მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უყვარდებით და სძულდებით ადამიანებს, ერთი დანახვით? - თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რატომ უყვარდებით და სძულდებით ადამიანებს, ერთი დანახვით? - თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნე­ბის­მი­ე­რი ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­აჩ­ნია ხა­სი­ათ­ში აუ­ტა­ნე­ლი თვი­სე­ბე­ბი. ალ­ბათ არც ერთი ჩვენ­გა­ნი არ იქ­მნის იმის ილუ­ზი­ას, რომ ამ ქვე­ყა­ნას აბ­სო­ლუ­ტუ­რად უნაკ­ლო და იდე­ა­ლუ­რი მო­ევ­ლი­ნა. ნე­ბის­მი­ე­რი ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­აჩ­ნია ხა­სი­ათ­ში აუ­ტა­ნე­ლი თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლის სა­კომ­პენ­სა­ცი­ო­დაც ამ უკა­ნას­კნელს, რა თქმა უნდა, და­დე­ბი­თი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბიც ებო­ძა (სამ­ყა­რო ხომ კა­ნონ­ზო­მი­ე­რი გახ­ლავთ). თუმ­ცა, ის თუ რამ­დე­ნად ახერ­ხებს ესა თუ ის ინ­დი­ვი­დი სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი და­დე­ბი­თით ჩა­ა­ნაც­ვლოს, ეს უკვე თა­ვად კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა ვარ­სკვლა­ვებ­ზე.

ვერ­ძის უმ­თავ­რე­სი ნაკ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის არ­ქო­ნა, უკონ­ტრო­ლო სი­ფი­ცხე და უხე­შო­ბაა.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ოპ­ტი­მიზ­მი, გულ­წრფე­ლო­ბა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და ენერ­გი­უ­ლი ხა­სი­ა­თი.

კუ­როს ძი­რი­თა­დი ნაკ­ლი მის უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტე­ში მდგო­მა­რე­ობს. ამას მოჰ­ყვე­ბა კი­დევ ერთი ცუდი თვი­სე­ბა – სი­ახ­ლე­ე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა და შიში. რის გა­მოც ბევ­რი კურო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კარგ შანსს უშ­ვებს ხე­ლი­დან.

და­დე­ბით თვი­სე­ბა კუ­როს შემ­თხვე­ვა­ში ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სა­ო­ცა­რი მოთ­მი­ნე­ბაა.

ტყუ­პის ყვე­ლა­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი თვი­სე­ბა არის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლაქ­ლა­ქის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და სა­შინ­ლად ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი. ფიქ­რობს ერთს, ამ­ბობს მე­ო­რეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში აკე­თებს მე­სა­მეს.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა ტყუპ­ში არის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, გამ­ჭრი­ა­ხო­ბა და იუ­მო­რის დიდი დოზა.

კირჩხი­ბის უდი­დე­სი ნაკ­ლი დეპ­რე­სი­უ­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, პა­ნი­კი­ო­რო­ბა და მუდ­მი­ვი წუ­წუ­ნის ჩვე­ვაა. მას ძა­ლი­ან უჭირს ასე­ვე წარ­სულ­თან გა­მო­თხო­ვე­ბა.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან კირჩხი­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ღირ­სე­ბა ოჯა­ხის, სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის და წი­ნაპ­რე­ბი­სად­მი თავ­და­დე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია.

ლო­მის ხა­სი­ათ­ში გარ­შე­მო მყო­ფებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ქედ­მაღ­ლო­ბა, არა­ჯან­სა­ღად ამ­ბი­ცი­უ­რი გა­მოხ­დო­მე­ბი და გა­მუდ­მე­ბუ­ლი ტრა­ბა­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მი­აჩ­ნი­ათ.

სა­მა­გი­ე­როდ, ლომს უზო­მოდ კე­თი­ლი გული აქვს. ის არის დიდსუ­ლო­ვა­ნი მე­გო­ბა­რი და სა­ი­მე­დო და­საყ­რდე­ნი პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. უყ­ვარს სუს­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა.

