პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა იმეგობროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებთან
რატომ უნდა იმეგობროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებთან

ზო­გა­დად, კარ­გი მე­გობ­რო­ბა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია და იყო ჭეშ­მა­რი­ტად კარ­გი მე­გო­ბა­რი ესეც თა­ვი­სე­ბუ­რი ნი­ჭია, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ან აქვს ან - არა. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­აჩ­ნი­ათ გარ­კვე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი ამ მხრივ. გა­გაც­ნობთ სამ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

ლომი

ლომი გუ­ლუხ­ვო­ბი­თა და დიდსუ­ლოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რეა. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ უყ­ვარს ინ­ტრი­გე­ბი, ჭო­რე­ბი და ზურგს უკან ვინ­მეს­თვის მა­ხის და­გე­ბა. ლო­მე­ბი აღ­მერ­თე­ბენ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბას და მფარ­ვე­ლო­ბას. მათ­თვის სა­სი­ცო­ცხლო სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია ის ფაქ­ტი, რომ მე­გო­ბა­რი მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს მისი თა­ნად­გო­მის გამო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ლომს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას ერ­თი­ო­რად უმაღ­ლებს. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რო­ბა და სა­ში­ში მტრო­ბა იცი­ან. ამი­ტომ თუკი მე­გობ­რის სტა­ტუ­სით მას რა­ი­მე ტი­პის ინ­ტრიგ­ნო­ბა მო­უ­წყვეთ, გწამ­დეთ, მისი სა­ხით სა­ში­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­ი­ძი­ნეთ და თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აღა­რა­სო­დეს აღ­დგე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

ეს ხალ­ხი შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად მე­გობ­რე­ბის­თვის ცო­ცხლობს. მშვილ­დოს­ნე­ბი ოპ­ტი­მიზ­მის, ხა­ლი­სი­სა და იუ­მო­რის აუ­რას ას­ხი­ვე­ბენ ყველ­გან. რა გა­საკ­ვი­რია, რომ მათ­კენ ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის მი­ილ­ტვი­ან, – პო­ზი­ტი­უ­რი ინ­დი­ვი­დის გვერ­დით ყოფ­ნა ხომ ყვე­ლას უნდა. ამი­ტო­მაც არის, რომ მშვილ­დოს­ნებს უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი ჰყავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა წრე­ში. ისი­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ერ­თვე­ბი­ან ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა მათ მე­გო­ბარს რა­ი­მე გა­სა­ჭი­რი ად­გას. ამას­თან ერ­თად, ამ დროს შე­საძ­ლოა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბიც კი და­ა­ზა­რა­ლონ. როცა მე­გო­ბარს სჭირ­დე­ბა მშვილ­დო­სა­ნი არა­სო­დეს და­ი­ხევს უკან. იგი იშ­ვი­ა­თი სი­ა­ლა­ლით და პირ­და­პი­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, იშ­ვი­ა­თად პირ­ფე­რობს მე­გობ­რებ­თან და ყო­ველ­თვის ცდი­ლობს (თუმ­ცა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მწა­რედ) სი­მარ­თლე და რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ა­ნახ­ვოს ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს.

