილი აამოს გარშემო მყოფებს. სწორედ ამის გამო ხდება სასწორი თანამშრომლებს შორის ნაკლებად დაფასებული კადრი. იმის გამო, რომ იგი გაურბის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ზემდგომებს უჭირთ მისი შემჩნევა.
  • მორიელის პრობლემა პროფესიულ სარბიელზე ყოველთვისაა გულღრძოობა და სხვებისთვის ძირის გამოთხრის ჩვევა. იგი ინტრიგების დიდოსტატია და ხანგრძლივი დროის მანძილზე ოსტატურად ახერხებს თანამშრომლებით მანიპულირებას. მანამ სანამ თავადვე არ აღმოჩნდება სხვისთვის დაგებულ მახეში.
  • მშვილდოსანი წარუმატებლობას პროფესიულ სფეროში დაუკვირვებლობით, დიპლომატიის უნარის სრული არქონითა და უპასუხისმგებლობით იმკის. მას უყვარს გულუხვი დაპირებების დარიგება, დანაპირების შესასრულებლად კი რატომღაც ვერასოდეს იცლის. ამასთან ერთად, შენიშვნებზეც საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ ხოლმე.
  • თხის რქის პრობლემა სამსახურის მიმართ ზღვარგადასული, შეიძლება ითქვას ფანატიზმამდე დასული თავდადებაა. რაც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირად არ ფასდება ზემდგომთა მხრიდან. ქრონიკულ ვორკოჰოლიკობას კი თხის რქისთვის მარტოოდენ ნერვული სტრესი და დეპრესია მოაქვს.
  • მერწყული უფროსების გაღიზიანებას, როგორც წესი, საკუთარი არაპროგნოზირებადი ხასიათითა და საყოველთაოდ დადგენილი ნორმებისადმი დაუმორჩილებლობით იწვევს. ასეთ ხალხს უყვარს მოიქცეს თავის ჭკუაზე, რაც ხშირად ხდება მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი.
  • თევზებს დათვურ სამსახურს ხათრიანი ხასიათი და ზედმეტი სიმორცხვე უწევს. ისინი იშვიათად გამოირჩევიან ამბიციურობით. შესაბამისად, არასოდეს ითხოვენ ხელფასის ან თანამდებობის მომატებას. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ ეს არ სურთ, უბრალოდ იმედი აქვთ, რომ უფროსი თავად უნდა მიხვდეს ამას. ეს კი, როგორც წესი, ის არასოდეს ხდება.