ქალ­წუ­ლის უდი­დე­სი ნაკ­ლი მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა და სი­ძუნ­წეა. მას ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ ასე­ვე ან­გა­რე­ბი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა კი ის აქვს, რომ თავ­და­დე­ბუ­ლი ზრუნ­ვა შე­უძ­ლია მათ­თვის, ვინც უყ­ვარს. არის დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

სას­წო­რის ნაკ­ლი მერ­წყე­ვი ხა­სი­ა­თია. მას ხში­რად თა­ვად ვერ გა­უ­გია რა სურს ან სურს კი სა­ერ­თოდ რამე? გა­უ­ბე­და­ო­ბა და უკონ­ფლიქ­ტო ხა­სი­ა­თი ხში­რად ხდე­ბა მის­თვის პრობ­ლე­მე­ბის სა­ბა­ბი.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან სას­წო­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ თა­ვა­ზი­ა­ნი მიდ­გო­მი­თა და მუდ­მი­ვად მო­ღი­მა­რი სა­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

მო­რი­ე­ლის ხა­სი­ათ­ში "ჩრდი­ლო­ვან მხა­რედ" შე­იძ­ლე­ბა მისი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ამ ხალ­ხის დიდი ნაკ­ლია ბოღ­მი­სა და წყე­ნის ხან­გრძლი­ვი დრო­ით გუ­ლით ტა­რე­ბა.

თუმ­ცა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბაც ბევ­რი აქვს მო­რი­ელს. იგი ერ­თგუ­ლი, ამ­ტა­ნი და გამ­ტა­ნი ადა­მი­ა­ნია. არა­სო­დეს ჩაგ­რავს ვინ­მეს უმი­ზე­ზოდ და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად.

მშვილ­დოს­ნე­ბის ნაკ­ლი ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი, ცხოვ­რე­ბი­სად­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ზედ­მე­ტი ოპ­ტი­მიზ­მია.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან კი მათი სა­ო­ცა­რი გუ­ლი­თა­დო­ბა მე­გობ­რე­ბის მი­მართ, მას­შტა­ბუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა აღი­ნიშ­ნოს პირ­ველ რიგ­ში.

თხის რქის ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი პირ­ქუ­ში ხა­სი­ა­თი, ზედ­მე­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და სნო­ბიზ­მია. არა­ნაკ­ლებ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია თხის რქის სი­ჯი­უ­ტეც.

და­დე­ბით თვი­სე­ბებს შო­რის თხის რქას შე­უძ­ლია თავი მო­ი­წო­ნოს ერ­თგუ­ლე­ბის გა­სა­ო­ცა­რი უნა­რით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბით.

მერ­წყუ­ლის ნაკ­ლი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა, ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნორ­მე­ბის სრუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბაა.

და­დე­ბი­თი კი ის აქვთ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რომ ისი­ნი უზო­მოდ მე­გობ­რუ­ლე­ბი და ჰუ­მა­ნუ­რე­ბი არი­ან. არა­სო­დეს ყო­ფენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფე­ნე­ბად და არ გა­აჩ­ნი­ათ გარ­თუ­ლე­ბა რა­ი­მე ტი­პის რე­გა­ლი­ე­ბის მი­მართ.