მო­რი­ე­ლი

მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კითხს ეს ადა­მი­ა­ნი უზო­მოდ დიდი სიფრ­თხი­ლი­თა და მონ­დო­მე­ბით ეკი­დე­ბა. ამი­ტომ თუ კარ­გად არ "და­ტეს­ტა" ადა­მი­ა­ნი ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, ისე არც თა­ვის და მისი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს არა­სო­დეს გა­ა­ჭა­ჭა­ნებს. მო­რი­ე­ლი იშ­ვი­ა­თი მე­სა­კუთ­რეა, ამი­ტომ მე­გობ­რებ­საც ისე აღიქ­ვამს რო­გორც სა­კუთ­რე­ბას. მას არ მო­ე­წო­ნე­ბა, თუკი მე­გო­ბა­რი ცოტა დროს და­უთ­მობს ან ზე­რე­ლედ მო­ე­კი­დე­ბა მის პრობ­ლე­მებს. სა­მა­გი­ე­როდ, იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ვად მაქ­სი­მუმს გა­ი­ღებს თქვენ­თვის. მო­რი­ე­ლე­ბი არა­სო­დეს ივი­წყე­ბენ არა­ფერს. ამი­ტომ ჩა­დე­ნილ სი­კე­თეს და ბო­რო­ტე­ბას, ზუს­ტი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რო­ბით უბ­რუ­ნე­ბენ უკან ად­რე­სატს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სურ­ვე­ლია, თუნ­დაც მე­გობ­რის სტა­ტუ­სით მას­თან არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­რი­ე­ლის ნე­გა­ტი­ურ მხა­რეს აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნა­ხავთ... და მერ­წმუ­ნეთ, ეს სრუ­ლე­ბით არ მო­გე­წო­ნე­ბათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რატომ უნდა იმეგობროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებთან

რატომ უნდა იმეგობროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებთან

ზოგადად, კარგი მეგობრობა ყველას არ შეუძლია და იყო ჭეშმარიტად კარგი მეგობარი ესეც თავისებური ნიჭია, რომელიც ადამიანს ან აქვს ან - არა. ასტროლოგები თვლიან, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს გააჩნიათ გარკვეული თვისებები ამ მხრივ. გაგაცნობთ სამ ყველაზე საუკეთესო მეგობარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ლომი

ლომი გულუხვობითა და დიდსულოვნებით გამოირჩევა. ამაყი და თავმოყვარეა. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება. ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას. მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო. ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთიორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან. ამიტომ თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგნობა მოუწყვეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღდგება.

მშვილდოსანი

ეს ხალხი შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფაქტობრივად მეგობრებისთვის ცოცხლობს. მშვილდოსნები ოპტიმიზმის, ხალისისა და იუმორის აურას ასხივებენ ყველგან. რა გასაკვირია, რომ მათკენ ადამიანები ყოველთვის მიილტვიან, – პოზიტიური ინდივიდის გვერდით ყოფნა ხომ ყველას უნდა. ამიტომაც არის, რომ მშვილდოსნებს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ საზოგადოების სხვადასხვა წრეში. ისინი სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მათ მეგობარს რაიმე გასაჭირი ადგას. ამასთან ერთად, ამ დროს შესაძლოა საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალონ. როცა მეგობარს სჭირდება მშვილდოსანი არასოდეს დაიხევს უკან. იგი იშვიათი სიალალით და პირდაპირობით გამოირჩევა. შესაბამისად, იშვიათად პირფერობს მეგობრებთან და ყოველთვის ცდილობს (თუმცა ზოგჯერ ძალიან მწარედ) სიმართლე და რეალური სიტუაცია დაანახვოს ახლობელ ადამიანს.

მორიელი

მეგობრების შერჩევის საკითხს ეს ადამიანი უზომოდ დიდი სიფრთხილითა და მონდომებით ეკიდება. ამიტომ თუ კარგად არ "დატესტა" ადამიანი ერთგულებაზე, ისე არც თავის და მისი ახლობლების სიახლოვეს არასოდეს გააჭაჭანებს. მორიელი იშვიათი მესაკუთრეა, ამიტომ მეგობრებსაც ისე აღიქვამს როგორც საკუთრებას. მას არ მოეწონება, თუკი მეგობარი ცოტა დროს დაუთმობს ან ზერელედ მოეკიდება მის პრობლემებს. სამაგიეროდ, იმავე სიტუაციაში თავად მაქსიმუმს გაიღებს თქვენთვის. მორიელები არასოდეს ივიწყებენ არაფერს. ამიტომ ჩადენილ სიკეთეს და ბოროტებას, ზუსტი ეკვივალენტურობით უბრუნებენ უკან ადრესატს. შესაბამისად, სასურველია, თუნდაც მეგობრის სტატუსით მასთან არაფერი შეგეშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მორიელის ნეგატიურ მხარეს აუცილებლად დაინახავთ... და მერწმუნეთ, ეს სრულებით არ მოგეწონებათ!