თევ­ზე­ბის ნაკ­ლია რბი­ლი ხა­სი­ა­თი, დამ­ყო­ლი ბუ­ნე­ბა და წუ­წუ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. მათ ასე­ვე უჭირთ თავი და­აღ­წი­ონ ილუ­ზი­ებს და რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში იცხოვ­რონ.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან თევ­ზე­ბის ღირ­სე­ბაა თა­ნამ­გრძნო­ბი ბუ­ნე­ბა, კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, მოს­მე­ნის ნიჭი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რატომ უყვარდებით და სძულდებით ადამიანებს, ერთი დანახვით? - თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რატომ უყვარდებით და სძულდებით ადამიანებს, ერთი დანახვით? - თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს გააჩნია ხასიათში აუტანელი თვისებები. ალბათ არც ერთი ჩვენგანი არ იქმნის იმის ილუზიას, რომ ამ ქვეყანას აბსოლუტურად უნაკლო და იდეალური მოევლინა. ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს გააჩნია ხასიათში აუტანელი თვისებები, რომლის საკომპენსაციოდაც ამ უკანასკნელს, რა თქმა უნდა, დადებითი სახასიათო შტრიხებიც ებოძა (სამყარო ხომ კანონზომიერი გახლავთ). თუმცა, ის თუ რამდენად ახერხებს ესა თუ ის ინდივიდი საკუთარ ხასიათში უარყოფითი თვისებები დადებითით ჩაანაცვლოს, ეს უკვე თავად კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავებზე.

ვერძის უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა.

დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში და ენერგიული ხასიათი.

კუროს ძირითადი ნაკლი მის უაპელაციო სიჯიუტეში მდგომარეობს. ამას მოჰყვება კიდევ ერთი ცუდი თვისება – სიახლეების მიუღებლობა და შიში. რის გამოც ბევრი კურო პროფესიული განვითარების კარგ შანსს უშვებს ხელიდან.

დადებით თვისება კუროს შემთხვევაში ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინებაა.

ტყუპის ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება არის გაუთავებელი ლაქლაქისკენ მიდრეკილება და საშინლად ცვალებადი ხასიათი. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში აკეთებს მესამეს.

დადებითი თვისება ტყუპში არის ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზა.

კირჩხიბის უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნის ჩვევაა. მას ძალიან უჭირს ასევე წარსულთან გამოთხოვება.

დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვების და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.

ლომის ხასიათში გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახის სიყვარული მიაჩნიათ.

სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში. უყვარს სუსტების მფარველობა.

ქალწულის უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. მას ხშირად საყვედურობენ ასევე ანგარებიან დამოკიდებულებას გარშემო მყოფების მიმართ.

დადებითი თვისება კი ის აქვს, რომ თავდადებული ზრუნვა შეუძლია მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.

სასწორის ნაკლი მერწყევი ხასიათია. მას ხშირად თავად ვერ გაუგია რა სურს ან სურს კი საერთოდ რამე? გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება მისთვის პრობლემების საბაბი.

დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.

მორიელის ხასიათში "ჩრდილოვან მხარედ" შეიძლება მისი შურისმაძიებელი ბუნება ჩაითვალოს. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივი დროით გულით ტარება.

თუმცა დადებითი თვისებაც ბევრი აქვს მორიელს. იგი ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანია. არასოდეს ჩაგრავს ვინმეს უმიზეზოდ და დაუმსახურებლად.

მშვილდოსნების ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია.

დადებითი თვისებებიდან კი მათი საოცარი გულითადობა მეგობრების მიმართ, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათი უნდა აღინიშნოს პირველ რიგში.

თხის რქის ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია თხის რქის სიჯიუტეც.

დადებით თვისებებს შორის თხის რქას შეუძლია თავი მოიწონოს ერთგულების გასაოცარი უნარით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით.

მერწყულის ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა.

დადებითი კი ის აქვთ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომ ისინი უზომოდ მეგობრულები და ჰუმანურები არიან. არასოდეს ყოფენ საზოგადოებას ფენებად და არ გააჩნიათ გართულება რაიმე ტიპის რეგალიების მიმართ.

თევზების ნაკლია რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილება. მათ ასევე უჭირთ თავი დააღწიონ ილუზიებს და რეალურ სამყაროში იცხოვრონ.

დადებითი თვისებებიდან თევზების ღირსებაა თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები, მოსმენის ნიჭი.